ბათუმში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ”Colosseum Marina” ოფიციალურად გაიხსნა. ახლადგახსნილი სასტუმრო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ინვესტორს – ინგა არშბას და მის ოჯახს წლების განმავლობაში ბათუმში განხორციელებული ინვესტიციებისთვის.