ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან

 

შპს „ქედის წყალკანალი“ დაბა ქედასა და აწჰესის მოსახლეობის გამრიცხველიანებას გეგმავს. აბონენტების გამრიცხველიანებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი. როდის დაიწყება აბონენტების გამრიცხველიანება ქედაში და რა ეღირება წყალი აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, საკითხის გარკვევას „ბათუმელები“ გასულ კვირას შეეცადა.

უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანის გადაყენებაზე იმსჯელებენ

 

ხვალ, 31 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის გადაყენების შესახებ იმსჯელებენ. უნივერსიტეტში ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე სხდომა 13:00 საათზეა დაგეგმილი. 

მაჭახელას თოფის ისტორია

თუ მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან მარცხნივ გადაუხვევთ და მაჭახლის ხეობას შეუყვებით, გზად ერთი უცნაური ძეგლი შეგხვდებათ – მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა მაჭახელას თოფს ძეგლი დაუდგეს. აჭარაში კაჟ-ჩახმახიან თოფებსა და დამბაჩებს რამდენიმე ადგილას ამზადებდნენ, თუმცა თოფით განთქმული იყო მაჭახლის ხეობა. მაჭახელას თოფი მაჭახლის ხეობაში არსებულ სამჭედლოებში მზადდებოდა. სამჭედლოები სოფლებში იყო განთავსებული. ხელობის მემკვიდრეობით გადაცემა მამიდან შვილზე …

რა განათლებას მიიღებენ ქედის ზრდასრულთა ცენტრში

 

ქედის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია DVV International -ის პროექტის ფარგლებში „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ გაიხსნა. მალე ამ ცენტრში ქედაში მცხოვრებ ადამიანებს კომპიუტერის გამართვას, საოფისე პროგრამებს, მეფუტკრეობას, ხელსაქმეს და სუვენირების დამზადებას შეასწავლიან. სასწავლო კურსის მსმენელთა ძირითად სამიზნე ჯგუფად ქედის მოსახლეობა მოიაზრება, თუმცა სასწავლო ცენტრი მაღალმთიანი აჭარის სხვა სოფლებიდანაც მიიღებს მსმენელებს.

დამატებითი კრედიტები სტუდენტებს უნივერსიტეტში


ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებმაც სავალდებულო საბაკალავრო პროგრამა ოთხ წელიწადში ვერ დაასრულეს, დამატებითი კრედიტების გავლა მოუწევთ.

გსურთ გახდეთ კვალიფიციური ექიმი და გაიაროთ რეზიდენტურა ამერიკაში?

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი მომავალ ექიმებს ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდების მოთხოვნების მიხედვით შემუშავებული პროგრამით ასწავლის, რის შედეგადაც კურსდამთავრებულები მომზადებულები არიან იმისთვის, რომ რეზიდენტურის პროგრამა ამერიკაში ან ევროპის ქვეყნებში გაიარონ.

ცხრა ეკომიგრანტ ოჯახს სახლები შეუძინეს

 

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ, ცხრა ეკომიგრანტისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საცხოვრებელი სახლები შეიძინა. მიმდინარე წელს, ეკომიგრანტებისთვის სულ 23 სახლის შეძენაა გათვალისწინებული, რომელსაც ასევე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო შეისყიდის.  პროექტის მთლიანი ღირებულება 550 ათასი შვეიცარული ფრანკია.  ერთი სახლის შეძენაზე კი მინიმუმ 20 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ ოჯახების ტრანსპორტირებას კი აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს.  რისთვისაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 13 500 ლარი გამოიყო.  

 

 

300 ათასი ლარი ძირკვაძეების სკოლის რეაბილიტაციისთვის

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 323 412 ლარი. წინადადებების მიღება 20 აპრილს დასრულდება.

ტყის ინვენტარიზაცია აჭარაში – 1,6 მილიონ ლარად ჭიანჭველების ბუდეებიც დაითვლება

 

აჭარაში ტყის ინვენტარიზაციის მიზნით აჭარის სატყეო სააგენტო მაქსიმუმ 1 მილიონ 600 ათას ლარს გადაიხდის. ტყის ინვენტარიზაციის სრულფასოვნად და კვალიფიციურად განხორციელებისათვის გამოყენებული უნდა იქნას 2015 წლის სტერეო აერო ან კოსმოსური სურათები. გადაღება უნდა გახორციელდეს იმ პერიოდში, როდესაც ტყეში ვეგეტაციის პერიოდი მიმდინარეობს (სავარაუდოდ მაისი – ივლისი). კონტრაქტორმა უნდა მოახდინოს ფრინველთა და ჭიანჭველების ბუდეების, ასევე ცხოველთა საბინადრო ადგილების აღირიცხება სანიმუშო ფართობზე.

”დინამომ” ფანკლუბის, დუბლშემადგენლობისა და ჭაბუკთა ლიგის ტრანსპორტირებაზე ტენდერი გამოაცხადა

 

 

ბათუმის საფეხბურთმო კლუბმა „დინამომ“ სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთან ერთად დაქირავებაზე 27 მარტს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 10 760 ლარს შეადგენს.

