სიახლეები

ბათუმის მერია სარეკლამო რგოლის მომზადებას გეგმავს

16.05.2015 • 1329
ბათუმის მერია სარეკლამო რგოლის მომზადებას გეგმავს

 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს 60 – 120 წამიანი ვიდორგოლი, რომელშიც მერიის მიერ ბოლო რვა თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ქრონომეტრაჟი იქნება წარმოდგენილი.

 

ამ სამუშაოს შესრულებისთვის მერია ტენდერში გამარჯვებულს 1500 ლარს გადაუხდის.

 

ტენდერი 2015 წლის 5 მაისს გამოაცხადეს და 15 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ელეტრონულ ვაჭრობაზე ერთი პრეტენდენტიც არ დარეგისტრირდა რის გამოც ტენდერი არ შედგა.  სავარაუდოდ ტენდერს მერია განმეორებით გამოაცხადებს.

 

გადაბეჭდვის წესი