Batumelebi | ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ხუთ თვეში გამოცხადდება ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ხუთ თვეში გამოცხადდება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ხუთ თვეში გამოცხადდება

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი, სტადიონის პროექტის საბოლოო დამუშავების შემდეგ, 5 თვეში გამოცხადდება.  31 მარტს კი სამინისტროსა და ესპანურ კომპანია “Iberproex Engineering & Project Management” -ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. სტადიონი ბათუმში სწორედ ამ კომპანიის პროექტით აშენდება. სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს და 2017 წელს უნდა დასრულდეს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ესპანურ კომპანია “Iberproex Engineering & Project Management” -ს შორის ხელშეკრულებას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ იონა წითელაძემ და კომპანიის წარმომადგენელმა მამუკა ლობჟანიძემ მოაწერეს ხელი. 

სამინისტროს ინფორმაციით ესპანური კომპანია შემდეგი საერთაშორისო პროექტების ავტორია:
საფეხბურთო სტადიონი Fortaleza (ბრაზილია) – 67 000 მაყურებელი;
საფეხბურთო სტადიონი Porto Alegre (ბრაზილია) – 60 540 მაყურებელი;
საფეხბურთო სტადიონი (ბაქო) – 25 000 მაყურებელი;
საფეხბურთო სტადიონი (სლოვენია) – 16 000 მაყურებელი;
სპორტული კომპლექსი Madrid (ესპანეთი);
სპორტული კომპლექსი Valencia (ესპანეთი).

პროექტის მიხედვით სტადიონზე სპორტული და სარეკრეაციო ტერიტორია, ფრენბურთის მოედანი, რესტორნები,მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო ცენტრები მოეწყობა. სტადიონზე ასევე VIP და მედიის სამუშაო ადგილები,ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები განთავსდება.
20 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი.
სპორტული მოედანზე შემდეგი შეჯიბრებები ჩატარდება:
მძლეოსნობა IAAF-ს სტანდარტი;
ფეხბურთი UEFA-ს და FIFA-ს სტანდარტები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე