სიახლეები

აჭარის ფინანსთა სამინისტრომ აუქციონი გამოაცხადა

16.05.2015
აჭარის ფინანსთა სამინისტრომ აუქციონი გამოაცხადა

 

მყიდველმა საპრივატიზებო საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან  ერთი წლის განმავლობაში, კვარტალურად უნდა გადახდოს.  ხელშეკრულების გაფორმებიდან  რვა თვის განმავლობაში კი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის, არანაკლებ ორას ნომრიანი სასტუმროს  მშენებლობის ნებართვის მიღება და მშენებლობის დაწყება უნდა შეძლოს.

 

აუქციონის პირობები ითვალისწინებს ასევე საკონფერენციო დარბაზის, აპარტამენტებისა და სამორინეს მშენებლობას.  ამ პროექტში შემსყიდველმა არანაკლებ 19 000 000 (ცხრამეტი მილიონი) აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელეოს.

 

 

აუქციონით გათვალისწინებული პირობით შემსყიდველმა მრავალფუნქციური შენობის ექსპლოატაციაში გაშვებიდან ექვსი თვის ვადაში არანაკლებ ორას ნომრიანი სასტუმრო და სამორინე უნდა გახსნას.

 

შენობის ექსპლოატაციაში შეყვანიდან ექვსი თვის ვადაში კი, საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ მრავალფუნქციურ შენობაში მყიდველის ან მესამე პირის მიერ, არანაკლებ სამასი მოქალაქის დასაქმება უნდა უზრუნველყოს  სადაც, დასაქმებულთა არანაკლებ  80% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს .

 

ამ შებობაში სასტუმრო და სამორინე შემსყიდველმა ამოქმედებიდან ათი წლის ვადაში უნდა შეინარჩუნოს, აუციონის პირობის მოთხოვნით დასაქმებულთა რაოდენობის შესანარჩუნება კი ობიექტის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით ევალება.

 

ხელშეკრულების გაფორმებიდან სამოცი თვის ვადაში, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით შემსყიდველმა საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების მიმდებარედ  ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

 

 ნებართვის ვერ მიღების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია საინვესტიციო მოცულობა გადაიტანოს ძირითად პროექტში და საინვესციტიო ვალდებულება გაზარდოს 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ. დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც გათავისუფლდება ზემოაღნიშნული ვალდებულებისგან;

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.