”მაწანწალა ზღაპარი” – პრემიერა ბათუმში

 

15 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში, კარელ ჩაპეკის და ლუბომირ ფელდეკის მოთხრობების მიხედვით  სპექტაკლი “მაწანწალა ზღაპარი” დაიდგმება.

შრომის არასავალდებულო მონიტორინგი

 

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ საწარმოებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა, 500-მდე დასაქმებული კი, მძიმედ დაშავდა. შრომითი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საწყის ეტაპზე მონიტორინგის ჯგუფი საწარმოს მხოლოდ მისივე მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმებს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი, მითითებებითა და რეკომენდაციებით შემოიფარგლება.

ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი თამაშიდან ერთი მოიგო

 

  საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები თურქეთში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის შეჯიბრებაზე იმყოფება, სადაც საქართველოს ჩათვლით შვიდი ქვეყანა მონაწილეობს. 

დაუბეგრავი მინიმუმის სახით 20 მილიონზე მეტია დაბრუნებული

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 9 აპრილის მდგომარეობით დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულია 20 მილიონ 187 ლარი.  დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი 2015 წლის 7 აპრილიდან დაიწყო.

საკადრო პოლიტიკის დეტალები აჭარის შს სამმართველოში

 

საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში გრძელდება – ხელვაჩაურსა და ქობულეთში პოლიციას ახალი უფროსები ჰყავს. ბესიკ ამირანაშვილმა კადრები შეცვალა აჭარის მთავარ სამმართველოშიც. ეს უკანასკნელი და საპატრულო პოლიციის უფროსიც აჭარაში ცოტა ხნის წინ მოავლინეს.

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს

 

ბათუმის მერიის, სოციალური სერვისების სააგენტომ  აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველებს სააღდგომოდ   5 კვერცხი და ერთი პასკა გადასცა. 

 
 

თბილისი ბათუმის მიმართულებით ღამის მატარებელი დაინიშნა

 

 თბილისი მახინჯაურის მიმართულებით ღამის მატარებელი სააღდგომოდ დაინიშნა. 

შიდა ტურნირი ჩოგბურთში

 

 

ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსში ორკვირიანი შიდა ტურნირი, რომელიც 25 მარტს დაიწყო გუშინ დასრულდა. ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა და მასში 88 ბავშვი – 51 ბიჭი და 37 გოგო მონაწილეობდა.

მაქმანების სამოთხის საიდუმლო

 

მაქმანების სამოთხე, ასე ეძახიან თურქეთში, მარმარილოს ზღვის სანახებში მდებარე ბალიქესირის რაიონის გონენის მხარეს. გონენელებს არ ახსოვთ, როდის დაიწყეს ნემსითა და ძაფით მაქმანების ქსოვა, თუმცა რაც თავი ახსოვთ, ეს ხელსაქმე იციან, სულ პატარაობაშივე ასწავლიან უფროსები გოგონებს.  

9 აპრილი ბათუმში

 

დღეს ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და 1989 წლის 9 აპრილის ღამეს დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს. 

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი: დაანონსებული სიუჟეტი კვირის ბოლოს გავა

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის განცხადებას, აჭარის ტელევიზიის  “სპეციალური რეპორტაჟის” ჟურნალისტი ემზარ დიასამიძე პასუხობს. 


“ბათუმელებთან” დაანონსებული სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ ფილმის ეთერში გაუსვლელობის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ფილმზე მუშაობა ავტორმა დროულად ვერ დაასრულა. 

ემზარ დიასამიძის თქმით, დაანონსებული სიუჟეტი კვირის ბოლოს გავა.

 

დეპუტატი: მთავრობა აჭარის ტელევიზიის სარედაქციო საქმიანობაში ერევა

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის განცხადებით, გასულ კვირას აჭარის ტელევიზია აანონსებდა სიუჟეტს სახელწოდებით – „ჯართადქცეული ეკონომიკა“ ეთერში გასვლას. მისი თქმით, საკითხი ეხებოდა შპს „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ მატერიალური ფასეულობების განიავებასა და იმას, თუ როგორ დაიბლოკა სერიოზული ინვესტიციები, რაც ითვალისწინებდა ქარხნის ყოფილი ტერიტორიის ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ნავთობშლამიდან გაწმენდასა და მეორეს მხრივ, მისი კომერციული გადამუშავებას.



ევროპის ჩემპიონი: ”არ უნდა დასჯერდე მედალს”

 

 

28 მარტს პოლონეთის ქალაქ ვალბჟიხში 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში ლაშა გობაძე ბერძნულრომაული სტილით ჭიდაობაში (80 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლაშა გობაძე 1994 წლის 10 იანვარს ხულოში, სოფელ დიდაჭარაში დაიბადა. ოთხი თვის იყო, ბაბუამ აღსაზრდელად რომ ჩაიბარა. ბაბუა ბერძნულრომაულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძეა. ლაშა არის ჭაბუკთა შორის საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, ოთხგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის საქართველოს ფინალისტი და სხვადასხა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. როგორც ლევან შავაძე გვეუბნება, ლაშას აქვს პოტენციალი უფრო დიდი შედეგისთვის იბრძოლოს. პოტენციალი მას მერე უფრო გამოჩნდა, რაც ლაშამ ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა.

ქედაში სპორტულ მოედანს არჩილ ფარტენაძის სახელი მიენიჭა

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის სპორტულ მოედანს არჩილ ფარტენაძის სახელი მიენიჭა. არჩილ ფარტენაძე ოთხი დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა.

სამედიცინო კონსულტაციები უშვილობის პრობლების მქონე წყვილებისთვის

 

2015 წლის 18 აპრილს ქალაქ ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალს ეწვევა და უშვილობის მქონე წყვილებისთვის კონსულტაციებს ჩაატარებს რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ლალი ფხალაძე.



რას გეგმავს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

3 აპრილს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად,  299-დან 107 ხმით, ერთი წლის ვადით, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხალვაში აირჩიეს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნივერსიტეტის აკადემიურმა და პროფესიულმა პერსონალმა _ 299 ადამიანმა შეარჩია (სულ რეგისტირებული იყო 312 ამომრჩეველი). 

აჭარიდან გურიაში ჩასახლებულების საპროტესტო აქცია

 

დღეს სოფელ ლაითურში აჭარიდან ჩასახლებულმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ეს ოჯახები საკუთარ თავს ეკომიგრანტებს უწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, რომელიც აქციაზე იმყოფება, მოსახლეობა სოფელში შექმნილი გაუსაძლს მდგომარეობას აპროტესტებს. 

არჩილ ხაბაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვეს

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. 

ზარალს ქედაშიც დაითვლიან

 

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, გუშინდელმა ძლიერმა ქარმა გარკვეული ზიანი მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მიაყენა, თუმცა ჯერ ზარალი დათვლილი არ არის. ქედაშიც ძირითადად სახლებს სახურავები გადახადა.

აჭარის ფინანსთა სამინისტრომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია წარადგინა

 

დღეს „რადისონ ბლუ ბათუმში“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დეველოპერებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია წარუდგინა.

 

 

 

 

 

აჭარის ფინანსთა მინისტრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე: „უარი არ გამოვა“

 

დღეს, ახალ საინვესტიციო პროექტებზე  გამართულ პრეზენტაციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ განსახორციელებელ პროექტებში, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ყოფილი  #1 აფთიაქის შენობის ხარჯზე ახალი სასტუმროს მშენებლობის პროექტიც მოიხსენია. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამ პროექტის განხორციელებაზე ცოტა ხნის წინ შპს „ჟასმინს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უარი უთხრა.

“გაიღე სისხლი”- ადვოკატების აქცია ბათუმში

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით, ბათუმში დღეს ადვოკატებმა  სისხლი უანგაროდ  ბავშვებისთვის გაიღეს. 

ვინ და როგორ დააკვირდება მასწავლებლებს

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ორ კვირაზე მეტია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში, საკლასო დაკვირვების ნაწილთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავენ. განათლების სამინისტრო გარე დაკვირვების მექანიზმს ნერგავს. ეს მხოლოდ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ანუ ყველა იმ მასწავლებელს ეხება, რომელმაც სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება, შენარჩუნება ან შეწყვეტა დამოკიდებულია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე. იმისთვის, რომ უფროსმა მასწავლებლებმა სტატუსი შეინარჩუნონ ან უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდნენ, საჭიროა კრედიტქულების დაგროვება. გარე დაკვირვება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. გარე დაკვირვების ინსტრუმენტის შემუშავებასა და შემდგომ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრია. გარე დაკვირვება აუცილებელია და ის უნდა გაიაროს ყველა პედაგოგმა ერთხელ. ამ საკითხზე „ბათუმელების“ კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული უნარების ჯგუფის სპეციალისტმა ირინა ჟვანიამ  უპასუხა. 

12 და 13 აპრილს მგზავრობა უფასო იქნება

 

12-13 აპრილს, აღდგომასა და მიცვალებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ბათუმშიე. წ. ხოფის ბაზრობის №11 სამარშუტო ხაზი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. 

ძლიერი ქარის გამო ადამიანი „დრიმლენდ ოაზისის“ მშენებლობაზეც დაზიანდა

 

გუშინ ძლიერი ქარით გამოწვეული ზიანი ჯერ დათვლილი არ არის. ცნობილია, რომ ყველაზე მეტად დაზარალდნენ სამშენებლო ობიექტები. მაგალითად, გუშინ ქარის შედეგად მთლიანად მოიშალა ჩაქვში, კომპანია „დრიმლენდ ოაზისის“ სამშენებლო ობიექტის ის სართული, რომელიც დასასხმელად იყო გამზადებული.

სახალხო დამცველი: ციხეში სუიციდის მცდელობის ფაქტებმა იმატა

 

 

საქართველოს სახალხო დამცველმა გასული წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ შეტყობინებათა რაოდენობამ იმატა. იმატა ასევე სიუციდის მცდელობის ფაქტებმა, პატიმრების გარდაცვალებისა და თვითდაზიანების სტატისტიკამ. საანგარიშო პერიოდში პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა დააფიქსირა ფაქტები, როდესაც სამედიცინო პერსონალმა საერთოდ არ ასახა დოკუმენტებში პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანება. ბათუმის #3 დაწესებულებაში შემოწმების დროს სამარტოო საკნებში იდგა აუტანელი სუნი, პატიმრებს არ ჰქონდათ თეთრეული, უწევდათ ნარზე წოლა. სიცივისაგან დასაცავად ერთ-ერთ პატიმარს ტანზე ტანსაცმლის ქვეშ ტუალეტის ქაღალდი ჰქონდა შემოხვეული.

აჭარაში 460 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

“ენერგო – პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ამ დროისთვის [10:05 საათი] ელექტროენერგია არ მიეწოდება ბათუმში 20 აბონენტს, ქობულეთში -60-ს, ხელვაჩაურში- 130-ს, მაღალმთიან აჭარაში კი – 250 აბონენტს. 

აჭარაში 4 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

ამ დროისთვის ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში 4 ათას ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანია „ენერო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამის მიზეზი დღევანდელი ძლიერი ქარია. ამ აბონენტების დიდ ნაწილ, სავარაუდოდ დილამდე, ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.

სამაშველო სამსახური: ქარიშხლის გამო დღეს 25 გამოძახება გვქონდა

 

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათთან ზუსტად 25 გამოძახება შევიდა. სამაშველო სამსახურის ერთ-ერთი თანამდებობის პირის ხუსეინ სირაბიძის თქმით, ქარმა ძირითადად ხეები მოგლიჯა და სახლების სახურავები გადახადა. 

ახალშენში ქარისგან დაზარალებული ოჯახი მაშველებსა და ჟურნალისტებს ითხოვს

 

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხემ დააზიანა, არის სტაბილური და სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა პირველად შეფასებით არ ჩანს.

ელთ კომპანი ათი წლისაა

 

საფინანსო ორგანიაზაციამ – „ელთ კომპანი“ 2015 წლის დღეს, 7 აპრილს 10 წლის იუბილე აღნიშნა მოხმარებლებთან ერთად და თითოეულ მათგანს საზეიმო ვითარებაში უმასპინძლა. 10 წლის წინ მცირე მასშტაბებით დაწყებული საქმიანობა,  სწორი მენეჯმენტისა და მომხმარებელში მოპოვებული დიდი ნდობის წყალობით უკვე ერთ დიდ, ძლიერ კომპანიას  წარმოადგენს. 



ქარიშხლის გამო ბათუმში ორი ადამიანი დაზიანდა

 

ბათუმში, რამდენიმე წუთის წინ ძლიერი ქარის გამო წაიქცა ხე 6 მაისის პარკში, რომელიც ადამიანს დაეცა. სასწრაფო დახმარების მანქანას ის ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავს.

 

 

მეორე შემთხვევა მოხდა ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში, მშენებარე სასტუმროს მაღლივი სართულიდან გადმოვარდნილი სახურავის ნაწილი ასევე ქვეითად მოსიარულეს დაეცა. სასწრაფო დასხმარების ექიმის ცნობით, მეორე შემთხვევაში მოქალაქე მსუბუქუად დაშავდა. 


ბათუმში ძლიერი ქარი მოულოდნელად ამოვარდა. ამ დროისთვის ქარის სიჩქარე შედარებით შენელებულია. 



სტუდენტები დეპუტატისთვის კვერცხების დაშენის ფაქტზე

 

14 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბათუმის მერიის ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურისა და მერიის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს და ფიზიკურად შეურაცხყვეს. ეს მოხელეები სამსახურიდან არ დაუთხოვიათ. ქალაქის მერის თქმით, მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ქცევაზე პასუხის მოთხოვნის უფლება იქიდან გამომდინარე არ აქვს, რომ ინციდენტი არც სამუშაო საათებში მომხდარა და არც სამუშაოს ტერიტორიაზე. შს სამინისტროში ამბობენ, რომ „ფაქტზე მოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს“, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატზე თავდასხმის ვიდეომტკიცებულება არსებობს. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო მოქალაქეების აზრი – უნდა დაეთხოვათ თუ არა სამსახურიდან თავდამსხმელები და რატომ?

სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრი ბათუმში

 

ხვალ, რვა აპრილს, ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, სამსუნის ოპერისა და ბალეტის მსახიობები კონცერტს გამართავენ. 

სასამართლომ შს სამინისტროს „ბათუმელებისთვის“ პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა დაავალა

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, ძალოვანი უწყება სასამართლოს მეორე ინსტანციაში მოითხოვს, გაზეთ „ბათუმელებს“ უარი ეთქვას გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე. 17 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია შს სამინისტროდან გამოითხოვა, ხოლო 13 თვე მას შემდეგ რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართა.

 

 

Exit mobile version