მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 მაისი

07.05.2023 • 1977
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 193 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +660]
  • ტანკი – 3 723 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 7 248 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 3 010 ერთეული [+18]
  • MLRS – 554 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 306 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 554 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 947 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 952 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 380 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 418 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 4 027 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 014 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 096 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 754 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 037 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

„შურისძიება შორს არ არის“ – უკრაინის სპეცსამსახური ბახმუტის კადრებს ავრცელებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: