37 იაპონური კომპანია რუსეთში მუშაობას წყვეტს – რუსული მედია

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული 168 იაპონური კომპანიიდან დაახლოებით 37-მა (22%) უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო ამ დროისთვის გადაწყვიტა, შეაჩეროს საქმიანობა რუსეთის ბაზარზე ან შეწყვიტოს ექსპორტი.  ამასთან, 15 მარტის მდგომარეობით, 22-მა კომპანიამ გამოაცხადა ექსპორტის შეჩერების შესახებ,  7-მა შეაჩერა წარმოება, 4-მა კი მაღაზიები დახურა.  ავტომწარმოებლებმა: Toyota Motor-მა, Nissan Motor-მა და მსოფლიოში საბურავების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა …

„წმინდა ჯაველინმა“ 1 მილიონი დოლარი შეაგროვა უკრაინისთვის – მარკეტოლოგის წარმატებული იდეა

კანადაში მცხოვრებმა 35 წლის მარკეტოლოგმა და ყოფილმა ჟურნალისტმა კრისტიან ბორისმა შექმნა გამოსახულება, რომელიც ცნობილია, როგორც „წმინდა ჯაველინი“. წარმოშობით უკრაინელ კრისტიან ბორისის მიერ შექმნილ გამოსახულებაზე ღვთისმშობელს ხელში უჭირავს ამერიკული წარმოების FGM-148 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი „ჯაველინი“.  „ჯაველინი“ ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემაა, რომელსაც აშშ-ის არმია და საზღვაო ქვეითი შენაერთები იყენებენ მოწინააღმდეგის ტანკების გასანადგურებლად. თავდაცვითი სისტემა მოქმედებაში მოჰყავს ორ ადამიანს …

Hello to Ukraine – ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც უკრაინელებისთვის წერილის გაგზავნა შეგიძლიათ

ედო მჟავანაძე ბათუმელი ვებდეველოპერია, რომელმაც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ონლაინ პლატფორმის შექმნა გადაწყვიტა სახელად – Hello to Ukraine. ამ პლატფორმის დახმარებით მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საშუალება ექნებათ უკრაინელებს წერილი გაუგზავნონ. როგორც იდეის ავტორი აღნიშნავს, ეს ერთგვარი მორალური თანადგომაა და ამ ვებგვერდის საშუალებით ყველა მსურველი შეძლებს სოლიდარობის გამოხატვას უკრაინელი ხალხის მიმართ: „ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს …

რუსეთში დააჯარიმეს მღვდელი, რომელმაც ომის წინააღმდეგ იქადაგა

რუსეთში კოსტრომას ოლქის სოფელ კარაბანოვის ქრისტეს აღდგომის ტაძრის წინამძღვარი იოანე ბურდინი 35 000 რუბლით  დააჯარიმეს ანტისაომარი ქადაგებისთვის.  ინფორმაციას რუსული მედია და პროექტი – Сетевые свободы ავრცელებს, რომელიც მღვდელს იურიდიულ დახმარებას უწევდა.  მედიის ცნობით, 6 მარტს საკვირაო ლიტურგიაზე მღვდელმა წაიკითხა ომის საწინააღმდეგო ქადაგება და ასევე, სამრევლოს ვებგვერდზე გამოაქვეყნა საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნის პეტიციის ბმული. სასულიერო პირი …

ტურისტი, რომელიც უკრაინაში ვეღარ ბრუნდება: ჩემი მეგობრები ომობენ, მშობლები ნიკოლაევში არიან

32 წლის უკრაინელი მარკეტოლოგი ირინა დუდკო კიევიდან საქართველოში დასასვენებლად 19 თებერვალს ჩამოვიდა და 26 თებერვალს სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ირინა სამშობლოში ვეღარ ბრუნდება.  „19 თებერვალს ჩამოვედი მეგობრებთან ერთად, ბათუმიდან წავედით სვანეთში სასრიალოდ. 26 თებერვალს უკრაინაში ვაპირებდით გამგზავრებას. საქართველოსა და უკრაინის დროს შორის ორი საათია სხვაობა. 24 თებერვალს, ღამით, ცუდად …

უკრაინის ელჩი სავიზო რეჟიმის დროებით შემსუბუქებისკენ მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს

უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ვადიმ პრისტაიკო, მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, შეამსუბუქოს უკრაინასთან სავიზო რეჟიმი შეზღუდული დროით, რათა ლტოლვილებს ქვეყნის სწრაფად დატოვების საშუალება მიეცეთ. უკრაინის ელჩი ამბობს, რომ იცის იმის შესახებ, თუ როგორი მგრძნობიარე საკითხია ემიგრაცია დიდ ბრიტანეთში, მაგრამ საუბარია სავიზო რეჟიმის დროებით შემსუბუქებაზე. ორი დღის წინ, 7 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი …

კანადა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის ახალ პარტიას გაუგზავნის

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ დღეს, 9 მარტს,  განაცხადა, რომ კანადა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობის კიდევ ერთ პარტიას გაუგზავნის. ტრუდომ ტვიტერზე დაწერა, რომ მან, ასევე, მიიწვია ზელენსკი კანადის პარლამენტში გამოსვლისთვის.  I invited President @ZelenskyyUa to address Canada’s Parliament. Canadians have been inspired by the bravery and resiliency of Ukrainians and the leadership the President has shown, and …

რუსეთში დააჯარიმეს პირველი მოქალაქე რუსული არმიის „დისკრიმინაციისთვის“

რუსეთში დააჯარიმეს პირველი მოქალაქე რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრიმინაციის მუხლით. ქალაქ კოსტრომის სასამართლომ 21 წლის რუს აქტივისტს, ირინა შუმილოვას, რომელიც 5 მარტს ერთკაციანი აქციით, პლაკატით აპროტესტებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, სასამართლომ ჯარიმის სახით 30 000 რუბლის [დაახლოებით 220 დოლარი] გადახდა დააკისრა. შუმილოვა ინსტაგრამზე წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ახალი კანონი,  რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ყალბი …

ფინური კომპანია „ვალიო“ რუსეთში მუშაობას წყვეტს

რძის პროდუქტების მწარმოებელი ფინური კომპანია Valio და ყავის მწარმოებელი Paulig-ი რუსეთში მუშაობას წყვეტენ.  ამის შესახებ კოპმანიებმა დღეს, 7 მარტს, განაცხადეს. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. Valio-ს არ აქვს ეთიკური წინაპირობები რუსეთის ფედერაციაში მოქმედების გასაგრძელებლად და, შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ მუშაობას რუსეთში”, – თქვა Valio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანიკა ჰურმემ. „ვალიოს“ აქვს ქარხანა რუსეთში. კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა …

„მაიკროსოფტი“ რუსეთში გაყიდვებს აჩერებს

დღეს, 4 მარტს, „მაიკროსოფტმა“ განაცხადა, რომ წყვეტს თავისი პროდუქტების გაყიდვასა და სერვისებს რუსეთში. „მაიკროსოფტის“ პრეზიდენტი, ბრედ სმიტი კომპანიის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას უკავშირდება.  „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დავეხმაროთ უკრაინის კიბერუსაფრთხოების ჩინოვნიკებს რუსული თავდასხმებისგან, მათ შორის ბოლო დროს კიბერშეტევისგან უკრაინულ მთავარ მაუწყებელზე“ – წერია განცხადებაში. მას შემდეგ, რაც რუსეთი 9 დღის …

ქალაქი დროშის ფერებით – ბათუმის სოლიდარობა უკრაინას | ფოტო

ბათუმის ქუჩები უკრაინის დროშის ფერებშია მორთული. კომპანიის ოფისების, მაღაზიების, აფთიაქებისა თუ კაფეების მფლობელები ცდილობენ ვიტრინაში გამოფინონ უკრაინის დროშის ფერები – ცისფერი და ყვითელი და ასე გამოხატონ მეზობელი ქვეყნისადმი მხარდაჭერა, რომელიც უკვე მერვე დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმას იგერიებს საკუთარ ტერიტორიაზე. ეს სოლიდარობა შესამჩნევია არა მხოლოდ მოდური მაღაზიების ვიტრინებზე, სადაც ახლა ყვითელი და ცისფერია მთავარი ფერები, …

რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი – ზელენსკის მიმართვა რუსებს

დღეს, 4 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რუსეთის მოქალაქეებს რუსულ ენაზე მიმართა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძრის და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. „რუსეთის მოქალაქეებო, თქვენ მინდა მოგმართოთ. ეს საერთოდ როგორ არის  შესაძლებელი? ჩვენ ხომ 1986 წელს ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგების წინააღმდეგ. თქვენ უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცხელი გრაფიტი, მსხვერპლი, თქვენ უნდა გახსოვდეთ ნათება …

უვადო იმუნიტეტი და კვლავ პრეზიდენტობის უფლება – ლუკაშენკოს რეფერენდუმის შედეგები

27 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ბელარუსის რესპუბლიკაში რეფერენდუმი გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები უკვე ცნობილია. მედიის ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მოსახლეობის 65-ზე მეტმა პროცენტმა დაუჭირა, 10 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ბელარუსის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. მას ასევე მიენიჭება უვადო იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნისგან, თუკი იგი …

ერდოღანი: ნატოს ბლოკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ნატო მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს რუსეთ-უკრაინის კრიზისულ სიტუაციაში. ერდოღანის ციტატებს სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. „სამწუხაროდ, ევროკავშირს და ყველას, ვისაც აქვს პროდასავლური შეხედულებები, ჯერ არ გამოუჩენია სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია უკრაინის მიმართ. ნატოს ბლოკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით და არ უნდა შემოიფარგლოს განცხადებებით,“ – განაცხადა ერდოღანმა. …

ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა – შვარცნეგერი

ცნობილი მსახიობი, აშშ-ის შტატის, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი ეხმიანება რუსეთის შეჭრას უკრაინაში. „ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. რამდენიმე ინტერვიუ მთხოვეს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ  ახალი ამბები უნდა ფოკუსირდეს  იმაზე, თუ რა ხდება ადგილზე, – ტრაგედიაზე, რომელმაც გული გაგვიტეხა და უკრაინელი ხალხის გამბედაობაზე, რომელმაც შთაგვაგონა. მე არ ვარ საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, ამიტომ ანალიზს ჩემზე ჭკვიან ადამიანებს მივანდობ. …

„რუსეთის სამხედრო ინტერვენცია სერიოზულ დარტყმას აყენებს მშვიდობას რეგიონში“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ ერდოღანმა დღეს, 24 თებერვალს, განაცხადა.  „თურქეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთსა და უკრაინას, გადაწყვიტონ ყველა წინააღმდეგობა დიალოგის გზით მინსკის შეთანხმებების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ეს ზელენსკისთან საუბარშიც განვაცხადე. თურქეთი მზადაა, საჭირო ძალისხმევა გაიღოს თურქეთის მოქალაქეების, ყირიმელი …

ბერლინში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

გერმანიაში, ბერლინის ცენტრში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველი სპონტანური აქცია გაიმართა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, უკრაინის დროშებით ხალხი მიდის საზღვართან, რომელიც ოდესღაც დიქტატურასა და თავისუფალ სამყაროს ყოფდა. მსგავსი აქციები მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. გამოცემის ცნობით, გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის შემოწირულობის შეგროვების აუცილებლობაზე საუბრობენ. „ამ ომის ფასს გადაიხდის ხალხი, რომელიც დაკარგავს სახლებს“, – განაცხადა Diakonie …

„მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები“ – ვალერი მელაძე

რუსეთში მცხოვრები მომღერალი, ვალერი მელაძე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს ეხმიანება. მელაძემ ინსტაგრამზე, თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა მიმართვა:  „დღეს მოხდა ის, რაც არ და ვერ უნდა მომხდარიყო. ისტორია ოდესმე თავის ადგილას დაალაგებს ყველაფერს, მაგრამ დღეს, მინდა გთხოვოთ, გემუდარებით, შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეთ. ხალხს უნდა შეეძლოს მოლაპარაკება, ამისთვის ჩვენ მოგვეცა ენა და …

მაზნიაშვილის რაზმი და არა იუნკრები – ვისი საფლავია ბათუმში, გმირთა სკვერში

ბათუმში, გმირთა სკვერში მდებარე საერთო საფლავს ხშირად უწოდებენ „ქართველი იუნკრების საფლავს“, თუმცა აქ არა საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუნკრები, არამედ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმის წევრები არიან დაკრძალული.  ბათუმში 1921 წლის მარტში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმმა, რომელშიც შედიოდნენ როგორც რეგულარული ჯარის ჯარისკაცები, ასევე, ბათუმელი და ახლო-მახლო სოფლებიდან ჩამოსული მოხალისეები, შეძლო ბათუმის გათავისუფლება ოსმალებისგან. ბრძოლაში 84 ადამიანი დაიღუპა, …

რატომ გვხვდება გვარი სოფლის სახელწოდებაში

აჭარაში ბევრი სოფელია, რომელთა სახელწოდებაშიც გვარი გვხვდება. მაგალითად: ქოქოლაძეები, ირემაძეები, ხაბელაშვილები და მრავალი სხვა. სოფლების ამგვარი სახელდების ისტორია დღემდე კვლევის საგანია. როგორ და რატომ დაარქვეს სოფლებს გვარი? – ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს – მამია ფაღავასა და რამაზ ხალვაშს ვესაუბრეთ.  ბსუ-ს პროფესორი, ფილოლოგი მამია ფაღავა ამბობს, რომ სოფლის გვარით სახელდების ერთ-ერთი მიზეზი, …

ბელარუსმა მოთხილამურემ პოლიტიკური მიზეზების გამო სამშობლო დატოვა

17 წლის  ბელარუსი  მოთხილამურე, დარია დოლიდოვიჩი ოჯახთან ერთად სამშობლოდან წავიდა, მას შემდეგ, რაც პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობა აუკრძალეს – წერს „როიტერსი“.  ოჯახი მიიჩნევს, რომ აკრძალვის მიზეზი,  შესაძლოა, ბელარუსის პრეზიდენტის – ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახალი არჩევის წინააღმდეგ 2020 წელს გამართულ ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა იყოს: „დარიას ჩამოერთვა კონკურსებში მონაწილეობის უფლება და მე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას იმისა, რომ …

12 მიგრანტი საზღვართან გაიყინა – თურქეთი საბერძნეთს ადანაშაულებს

თურქეთის ხელისუფლებამ 12 მიგრანტის ცხედარი იპოვა საბერძნეთი-თურქეთის საზღვართან. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ 22 მიგრანტისგან შემდგარ ჯგუფში, 12 ადამიანი დაიღუპა. მან ბერძენი მესაზღვრეები დაადანაშაულა მიგრანტებისთვის ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ჩამორთმევაში, თუმცა საბერძნეთი უარყოფს ამ ბრალდებას და „ცრუ პროპაგანდას“ უწოდებს. არსებული ინფორმაციით, მიგრანტები თურქეთიდან …

სასახლეები ევროპასა და ამერიკაში – ნაზარბაევის მემკვიდრეების ქონება

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ საზოგადოებაში დღეს პირველად გამოჩნდა – მან საზოგადოებას ვიდეოთი მიმართა. ნაზარბაევის თქმით, ელიტაში არავითარი კონფლიქტი არ არსებობს. თავად კი „დამსახურებულად ისვენებს“ ყაზახეთის დედაქალაქში. ახალი წლის დღეებში ყაზახეთს საპროტესტო ტალღამ გადაუარა – დაიღუპა 160 ადამიანი, დაკავებულია 5 135-ზე მეტი ადამიანი. ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს პრეზიდენტის რანგში 28 წლის …

„პატარა პრინცი“ ბათუმის თოჯინების თეატრში – „მოწვეული სტუმრებიდან არავინ გასულა უცრემლოდ“

დღეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში “პატარა პრინცის” პრემიერა შედგა. სპექტაკლი მარიონეტულ სივრცეში გაიმართა, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ პირველად იწყებს ფუნქციონირებას. ამჯერად „პატარა პრინცი“ ნაწარმოებს ზუსტად არ მიჰყვება და სპექტაკლის რეჟისორისა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის – გიორგი ჩხაიძის ჩანაფიქრს წარმოგვიდგენს. „პატარა პრინცი“ უკვე მესამედ იდგმება, თუმცა ჩვენს გადაწყვეტაში იგი არ …

მომდევნო კვირას დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება

ამერიკული ტელეკომპანია CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ  მომდევნო კვირას დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება. იგი 1994 წელს აღმოაჩინეს და ცნობილია, როგორც „7482“ . ნასას სამეცნიერო ცენტრის მონაცემების მიხედვით, რომელიც პოტენციურად სახიფათო კომეტებსა და ასტეროიდებს იკვლევს, კოსმოსური სხეული 76 192 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს და დედამიწას 18 იანვარს 1,9 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუფრენს.  ნასას პროგნოზით, „7482“ დედამიწას …

„ღამით შიშით ვიღვიძებ, ლოდის ქვეშ ხომ არ მოვყევი-მეთქი“ – სმენისარმქონე ცოლ-ქმრის ამბავი

69 წლის ვერა ჯიჯავაძე და 75 წლის არმენ აკოპიანი უკვე რამდენიმე ათეული წელია ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე  #61 კორპუსში, მე-2 სართულზე ცხოვრობენ. დაახლოებით ერთი წელია სმენისარმქონე ცოლ-ქმრის ბინაში ბზარები ჩნდება და იმატებს. მათ ჰგონიათ, რომ ეს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე აფთიაქში საყრდენი კედლების მოშლამ გამოიწვია. „გამოტეხვა რომ დაიწყეს, ისეთი ხმა იყო, არმენი ჩავიდა და ანიშნებდა, …

ოქროს გლობუსი 2022-ის გამარჯვებულები – სია

დღეს, 9 იანვარს [საქართველოს დროით 10 იანვარს], ოქროს გლობუსი რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კოვიდპანდემიის გამო 2022 წლის ცერემონიაზე არ ყოფილა არც წითელი ხალიჩა და არც მსახიობები გამოჩენილან კამერების წინაშე – უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებულები ტვიტერის საშუალებით დაასახელა.  

“ზოგჯერ მეზობელთან გადავდივარ გასათბობად” – მარტოხელა დედა შეშას ითხოვს

43 წლის ეთერ ფარტენაძე „ოცნების ქალაქში“ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ქოხში, რომელსაც თავს აფარებს, წელს ცეცხლი არ დაუნთია – „პატარა „პლეტა“ მაქვს და იმით ვთბები, ზოგჯერ ვრთავო“. ქოხის ფარღალალა, ხის კედლები კი სიცივეს ნამდვილად ვერ აკავებს. ეთერის თქმით, გასული ზამთარი ბათუმის მერიის მიერ მიცემული შეშით გადაიტანა. წელს კი მისთვის შეშა ვერ გამონახეს. ვერც …

„ყველაზე მეტი ციტრუსი რუსეთში გავიდა“ – ციტრუსისა და ხურმის ექსპორტი აჭარიდან

„აჭარაში ხურმის ექსპორტირების პერიოდი უკვე დასრულდა, თუმცა მანდარინის მოსავალს მოსახლეობა ახლაც აბარებს”, – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა – ირაკლი ონიანმა. მას მოსავლიანობასა და იმპორტიორ ქვეყნებზეც ვკითხეთ. ბატონო ირაკლი, რამდენი ტონა მანდარინი გავიდა წელს აჭარიდან ექსპორტზე და წინა წელთან შედარებით რა ვითარებაა?  4 იანვრის მდგომარეობით, ექსპორტზე გატანილია 36 535 …

ვაკანსიები პედაგოგების პოზიციაზე ბათუმის საჯარო სკოლებში

ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგის პოზიციაზე არაერთი მიმდინარე ვაკანსიაა გამოცხადებული. ამჟამად ბათუმის სკოლებში 30 მასწავლებელს ეძებენ, თუმცა მონაცემები იცვლება. ქალაქის მასშტაბით ყველაზე მეტ ახალ ვაკანსიას ამჯერად მეცხრე საჯარო სკოლა აცხადებს. გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით, ბათუმის მე-9 საჯარო სკოლა 5 მასწავლებელს ეძებს, ვაკანსიის განაცხადის შევსების ვადად კი 6 იანვარია გაწერილი.  გამოცხადებული ვაკანსიების საბოლოო ვადა ძირითადად 4 …

თალიბანი ავღანელ ქალებს კაცის გარეშე შორ მანძილზე მგზავრობას უკრძალავს

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანელ ქალებს შორ მანძილზე ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ თან ახლავთ ნათესავი კაცი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.  თალიბანის ეს დირექტივა სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ შეიმუშავა. დირექტივა კვირას შევიდა ძალაში და ქალებს, რომლებიც 72 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე მიემგზავრებიან, უკრძალავს გადაადგილებას თანმხლები, ოჯახის წევრი კაცის გარეშე. ასევე, თალიბანი ავტომობილის მფლობელებს მოუწოდებს, …

ისრაელმა Pfizer-ს კოვიდის ახალი პრეპარატი შეუკვეთა

ისრაელმა  კომპანია „პფაიზერს“ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის – „პაქსლოვიდის“ 100 000 აბი შეუკვეთა  მოქალაქეებისთვის 12 წლიდან, რომლებიც მძიმე დაავადებების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხის ცნობით,  ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეუთანხმდა Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას სატელეფონო საუბრისას, თუმცა კომპანიისგან დასტური მყისვე არ მიუღია. „პფაიზერის“ კლინიკური გამოკვლევების მიხედვით, „პაქსლოვიდი“ თითქმის 90%-ით ეფექტური იყო მძიმე დაავადებების მქონე პირებთან ჰოსპიტალიზაციისა …

„ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ – პანდემიისას შექმნილმა წიგნმა პრემია „ნაკადული“ მიიღო

წელს დაარსებული საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ ალექს ჩიღვინაძისა და ანა ჯანელიძის წიგნმა [გამომცემლობა „ზოლიანი კატა“] მიიღო ნომინაციაში -„წლის საუკეთესო პროზაული კრებული“. „ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ – ასე ეწოდება წიგნს, რომლის შექმნის ინსპირაცია პანდემიური ცხოვრება გახდა.  „პანდემიის დაწყების შემდეგ ვფიქრობდით, როგორ და რა შეიძლებოდა ამ თემაზე შექმნილიყო. საბოლოოდ, დავწერეთ წიგნი ბავშვზე, რომელიც რჩება სახლში თვითიზოლაციის პირობებში …

ქაფშია შემცირდა, მეთევზეები საქართველოში მიდიან სათევზაოდ – თურქული მედია 

თურქეთში ქაფშიას რაოდენობა სამი თვის განმავლობაში შემცირდა. თურქული მედიის ცნობით, ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებებია, რამაც შავ ზღვაში ტემპერატურის მატება გამოიწვია. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, რომ სულ უფრო მეტი მეთევზე გადის საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე  ქაფშიას დასაჭერად. „ქაფშია თურქეთის, რუსეთის, ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთისა და უკრაინის საერთო თევზია. ამ ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ მის გადასარჩენად“- განაცხადა …

ბათუმელი ბუღალტერი, რომელიც გამხმარი ყვავილებისგან სამკაულებს ქმნის

23 წლის ბათუმელი ხატია ხოზრევანიძე პროფესიით ბუღალტერია, თუმცა პანდემიის დროს სხვა საქმიანობამაც გაიტაცა და აგერ უკვე წელიწადზე მეტია ჰერბარიუმისგან სამკაულებს ამზადებს.  „ზოგადად, ძალიან მიყვარს ბუნება, ყვავილები განსაკუთრებით. როცა ვხედავდი უცხოურ საიტებზე მსგავს ნაკეთობებს, ყოველთვის აღფრთოვანებით ვუყურებდი და გამიჩნდა სურვილი, მეც გამეკეთებინა. ყვავილები ძალიან მიყვარს და ყველაზე მეტად ის აღმაფრთოვანებს, რომ მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემა და …

აჭარაში 17 დეკემბრიდან აცივდება | ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 – 15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს, აჭარაში მოსალოდნელი არ არის.  „აჭარაში ძლიერ ქარს არ ველოდებით“ – გვითხრა გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა, რუსუდან დიასამიძემ. მისივე თქმით, თბილი, უმეტესად უნალექო ამინდი აჭარაში 17 დეკემბრამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი აცივდება.  „17 დეკემბრიდან ტემპერატურის კლებაა …

Exit mobile version