წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხუცუბანში

 

სოფელ ხუცუბანში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სათავე ნაგებობები და ცენტრალური მაგისტრალი, ასევე მოხდება არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია.

შსს-ს საპატრულო პოლიციამ კოდეინის შემცველი 80 აბი ამოიღო

 

13 აგვისტოდს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

ჭაბუკთა შორის ჭიდაობაში თორნიკე ქათამაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

 

 

  თავისუფალი სტილით ჭიდაობაში თორნიკე ქათამაძემ  ევროპის ჩემპიონატზე 42 კილოგრამ წონით კატეგორიში ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში თურქი კარა დოგანი 10:9 დაამარცხა დაამარცხა.

მოედანი სოფელს

 

 

  „ბატონო თავმჯდომარე, ამ განცხადებას თან ერთვის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ხელწერათა სია. საჭიროების შემთხვევაში საჩინოს თემის მთლიანი მოსახლეობის ხელწერათა სია იქნება წარმოდგენილი“, – წერია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახელზე 2013 წლის 26 აგვისტოს შედგენილ, მოსახლეობის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 83 ადამიანი აწერს ხელს. ისინი ითხოვენ საჩინოს თემს, რომელშიც შედის სამი სოფელი – საჩინო, ზედა აჭყვა და ქვედა აჭყვა, სახელმწიფოს მიერ გასხვისებული საფეხბურთო მოედანი დაუბრუნდეს.

პატიმრების წამების საქმე 13 აგვისტოს მდგომარეობით

 

დღეს, 13 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს  მესამე საპყრობილის პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებულების საქმის განხილვას. მოსამართლე დავით მამისეიშვილს ამ საქმის განსახილველად დღეს 4 საათი აქვს გამოყოფილი. 

14 აგვისტოს ბათუმში საჭადრაკო ფესტივალი დაიწყება

 

 

  14-21 აგვისტოს ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი – 2015“  გაიმართება. 

აჭარის მთავრობა გენდერულ ჭრილში [ვიდეო]

 

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარისა და ოთხივე მინისტრის, ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის, ასევე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და მისი მოადგილეების თანამდებობები კაცებს აბარიათ. მინისტრის მოადგილის პოსტზე აჭარაში მხოლოდ ერთი ქალი მუშაობს. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებიდან ქალი მხოლოდ ორს ხელმძღვანელობს. არც ერთი ქალი არ მუშაობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ან გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე. ჩამონათვალი 56 თანამდებობას აერთიანებს, აქედან ქალი მხოლოდ ოთხ თანამდებობაზე მუშაობს.

ჩემი საყვარელი კაფე ბათუმში – გამოკითხვა

 

„ბათუმელები“ გთავაზობთ ბათუმში ცნობილი კაფეების ჩამონათვალს. მიეცით ხმა კაფეს, სადაც მოგწონთ გარემო, მენიუ და მომსახურება. თუ თვლით, რომ ბათუმში მდებარე სხვა კაფეც იმსახურებს ჩამონათვალში ყოფნას, გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი ვებგვერდზე. ჩამონათვალში არ შედის  დიდ სასტუმროებთან არსებული კაფეები. სახელწოდებები მოცემულია ანბანის მიხედვით.  ერთ მომხმარებელს შეუძლია ხმა მისცეს ორ კაფეს. 

ქობულეთის გამგებელი: ფაქტიურად ცისკარა ვარ – კვირიკეში წყალი მოვიდა


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში 15-დღიანი უწყლობა  დასრულდა. დღეს სოფელში ქობულეთის გამეგებლი, სულხან ევგენიძე ჩავიდა სიტუაციის გასაცნობად და როგორც „ბათუმელებს“ კვირიკეში უთხრეს, სოფელში მოსახლეობას წყალი მიეწოდება. 

ვუდი ალენის ახალი ფილმის პრემიერა ბათუმის ”აპოლოში”

 

 13 აგვისტოდან ბათუმის „აპოლოში“ ვუდი ალენის 2015 წლის ფილმის, “ირაციონალური ადამიანის“ პრემიერა შედგება. 

ვის არა აქვს შვებულება აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობაში საჯარო მოხელეების ნაწილს შვებულებით არ უსარგებლია და არც მომავალში გეგმავს. ზოგიერთი კი გეგმავს, მაგრამ ჩანაფიქრს ვერ ახორციელებს. ზოგიერთი მათგანი „უტელეფონო ადგილზე“ დასვენებაზე ოცნებობს, ხოლო ზოგიერთს „ბუნებაში და სიმწვანეში“ დასვენება უნდა, თუმცა შვებულების აღებას „ბევრი საქმის“ გამო ვერ ახერხებს.

ბათუმში ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical-ი ახალ ფილიალს ხსნის

 

საინტერესო სიახლე ბათუმელი ქალბატონებისთვის და არა მხოლოდ მათთვის: საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრის,  La Belle Medical-ის ფილიალი უკვე ბათუმშია.  

შსს: აჭარაში სამართალდამცავებმა ბუპრენორფინის შემცველი 61 აბი ნარკოტიკი ამოიღეს

 

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული ირმა მ. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონია

 

 

  74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი მოჭიდავე გელა ბოლქვაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალში, რომელიც გუშინ გაიმართა, თურქი აკბუდაკ ბურჰანი 4-3 დაამარცხა.

სოფლის წყლის დირექტორი: მეტი გზა არ გვაქვს, ველოდეთ გაწვიმებას

 

მოსახლეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკედან ამბობს, რომ მათ უკვე 15 დღეა წყალი არ მიეწოდებათ. როდის მიიღებს კვირიკეს ნაწილი წყალს და რატომ არის ქობულეთის სოფლებში წყლის დეფიციტი. „ბათუმელების“ კითხვებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლის წყლის დირექტორი ჯემალ გოლიაძე პასუხობს.

პაპუაშვილი აჭარის სუს-ის უფროს თანამდებობაზე აღარ დანიშნეს

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შს სამინისტროს გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, აჭარაში სუს-ის უფროსად გიორგი პაპუაშვილი აღარ დანიშნეს.

პატიმარი ქსნის მე-19 დაწესებულებიდან სამინისტროს მიმართავს

 

ქსანის მე-19 დაწესებულებაში, რომელიც ცნობილია როგორც პენიტენციური სისტემის ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრ, სადაც 100-მდე სხვადასხვა ინფექციით დაავადებული მოქალაქე იხდის სასჯელს, აცხადებენ, რომ უკვე სამ თვეზე მეტია არ მუშაობს მაღაზია, რის გამოც ისინი სათანადოდ ვერ იკვებებიან და ვერ იცავენ ჰიგიენას. შესაბამისად, მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფთხე ექმნება.

„თუ ასე ტურფა იყავი“ – ინგლისური თარგმანის ავტორის გამოხმაურება

 

10 აგვისტოს  batumelebi.ge – ზე გამოაქვეყნებულ ინფორმაციას სათაურით – „თუ ასე ტურფა იყავი –  ბოტანიკური ბაღის თარგმანში დაკარგული ბანერი“, ბანერზე დატანებული ტექსტის თარგმანის ავტორი, ფილოლოგი, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი თამარ სირაძე  გამოეხმაურა. თამარ სირაძის შენიშვნებს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ.   

როცა პოლიციელს დაკავებული არასრულწლოვანი „ძაღლს“ უწოდებს

 

დაკავებული არასრულწოვანი სასამართლო დარბაზში პოლიციელებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მიიყვანეს. ბრალდებულის გვერდით სკამზე არასრულწლოვანის დედა იჯდა, რომელმაც მოსამართლეს უთრა,  რომ პოლიციელები მის შვილს გადაადგილების უფლებას იმიტომ უზღუდავენ, რომ ის ადრე ნასამართლევია.  

ქობულეთის გამგებელის წარმომადგენელი მოსახლეობას: როცა გაწვიმდება წყალი მაშინ გექნებათ

 

სოფელ კვირიკეში მოსახლეობის ერთ ნაწილს უკვე 15 დღეზე მეტია წყალი არ მიეწოდება. სოფელში ამბობენ, რომ, როდესაც გამგებლის წარმომადგენელს მიმართეს სიტუაციაში გასარკვევად, მან მოქალაქეებს დასცინა. 

არ გაუშვათ უფასოდ დასვენების შანსი

 

ზაფხული საუკეთესო სეზონია მთელი წლის განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღსადგენად და საყვარელ ადამიანთან ერთად განსატვირთად. თუ თქვენ ვერ ახერხებთ საოცნებო თავგადასავლებით გაინებივროთ თავი, არ იდარდოთ, MoneyMan.ge  დაგეხმარებათ. ნებისმიერ ახალ მომხმარებელს, რომელიც პირველად აიღებს სესხს მანიმენში, შესაძლებლობა აქვს მოიგოს 2-კაციანი საგზური თურქეთში!   

ბათუმის მერიის C ჰეპატიტის დიაგნოსტირების თანადაფინანსების პროგრამით 500-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა

 

ბათუმის მერიის პროგრამით გათვალისწინებულია ბათუმში მცხოვრებ ბენეფიციართა C ჰეპატიტის დადგენის (ექიმთან ვიზიტი+HCV RNA) დიაგნოსტიკის თანადაფინანსება, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დადგენა (სისხლის საერთო, ALT, AST), ელასტოგრაფია) თანადაფინანსებით, ბენეფიციართა მკურნალობის კომპონენტში ჩართვამდე საჭირო კვლევების თანადაფინანსება. 

88 აბი „ექსტაზისთვის“ ბათუმის ავტოსადგურში მამაკაცი დააკავეს

 

შს სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რევაზ კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. 

მანათობელი დრამერები ბათუმში {ფოტო,Video}

 

დღეს 10 აგვისტოს ბათუმში ქუჩის თეატრის ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი ბრიტანულმა დასმა, – მანათობელმა დრამერებმა გახსნეს. წარმოდგენა ბათუმის ცენტრალი ბულვარის შესასვლელში დაიწყო და ბულვარის სხვადასხვა მონაკვეთებში გაგრძელდა. ხვალ ბათუმის ბულვარში წარმოდგენებს   ამირან შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი გამართავს.  

მკურნალობა გერმანიაში – პაციენტის ინტერესზე მორგებული მომსახურება

მიუნხენში მდებარე კომპანია Bridge to Germany პაციენტებს საქართველოდან გერმანიაში დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციის ორგანიზებას სთავაზობს. ვიზიტები იგეგმება გერმანიის წამყვან კლინიკებში, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობისა და სურვილის გათვალისწინებით.

თანამედროვე მუსიკის დღეები დასრულდა

 

„ჰით ბათუმი 2015“-ის თანამედროვე მუსიკის დღეები  ბათუმში ბრიტანული  როკ ბენდის  „ტოპლოუდერის“ კონცერტით  დასრულდა. 

 

„თუ ასე ტურფა იყავი“ – ბოტანიკური ბაღის თარგმანში დაკარგული ბანერი

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელში არსებულ ბანერზე გაკეთებული ლექსის ფრაგმენტი, სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. ბანერზე ორხაზიანი ქართული ხალხური ლექსია წარწერილი, რომლის ავტორადაც ვაჟა-ფშაველაა მოხსენიებული. გარდა ავტორთან დაკავშირებული უზუსტობისა,  ლექსის შინაარსი ინგლისურ ენაზე მხატვრული თარგმანის გარეშეა გადმოტანილი.  ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 28 ივლისამდე, ბაღს 55 319 დამთვალიერებელი ეწვია, მათი უმრავლესობა – 39 300 ადამიანი, უცხოელი იყო. 

ბათუმში ქუჩის თეატრის დღეები იწყება

 

დღეს 10  აგვიტოს  ბათუმში ქუჩის თეატრის დღეები იწყება, რომელიც 16 აგვისტომდე გაგრძელდება. თეატრალურ ფესტივალს ბრიტანული  დასი “სპარკი ლედ რამერები“  გახსნის. 

შუახევის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ქრთამზე დააკავეს

 

აჭარის პროკურატურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედების შესახებ, რომელიც საჯარო მოხელის მიერ 500 ლარის ქრთამის სახით აღების ფაქტს უკავშირდება, საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

ისინი იარსებებენ დამოუკიდებლად, ექნებათ საკუთარი წარმოება და საკუთარი შემოსავალი

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ თანამშრომლები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი პროექტის გაცნობა და სამომავლო გეგმების დასახვა იყო.

 

BLACK SEA TOURNET პროექტის სამუშაო ვიზიტები უკრაინასა და ბულგარეთში

 

საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ახორციელებს საერთაშორისო პროექტს – „Black Sea Network for Sustainable Tourism – Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region (BS NST)”/შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი – რეგიონში ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის ერთობლივი სტრატეგიები”. 

რას შეცვლის „ქალთა კლუბი“ ქალებისთვის

 

ცოტა ხნის წინ ბათუმში ქალთა კლუბი დაარსდა. მას ხუთი დამფუძნებელი ჰყავს. კლუბის მიზნებზე „ბათუმელები“ ორ მათგანს – ჟურნალისტ ნატა იმედაიშვილს და იურისტ ნინო ტავლალაშვილს ესაუბრა. კლუბის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ მათი საქმიანობის მთავარი მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების გააქტიურება და ადამიანის უფლებების სფეროში მათი განათლების ამაღლებაა. 

რკინისა და იოდის დეფიციტი ქართველ მოზარდებში

 

საქართველოს მოსახლეობა არასრულფასოვნად იკვებება. მოსახლეობა იღებს საკმარის კალორიებს, მაგრამ საკვები ღარიბია ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი მიკროელემენტებით – ამის შესახებ საერთაშორისო გაერთიანება „ოქსფამი“ სამხრეთ კავკასიაში საკვების უსაფრთხოების შესახებ ჩატარებული კვლევის პირველად მიმოხილვაში წერს. მიკროელემენტებით ღარიბი საკვები მოზრდილებზეც აისახება და რკინისა და იოდის დეფიციტს იწვევს.

ექსტრემალური ტერიტორიები – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

 

14 აგვისტოს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 18:00 საათზე გაიხსნება გამოფენა – ექსტრემალური ტერიტორიები. პროექტს წარმოგიდგენთ EESAB ბრეტანის ხელოვნების სკოლა EESAB (რენი, საფრანგეთი), ვიზუალური კომუნიკაციის სკოლას უკრაინისა და თბილისის სამხატვრო აკადემია, ასევე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ССA და ფონდი ტრამი (საქართველო).  გამოფენას  „ექსტრემალური ტერიტორიები“ მათი ერთობლივი ნამუშევარია.

ზებრაზე გადასასვლელი თამარ მეფის გამზირზე [VIDEO]

 

 როგორ (არ)უთმობენ ავტომობილების მძღოლები ქვეითად მოსიარულეებს გზას თამარ მეფის გამზირზე.

ერთი საათის განმავლობაში  ქვეითად მოსიარულეებს გზა მხოლოდ ერთმა მძღოლმა დაუთმო. 

თამარ მეფის გამზირზე, ზღვის პირას მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე ამბობს, რომ გადასასვლელთან ვიდეოკამერების დამონტაჟების თხოვნით არაერთხელ მიუმართავს მერიისთვის, თუმცა უშედეგოდ.

გაუქმებული ხელშეკრულებები და ინვესტორები, რომლებსაც მთავრობა სასამართლოში უჩივის

 

 

  სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აჭარის მთავრობამ 2014 წელს 10 ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა. წელს, ამ დროისთვის, იმავე მიზეზით მთავრობამ 11 კოტრაქტი გააუქმა. პირგასამტეხლოს დაკისრებაამოღების მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014-2015 წლებში სასამართლოს 13-ჯერ მიმართა. საქმეების უმეტესობა მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის მიერ 1 ლარად გასხვისებულ ქონებას შეეხება.

Exit mobile version