მთავარი,სიახლეები

რუსეთში ააფეთქეს ცნობილი რუსი პროპაგანდისტის მანქანა – მედია

06.05.2023
რუსეთში ააფეთქეს ცნობილი რუსი პროპაგანდისტის მანქანა – მედია

დღეს, 6 მაისს, რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში ააფეთქეს მანქანა, რომლითაც რუსი პროპაგანდისტი, უკრაინაფობი, მწერალი ზახარ პრილეპინი გადაადგილდებოდა.

აფეთქების შედეგად მძღოლი გარდაიცვალა, სხვადასხვა მედიაგამოცემის ცნობით, პრილეპინი მძიმედ არის დაშავებული. იგი მოსკოვში დონბასის ოკუპირებული ტერიტორიიდან ბრუნდებოდა.

რუსული მედიის ცნობით, მანქანა მას შემდეგ აფეთქდა, როცა მგზავრები საჭმელად შეჩერდნენ, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მიამაგრეს მანქანას ასაფეთქებელი მოწყობილობა, 2 კილოგრამზე მეტი ტროტილი.

რუსეთის ხელისუფლებამ აფეთქება ტერაქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

აფეთქებიდან მოკლე ხანში მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო მოძრაობა „ატეშმა“, რომელიც შეიქმნა 2022 წლის შემოდგომაზე ყირიმში. მოძრაობაში შედიან უკრაინელები, რუსები და ყირიმელი თათრები. მოძრაობის ტელეგრამის არხის ადმინისტრატორმა BBC-სთან საუბარში პრილეპინს უწოდა „რუსული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ომზე“.

პრილეპინი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და თავად იყო ჩართული დონბასის ოკუპაციის ბრძოლებში. იგი საკუთარ თავს უწოდებდა ბატალიონის საველე მეთაურს, რომელმაც უკრაინაში ხალხი „დიდი რაოდენობით” დახოცა.

____________

ფოტოზე: აფეთქების ადგილი. წყარო: რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: