ბელარუსში, ვიტებსკის კოლონიაში, გარდაიცვალა პოლიტპატიმარი, ბლოგერი ნიკოლაი კლიმოვიჩი, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კარიკატურაზე სიცილის ემოციის გამოყენებისთვის ჰქონდა მისჯილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაციას მედია ავრცელებს უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვესნაზე“ დაყრდნობით. 61 წლის ნიკოლაი კლიმოვიჩს 28 თებერვალ, ქალაქ პინსკის სასამართლოში მიუსაჯეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა „ოდნოკლასნიკში“ ლუკაშენკოს კარიკატურაზე რეაქციის დასმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ …
Author Archives: ბათუმელები
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 193 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660] ტანკი – 3 723 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 7 248 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 3 010 ერთეული [+18] MLRS – 554 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 მაისი”
ხვალიდან ბათუმში გაავდრდება | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მაისის 21 საათიდან 7 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან, დღისით უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 – …
Continue reading “ხვალიდან ბათუმში გაავდრდება | ამინდის პროგნოზი”
პრიგოჟინი აცხადებს, რომ მზადაა ბახმუტში პოზიციები კადიროველებს გადასცეს
დღეს, 6 მაისს, რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ვაგნერი“ მზადაა ბახმუტში პოზიციები გადასცეს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძალებს. პრიგოჟინმა მადლობა გადაუხადა კადიროვს ბახმუტში ძალების გაგზავნაზე თანხმობისთვის. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრიოგიჟინი წერს, რომ სავარაუდოდ კადიროვს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს საჭირო საბრძოლო რესურსი ბახმუტში საბრძოლველად. „მე უკვე ვუკავშირდები მის …
Continue reading “პრიგოჟინი აცხადებს, რომ მზადაა ბახმუტში პოზიციები კადიროველებს გადასცეს”
რუსეთში ააფეთქეს ცნობილი რუსი პროპაგანდისტის მანქანა – მედია
დღეს, 6 მაისს, რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში ააფეთქეს მანქანა, რომლითაც რუსი პროპაგანდისტი, უკრაინაფობი, მწერალი ზახარ პრილეპინი გადაადგილდებოდა. აფეთქების შედეგად მძღოლი გარდაიცვალა, სხვადასხვა მედიაგამოცემის ცნობით, პრილეპინი მძიმედ არის დაშავებული. იგი მოსკოვში დონბასის ოკუპირებული ტერიტორიიდან ბრუნდებოდა. რუსული მედიის ცნობით, მანქანა მას შემდეგ აფეთქდა, როცა მგზავრები საჭმელად შეჩერდნენ, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მიამაგრეს მანქანას ასაფეთქებელი მოწყობილობა, 2 კილოგრამზე მეტი ტროტილი. რუსეთის …
Continue reading “რუსეთში ააფეთქეს ცნობილი რუსი პროპაგანდისტის მანქანა – მედია”
„შურისძიება შორს არ არის“ – უკრაინის სპეცსამსახური ბახმუტის კადრებს ავრცელებს
„ჩვენ გავუძლებთ! შურისძიება შორს არ არის! ბახმუტის ღამის დაბომბვის კადრები ფოსფორის საბრძოლო მასალით“ – ამ წარწერით ავრცელებს კადრებს ბახმუტიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ტელეგრამზე. უწყების პრესსამსახურის ცნობით, რუსეთმა ბახმუტში გამოიყენა ფოსფორის საბრძოლო მასალა და ცდილობდა ქალაქის სრულ განადგურებას, უკრაინის სპეციალური და თავდაცვის ძალების ჯარისკაცები აგრძელებენ ქალაქის დაცვას. ფოსფორის ჭურვის წვის ტემპერატურა აღემატება 800 …
Continue reading “„შურისძიება შორს არ არის“ – უკრაინის სპეცსამსახური ბახმუტის კადრებს ავრცელებს”
პრიგოჟინმა შოიგუსა და გერასიმოვს აგინა: ის საბრძოლო მასალების 70%-იან დეფიციტზე წუხს
„ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, 4 მაისს, გვიან ღამით, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის პირდაპირ აგინებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსს – ვალერი გერასიმოვს. პრიგოჟინის ვიდეომიმართვა ათეულობით დაღუპული, დაქირავებული „ვაგნერელის“ ფონზეა ჩაწერილი. ვიდეო პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამში გაავრცელა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალები ნორმის ფარგლებში რომ მიეწოდებინა, მაშინ „ვაგნერის“ დანაკარგები ხუთჯერ …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო ზღვის …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ბათუმში 321 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა – მიზეზი ავარიული დაზიანებაა
