წინასაარჩევნო დაპირებები ბათუმში [ვიდეო]

 

 „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები შეეცადნენ გაერკვიათ როგორია ხალხის ჩართულობა თვითმართველობის საქმიანობაში, რას დაპირდნენ   წინასაარჩევნოდ ბათუმის მერი და საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობას და რა შესრულდა  მათი დანაპირებიდან.  თვითმართველობის თითქმის ერთწლიანი საქმიანობა კი სტუდიაში  ასოციაცია „თავისუფლება და დემოკრატიის“გამგეობის წევრმა ნინო ჩხეტიამ შეაფასა. 

ქობულეთში ბუნებრივი აირით ცოლ-ქმარი დაიღუპა

 

დღეს, პირველ აპრილს, ქობულეთში ხანდაზმული ცოლ-ქმარი მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის მოწყობილობის არასწორ, კუსტარულ მონტაჟს განიხილავენ. 

116 შტატი და ცვლილებები შუახევის კულტურის ცენტრში

 

შუახევის კულტურის ცენტრში დასაქმებული 116 თანამშრომლიდან ნაწილმა შესაძლოა სამუშაო დაკარგოს. თანამშრომლებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, კულტურის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ რეორგანიზაციის შედეგად სოფლის კლუბების ნაცვლად შუახევში ანსამბლები იქმნება, სადაც თანამშრომლებს ქასტინგის წესით შეარჩევენ. 

როცა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე უარს გეუბნებიან

 

დეკლარაციების შევსებისას ზოგიერთ მოქალაქეს უარი ეთქვა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე [დეკლარაციის ჩაბარებაზე] შემოსავლების სამსახურში დამსაქმებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში შეუსაბამობების [შავი დეკლარაციების] მიზეზით. რა უნდა ქნას დასაქმებულმა და დამსაქმებელმა ასეთ შემთხვევაში? – „ბათუმელების“ შეკითხვებს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ ანდრიაძემ უპასუხა:

კერძო სკოლებს ვაუჩერიდან ჟურნალების ღირებულებას ყოველწლიურად დააკლებენ

 

კერძო სკოლებს მოსწავლეთა  გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულებას ამიერიდან ყოველწლიურად გადაახდევინებენ. შესაბამის თანხას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს მათზე  გადასაცემი ვაუჩერის ოდენობიდან დააკლებს. ჟურნალები უფასოა საჯარო სკოლებისთვის.

უსარგებლო პანდუსისთვის დახარჯული ფული

 

ქედის კულტურის ცენტრს უკვე რვა თვეა პანდუსი აქვს, თუმცა მისით ჯერ არავის უსარგებლია, რადგან პანდუსი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს „საბა-555-მა“ მოაწყო, დახრილობის დასაშვებ ნორმას ბევრად აჭარბებს და, ფაქტობრივად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ამ პანდუსის მეშვეობით გადაადგილებას ვერ შეძლებს.  

ბათუმის ბულვარში ვეტერანები ერთმანეთს დარტსში შეეჯიბრებიან

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცნობით,  4-6 აპრილს ბათუმის ბულვარში, ვეტერანთა კლუბში, გაიმართება საქალაქო  პირველობა დარტსში ვეტერანთა შორის. 

შეაგროვე ლეგენდები აჭარაში – ახალი პროექტის პრეზენტაცია

 

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პირველ აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ ახალი პროექტის – „ლეგენდების გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია აჭარაში შემორჩენილი თქმულებებისა და ლეგენდების შეგროვება, ხალხური შემოქმედებისადმი ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.  „ლეგენდების გზამკვლევის“ ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

ბრუცელოზის საფრთხე და პრევენცია აჭარაში

 

ბრუცელოზის გამოსავლენად კვლევა მსხვილფეხა საქონელს ბოლოს გასულ წელს ჩაუტარეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს გამოკვლეული 13 000-მდე პირუტყვიდან ლაბორატორიული კვლევით ბრუცელოზი 2500-ზე მეტს დაუდგინდა. ოფიციალური მონაცემებით, საკარანტინო დაავადება საქართველოს ყველა რეგიონშია გამოვლენილი.

გაცვლითი პროგრამა თურქეთში სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში MEVLANA – ს გაცვლით პროგრამაში რეგისტრაცია და საბუთების მიღება 15 აპრილამდე გრძელდება. ინსტიტუციონალური ტესტი კი ინგლისურ ენაში 2015 წლის 16 აპრილს ჩატარდება.

 

სწავლა საზღვარგარეთ – რაში ეხმარება სამინისტრო სტუდენტებს

 

12 500 ლარი – ეს მაქსიმალური თანხაა, რითაც აჭარის განათლების სამინისტრო უცხოეთში სამაგისტრო, სადოქტორო და საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მსურველებს დააფინანსებს კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში. თანხის გამოყენება სტუდენტებს არა მარტო სწავლის საფასურის გადასახდელად, არამედ სწავლისთვის საჭირო სხვა ხარჯების დასაფარადაც შეუძლიათ. სწავლა საზღვარგარეთ -უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია, ამ კომპონენტის ბიუჯეტი წელს 100 ათასი ლარია.  საბუთების მიღება სამინისტროში 2015 წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება. 

სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ბათუმში

 

შსს-ს ცნობით, შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა – ნანა ხალითბამ, ლელა კვანტალიანმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა ბათუმის N16 და N23 საჯარო სკოლების უფროსკლასელებს სამართლებრივი კულტურის გაკვეთილი ჩაუტარეს. აღნიშნული გაკვეთილები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტის „სამართლებრივი განათლების პროგრამა“ შემადგენელი ნაწილია და მასში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს.

ბათუმში რეფერენდუმის და პირველი პრეზიდენტის დაბადების 76-ე წელი აღნიშნეს

 

ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“,  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პარტიის, „მრგვალი მაგიდა საქართველოს“ წევრებმა და მხარდამჭერებმა,  1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 24  და საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 76-ე წელი აღნიშნეს.   

სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების პრეზენტაცია ბათუმში

 

 

აშშ- ს სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორმა კენ  უოლშმა, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს,  ამერიკული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები წარუდგინა.  აშშ – ეს ათასწლეულის გამოწვევის  კორპორაციასა და საქართველოს   მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ  სან დიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები გაიარონ საინჟინრო და ტექნიკურ მიმართულებებში და ამ უნივერსიტეტის დიპლომი აიღონ.   

Tbilisi JAM! Fest 2015 – როკ-ფესტივალი ძალადობის წინააღმდეგ

24, 25 და 26 აპრილს, თბილისის ზღვაზე, ღია ცის ქვეშ, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi JAM! Fest 2015 გაიმართება. ფესტივალი ახალგაზრდებს შორის მშვიდობას და მეგობრობას ეძღვნება, ამიტომ იგი უკვე მეოთხე წელია ძალადობის საწინააღმდეგო აქციის სახესაც ატარებს და იმართება ლოზუნგის ქვეშ – ”არა ძალადობას!”

რა შეიცვალა სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგიაში

 

პირველი აპრილიდან სოციალურად დაუცველებს სტატუსი ახალი მეთოდოლოგიით მიენიჭებათ, რომლის მიხედვითაც სარეიტინგო ქულებზე გავლენას აღარ მოახდენს პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სოციალური მომსახურების სააგენტოს  გაიოზ თალაკვაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რასაც ახალი მეთოდოლოგია ითვალისწინებს, არაობიექტური ქულის მინიჭებისგან ოჯახის დასაცავად  სუბიექტური ფაქტორების გამორიცხვაა, კერძოდ – აღარ გაითვალისწინებენ სოციალური აგენტის სუბიექტურ აზრს, რომელსაც აქამდე დიდი გავლენა ჰქონდა სარეიტინგო ქულებზე.

გია სურამელაშვილი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში იმღერებს

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში,  „გაზაფხულის ფესტივალის“ ფარგლებში 17 აპრილს, ქართველი მომღერლის  გია სურამელაშვილის  სოლოკონცერტი გაიმართება.  მომღერლის ჰონორარს სახელმწიფო გადაიხდის. 

დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლეებისთვის შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

 

შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მსურველთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებისთვის დეკლარაციების წარდგენა, ხვალ, 1 აპრილს იწყება.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საკადრო პოლიტიკაზე

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რაულ თავართქილაძემ დღეს, 31 მარტის ბრიფინგზე საკადრო პოლიტიკაზე  განცხადება გააკეთა.

„ეს მარტივია-იზრუნე გარემოზე“ – ფლაერები მოქალაქეებისთვის

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას „ეს მარტივია-იზრუნე გარემოზე!” განაგრძობს. საინფორმაციო აქცია ამჯერად ქალაქ ბათუმში გაიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ჩიხლაძემ, დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა მოსახლეობას გააცნო.  

დაპირისპირება ქედის საკრებულოში: “ამას უყურე ერთი!“

 

ქედის საკრებულოს სხდომა 27 მარტს კამათისა და დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოთხჯერ ჩაშლილი ტენდერი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების დამონტაჟებაზე

 

შპს “სანდასუფთავების” მიერ გამოცხადებული ტენდერი ბათუმში მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების დამონტაჟებაზე, ოთხჯერ ჩაიშალა – სამი ტენდერი გასულ წელს, ერთი კი – მიმდინარე წელს. ოთხჯერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა იურიდიულმა პირმა – შპს “ელიტ პროდაქშენმა” მიიღო მონაწილეობა და დამკვეთმა ისიც დაიწუნა – “დისკვალიფიცირებულია”, წერია სატენდერო დოკუმენტში. „სანდასუფთავებამ“ იგივე სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მეხუთედ, გუშინ, 30 მარტს გამოაცხადა. 

მარინე გიორგაძეს – გილოცავთ!


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მარინე გიორგაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს!

SMS და ვიდეო ზარის სერვისის პრეზენტაცია ბათუმშიც გაიმართება

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის სერვისის პრეზენტაცია დღეს 31 მარტს, ბათუმშიც გაიმართება. სერვისი სმენადაქვეთებულ პირებს SMS და ვიდეო ზარის მეშვეობით  ინფორმაციებს მიაწვდის.    

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმტანების გადამზადება დაიწყო

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, 30 მარტიდან 2 აპრილამდე მორიგი უფასო გადამზადების კურსები მიმტანებისათვის ჩატარდება. ბათუმის კვების ობიექტებში დასაქმებულ კადრებს ტრენინგებს სასტუმრო “დივანში” გერმანელი ექსპერტი ული ტროსიენი ჩაუტარებს.

 

“რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი კონფლიქტს ქმნის უნივერსიტეტში”

 

3 აპრილს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევს. ამის აუცილებლობა უნივერსიტეტში მას შემდეგ დადგა, რაც 16 მარტს ჩატარებული რექტორის არჩევნების შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. რა ხარვეზებია უნივერსიტეტის საარჩევნო კანონმდებლობაში? – „ბათუმელები“ ამ და სხვა საკითხების შესახებ აკადემიური საბჭოს წევრს, იურისტ მალხაზ ნაკაშიძეს ესაუბრა. 

ბათუმში ჰეროინის შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 31 მარტს, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

ველომოგზაური ქედიდან

 

 

44 წლის ველომოგზაური ნოდარ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისიდანაა. მან ველომოგზაურობა გასულ წელს დაიწყო. თავისი მეგობრის, ველომოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ მისი დაწყებული ველოტური თავად დაასრულა და უკრაინა (დონეცკისა და დონბასის გარდა) ველოსიპედით შემოირა

15 წლის საქართველოს ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში

 

 

15 წლის ანა ნიკოიანი საქართველოს სამგზის ჩემპიონია (2011; 2013; 2014 წლებში). ანა მეხუთე წელია მაგიდის ჩოგბურთს თამაშობს.  ანა ნიკოიანი ევროპის სარეიტინგო ცხრილში ამჟამად 128- ადგილზე იმყოფება. ის მე-9 კლასშია და ბათუმის #3 სკოლაში სწავლობს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი ბათუმის #10 სკოლის სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო [ფოტო]

 

დღეს, 30 მარტს საქართველოს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე მერაბ ტურავას ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო. 

 

მერაბ ტურავა საქართველოს პარლამენტმა 20 მარტს 84 ხმით ერტის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე აირჩია. 

 

პრეზიდენტთან ერთად ფიცის დადების ცერემონიალს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრო. 

მილოცვა ორ არქიტექტორს

 

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, თურქეთ საქართველოს შორის საზღვარი გაიხსნა. იქედან მოყოლებული დღემდე ბევრი რამ შეიცვალა როგორც საქართველოში, ისე თურქეთში. შეიცვალა როგორც ეკონომიური თვალსაზრისით, ასევე სოციალური და კულტურული თვალსაზრისით.

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი დაზიანებული ფრესკების საკითხს ეხმაურება

 

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ვიკარი, პადრე გაბრიელე ბრაგანტინი ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაზიანებული ფრესკების საკითხს ეხმაურება. საკათედრო ტაძარში, რომელიც ახლა საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაშია ფრესკების ნაწილი დაზიანებულია. კედლის და სვეტების მოხატულობა კი ალაგ-ალაგ მოშლილია. პადრე გაბრიელ ბრაგანტინის თქმით ტაძრის ისტორიის კვალი არ უნდა წაიშალოს. 

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში

 

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 30 მარტს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფება. ამ წუთებში პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად სასამართლოს შენობას ათვალიერებს. 

1 აპრილიდან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება იწყება

 

1 აპრილიდან დაიწყება დეკლარაციების წარდგენა დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად. თუ 2014 წელს, ხელფასის სახით, მიღებული გაქვთ შემოსავალი 1800-დან 6000 ლარის ჩათვლით, მოცემულ შემთხვევაში, უფლება გაქვთ დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ თქვენი შემოსავალი 1800 ლარამდე იყო, მაშინ დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელადაც, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში 5 კანდიდატი დარეგისტრირდა

 

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი 3 აპრილს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს. კანდიდატების რეგისტრაცია დღეს 16:00 საათზე შეწყდა. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლობისთვის 5 კანდიდატი იბრძოლებს.

16 კორპუსი სახურავის შეკეთებას ითხოვს

 

ბათუმში, ბინათმესაკუთრეთა „ამხანაგობები“ ამ დროისთვის სახურავების გამოცვლას 16 სახლზე მოითხოვენ. „ბათუმის კორპუსში“ არ გამორიცხავენ, რომ ეს რიცხვი რამდენიმე კვირაში 30-მდეც გაიზარდოს. „ამხანაგობებს“ განაცხადების შეტანის ვადა, წლის ბოლომდე აქვთ. 

Exit mobile version