ნეტგაზეთი • RU

ივა კუზანოვი 16 წლის ქეთას უფასო კონსულტაციას ჩაუტარებს

 

ხვალ, 4 აპრილს 15:00 საათზე „საზღვაო ჰოსპიტალის“ ინიციატივით და „კუზანოვის კლინიკის“ მხარდაჭერით პროფესორი ივა კუზანოვი ხულოში მცხოვრებ 16 წლის ქეთა ხოზრევანიძეს ჩაუტარებს უფასო კონსულტაციას.

 

მარტის თვეში ჰოსპიტალის მენეჯმენტისთვის ცნობილი გახდა ხულოში მცხოვრები 16 წლის გოგონას ისტორია, რომელიც   „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატის საშუალებით ითხოვდა დახმარებას ბავშვობაში, 6 წლის ასაკში მიღებული დამწვრობის შემდგომი ნაწიბუროვანი ცვლილებების კორექციის და ფუნქციის აღდგენის მიზნით.


კონსულტაციის შედეგის მიხედვით საჭიროების შემთხვევაში გოგონას უფასოდ ჩაუტარდება შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა  ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალში, პროფესორ ივა კუზანოვის მიერ.


 ასევე,  4 აპრილს „საზღვაო ჰოსპიტალს“ კომპანია SAI GLOBAL-ის გან გადაეცემა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001–2008 სერტიფიკატი, რომელიც ჰოსპიტალმა მიიღო მეზღვაურების მომსახურების მიმართულებაში და კლინიკა „ახალ მზერას“ და „საზღვაო ჰოსპიტალსა“ შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოფთალმოქირურგიის მიმართულების განვითარების მიზნით. ამავე დღეს პროფესორი მერაბ დვალი ჩაატარებს უფასო კონსულატაციებს. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"