ამ წუთებში გონიოს მოსახლეობა, საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და თავიათი საკუთრების დაბრუნებაზე პასუხს ელოდებიან.
„ეს ის მიწებია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს წაგვართვეს და საკუთრების უფლება გაგვიუქმეს. 250 ოჯახი ელოდება მიწის დაბრუნებას. ველოდებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას, რომ ჩვენი პრობლემა მოისმინოს და პასუხი გაგვცეს“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში გონიოს მაცხოვრებელი რამაზ ხიმშიაშვილი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტის ნიშნად, გონიოს ციხესთან ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასაც აპირებდნენ, რისი უფლებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლებამ მიწაზე საკუთრება მოსახლეობას 2011 წელს ჩამოართვა.