რუსეთის შტურმი ბახმუტზე გრძელდება – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბი სამშაბათს, 28 მარტის დილას გამოქვეყნებულ ოპერატიულ ინფორმაციაში წერს, რომ ბახმუტის სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით ბრძოლები მიმდინარეობს. გენშტაბი წერს, რომ რუსეთი აგრძელებს ქალაქ ბახმუტის შტურმს, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ. კიდევ ორ რეგიონში, ავდიივკასა და მარინკაში, გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის თავდასხმები ბოლო 24 საათის განმავლობაში წარუმატებელი იყო. უკრაინის გენშტაბის ცნობების თანახმად, ფრონტის ამ სამ …

მარიუპოლში ოკუპანტების პოლიციის უფროსის ავტომანქანა ააფეთქეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ოკუპანტი ხელისუფლების მიერ დანიშნული პოლიციის უფროსის ავტომანქანა ააფეთქეს. ამის შესახებ რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს. სააგენტოს ცნობით, აფეთქება დღეს, 27 მარტს, დილას მოხდა. პოლიციის უფროსი ავტომანქანიდან რამდენიმე მეტრში იდგა, როცა ავტომანქანა აფეთქდა. ის გადარჩა, თუმცა ტვინის შერყევა მიიღო. ქალაქ მარიუპოლის კანონიერმა მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ავტომანქანა მარიუპოლის …

თურქეთის უდიდესი კაშხალის გამო იუსუფელს ტბორავენ

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის გიგანტურ კაშხალში, წყლის დონემ 85 მეტრს მიაღწია. ქალაქ იუსუფელში ქალაქის ბოლო მაღაზიები უკვე დაკეტეს – ქალაქი თანდათან იტბორება, წყალი მიტოვებული და დანგრეული შენობების პირველ სართულზე შევიდა. დატბორვა პროექტის შესაბამისად ხდება და მის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. თურქეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი „იუსუფელი“ გასული წლის ნოემბერში …

უპილოტო აპარატები საფრთხეა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვა დღეს, 27 მარტს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ, თავის მოკლე ანალიზში წერს, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში რუსულ ფლოტს ორჯერ დაესხნენ თავს დრონებით და უპილოტო აპარატებით. 2023 წლის 22 მარტს სევასტოპოლში, ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის საზღვაო ბაზაზე იყო სულ მცირე სამი უპილოტო აპარატითა და ერთი დრონით თავდასხმის მცდელობა. ღია წყაროების ცნობით, ერთი უპილოტო აპარატი დამცავი სისტემებით …

როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა მაღალ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 170 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 660] ტანკი – 3 595 ერთეული [+15] ჯავშანტექნიკა – 6 947 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 2 631 ერთეული [+8] MLRS – 522 ერთეული [+2] საზენიტო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 169 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 720] ტანკი – 3 580 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 6 932 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 2 623 ერთეული [+7] MLRS – 520 ერთეული [+9] საზენიტო …

კვირას ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართება – შესვლა უფასოა

26 მარტს, კვირას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართება. ბოტანიკური ბაღის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კამელიების 5 სახეობა: იაპონური, მთის ანუ ევგენოლის, ბადისებრი, ზეთოვანი და ჩინეთის კამელია. ასევე, იაპონური კამელიის 78 ჯიში, მთის ანუ ევგენოლის 18 ჯიში და ბაღში გამოყვანილი 25 ჰიბრიდული ფორმა. გამოფენა 13:00 საათზე გაიხსნება და 17:00 საათამდე გაგრძელდება. გამოფენა გაიმართება მთავარ სამარშრუტო გზაზე …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მარტის 21 საათიდან 25 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით – წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 14 – 19 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 …

აშშ იწყებს სტრატეგიულ დიალოგს ბელარუსის ოპოზიციასთან

2023 წლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ დიალოგს“ ბელარუსის ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 22 მარტს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ვაშინგტონში, ბელარუსის დემოკრატიული პარტიის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა. „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გამოხატა შეერთებული შტატების მუდმივი მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ბელარუსი ხალხის სწრაფვას ბელარუსის დემოკრატიული, სუვერენული და სტაბილური მომავლისკენ“ …

პუტინის დაკავება ნიშნავს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემის შესახებ ნიშნავს ომის გამოცხადებას რუსეთის ფედერაციასთან. რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან ინტერვიუში მან კომენტარი გააკეთა გერმანიის იუსტიციის მინისტრის ციტატაზე იმის შესახებ, რომ თუ პუტინი გერმანიაში ჩავა, მას დააპატიმრებენ. „მოდით, წარმოვიდგინოთ – გასაგებია, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც …

რუსული დანაყოფები, სავარაუდოდ, ცდილობენ დაიბრუნონ კუპიანსკი – დაზვერვა

23 მარტის მოკლე ანგარიშში ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ ჩრდილოეთ ლუგანსკის ოლქის ფრონტის ხაზის სვატოვე-კრემინას ზონაში დაძაბული ბრძოლები გრძელდება. დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ნაწილობრივ დაიბრუნა კონტროლი ქალაქ კრემინას მისადგომებზე. ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ ადგილას რუსეთმა წინ წაიწია რამდენიმე კილომეტრით. „რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ცდილობენ გააფართოონ უსაფრთხოების ზონა დასავლეთით იმ თავდაცვის ხაზებიდან, რომლებიც მათ მოამზადეს მაღალ ადგილზე,“ …

ბათუმში წიგნისა და განათლების პირველი გამოფენა გაიხსნება | ანონსი

24 მარტს ბათუმში, სპორტის სასახლეში, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. გამოფენის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ. გამოფენაში მონაწილეობს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის …

ნიდერლანდებში მაჩვებმა სარკინიგზო მოძრაობა შეაჩერეს

ნიდერლანდებში სარკინიგზო მოძრაობა ერთდროულად რამდენიმე მარშრუტზე შეჩერდა. მიზეზი მაჩვებია, რომლებმაც რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ ორმოები გათხარეს – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზოგიერთ მარშრუტზე – სულ მცირე ერთი კვირით. „ბიბისი“ წერს, რომ გზა ქვეყნის სამხრეთით ქალაქ დენ ბოშსა და ბოქსტელს შორის სამშაბათს დაიკეტა მას შემდეგ, რაც მაჩვების გათხრილი გვირაბები აღმოაჩინეს. …

აშშ უკრაინას აფრთხილებს, რომ რუსეთი ახალ შეტევას ამზადებს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მომავალი კვირები უკრაინის ომში „კრიტიკული“ იქნება. მისივე თქმით, შესაძლებელია შეტევები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდეს. CNN-ი კირბის განცხადებას ციტირებს, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, „მორიგი შეტევის დაწყებას შეეცდება“ და, შესაძლოა, რამდენიმე მიმართულებით. CNN-ის რეპორტიორის კითხვას, ძალიან ბევრ დროს ხომ არ უთმობს …

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 096-ს მიაღწია – განაცხადა თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (AFAD). ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. თურქეთში 13,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, ისევე როგორც მრავალი სხვა ჩრდილოეთ სირიაში. შვიდ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 თებერვალს  მოხდა, რასაც მასობრივი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 მარტის 21 საათიდან 22 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა …

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ილია ჩოხელი. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დედოფლისწყაროში დაუდასტურეს, სადაც ამჟამად მისი ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ წერენ უკრაინელებიც. გავრცელებული ცნობებით, 23 წლის ილია ჩოხელი ხარკოვთან დაიღუპა. იგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ფრონტზე იბრძოდა. __________ ფოტოზე: ილია ჩოხელი. ფოტო: დედოფლისწყაროს ტელევიზია  

საქართველო ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 90-ე ადგილზეა

ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 90-ე ადგილზეა 109 ქვეყანას შორის. 2019 წლიდან საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 2019 წელს საქართველო „ბედნიერი ქვეყნების“ ჩამონათვალში 119-ე ადგილზე იყო. კვლევა ბედნიერი ქვეყნების შესახებ დღეს, 20 მარტს, გამოქვეყნდა. საქართველოს შემდეგ, 92-ე ადგილზეა უკრაინა. ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კი წელსაც ფინეთია. ყველაზე „ბედნიერი ქვეყნების“ ათეული ასე გამოიყურება: 1. ფინეთი; 2. დანია; 3. ისლანდია; 4. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მარტის 21 საათიდან 20 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, დროგამოშვებით – წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი …

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სამშაბათს დააკავებენ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს, 18 მარტს, განაცხადა, რომ მას მომავალ კვირაში, სამშაბათს დააპატიმრებენ, რადგან პროკურორები განიხილავენ ბრალდებებს პორნოვარსკვლავისთვის ფულის გადახდის გამო – წერს „ბიბისი“. მისი მოსალოდნელი დაკავების შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში – Truth Social-ში დაწერა და მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდა. „ბიბისის“ ცნობით, ტრამპის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რომ ტრამპის განცხადება ეფუძნება მედიის მიერ გავრცელებულ …

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა. პუტინთან ერთად ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისარის თანამდებობა უკავია. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში. „არსებობს საფუძვლიანი გარემოება, რათა ვიფიქროთ, რომ ბატონი პუტინი პირადააა პასუხისმგებელი ზემოხსენებულ დანაშაულში,“ – ნათქვამია …

დააკავეს პირი, რომელმაც აშშ-ის ვიზების სანაცვლოდ ოჯახს 10 450 დოლარი გამოართვა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ცნობით, პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, აშშ საელჩოს საკონსულოს და უსაფრთხოების ოფისთან თანამშრომლობით, გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ თითქოსდა იყო საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი, დაზარალებულს დაჰპირდა ოჯახის წევრების ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზებით უზრუნველყოფას და გამგზავრებაში დახმარებას. „ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული და …

სლოვაკეთი უკრაინას 13 ავიაგამანადგურებელს, MiG-29-ს გადასცემს

დღეს, 17 მარტს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა ტვიტერზე დაწერა, რომ სლოვაკეთის მთავრობამ  უკრაინისთვის 13 ავიაგამანადგურებლის, MiG-29ის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. „სლოვაკეთის მთავრობამ ახლახან დაამტკიცა 13 MiG-29 გამანადგურებლის გაგზავნა უკრაინაში! დაპირებები უნდა შესრულდეს და როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის, მოიერიშე თვითმფრინავები, მე ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. მიხარია, რომ სხვებიც იმავეს აკეთებენ“, – …

რუსული ძალები ბახმუტთან დაწინაურდნენ, თუმცა შესაძლებლობები ამოწურეს – ბრიტანეთის დაზვერვა

17 მარტის მოკლე ანგარიშში ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ ბახმუტთან რუსული ძალები დაწინაურდნენ, მაგრამ ამან შეუძლებელი გახადა მათი წინსვლა სხვა რაიონებში. დაზვერვის ცნობით, ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა და „ვაგნერის“ დაქირავებულებმა შეძლეს გამაგრება მდინარე ბახმუტკას დასავლეთ ნაპირზე, რომელიც გადის ქალაქის ცენტრში. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი აგრძელებენ ქალაქის დასავლეთ ნაწილის დაცვას. ამავე დროს, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მარტის 21 საათიდან 18 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 …

„რატომ ვიხევთ ხერსონიდან?“ – ანეკდოტის გამო რუსეთში კაცს 3 წლით პატიმრობა ემუქრება

რუსეთში ანეკდოტების გამო ადამიანების გასამართლება დაიწყეს. მრავალშვილიან მამას 3 წლით პატიმრობა ემუქრება უკრაინის ომზე ანეკდოტის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების გამო. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული რედაქცია წერს. „- სერგეი, რატომ ვიხევთ ხერსონიდან? – ვოლოდია, თქვენ ხომ თავად გვიბრძანეთ უკრაინის განთავისუფლება ფაშისტებისა და ნაცისტებისაგან…“  რიაზანის ოლქში, ქალაქ კასიმოვში მცხოვრებმა ვასილი ბოლშაკოვმა ეს ანეკდოტი რუსულ სოციალურ ქსელში, Вконтакте-ში გამოაქვეყნა …

წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა თურქეთში – ბოლო ცნობები

თურქეთის პროვინციებში, შანლიურფასა და ადიიამანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, წყალდიდობა, რომელიც ამ რეგიონებს 6 თებერვლის გამანადგურებელი მიწისძვრიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ დაატყდა თავს, ბოლო 65 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საავადმყოფოები, დაინგრა ორ რაიონს შორის მდებარე ავტომაგისტრალი. მანამდე თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (TSMS) გამოაქვეყნა 14-20 …

რუსეთის თავდასხმის ტემპი უკრაინაში შენელდა – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ი 15 მარტის ანგარიშში წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეტევის ტემპი, წინა კვირებთან შედარებით, შენელებულია და „ვაგნერი“ ცდილობს დაიკავოს ქალაქი ბახმუტი, თუმცა მისი შესაძლებლობები კულმინაციას და შესაბამისად, თავდასხმის შესაძლებლობების შესუსტებას უახლოვდება. ექსპერტები ეყრდნობიან უკრაინის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ალექსეი დმიტრაშკოვსკის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, რუსული არმია ამჟამად ყოველდღიურად ახორციელებს 20-დან 29-მდე სახმელეთო შეტევას, …

ძლიერი წვიმა და წყალდიდობა თურქეთში – 5 ადამიანი დაიღუპა

14 მარტს, ღამით, ძლიერი წვიმის შდეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ადიამანის პროვინციაში, დაიტბორა სახლები და საავადმყოფოები. თურქული მედიის ცნობით, 15 მარტის მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე პირი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის, ორი მაშველია. ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. ძლიერი წვიმის შედეგად პროვინციაში მდინარე ადიდდა, რასაც შენობების დატბორვა მოჰყვა. რეგიონში მაშველები მუშაობენ. მანამდე თურქეთის …

4 ფოტო ძველი ბათუმიდან

ბათუმი, 1915 – ასეა დათარიღებული ფოტო, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისშია გადაღებული ბათუმში. ეს სანაპიროს, ამჟამად გოგებაშვილის ქუჩის ამსახველი ერთ-ერთი იშვიათი ფოტოა. ოთხივე ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და აღწერის თანახმად, ფოტოების ორიგინალი ინგა გაბაშვილის კოლექციაშია დაცული.

კადიროვი შიშობს, რომ პუტინის კეთილგანწყობას კარგავს – ISW

კადიროვი შიშობს, რომ კარგავს პუტინის კეთილგანწყობას, უკრაინაში ჩეჩნების საბრძოლო წარმატებების ნაკლებობის გამო – ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს 13 მარტის ანგარიშში. დღევანდელ ანგარიშში ანალიტიკოსები აანალიზებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეხვედრას, რომელიც 13 მარტს გაიმართა. სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კადიროვმა ეს შეხვედრა გამოიყენა უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების წარმატებების ხაზგასასმელად, …

ქართველმა მეზღვაურმა მექსიკაში მეთევზეების გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ქართველმა მეზღვაურმა არმაზ არძენაძემ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგად სამი მეთევზე გადაარჩინეს. „8 მარტს, 14:00 საათზე, მექსიკის წყლებში მეთევზეებმა დიდი რაოდენობით თევზი დაიჭირეს. ზედმეტი წონის გამო ნავი წყლით აივსო. ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დარჩენილი მეთევზეები 12 საათის განმავლობაში ელოდნენ შველას. 9 მარტს, 04:00 საათზე, გემ MH COLUMBIA-ს ვახტაზე მყოფმა მატროსმა …

ქობულეთში დაკავებული რუსი ჰაკერი პროკურატურამ აშშ-ს გადასცა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქის ექსტრადიცია. აშშ-ში ჩატარებული გამოძიების ვერსიის თანახმად, რუსეთის მოქალაქე 2016-2019 წლებში მისივე შექმნილი კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით დაზარალებულების, მათ შორის, ფლორიდაში მცხოვრები პირების კომპიუტერულ სისტემაში შესაღწევად საჭირო მონაცემებს დაეუფლა. „ამასთან, ძებნილი პირი ინტერნეტპლატფორმის გამოყენებით მოპოვებულ მონაცემებს და თავად კომპიუტერულ ვირუსს სხვა …

ხვალ გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მარტის 21 საათიდან 15 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა …

უკრაინის 27 წლის გმირი ბახმუტთან დაიღუპა – დედის წინ ზალუჟნიმ დაიჩოქა

10 მარტს კიევში დაკრძალეს უკრაინის გმირი, დმიტრი კოციუბაილო, მეტსახელად „და ვინჩი“, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. „და ვინჩისთან“ გამოსამშვიდობებლად კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი და სხვა ოფიციალური პირები. დაკრძალვაზე იმყოფებოდა ფინეთის პრეზიდენტი …

Exit mobile version