„სოკარის“ ცნობით, დღეს, 4 მაისს, ბათუმში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ კაჭარავას, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩის აბონენტებს. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. ამ დროისთვის გათიშულია 321 აბონენტი. „საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება 4 მაისის 20:00 საათიდან და სრულად აღდგება 4 მაისის დღის ბოლომდე“ – იუწყება კომპანია. „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, …
Continue reading “ბათუმში 321 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა – მიზეზი ავარიული დაზიანებაა”
ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დრონებით თავდასხმა კრემლმა დადგა – არგუმენტები
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 3 მაისის ანგარიშში დეტალურად აანალიზებს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინა დრონებით დაესხა თავს კრემლს. ISW-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დრონებით თავდასხმა კრემლმა დადგა და ამ მოსაზრებას შემდეგი არგუმენტებით ამყარებენ: რუსეთის ხელისუფლება ბოლო თვეებში მუდმივად აძლიერებს საჰაერო თავდაცვას მოსკოვის ირგვლივ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეძლოს საჰაერო თავდაცვის …
რუსეთში ნავთობის 2 ქარხანაში გაჩნდა ხანძარი – მიზეზად დრონების თავდასხმა სახელდება
4 მაისს, გამთენიისას, სამხრეთ რუსეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთდროულად გაჩნდა ხანძარი. ხანძარი გაჩნდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ და როსტოვის რეგიონში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნებში. რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, კრასნოდარში ხანძრის გამომწვევ მიზეზად 4 დრონის თავდასხმა დაასახელეს, ასევე, დრონების თავდასხმა დაასახელა ხანძრის გამომწვევ მიზეზად როსტოვის ოლქის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა. არსებული …
„რუსეთი აშკარად ამზადებს ტერაქტს“ – პოდოლიაკი კრემლთან დრონების გამოჩენაზე
რუსეთის ბრალდებას იმის შესახებ, რომ უკრაინა დრონებით დაესხა თავს კრემლს, ოფიციალური კიევი უარყოფს. ზელენსკის პრესსამსახურის განცხადების შემდეგ კრემლის ბრალდებას ტვიტერზე გამოეხმაურა მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი. „რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე. ეს ყველაფერი პროგნოზირებადია… რუსეთი აშკარად ამზადებს ფართომასშტაბიან ტერაქტს. ამიტომ იგი პირველად აკავებს ყირიმში მსხვილ, სავარაუდო დივერსიულ ჯგუფს, შემდეგ კი „კრემლის თავზე დრონების“ დემონსტრირებას ახდენს. …
Continue reading “„რუსეთი აშკარად ამზადებს ტერაქტს“ – პოდოლიაკი კრემლთან დრონების გამოჩენაზე”
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ღამით კრემლზე შეტევა სცადა
„კიევმა ღამით კრემლზე დრონებით შეტევა სცადა, მაგრამ თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული“ – განაცხადა დღეს, 3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურმა. პრესსამსახურის ცნობით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი კრემლისკენ, პუტინის რეზიდენციისკენ იყო მიმართული. „სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო სისტემების დროული ქმედებების შედეგად, მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა“, – ციტირებს პრესსამსახურს რუსული მედია. კრემლი აცხადებს, რომ უკრაინის შეტევის შედეგად …
Continue reading “რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ღამით კრემლზე შეტევა სცადა”
რუსეთის საჰაერო თავდასხმა ხერსონში, სუპერმარკეტზე – არიან დაღუპულები
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დღეს, 3 მაისს, დილით, რუსულმა არმიამ საჰაერო თავდასხმა განახორციელა ხერსონში, სუპერმარკეტზე, რის შედეგადაც მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე ხუთი ადამიანი დაიჭრა. სამინისტრო წერს, რომ ეს არის ერთადერთი ჰიპერმარკეტი, რომელიც ფუნქციონირებს ხერსონში, ხოლო დაღუპულები და დაშავებულები მაღაზიის მომხმარებლები და თანამშრომლები არიან. გუშინ, 2 მაისს,უკრაინის …
Continue reading “რუსეთის საჰაერო თავდასხმა ხერსონში, სუპერმარკეტზე – არიან დაღუპულები”
