ნეტგაზეთი • RU

სტაჟირება ბათუმის მუნიციპალიტეტში

 

განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირი „პროგრესი“ ბათუმელი ახალგაზრდებისთვის აცხადებს „სტაჟირების” პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა მიღებას(18-29 წელი). კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.  

 

პირველ ეტაპზე კონკურსანტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ორგანიზაციის ვებგვერდზე: progress.org.ge და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

 

მონაწილეთა რეგისტრაცია გაგრძელდება 2015 წლის 11 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. 29 მაისიდან ჩატარდება გასაუბრება, რის საფუძველზეც პროგრამაში მონაწილე 25 ბათუმელ ახალგაზრდას შეარჩევენ.

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, საზაფხულო სტაჟირების პროგრამის მიზანია საკრებულოს დარგობრივი კომისიებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების საქმიანობაში ბათუმელი ახალგაზრდების თანამონაწილეობა,  მათი გამოცდილების, სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისა და ადგილიობრივ დონეზე უკეთესი ჩართულობისათვის.

 

პროექტი ხელს უწყობს ბათუმის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდებთან უკეთესი კომუნიკაციის, ურთიერთობისა და თანამშრომლობის დამყარებას, რაც თავის მხრივ, აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღებაში ახალგაზრდების ჩართვას და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტიანობას.

 

 პროგრამა 2013 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება ბათუმის მუნიციპალიტეტში.

 

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები არა მხოლოდ სწავლობენ და მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, არამედ თავად შექმნიან 5 პროგრამას, რომელთაგან საუკეთესოს ბათუმის საკრებულო  ხმათა უმრაველსობით გამოავლენს. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.