ხვალ, 4 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემში შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“-ს ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
აქციის ფარგლებში ადგილობრივები რევმატოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, გინეკოლოგის, ექოსკოპისტის და ოჯახის ექიმის კონსულტაციას მიღებენ. ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა.
აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ხულოს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება. აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნობა მინისტრის პირველი მოადგილე ლევენ გორგილაძე.
18 აპრილს, მორიგ უფასო სამედიცინო აქციას შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს“ მედიკოსები ღორჯომში ჩაატარებენ.