რიგა-ბათუმს შორის ფრენა განახლდა – ავიარეისი კვირაში ორჯერ შესრულდება
ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენა განაახლა. TAV-ის ცნობით, 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირველი რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა. Air Baltic-ი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ იფრენს. რაც შეეხება ფასებს, ბათუმიდან რიგაში ფრენის ფასი 150-მდე ევროა, პირიქით კი – დაახლოებით 140 ევრო. ავიაბილეთების ღირებულება გაიზრდება ივლისსა და …
Continue reading “რიგა-ბათუმს შორის ფრენა განახლდა – ავიარეისი კვირაში ორჯერ შესრულდება”
რუსეთი უკრაინას 26 „შაჰედით“ დაესხა თავს ღამით – უკრაინის თავდაცვამ 21 გაანადგურა
3 მაისს, გამთენიისას, რუსეთის ჯარებმა უკრაინაში 26 ირანული დრონი – „შაჰედი“ გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მათგან 21 გაანადგურეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს. სარდლობის ცნობით, დრონები გაუშვეს რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონიდან, ასევე სამხრეთიდან – აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან. დრონების თავდასხმის სამიზნე იყო დნეპროპეტროვსკი, სადაც ჩამოაგდეს 7 ირანული დრონი, მაგრამ ერთი დრონი …
Continue reading “რუსეთი უკრაინას 26 „შაჰედით“ დაესხა თავს ღამით – უკრაინის თავდაცვამ 21 გაანადგურა”
რუსეთმა შეცვალა სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა – პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა შეცვალეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა. პოდოლიაკის კომენტარს ამ თემაზე უკრაინული მედია ავრცელებს. პოდოლიაკის თქმით, ამჯერად რუსი სამხედროები პირდაპირ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ობიექტებზე, მრავალბინიან სახლებზე ან იმ ადგილებზე, სადაც ბევრი ხალხი იმყოფება. პოდოლიაკმა ისაუბრა იმ შესაძლო მიზნებზე, რის მიღწევასაც მოსკოვი ცდილობს ტაქტიკის შეცვლით. პოდოლიაკის …
Continue reading “რუსეთმა შეცვალა სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა – პოდოლიაკი”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
478 ბავშვი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 478 ბავშვი დაიღუპა და 960-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულებს შორისაა პირველ მაისს ჩერნიგოვის რაიონის სოფელ ლიზუნოვკაში დაბომბვის შედეგად დაღუპული 14 წლის მოზარდი. პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი – 453 ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, 275 – ხარკოვში, 128 კი – კიევის ოლქში. ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლისა და …
Continue reading “478 ბავშვი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად”
ოჯახში ძალადობის 1031 შემთხვევა – სამი თვის ოფიციალური სტატისტიკა
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ოჯახში ძალადობის 1031 შემთხვევა დარეგისტრირდა ოფიციალურად. ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, წელს ოჯახში ძალადობის სტატისტიკა 8,87 პროცენტით გაიზარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1031 შემთხვევიდან 851, ანუ 82 პროცენტზე მეტი გახსნილია. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების შესახებ შს სამინისტროს პირველი სამი თვის სტატისტიკური ინფორმაცია წელს არ გამოუქვეყნებია. გასულ, …
Continue reading “ოჯახში ძალადობის 1031 შემთხვევა – სამი თვის ოფიციალური სტატისტიკა”
75 წლის იაპონელმა მოხალისემ ხარკოვში უფასო კაფე გახსნა
75 წლის იაპონელი მოხალისე ფუმინორი ცუჩიკო უკრაინაში შარშან, ომის დროს ჩავიდა. როცა ხარკოვი გამუდმებით იბომბებოდა, ის ქალაქის მცხოვრებლებთან ერთად იმალებოდა მეტროსადგურში. აქ გაიცნო მან უკრაინელი მოხალისე ნატალია გრამა და მასთან და სხვა მოხალისეებთან ერთად ხარკოველებს საკვებით, მედიკამენტებითა და ჰიგიენური საშუალებებით ამარაგებდა. ცოტა ხნის წინ იაპონელმა მოხალისემ ხარკოვში პატარა, უფასო კაფე გახსნა, FuMi Caffe, რომელიც კვირაში …
Continue reading “75 წლის იაპონელმა მოხალისემ ხარკოვში უფასო კაფე გახსნა”
ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე პოზიცია დატოვეს – მედია
„უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად აიძულეს მტერი დაეტოვებინათ ზოგიერთი პოზიცია“ – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს უკრაინის თავდაცვის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებაზე დაყრდნობით. „წინსვლისთვის მტერი იყენებს მაქსიმალურ ძალისხმევას და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, „ვაგნერის“ ახალი, მოიერიშე და სხვა კომპანიების ჯგუფები ერთვებიან ბრძოლაში, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის [ბახმუტის] კონტროლს. სიტუაცია საკმაოდ …
Continue reading “ბახმუტში კონტრშეტევის შედეგად რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე პოზიცია დატოვეს – მედია”
რუსეთში დაიწყო ახალი ტალღა „მოხალისეების“ უკრაინაში მისატყუებლად – ბრიტანეთის დაზვერვა
ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელი მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იმისათვის, რომ უკრაინის ფრონტზე წასასვლელად „მოხალისეები“ მიიტყუოს, ახალი მასშტაბური საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. შესაბამისი რეკლამები გამოჩნდა რუსულ სოციალურ ქსელებში, ბილბორდებსა და ტელევიზიებში. დაზვერვის ცნობით, ამ შემთხვევაშიც პროპაგანდა იყენებს რუსების გონებაზე ზემოქმედების ტრადიციულ მეთოდებს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვა Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ცდილობს „ითამაშოს“ კაცურ სიამაყეზე და …
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში – პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აპრილის 21 საათიდან 24 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 17 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში – პროგნოზი”
რუსეთმა პატიმრობა შეუფარდა უკრაინის დაზვერვის შეფს, რას ამბობს ბუდანოვი
რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს, 21 აპრილს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად. უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელს რუსეთი ყირიმის ხიდზე „ტერორისტულ თავდასხმაში“ ადანაშაულებს. გარდა ამისა, ბუდანოვი საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც მოხვდა. ამის საპასუხოდ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ეს მათი მუშაობის კარგი მაჩვენებელია და პირობა დადო, რომ კიდევ უფრო უკეთესად იმუშავებს რუსი ოკუპანტების …
Continue reading “რუსეთმა პატიმრობა შეუფარდა უკრაინის დაზვერვის შეფს, რას ამბობს ბუდანოვი”
დაზვერვამ ამხილა რუსი ოფიცერი, რომელიც „გაზის კამერებში“ უკრაინელების წამებაზე ბრძანებას გასცემდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა რუსეთის გვარდიის იმ ბატალიონის მეთაურის ვინაობა, რომელიც „გაზის კამერებში“ უკრაინელების მოწამვლის ბრძანებას გასცემდა. უკრაინის დაზვერვის მტკიცებით, მან შეძლო მოეპოვებინა აუდიოჩანაწერი, სადაც რუსი სამხედროები უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე საუბრობენ. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა ჩამოაყალიბეს სადამსჯელო რაზმი, რომელიც ეძებდა უკრაინელ პატრიოტებს, შემდეგ კი იტაცებდა და აწამებდა. დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის სამხრეთში, …
დაზვერვამ დაადგინა რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომელმაც უკრაინელ ტყვეს თავი მოკვეთა – ბუდანოვი
რადიო NV-სთან ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ დაზვერვისთვის ცნობილია იმ რუსი ჯარისკაცის ვინაობა, რომელმაც უკრაინელ სამხედრო ტყვეს თავი მოკვეთა. „დიახ ასეა. … ჩვენ ვიცით, ის ვინ არის“, – განაცხადა ბუდანოვმა რადიო NV-ის კითხვაზე, აქვს თუ არა მონაცემები ამ სამხედრო დანაშაულის ჩამდენის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მის ადგილსამყოფელს არ …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 181 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 460] ტანკი – 3 653 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 7 073 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 2 785 ერთეული [+1] MLRS – 534 ერთეული [+0] საზენიტო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აპრილი”
52% მიიჩნევს, რომ ქორწინებამდე სექსი არც კაცისთვის არის დასაშვები და არც ქალისთვის – კვლევა
