„ბათუმის ეზოს ამბები“ დაიწყო

 

6 აგვისტოს ბათუმში საჯარო ხელოვნების პროექტი „ბათუმის ეზოს ამბები“ გაიხსნა. პროექტს, ორგანიზაცია „Micro-ფონი“ უკვე მე-4 წელია ახორციელებს და წელს იგი ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ეზოს მცხოვრებლების ისტორიებს გაგაცნობთ.

უსკოს სამი ახალი წევრი არჩეულია

 

6 აგვისტოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამი ახალი წევრი ფარული კენჭისყრით აირჩიეს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, უსკოს ახალი წევრები გახდნენ: ზურაბ გოლიაძე, რამაზ გოლომანიძე და თორნიკე მჟავანაძე. ახალი წევრები ორ-ორ კანდიდატს შორის უნდა არჩეულიყო. თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყარა კენჭი.  

VIVUS.GE-ს პლანშეტის სერვისი უკვე ბათუმშია!

 

 ივლისის თვიდან მოყოლებული საერთაშორისო ბრენდმა VIVUS.GE თავისი ახალი სერვისი – სესხის პლანშეტით აღება შემოგვთავაზა. თბილისის მასშტაბით ქალაქის მთავარ სავაჭრო ობიექტებში უკვე 5 პლანშეტი დაიდგა. კომპანიამ, მოთხოვნიდან გამომდინარე, გადაწყვიტა გასცდეს დედაქალაქის ფარგლებს და ახალი სერვისი ბათუმშიც აამუშაოს. ამიერიდან ბათუმის მცხოვრებლებს და ვიზიტორებს სესხის სწრაფად, მარტივად და კომფორტულად აღება ფურშეტის სუპერმარკეტების ქსელის,  ლეონიძის # 8-ში  არსებულ ფილიალში შეეძლებათ.

ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 5 აგვისტოს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ჩვენივე ინფორმაციით თავდამდსხმელები შეიარაღებულნი იყვნენ და სავარაუდოდ, ფილიალიდან გატანილია თანხაც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ ბანკზე თავდასხმის ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე შსს კომენტარს არ აკეთებს

ბათუმის ეზოს სპორტული მოედნები

 

 

ბათუმში 93 სპორტული მოედანია. მათგან 70-ზე მეტი მოედანი შესაკეთებელია. ბათუმის ბიუჯეტში სპორტული მოედნების შეკეთება-რეაბილიტაციისთვის წელს 383,307 ლარია გამოყოფილი. ამჟამად 7 მინიმოედნის შეკეთებაზე მუშაობენ, შეაკეთეს რვა და დაგეგმილია ცხრა მოედნის გარემონტება.

ნათია სირაბიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ინიშნება

 

აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია სირაბიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ინიშნება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.  

რას ირჩევენ ტურისტები აჭარაში

 

საბაგირო გზა, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი – ეს ის ადგილებია, რომლებსაც ქართველი თუ უცხოელი ტურისტები აჭარაში ყველაზე ხშირად ნახულობენ. მუზეუმებს შორის, ბოლო მონაცემებით, ყველაზე მიმზიდველი დამთვალიერებლებისათვის არქეოლოგიური მუზეუმია. რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს, აქ გასული წლის მსგავსად კვლავ მტირალას ეროვნული პარკი ლიდერობს ვიზიტორთა რაოდენობით. 2015 წლის მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელთან შედარებით მუზეუმებში, ნაკრძალებში და სხვა, ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილებში ვიზიტორების კლება შეინიშნება, ტურისტებისათვის მიმზიდველ ობიექტებში იმედოვნებენ, რომ აგვისტოში ეს სურათი შეიცვლება. 

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა

 

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი სახლის სადარბაზოში, მესამე სართულზე ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა. მოსახლეობის თქმით, სადენები ახალშეცვლილი იყო. ადგილზე იმყოფება სახანძრო სამსახურის მანქანა. 

ბათუმელი სპორტსმენის პირველი დიდი შეჯიბრი


ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში – „თბილისი 2015“-ში, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, აჭარიდან სამი სპორტსმენი მონაწილეობდა: ნათია მიქაბერიძე – ძიუდოში, ელიზა ფალავანდიშვილი – ფრენბურთში და მარი მეჯიდოვა – სიმაღლეზე ხტომაში. ისინი საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ, თუმცა დიდი გამოცდილება მიიღეს.

დასაშვებზე მეტი ხმაური და პოსტსაბჭოთა ესტრადა ბათუმის ბულვარში


ბათუმის ბულვარში ღამის საათებში დასაშვებზე მეტი ხმაურია – ღია კაფეებიდან, ბუნგალოებიდან გამომავალ მუსიკას უფრო ხმაურის ეფექტი აქვს, ვიდრე მუსიკის. ბულვარის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები წერენ საჩივრებს მუსიკის შემაწუხებელ ხმაზე. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის თხოვნით მიმართა ტურიზმის დეპარტამენტს სასტუმრო „ჰილტონის“ ადმინისტრაციამ.  დეპარტამენტმა ქალაქის მერიას მიმართა, სადაც სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მოუსმინეს, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

შვიდი ეზოს ამბავი ბათუმში – 6 აგვისტოდან

 

„ბათუმის ეზოს ამბები“ სახელოვნებო პროექტია, რომელიც ბათუმში უკვე მეოთხე წელია ხორციელდება. პროექტის მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაა. ხელოვანები ერთი კონკრეტული ეზოს ამბებს ამ ამბების მთხრობელი ადამიანების თანამონაწილეობით აცოცხლებენ. „ეზოს ამბები“ 6 აგვისტოს გაიხსნება და სამ დღეს გაგრძელდება. 

თხილის ბიზნესი – პერსპექტივა მაღალმთიანი აჭარისთვის

 

უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის თხილს ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით,  მეოთხე ადგილი უკავია – სპილენძის მადნების, ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების შემდეგ. თხილს გასულ წელსაც იგივე პოზიცია ეკავა. შარშან ექსპორტზე 183 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა, წელს კი [იანვარ-ივნისში] საქართველოდან უკვე 74 მილიონი აშშ დოლარის თხილია ექსპორტირებული.

შსს: სარფში პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 560 აბი ამოიღო

 

შს სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული მუხრან ა. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

 

აჭარის ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შესრულებაზე

აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტი იანვარ-ივლისის მონაცემებით,  129,7 %-ით შესრულდა. სამინისტროს მიერ მოწოდებული ციფრები ასე გამოიყურება.

ქობულეთში ღორის თავის მიჭედების საქმეზე მხარეები ვერ მორიგდნენ

 

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განახლდა არსებითი განხილვა საქმეზე, რომელიც ქობულეთში 2014 წელს მინარეთისთვის განკუთვნილ შენობაზე ღორის თავის მიჭედებას უკავშირდება. წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მხარეებს მორიგებისთვის დრო მისცა. დღეს გახდა ცნობილი, რომ მორიგება არ შედგა.

მამაკაცი მამინაცვლისა და ცოლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს მამინაცვალსა და მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. საპატრულო პოლიცია დაკავებულის დედამ გამოიძახა. 

ჯარისკაცს ორდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცს ორდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯარისკაცს სამხედრო ნაწილის ტერიტორიის უნებართვოდ დატოვებას ედავებოდნენ.

HACCP-ის პრინციპები – ეს საკმაოდ რეალური პერსპექტივაა

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ პროექტის – HACCP-ისა და ISO სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის რეგიონში“ – ფარგლებში აჭარაში მოქმედი ბიზნესოპერატორებისათვის ჩაატარა ტრენინგი – „ჰიგიენისა და წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, HACCP-ის სისტემების შემუშავება და დანერგვა“.

ფოტოდღეები ოდესა-ბათუმი {ვიდეორგოლი}

 

ფოტოფესტივალი „ოდესა-ბათუმი“ 25 აგვისტოს დაიწყება. ფესტივალში სხავადასხვა ქვეყნის ცნობილი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას. გთავაზობთ ფესტივალთან დაკავშირებულ ვიდეორგოლს.  

