ნეტგაზეთი • RU

ბათუმის ბულვარში კომერციული საქმიანობის უფლებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

 

რამდენიმე დღეში „ბათუმის ბულვარი“ ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ინვენტარის განთავსებაზე ელექტრონულ აუქციონს გამოცხადებს. აუქციონში გამარჯვებულ მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ საკურორტო სეზონთან დაკავშირებით ბულვაში მცირე სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ.

 

ელექტრონული აუქციონები გამოცხადდება შემდეგ სახეობებზე, რომლებიც შემდგომში განთავსდება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე:

  • ბატი-ბუტის აპარატი
  • სიმინდის აპარატი
  • სუვენირების დახლი
  • გასართობი აპარატი
  • გასართობი ატრაქციონი
  • სასეირნო ველოსიპედი (რიგშა)
  • სასეირნო ეტლი (პონი)
  • ელექტრომობილი
  • ჩამოსასხმელი ლუდის კასრი
  • ნაყინის აპარატი (ჩამოსასხმელი)
  • ნაყინის დახლმაცივარი (ასაწონი)
  • ბამბის ნაყინი
  • ტირი
  • ფოტოჯიხური
  • სათვალის დახლი
  • 5D ატრაქციონი
  • სასწორი
  • საინფორმაციო დახლი
  • ბურახის კასრი
  • ბატიბუტი
  • ლიტერატურული კუთხე
  • საპირფარეშო
  • სეგვეი
  • ტენისის, ბილიარდის მაგიდა
  • საპლაჟო ინფრასტრუქტურა
  • გართობისა და კვების ობიექტი
  •  

აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ www.eauction.ge -ზე, სადაც   სსიპ „ბათუმის ბულვარი“ ელექტრონულ აუქციონებს გამოცხადებს.

დამატებითი ინფორმაციის  მისაღებად, მოქლაქეებს შეუძლიათ მიმართონ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მისამართზე: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №2. ან დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს: მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსს, დავით გამრეკელაშვილს. ტელ: 595 10 99 88;  0422 27 88 08

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.