„გენდერული სტერეოტიპები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ“ – ასე ეწოდება კვლევას, რომელიც „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – ქედაში, ბოლნისში, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ხაშურში ჩაატარა. კვლევაში, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი იყო დამოკიდებულება ქორწინებამდე სექსის შესახებ. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქალისა და კაცის ქცევის შეფასება განსხვავებული სტანდარტებით ხდება, რაც კაცისათვის მისაღებია, ქალისათვის დაუშვებელ საქციელად აღიქმება. „გამოკითხულთა 41% …
86% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალმა არ უნდა მოითმინოს ოჯახში ძალადობა – კვლევა
„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – ქედაში, ბოლნისში, ზუგდიდში, ხარაგაულსა და ხაშურში ჩაატარა კვლევა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ”. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა. გამოკითხულთა 94% ფიქრობს, რომ იშვიათ შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია ქმარმა ფიზიკურ ძალადობას მიმართოს, თუმცა გამოკითხულთა 6%-ს მიაჩნია, რომ იშვიათ შემთხვევაში ქმარი შეიძლება ფიზიკურად გაუსწორდეს …
Continue reading “86% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალმა არ უნდა მოითმინოს ოჯახში ძალადობა – კვლევა”
„დასავლეთი ცდილობდა, თბილისი მეორე ფრონტის გახსნაში ჩაეთრია“ – ლავროვი კლავ აქებს „ოცნებას“
„დასავლეთი ცდილობდა, თბილისი ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაში ჩაეთრია, მაგრამ ამჟამინდელი ქართველი ხელმძღვანელები ავლენენ პასუხისმგებლიან მიდგომას, მათი ხალხის ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე“ – განაცხადა დღეს, 14 აპრილს, უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. ლავროვის ციტატას რუსული სამთავრობო ახალი ამბების სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას აქებს. 2023 წლის …
„არ ვიცი, ვინ არის ომის პარტია. ნაგულისხმევია გერმანია? ევროკავშირი?“ – გერმანიის ელჩი
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ არ იცის, ვის გულისხმობენ „ოცნების“ ლიდერები, როცა „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობენ. „ჩვენ გვესმის ასეთი სახის განცხადებები, ზოგჯერ რაღაც „გლობალურ ომის პარტიაზე“. არ ვიცი, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“. ნაგულისხმევია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმევი? მე ვკითხავდი იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს ასე ვერ იქნება. ეს სისულელე …
შაბათ-კვირას ბათუმში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მაღალ …
Continue reading “შაბათ-კვირას ბათუმში უნალექო ამინდი იქნება”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 181 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 500] ტანკი – 3 650 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 7 069 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 2 784 ერთეული [+7] MLRS – 534 ერთეული [+0] საზენიტო …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 აპრილი”
როგორ შეიძლება პუტინს 9 მაისი შემოუბრუნდეს – ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში
ბრიტანეთის დაზვერვის დღევანდელ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონმა 9 მაისს აღლუმის ჩატარებაზე უარი განაცხადა, ზოგი კი აღლუმს ტრადიციულად გამართავს. რუსეთის ფედერაციის იმ რეგიონების ლიდერებმა, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან, ისევე როგორც ოკუპირებული ყირიმის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუქმებენ 9 მაისის ტრადიციულ, პომპეზურ სამხედრო აღლუმს. „როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, საზღვრის მახლობლად უსაფრთხოების პრობლემების …
Continue reading “როგორ შეიძლება პუტინს 9 მაისი შემოუბრუნდეს – ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში”
„შავი ზღვა ნატოს ზღვა უნდა გახდეს“ – კულებას განცხადება და კრემლის პასუხი
ბუქარესტში მიმდინარე შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და შავი ზღვა ნატოს ზღვა უნდა გახდეს, ისე, როგორც ნატოს გახდა ბალტიის ზღვა. კულებას თქმით, შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუკი მოხდება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების იგნორირება. „საქართველო, …
Continue reading “„შავი ზღვა ნატოს ზღვა უნდა გახდეს“ – კულებას განცხადება და კრემლის პასუხი”