ქონება, რომელიც სახელმწიფომ “იჩუქა”, კანონიერ მფლობელებს ჯერ ვერ დაუბრუნდება

 

2004-2012 წლებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამორთმეული, იძულებით დათმობილი და სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საკითხი კვლავ გაურკვეველია. ამ წლებში ქონების იძულებით დათმობის, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის და ჩუქების ასეულობით ფაქტია გამოვლენილი. 

6 აგვისტოს Kobuleti Summer Fest-ი იხსნება

 

6-7 აგვისტოს, ქობულეთის პარკში,  Kobuleti Summer Fest ჩატარდება. 6 აგვისტოს მსმენელის წინაშე გამოვლენ: Family Mode (Beka & Nicole), The old muse, Strawberry Fields, ASEA SOOL და Mexicano Muchacho. 

 

ქობულეთში ბებია და შვილიშვილი დაიხრჩო

 

დღეს, 4 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მცხოვრები ბებია და შვილიშვილი შუაღელის მდინარეზე გარდაცვლილები ნახეს.  ბავშვი 5 წლის იყო. წინასწარი ინფორმაციით, ისინი მდინარეზე იპოვეს დამხრჩვალი.

ქედაში ავტოავარიის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა

 

დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე, შუახევდან მომავალი პიკაპის ტიპის ავტომანქანა, ქედაში, სოფელ ცხემლნართან ხევში გადაიჩეხა. დაღუპულია ორი მოზარდი.

”ღამის პორტიე” ბათუმის ახალ სცენაზე – პრემიერა დღეს

 

4-8-9 აგვისტოს, 20 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის “ახალ სცენაზე”  (მისამართი მელაშვილის №32) რეჟისორი ზაზა სიხარულიძე ლილიანა კავანის ცნობილი ფილმის – “ღამის პორტიეს“ სცენურ ვერსიას წარუდგენს მაყურებელს. ტექსტი ქართულად ირაკლი სამსონაძემ თარგმნა. 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო ბანაკი ჩაქვში

 

3-8 აგვისტოს ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ ქალთა საინფორმაციო ცენტრი საზაფხულო ბანაკს ”კოოპერატივები და სათემო ცენტრები გაძლიერებული თემისთვის” მართავს. მასში მონაწილეობას პროექტის სათემო მუშაკები, კოოპერატივების თავმჯდომარეები და თვითდახმარების ჯგუფების წევრები მიიღებენ. საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებსა და ლექციებს ჩაუტარებენ მოწვეული ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. 

გამგებლის წარმომადგენელი ურეკში: ცოცხალი ჯაჭვი მოზარდის გადასარჩენად გაკეთდა

 

დღეს, 3 აგვისტოს, „ფეისბუქზე“ გავრცელდა ფოტო,  სადაც აღბეჭდილია ადამიანების ცოცხალი ჯაჭვი ზღვაში. გავრცელებული ინფორმაციით, ურეკში ცოცხალი ჯაჭვი ადამიანებმა იმ მაშველების გადასარჩენად გააკეთეს, რომლებიც ზღვაში 13 წლის მოზარდის გადასარჩებად შევიდნენ, თუმცა უკან გამოსვლა გაუჭირდათ. 

„თვითმმართველობა უკანონო მითითებებს არ უნდა ასრულებდეს“

 

30 ივლისს ბათუმის მერიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ანბანის კოშკის მიმდებარედ კონცერტის ჩატარების ნებართვა იმ მიზეზით არ მისცა, რომ თითქოს იქ სხვა ღონისძიება იყო დაგეგმილი. „რუსთავი 2“-ს კონცერტების ჩატარებაზე ერთდროულად უთხრეს უარი ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. იყო თუ არა უარის თქმის საფუძველი მთავრობის დავალება და როგორ უნდა მოიქცეს თვითმმართველობა უკანონო ბრძანების მიღების შემთხვევაში. „ბათუმელების“ კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროექტების მენეჯერმა ნინო რობაქიძემ უპასუხა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 3 აგვისტოს, აიპი „ბათუმის კორპუსს“  აპრილში  სამსახურიდან გათავისუფლებული სამი თანამშრომლის – თომა ხალვაშის, ირაკლი მექვაბიშვილისა და ლაშა  კილაბერიას  სამსახურში აღდგენა  დაავალა.   აღნიშნილი პირები  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

