უცხოელი მოხალისეები ბათუმიდან, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან

ბათუმში უკვე წელიწად-ნახევარია უცხოელ მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს, რომლებიც ქუჩაში მყოფ მიუსაფარ ცხოველებზე, ძაღლებსა და კატებზე ზრუნავენ. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ბათუმში: იულია ბარანოვსკაია ბელარუსია, კარინა კუცაროვა და ირინა სიგალი უკრაინიდან არიან, ელენა ჩიკულინა და ალინა უნტანიდოვა – რუსეთიდან, ხოლო მარინა აკხუნდოვა აზერბაიჯანიდანაა. მათ ერთი მიზანი აერთიანებთ – იზრუნონ მიუსაფარ ცხოველებსა და  საზოგადოების ყურადღება გაამახვილონ ამ …

ახალ ზელანდიაში 2008 წლის შემდეგ დაბადებული პირებისთვის თამბაქოს აკრძალვას გეგმავენ

ახალ ზელანდიაში თამბაქოს შეძენასთან დაკავშირებული შეზღუდვის დაწესებას აპირებენ. კანონი, რომლის დამტკიცებასაც მომავალ წელს ელიან,  2008 წლის შემდეგ დაბადებულ პირებს თამბაქოს შეძენას მთელი ცხოვრების მანძილზე  აუკრძალავს, რის მიზანსაც მოწევაზე უარის თქმა წარმოადგენს – ამის შესახებ BBC წერს.  „ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა საერთოდ არ დაიწყონ მოწევა“ – აცხადებს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი აიეშა ვერალი. ახალმა ზელანდიამ მიზნად …

ხელფასი 200 დოლარიც აღარ გამოვა – თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი ლირის გაუფასურებაზე

 45 წლის მაკა [სახელი შეცვლილია] თურქეთში, ქალაქ არჰავში მუშაობს. ლირის გაუფასურება დოლართან მიმართებით მასზე, ისევე როგორც ათასობით ქართველ ემიგრანტზე, რომლებიც თურქეთში მუშაობენ, პირდაპირ აისახა – მარიტას ხელფასი ლირაში იგივე დარჩა, თუმცა ახლა ამ ხელფასით გაცილებით ნაკლები დოლარის შეძენა შეუძლია და მისი შემოსავალი შემცირდა.  როგორ აისახა ლირის კურსი თქვენზე? რა პრობლემები შეგიქმნათ? აისახა კი არა, გამანადგურა. ახალი …

„თვეში 500 დოლარს ვიხდიდი, მაგრამ არ ააშენეს“ – შეჩერებული მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე

ბათუმელი ინგა გორგაძე წელს ახალ ბინაში, მე-20 სართულზე, რემონტის დაწყებას გეგმავდა, თუმცა ასე არ მოხდა. წლის ბოლოს იმ 21-სართულიანი კორპუსის მხოლოდ 3 სართულია აშენებული, სადაც ინგამ ბინა 2018 წელს შეიძინა.   ინგა ამბობს, რომ სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის 113 ნომერში კორპუსი კომპანია „ევროლუქსს“ 2021 წლის დეკემბრის თვეში უნდა დაესრულებინა და მომხმარებლებს ამ დროისთვის …

ევროპის მედიკამენტების სააგენტო მხარს უჭერს კოვიდის ვაქცინების კომბინაციას

ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოებმა რეკომენდაცია გაუწიეს COVID-19 ვაქცინების შერევასა და მათ შერჩევას როგორც საწყისი კურსებისთვის, ასევე ბუსტერ დოზებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.  ევროპის მედიკამენტების სააგენტოსა (EMA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულ ცენტრის (ECDC) ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსული ვექტორის ვაქცინების და mRNA ვაქცინების კომბინაცია ორგანიზმში წარმოქმნის ანტისხეულების საკმარის დონეს კორონავირუსთან საბრძოლველად.  სააგენტოებში ასევე აცხადებენ, …

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი წელს

2021 წელს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი თელ-ავივია. ამის შესახებ წერს Economist Intelligence Unit (EIU), გამოცემა „ეკონომისტთან“ არსებული კვლევისა და ანალიტიკის ჯგუფი.  EIU-ის მიხედვით, ისრაელის ვალუტის, შეკელის კურსის და პროდუქციის ფასების ზრდა, მათ შორის, სურსათსა და ტრანსპორტზე, იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც თელ-ავივმა პირველი ადგილი დაიკავა რეიტინგში. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეული ასე გამოიყურება: თელ-ავივი [ისრაელი] …

როგორც იქცა შვილისთვის დამზადებული თოჯინები ბიზნესად

მარიამ შათირიშვილი ბათუმელი ფსიქოლოგია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თავისი შვილისთვის უსაფრთხო სათამაშოს შექმნა გადაწყვიტა. იუთუბზე ნანახი ინსტრუქციის შემდეგ, ყაისნაღი მოიმარჯვა და პირველი ბაჭია თავისი ფანტაზიით შექმნა. იმ დღეს, მისდაუნებურად, „ელის“ შექმნის იდეაც დაიბადა:  „ეს იყო ბაჭია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო კომერციული, მაგრამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ეს საქმე იქცა სტარტაპად.  ჩემი სურვილი იყო,  რომ რაც …

„უნდა ამერჩია ბათუმი ან ციხე“ – ცნობილი ბელარუსი უფლებადამცველის ცხოვრება ბათუმში

რომან კისლიაკი ბელარუსი იურისტი, უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტია ქალაქ ბრესტიდან. იგი წელს, ზაფხულში ჩამოვიდა ბათუმში საცხოვრებლად.  რომანი 2005 წლამდე ადვოკატად მუშაობდა ბელარუსში, შემდეგ კი გაეროს კომიტეტში – ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით. ამავე დროს იყო მოძრაობა „За Свободу“-ს საბჭოს წევრი.  მიზეზი, რის გამოც იურისტმა მშობლიურ ქალაქში ცხოვრებას ბათუმში ჩამოსვლა ამჯობინა, ბელარუსში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება. რომანი …

თურქეთში დაიღუპა დედა, რომელმაც ქარიშხლისას შვილი გადაარჩინა

თურქეთში 29 ნოემბერს ქარიშხლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა.  დაღუპულებს შორისაა დედა, რომელმაც 2.5 წლის შვილი გადაარჩინა. ელიფ შანვერი შვილთან ერთად იმყოფებოდა სტამბოლში, ქუჩაში, როცა ძლიერმა ქარმა მოულოდნელად საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ჩამოაგდო. დედა მაშინვე გადაეფარა შვილის ეტლს. ქალს სახურავის ნაწილი დაეცა და მძიმედ დაშავდა, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.  2.5 წლის ბავშვი არ დაშავებულა, დედამ …

პუტინმა თქვა, ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მას აქვს კონსტიტუციური უფლება, კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ პუტინმა დღეს, საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.  „მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მიზანი არ არის ჩემი ხელახალი არჩევა”, – განაცხადა პუტინმა ფორუმის მონაწილის შეკითხვაზე – გეგმავს თუ არა პუტინი მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. „მე მაქვს ახალი ვადით არჩევის კონსტიტუციური უფლება. …

„საწყისი წერტილი მიჩვენებს, საით წავიდე“ – მანდალები, როგორც თერაპია

ერთი წლის წინ, 2020 წლის ნოემბერში, როცა პანდემიის გამო ბათუმი ჩაკეტილი იყო, ბათუმელმა ნატო ელიზიანმა ცარიელი ფურცლის ცენტრში წერტილი დასვა და მანდალას ფერადი წრის ხატვა დაიწყო. მანდალა სანსკრიტზე წრეს, ცენტრს ნიშნავს. ეს არის სამყაროს სიმბოლური სურათი, რომელიც ერთიანობასა და უწყვეტობას აჩვენებს გეომეტრიული ფიგურებით. მანდალას დახატვა, შექმნა, არტთერაპიაში გამოიყენება ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვისაც კი. ნატო წლებია …

Pfizer-ი კოვიდის სამკურნალო აბების გენერიკულ ვერსიებს დაუშვებს 95 ქვეყანაში

დღეს, 16 ნოემბერს, „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ გენერიკების მწარმოებლებს მისცემს საშუალებას, ექსპერიმენტული, COVID-19 ანტივირუსული აბი მიაწოდონ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 95 ქვეყანას.  „როიტერსის“ ინფორმაციით, Pfizer-სა და მედიკამენტების საპატენტო ფონდს [MPP] შორის დადებული სალიცენზიო შეთანხმება საშუალებას მისცემს გაეროს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფს, ლიცენზია მისცეს გენერიკების მწარმოებლებს, რათა შექმნან ანტივირუსული პრეპარატის საკუთარი ვერსიები.  კომპანია Pfizer-ი თავის ტაბლეტებს Paxlovid-ის …

ბათუმში გაიმართება სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“

28 ნოემბერს ბათუმში საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი” გაიხსნება.  „პირველი ავტოგრაფი“ 7 დღეს გაგრძელდება და 5 დეკემბერს დასრულდება.  ფესტივალი ბათუმში ერთდროულად სამ სცენაზე გაიმართება – ბათუმის დრამატულ თეატრში, თეატრში – „ახალი სცენა“ და თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში.  ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ „არტ პორტალი.“ ფესტივალის დირექტორი, მიხეილ გაბაიძე ამბობს, რომ „პირველ ავტოგრაფზე“ …

ორჰან ფამუქს ათათურქის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

ცნობილ თურქ მწერალს, ორჰან ფამუქს, ამჟამად   ათათურქისა და თურქეთის დროშის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. 8 ნოემბერს სტამბულის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მწერლის წინააღმდეგ. საქმე ეხება ფამუქის წიგნს – „ჭირის ღამეები“, რომელიც 2021 წლის მარტში გამოიცა. მწერლის წინააღმდეგ პროკურატურას იზმირელმა ადვოკატმა, ტარკან ულუკმა მიმართა. იგი აცხადებს, რომ ორჰან ფამუქმა „ჭირის ღამეებში“ შეურაცხყოფა მიაყენა მუსტაფა ქემალ ათათურქს – თურქეთის რესპუბლიკის …

თურქეთში შენობის ნანგრევებში მოყოლილი ყველა ადამიანი გადარჩა – მედია

9 ნოემბერს აღმოსავლეთ თურქეთში, ქალაქ მალათიაში, ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა.  ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შენობის ნანგრევებიდან 13 ადამიანის გადარჩენა შეძლო, 8 ადამიანმა კი საკუთარი ძალებით მოახერხა ნანგრევებიდან თავის დაღწევა.  ადგილზე 260 მაშველი მუშაობდა. თურქული მედიის ცნობით, შენობა დაინგრა სარემონტო სამუშაოების დროს – დაზიანდა კედელი, რომელიც ყოფდა ორ რესტორანს პირველ სართულზე. ქუჩის …

ბათუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

23-27 ნოემბერს ბათუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი LemON-ი გაიმართება. სტუდენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი არტსაზოგადოება „ლიმონარიუმია“. კინოფესტივალი 23 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, დასწრებას მხოლოდ წინასწარ მოწვეული 32 სტუმარი შეძლებს.  ხოლო 27 ნოემბერს სტუდენტური კინოფესტივალის  დახურვის ცერემონიალი  ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. კინოფესტივალის კონკურსში წარმოდგენილი იქნება ქართული, ფრანგული, ამერიკული, …

ძველი ბათუმის ფოტოების გამოფენა ევროპის მოედანზე

ხვალ, 9 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება გამოფენა „ძველი ბათუმის ცნობილი და ნაკლებცნობილი ფოტოები“. ფოტოგამოფენა, რომელიც დაიწყება 17:00 საათზე, ეწყობა პროექტის – „გაიგე მეტი ბათუმზე“ ფარგლებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერის, შოთა გუჯაბიძის პირადი არქივიდან. ღონისძიების ხელმძღვანელის, აზა გაბუნიას თქმით, გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ძველი ბათუმის როგორც ცნობილი, ასევე აქამდე უცნობი კადრების ნახვაც: „სხვადასხვა …

„100 000 გადამახდევინეს, მაგრამ ბათუმში ბინას არ მიფორმებენ“ – რას ჰყვებიან უცხოელები 

აზერბაიჯანელ ინჟინერს – ბახდიარ გუსეინოვს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ მეჰდიზადე გულარს ჯერ კიდევ 2011 წლიდან ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დანაზოგის შეგროვებისთანავე საქართველოში უძრავ ქონებას შეიძენდნენ. ბახდიარმა ახალი ბინის შერჩევა მეუღლესთან ერთად დიდი სიფრთხილით დაიწყო და, საბოლოოდ არჩევანი ბათუმზე შეაჩერა, კონკრეტულად კი კომპანია “ეიჩ გრუპზე”: “ეს კომპანია ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი იყო, რადგან აქამდე იგი სახელმწიფო დაკვეთით აშენებდა. …

მიკედლებული ძაღლი მეპატრონის საფლავზე დადის

თურქული მედია ქალაქ ტრაბზონში უცნაური ფაქტის  შესახებ წერს. ძაღლი თავისი გარდაცვლილი მეპატრონის   საფლავზე მიდის და წვება.  ომერ გუვენმა 11 წლის ქუჩის ძაღლი შეიფარა და მასზე ზრუნვა დაიწყო. ძაღლს მან „ფერო“ შეარქვა. კაცი 29 ოქტომბერს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ „ფერო“ მისი საფლავის რეგულარული სტუმარია. ომერის რძლის ფატმა გუვენის თქმით, მოხუცს ძალიან უყვარდა ცხოველები:  „მაწანწალა …

„ფაიზერი“ აცხადებს, რომ კოვიდის ახალი პრეპარატი 89%-ით ამცირებს სიკვდილის რისკს

ამერიკული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ მის მიერ შემუშავებული Covid-ის სამკურნალო ექსპერიმენტული პრეპარატი 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს მოზრდილებში – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.  პრეპარატი „პაქსლოვიდი“ განკუთვნილია სიმპტომების გამოვლენიდან მალევე გამოსაყენებლად, კოვიდით მძიმე ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებში. Pfizer-ი აცხადებს, რომ დროზე ადრე შეწყვიტა ცდების ჩატარება, რადგან თავდაპირველი შედეგები დადებითი იყო. Pfizer-ის პრეპარატი შექმნილია იმ ფერმენტის …

თურქეთმა მარმარილოს ზღვას ახალი ეკოლოგიური სტატუსი მიანიჭა

5 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მარმარილოს ზღვა სპეციალური დაცვის საჭიროების მქონე ზონად გამოაცხადა.  ამ გადაწყვეტილების შემდეგად მარმარილოს ზღვაში დაწესებული იქნება ახალი ზომები ნებისმიერი საზღვაო საქმიანობისთვის, დაბინძურებისგან დასაცავად.  თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, ახალ რეგულაციაში მითითებული ზონა მოიცავს სტამბოლის, კოჯაელის, იალოვას, ბურსას, ბალიკესირის, ჩანაქალეს და თექირდაღის წყლებს, ასევე ამ პროვინციების სანაპიროებს. „ზღვა დღითიდღე იწმინდება …

ბათუმელი ექიმების აქცია: „გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე“

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში ექიმების ერთმა ჯგუფმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა. მიხეილ სააკაშვილ 35-ე დღეა შიმშილობს და როგორც მისი მკურნალი ექიმები ამბობენ, მდგომარეობა მძიმდება. ბათუმელი ექიმები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გააცნობიეროს საფრთხეები, რაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამ გამოიწვიოს და ის რეპუტაციული ზიანი, რაც ამით ქვეყანას მიადგება. ექიმების მიერ …

„მე ვარ დევნილი, მჭირდებოდა ყველაფერში მეძებნა სილამაზე“ – დემნა გვასალია

2021 წლის ოქტომბერში ქართველმა დიზაინერმა, ფრანგული მოდის სახლის – Balenciaga-ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა – დემნა გვასალიამ ინტერვიუ მისცა interview magazine-ის ცნობილ მოდის ჟურნალისტს, ლეონ ტეილის.  გვასალია ინტერვიუში მისი ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვან და გარდამტეხ მომენტს შეეხო.  „მე ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, რადგანაც მამას უნდოდა, ბიზნესმენი ვყოფილიყავი… ათი წლის შემდეგ მან საბოლოოდ აღიარა, რომ დიზაინერობა არის სამსახური და არა …

ჩვენ საკუთარ საფლავს ვთხრით – გაეროს გენერალური მდივანი კლიმატის ცვლილებებზე

„ჩვენ საკუთარ საფლავს ვთხრით“, – გააფრთხილა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გლაზგოში გაეროს კლიმატის კონფერენციაზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაცობრიობის დამოკიდებულება წიაღისეული საწვავის მიმართ უბიძგებს მას უფსკრულისკენ.  „ექვსი წელი პარიზის კლიმატის შეთანხმების ხელმოწერიდან იყო ყველაზე ცხელი ექვსი წელიწადი დაკვირვებათა ისტორიაში,“ –  გუტერეშმა. მისი თქმით, დღეს კაცობრიობა „მკაცრი არჩევანის“ წინაშე დგას – ან …

Exit mobile version