ნეტგაზეთი • RU

ყველაზე პოპულარული 5 კერძი ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს შორის

 

კვების დაწესებულების გამოკითხვის თანახმად, უკვე წლებია ბაზარზე პირველობას არ თმობს აჭარული ხაჭაპური. ეს კერძი უპოპულარულესია ტურისტებს შორის. მის მიმართ მიზიდულობა იმდენად მაღალია, რომ დიეტაზე მყოფი ადამიანებიც კი არღვევენ რუდუნებით დაცულ დიეტას და ერთხელ მაინც მიირთმევენ მაღალკალორიულ აჭარულ ხაჭაპურს. პატარა ზომის აჭარული ხაჭაპური მინიმუმ 6 ლარი ღირს, ტიტანიკი კი – 18-20 ლარი. 

 

აჭარულ ხაჭაპური იმდენად ანაყრებს, რომ შიმშილი რამდენიმე საათის განმავლობაში აღარ გაწუხებს.

 

აჭაული კერძების უმრავლესობა, ზოგადად, ძალიან ნოყიერია, მათ შორის სინორიც, რომელიც „ცდილობს“ ბაზარზე აჭარული ხაჭაპურის კონკურენტი გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით მას ვერც ფასით მიუახლოვდა და ვერც მოთხოვნადობით. ერთი პორცია სინორი – მინიმუმ 4 ლარი ღირს.

 

აჭარული სამზარეულო  მოთხოვნად კერძებს შორის ყველაზე კალორიული მაინც ბორანოა, რომელსაც აჭარული (დაბწნილი) ყველით და კარაქით (იაღი) ამზადებენ. ბორანო გამორჩეული კერძია. მისი ფასი დღეს ბათუმში 5-6 ლარია.

 

მოთხოვნადობით შემდეგ პოზიციაზე იმყოფება ჩირბული, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ კვერცხის წვნიანი, რომელიც ნიგოზითა და მწვანილებით არის შეკმაზული. 2 კვერცხით მომზადებული ჩირბული 5 ლარი ღირს.

 

ხორცით მომზადებულ აჭარულ კერძებს შორის გამორჩეულია იახნი, რომელიც ბათუმის კაფეებსა თუ რესტორნებში 8-10 ლარი ღირს.

 

ცხადია, აჭარული კერძების გარდა ტურისტებში ძალიან პოპულარულია მწვადები, რომელსაც სიამოვნებით მიირთევენ უცხოელებიც. აქაურ რესტორნებსა და კაფეებში ამბობენ, რომ მოთხოვნად კერძად ითვლება შაურმა, ჰამბურგერები… და დონატები. ამ შემთხვევაში ფასები დაახლოებით იმდენივეა, რაც დანარჩენ საქართველოში.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.