სასპორტო სკოლას ირმა ნიჟარაძე უხელმძღვანელებს

 

 

  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გიორგი თავამაიშვილის ბრძანებით, ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ირმა ნიჟარაძე დაინიშნა. მანამდე სასპორტო სკოლას ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე, ოლიმპიური პრიზიორი მუხრან ვახტანგაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც პირველ ივლისს მინისტრმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა.

ბარაკებში მცხოვრები ოჯახებისთვის ახალ სახლს ააშენებენ

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამორტიზებულ, უსახურ, ბარაკული ტიპის, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობის მქონე შენობებს აიღებენ.  ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობისთვის კი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებენ.

ფაბრიკის თანამშრომლები ვენტილატორებს ითხოვენ

 

ბენზეს  სამკერვალო საწარმო  GEOFIBRE-ს 25 თანამშრომელი მესამე დღეა სამუშაო პირობებს  აპროტესტებს.   სამკერვალო ფაბრიკის ერთ-ერთი თანამშრომელი სოფო კიკნაძე  გვეუბნება, რომ  მათი  მოთხოვნები ელემენტარულია: „ჩვენ ვითხოვთ  დაგვიყენონ ვენტილატორები, რომ  ასეთ მაღალ სიცხეში ნორმალური მუშაობის საშუალება გვქონდეს. ეს ელემენტარულია. კონდიციონერების დაყენებაზე უარი გვითხრეს, ხარჯებს უკავშირდებაო, მაგრამ იმის უფლება ხომ გვაქვს, ვენტილატორი მაინც მოვითხოვოთ“. 

ქობულეთში 22 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში  22  წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. ტრაგიკული შემთხვევა დღეს, 3 აგვისტოს  დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა.   

 

სწრაფი ონლაინსესხების კომპანია MoneyMan.ge ბათუმშია!

 

<!** Image 2 align="left" width="350" height="599" >ფინანსური პრობლმების მოსაგვარებლად და საზაფხულო თავგადასავლის დასაგეგმად თანხა გაკლდებათ? სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია, MoneyMan.ge მზად არის თქვენს დასახმარებლად!

6 აგვისტოს ბათუმის ეზოს ამბები იწყება

 

ორგანიზაცია „Micro -ფონი“ წარმოგიდგენთ „ბათუმის ეზოს ამბებს“. პატარა ქალაქის პატარა ეზოების ამბებს, რომელიც ბათუმის ისტორიას, კულტურას და ხასიათს ქმნის, დროში და სივრცეში იკარგება.  საჯარო ხელოვნების პროექტი  „ბათუმის ეზოს ამბები“ კი საშუალებაა ეს ისტორიები თანამედროვე ხელოვნების ენაზე გამოხატოს და სხვადასხვა ფორმით საზოგადოებამდე მიიტანოს.

 

არის თუ არა ბავშვთა უსაფრთხოება დაცული ახალ ბულვარში

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც პატარა ბავშვის დამწვარი ხელია ასახული. პირი, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა სოფიალურ ქსელში, Batumi – ბათუმელების სახელით არის რეგისტრირებული. ის წერს, რომ  ბათუმის ახალ ბულვარში, სადაც პატარა ბავშვი ჰყავდა სასეირნოდ გაყვანილი, ატრაქციონებთან დამონტაჟებულმა განათებებმა პატარას ხელი დაწვა. 

შსს ინფორმაციით, ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა ივლისის თვეში გაზრდილია

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა  2015 წლის ივლისის თვეში 737 696 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 9,5 %-ით მეტია. 

Exit mobile version