სიახლეები

აქცია – ქედის ოთხი სოფლის მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს

21.02.2015 • 1449
აქცია – ქედის ოთხი სოფლის მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს

 

 

ისინი 2014 წლის 30 მარტს მოსული თოვლის შედეგად განადგურებული მოსავლის კომპენსაციას მოითხოვენ.

 

დანდალოში მცხოვრები მერაბ ხალვაში ამბობს, რომ მოსახლეობის ზარალის შესწავლის მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ შერჩევით იმუშავა და კომპენსაციაც შერჩევით გაიცა.

 

„ქედის რაიონში 5000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ოთხ თემში, სადაც კომისია საერთოდ არ შემოსულა 2100 ოჯახი დარჩა კომპენსაციის გარეშე. რაიონის გამგებელმა დავით დუმბაძემ შექმნა კომისია, კომისიამ და გამგებელმა იმუშავეს იმაზე, რომ ვისაც მეტი მოსავალი ჰქონდა ნაკლები ანაზღაურება მისცეს, ვინც მათთან დაკავშირებული პირი იყო მათ ბევრი მისცეს. აქ კანონდარღვევაა და მივმართავთ პროკურატურას შეისწავლოს ეს საკითხი, აჭარის მთავრობამ კი მოგვაქციოს ყურადღება. ბიუჯეტი რაიონის გამგებლისა არ არის ბიუჯეტი ხალხისაა და უნდა გადანაწილებულიყო იმდაგვარად ვინ რა ზარალი მიიღო და არა იმნაირად ვის სად რა ნათესავი ჰყავდა“ – განუცხადა „ბათუმელეს“, მერაბ ხალვაშმა.

 

როგორც მერაბ ხალვაში ამბობს  ისინი საპროტესტო აქციას უკვე მესამედ მართავენ: „დღეს აქციაზე 80 ადამიანი იმყოფება. თუკი ყურადღებას არ მოგვაქცევენ მეოთხე აქცია ჩატარდება  და გამორიცხული არ არის რაიონის გამგებლის კარებიც კი ავჭედოთ“.

 

„ბათუმელები“ ქედის გამგებლის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: