ნეტგაზეთი • RU

33 500 რეგისტრირებული აბორტი 2014 წელს

 

საქართველოში რეგისტრირებული აბორტების რაოდენობამ 2014 წელს 33 500 შეადგინა. აბორტების რიცხვი ქალების ასაკის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 15 წლამდე ასაკის – 20 აბორტი, 15-19 წელი – 1387 აბორტი, 20-44 წელი – 31 850 აბორტი და 45 და მეტი წლის ასაკის ქალებში 212 აბორტი.

 

2002-2014 წლებში საქართველოში  სულ რეგისტრირებულია 318 700 აბორტი. აქედან 161 აბორტი 15 წლამდე ასაკში, ხოლო 18 328 აბორტი -15-დან 19 წლამდე ასაკის ქალებში. ამ პერიოდში ყველაზე მეტი – 39 200 აბორტი რეგისტრირებულია 2012 წელს.

 

რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებლები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"