მერიის 100 ათასიანი ტენდერი პროექტების შედგენაზე

 

ბათუმის მერიამ სხვადასხვა სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე 100 ათასიანი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა უნდა გასწიოს შემდეგი მომსახურებები: საპროექტო სამუშაოები; სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; საჭირო შემთხვევებში დამატებითი მომსახურების გაწევა; დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენა; აგრეთვე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და გეოლოგიური გამოკვლევა.

ლაშა გობაძე ევროპის ჩემპიონია

 

 

 

ლაშა გობაძე ბერძულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ეს ტიტული 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა. ლაშა გობაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში სომეხი სარგის კოჩარიანი 3:2 დაამარცხა.

ნაგვის ურნაში გაჩენილი ცეცხლი სახანძრომ ჩააქრო [ფოტო]

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ნაგვის ურნაში გაჩენილი ცეცხლის გამო, სახანძრო სამსახური გამოიძახეს. სახანძრო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 3 წუთში მივიდა და ცეცხლი ჩააქრო.

სახელმწიფო გზებზე მიმდინარე სამუშაოები აჭარაში

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებში უახლოეს პერიოდში 77 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. სახელშეკრულებო თანხის ოდენობა კი 225 მილიონამდე ლარია. აჭარის გზებზე მიმდინარე სამუშაოების ირგვლივ ინფორმაცია „ბათუმელებს“ საავტომობილო დეპარტამენტმა მოაწოდა. 

ჩაქვში ტრაილერი გადაბრუნდა

 

 ჩაქვი-ბათუმის გზის მონაკვეთზე, სახალვაშოში, გუშინ, 28 მარტს, საღამოს, ტრაილერი გადაბრუნდა. როგორც „ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში” ბათუმელებს განუცხადეს, მძღოლმა სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარი განაცხადა. მძღოლი საქართველოს მოქალაქეა.

აჭარის სამთავრობო დელეგაცია ყაზახეთში გაემგზავრა

 

აჭარის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის წარმომადგენლები “ასტანა-ბათუმი” ბიზნესფორუმს დაესწრებიან. ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნოებიან.

შსს: დაკავებულია თაღლითური დაჯგუფების ოთხი წევრი

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში გერმანიის საელჩოში ვიზის მიღების მიზნით ყალბი ცნობები წარადგინეს, თითქოს ისინი არიან სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრები და აქვთ ყოველთვიური შემოსავალი შემოწირულობის სახით, რომელიც თვეში დაახლოებით 900 ლარიდან 1300 ლარამდე შეადგენს. სამართალდამცველებმა ყალბი ცნობები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მილიონი ლარი მდინარე თერგის დროებითი ნაპირგამაგრებისთვის

 

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგთან“ მდინარე თერგის კალაპოტის დროებით  ნაპირგამაგრებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მილიონ ლარზე მეტს გადაიხდის. სამუშაოებს, სავარაუდოდ, შპს „კალასი“ შეასრულებს, რომლის შეთავაზებაც ტენდერში ყველაზე ნაკლები – 1 მილიონ 70 ათასი ლარი იყო.

გორგილაძის ქუჩა აპრილის ბოლომდე არ გაიხსნება

 

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე [გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში], სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 აპრილამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიმდინარე სამუშაოების გამო გადაკეტილი ქუჩა შესაძლოა აპრილის ბოლომდე არ გაიხსნას. 

მხატვარი არქეოლოგიური მუზეუმიდან

 

 

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის პირველ სართულზე, ფანჯარასთან, სამუშაო მაგიდა დგას. მაგიდაზე ფურცლები, სათვალე და ძველი დოქის ნამტვრევები ალაგია. ეს მუზეუმის მხატვრის, 80 წლის ანზორ ჯაველიძის სამუშაო მაგიდაა. იგი 48 წელია უძველეს, ძველი თუ ახალი წელთაღრიცხვით დათარიღებულ ნივთებს იხატავს და მასზეა დამოკიდებული, როგორ იქნება ნახატზე გადმოცემული უძველესი ნივთების დეტალები, როგორი სიზუსტით გაცოცხლდება ისტორია.

სახლები პარკინგის გარეშე

 

 

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლები ვალდებული არიან, საცხოვრებელი სახლის პროექტში ავტომანქანებისთვის პარკინგი გაითვალისწინონ. თუმცა, სანებართვო დოკუმენტის მიღების შემდეგ, მშენებლები შეთანხმებას ცვლიან, რის შემდეგაც პარკინგის ტერიტორიას სხვა დატვირთვა ეძლევა. როგორც ბათუმის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, არც ერთი საკანონმდებლო ნორმა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მშენებელს დარღვეული პირობის გამო სანქცია დააკისროს. 

ასმათ დიასამიძე: რაღაც გაორებული ვარ

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძე საკანონმდებლო ორგანოში ქალთა კვოტირების შესახებ ამბობს: 

 

 

კინოჩვენება დედამიწის საათის ფარგლებში

 

დღეს, 28 მარტს, დედამიწის საათის საერთაშორისო აქციის ფარგლებში, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტთან ერთად კინოჩვენება მოაწყო. 

არჩილ ხაბაძე თურქეთის ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

 

დღეს, 28 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) პრეზიდენტსა და წევრებს შეხვდა.

აჭარა ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალზე პოლონეთში

 

დღეს 28 მარტს პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “Katowice International Fair – GLOB 2015” ჩატარდება. გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სილეზიის ვოივოდეს სპეციალური მოწვევით იქნება წარდგენილი. გამოფენა 30 მარტამდე გაგრძელდება.

ჯემალ ფუტკარაძე: ქალი უფრო მეტ წვლილს შეიტანს, თუკი ოჯახში იტრიალებს

 

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის („ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი), ჯემალ ფუტკარაძის მოსაზრებით,  ქალების წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ისინი ოჯახში იტრიალებენ. 

დავით ბაციკაძე: პარტიებს კვოტირების ვალდებულება არ უნდა ავკიდოთ

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის („საქართველოს კონსერვატიული პარტია“) დავით ბაციკაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი  უჭერს მხარს, ხელოვნური და იძულებითია.  

პროექტი „შვილობილები“ – ღარიბი ბავშვების დასახმარებლად

 

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისათვის“  სოციალურად დაუცველი და უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ბავშვების დასახმარებლად პროექტს  – „შვილობილები“ –  იწყებს. აქციის ფარგლებში, ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ ოჯახებს კვირაში ერთხელ საკვებ პროდუქტს მიაწვდის. 

ჰოკეის ეროვნული ნაკრები ბათუმში ემზადება [ვიდეო | ფოტო]

 

 

საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში საწვრთნო შეკრებას გადის. ქართველი ჰოკეისტები მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადებიან, რომელიც 2-12  აპრილს თურქეთის ქალაქ იზმირში ჩატარდება. 

ოქრო-ვერცხლის უკანონოდ შემოტანის მცდელობები საბაჟო გამშვებ პუნქტებზე

 

დიდი რაოდენობით ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების დეკლარირების გვერდის ავლით შემოტანა სცადა 25 მარტს, სგპ „სარფის“ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ნ.ტ.-მ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო პროცედურების დროს მგზავრის ხელჩანთასა და სხეულზე მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს: 205 ცალი ყელსაბამი (1024,01,2 გრ.), 25 ცალი სამაჯური (274,94გრ.), 77 ცალი ბეჭედი (529,15 გრ.), 21 ცალი ოთხეული (წყვილი საყურე, ბეჭედი, კულონი) (348,34 გრ.), 6 ცალი სამეული (წყვილი საყურე, ბეჭედი) (101,24 გრ.), 72 ცალი კულონი (398,37 გრ.), 66 წყვილი საყურე  (436,25 გრ.), 2 ცალი საყურე (6,46 გრ.).

შსს: ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სოციალური აგენტი

 

შსს-ს ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” მარნეულის რაიონული განყოფილების სოციალური აგენტი ლევან ნავერიანი.

აუქციონი სასტუმროსა და კაზინოს ამოქმედების პირობით

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 920 ათას 500 დოლარად ელექტრონულ პირობიან აუქციონზე ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [იუსტიციის სახლთან ახლოს], აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 3845 კვ/მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიტანა გასაყიდად. 

პუშკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

 

ბათუმში, პუშკინის ქუჩის მონაკვეთი ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის, გადაკეტილია. გადაკეტილია გრიბოედოვის ქუჩაც პუშკინის ქუჩის კვეთაში. ქუჩების გადაკეტვის მიზეზი კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებაა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და პუშკინის ქუჩის მონაკვეთები ეტაპობრივად გადაიკეტება.

სამუშაოები პარალელურად უნდა დაიწყოს პორტის მიმდებარე ტერიტორიიდანაც [გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების კვეთა]. 

 

ქობულეთში შუქნიშანი მოიპარეს

 

ქობულეთში შუქნიშანი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას ადასტურებენ. ამ უწყების პრესცენტრის ცნობით,  ქურდობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცემს, შუქნიშანი კი  ადგილზე დააბრუნეს.

საჯარო მოსამსახურეებმა ქედის ცენტრი დაასუფთავეს

 

დღეს, 27 მარტს, ქედაში დასუფთავების აქცია მოეწყო. აქცია, რომელშიც მონაწელეობას საჯარო სამსახურების, აიპებისა და შპს-ების თანამშრომლები იღებდნენ, თითქმის ორ საათს გაგრძელდა. დასუფთავდა დაბა ქედის მიმდებარე ტერიტორია. ქედის გამგებლის განცხადებით, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ადმინისტრაციულ თემებში გადაინაცვლებს.

Exit mobile version