Batumelebi | ავტოავარია ბათუმში ავტოავარია ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

ავტოავარია ბათუმში

 

ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი დაზარალებული გადაყვანილია საავადმყოფოში.

 

მოტოციკლეტი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეეჯახა. საავადმყოფოში გადაყვანილია მოტოციკლეტის მძღოლი. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები