ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთში, ქალაქ სტამბულში მიმდინარე 10,000 დოლარიანი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.
ბათუმელები
ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთში, ქალაქ სტამბულში მიმდინარე 10,000 დოლარიანი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.
სამშენებლო კომპანიებისთვის მიმდინარე ან დაგეგმილი პროექტის K2-კოეფიციენტის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმეტესწილად ქალაქმშენებლობის განვითარებით ან სოციალური მიზნებით ხსნის. „ბათუმელები“ იმ კომპანიების შესწავლას აგრძელებს, რომლებსაც არჩილ ხაბაძემ მერიასთან მშენებლობის პარამეტრების შეცვლის ნებართვის მისაღებად უშუამდგომლა. მის შუამდგომლობას კი მერიაში უმეტესად დადებითად უპასუხეს.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, მისი მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი, საკრებულოს წევრი – „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავმჯდომარე თემურ ყურაშვილი, ასევე საკრებულოს წევრი და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომელი ზაურ ახვლედიანი, უმაღლესი საბჭოდან განათლების კომისიის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი და უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ აბაშიძე – უთდღიანი მივლინებით საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში იმყოფებოდნენ.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა დამსაქმებლის სამუშაო მაგიდის უჯრიდან პლასტიკური ბარათი მოიპარა. პაკეტშივე იდო ბარათის კოდი. შესაბამისად, ის ორი თვის განმავლობაში ბათუმში, სხვადასხვა ბანკის ბანკომატიდან იღებდა თანხას. საერთო ჯამში, ბრალდებულმა 84 ათასი დოლარი მოპარა თავის ხელმძღვანელს, რომელიც საქართველოში იმ დროისთვის არ იმყოფებოდა. ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა, დაზარალებული – თურქეთის.
დენის ტარიფის გაზრდაზე სემეკის თანხმობას სპეციალისტები ობიექტურ გადაწყვეტილებად აფასებენ. თუმცა მათ სახარბიელოდ არ მიაჩნიათ მოსალოდნელი პროცესი, რაც შესაძლოა დენის ტარიფის გაზრდის გამო ფასების გაზრდას მოჰყვეს. შეცვლის თუ არა დენის ტარიფის გაზრდა ქვეყანაში სოციალურ ფონს და როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა?
პროგნოზებზე „ბათუმელებს“ ეკონომისტი რამაზ გერგიანი ესაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტზე ექვსი პიროვნება ამხილეს.
ამ დღეებში, საინტერესო, ემოციითა და შთაბეჭდილებებით სავსე, ულამაზესი მუსიკალური კვირეულის მასპინძელი გახლდათ ბათუმი.
”ცოცხალი ჯაჭვის” აქცია და პროტესტი რუსული აგრესიის წინაარმდეგ აჭარაში.
,,რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რომ საქართველოში არის პრობლემები, როგორც თავდაცვის, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს’’, – ამ შეფასებას ცხინვალის ომის შემდეგ, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის _ ,,არსენალის’’მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი აკეთებს. ,,ბათუმელებთან’’ იგი ბრძოლის დროს დაშვებულ სტრატეგიულ შეცდომებზე საუბრობს.
”ცხინვალი დღეს ჩვენი იქნებოდა, სამი საათით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება რომ არ გაეცათ”, _ ასე დაიწყო ომიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცმა საუბარი ”ბათუმელებთან”. რესპონდენტმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა
სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში, 4-5 აგვისტოს თავისუფალ ჭიდაობაში გამართული ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 83 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
7 აგვისტოს, ქობულეთში მუსიკალური ფესტივალი Kobuleti Summer Fest დასრულდა.
თურქეთში, ქალაქ სტამბულში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა დღეს გამართულ მეოთხედფინალური მატჩი სამ სეტში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. მან ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბრედლი მოუზლი დაამარცხა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფლებში არსებულ გზებზე, საერთო ფართობით 3996,2 კვდრატულმეტრზე, ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად ორგანიზაციების შერჩევის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
8 აგვისტოს, დღის 4 საათზე, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე (ბამბუკების ხეივანი) გაიმართება წითელი ჯვრის ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის საქველმოქმედო გამოფება-გაყიდვა.
პროგრამა – “2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება” ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპულ 3 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას.
როგორც აქედან ჩანს, ხელისუფლება თვითგადარჩენითაა დაკავებული.
ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ბრძანებულებით პრეზიდენტს შესაბამისი დეკრეტით მედიაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება შეეძლო. თუმცა, ლეგიტიმური საფუძვლის მიუხედავად, პრეზიდენტს მედია ფორმალურდ არ შეუზღუდავს.
როდესაც მოვლენებს ქვეყნის შიგნიდან, საქართველოდან აკვირდები, არ ჩანს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი კავკასია გადავიდა ახალ რეალობაში. მანამდე მხოლოდ ახალი გამწვავების ტენდენციები და ახალი პოლიტიკური კავშირების ალბათობა არსებობდა. ომმა ეს ყველაფერი შეცვალა და შექმნა ახალი პროდუქტი. ახლა უკვე კავკასიაში, ყველამ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ ახალი პირობებიდან გამომდინარე.
დედა ოსი მყავს, მამაჩემი რუსია. ეს რუსის ბიჭი მეორე მსოფლიო ომის დროს უპატრონოდ დარჩა ერთი წლისა და ბებიაჩემმა, ოსის ქალმა, რომელიც კოჩიევა იყო და პაპამ იშვილეს. ჩვენ ახლა ჩემი პაპის გვარს ვატარებთ – გოგიძეები ვართ.
მანანა ცეცხლაძე “ბათუმელებთან”ომის პირველ დღესა და თავისი ოჯახის დევნილობაზე საუბრობს. მისი ოჯახი ახლა “კარვების ქალაქშია” შეხიზნული.
დღეს, დუბლინის საზღვაო პორტს, ბათუმის მერიასა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სერვისებისა და მართვის სფეროში, ასევე საპორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა-განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაში გამოცდილების გაზირებას გულისხმობს.
გია ქარცივაძე, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ოფისიდან წამოსვლის შემდეგ ბათუმში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.
მეთექვსმეტე საუკუნეში ოსმალებმა აჭარა დაიპყრეს და საკუთარ შემადგენლობაში მოაქციეს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ქართველების მასიურად ტყვედ გაყიდვა. სამი საუკუნის განმავლობაში საქართველოდან ათი ათასობით ქართველი გაყიდეს. ტყვედ გაყიდული ბიჭები მამლუქები ან იანიჩრები ხდებოდნენ. არც თუ ისე მცირე ნაწილი დიდ პოლიტიკურ თანამდებობებსაც აღწევდა, ქალები კი ძირითადად სულთნის ჰარამხანებში ხვდებოდნენ. ჰარამხანაში მოხვედრილი ქალების ბედი ხშირ შემთხვევაში რადიკალურად იცვლებოდა და ისეც ხდებოდა, რომ უზარმაზარი იმპერიის მართვაშიც კი იღებდნენ მონაწილეობას.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის #90-ში გაიხსნა ჩანთების ქართული ბრენდის GEPHERRINI-ის მაღაზია.
პროდუქციის ახალი მოდელებით განახლება აქ ყოველკვირეულად ხდება.
Facebook : Gepherrini Manufacturing Company
ხვალ, 8 აგვისტოს, საღამოს, ბათუმის კორტებზე ცნობილი უკრაინული ჯგუფი Okean Elzy-ის კონცერტი გაიმართება. ბილეთის ფასი 20 ლარია. ჯგუფი ბათუმში ფესტივალ „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში ჩამოდის. ფესტივალის პიარს „ჯეპრა“ უზრუნველყოფს. მათი განცხადებით, ამ დროისთვის 1 800 ბილეთია გაყიდული. ბილეთების შეძენა როგორც „ჯეპრას“ წარმომადგენელი ამბობს, შესაძლებელია როგორც კორტების გვერდით არსებულ სალაროში, ასევე ონლაინრეჟიმში.
7 – 9 აგვისტოს, ჩიკაგოში ,,PAN AMERICAN TAEKWONDO YOUTH OPENS’’ -ში მონაწილეობის მისაღებად. აჭარიდან ზურაბ კინწურაშვილი და მისი პირადი მწვრთნელი აკაკი ცენტერაძე გაემგზავრებიან
4-8 აგვისტოს ჩათვლით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში ბელორუსიიდან და ისრაელიდან მოწვეული ჟურნალისტები იმყოფებიან, რომლებიც აჭარაში ტურისტულად აქტიურ სეზონს და ზაფხულის აქტივობებს გააშუქებენ.
VIVUS.GE ბათუმელებისთვის კიდევ ერთ ხელზე გასაცემი თანხის სტენდს ხსნის. ახალი სტენდი გორგილაძის (ერას) # 90-ში,„ტექნობუმის“მაღაზიაში გაიხსნა. ბათუმში სერვისის „მიიღე ფული ხელზე“ გაფართოება მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.
6-7 აგვისტოს, ქობულეთში ზღვისპირა პარკის ამფითეატრში, მუსიკალური ფესტივალი Kobuleti Summer Fest ტარდება. ფესტივალი წელს მეორედ იმართება.
აგვისტოს სიცხეებთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ბინებსა თუ ოფისებში კონდინციონერების გამოყენება. “ბათუმელები” დაინტერესდა, ვნებს თუ არა კონდინციონერის ჯანმრთელობას და როგორია რეკომენდაციები კონდინციონერის გამოყენებასთან დაკავშირებით.
6 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდის სპორტ დარბაზში აჭარის ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში დსრულდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის“ ხელმძღვანელი დავით ბერიძე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს.
6 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ეწვია.
6 აგვისტოს ბათუმში საჯარო ხელოვნების პროექტი „ბათუმის ეზოს ამბები“ გაიხსნა. პროექტს, ორგანიზაცია „Micro-ფონი“ უკვე მე-4 წელია ახორციელებს და წელს იგი ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ეზოს მცხოვრებლების ისტორიებს გაგაცნობთ.
6 აგვისტოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სამი ახალი წევრი ფარული კენჭისყრით აირჩიეს. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, უსკოს ახალი წევრები გახდნენ: ზურაბ გოლიაძე, რამაზ გოლომანიძე და თორნიკე მჟავანაძე. ახალი წევრები ორ-ორ კანდიდატს შორის უნდა არჩეულიყო. თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყარა კენჭი.