მთიანი აჭარა

მთავრობის ადმინისტრაცია მოხელეებს ადამიანის უფლებებზე ესაუბრა

25.08.2015
მთავრობის ადმინისტრაცია მოხელეებს ადამიანის უფლებებზე ესაუბრა

 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით მოწყობილი შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საჯარო მოხელეებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრის მონაწილეებს ადამიანთა უფლებებზე  სპეციალურად მომზადებული ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა დაურიგეს.

 

„მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რა კითხვაც მქონდა დავსვი და ამომწურავი პასუხიც მივიღე, რაც შეეხება უფლებების დარღვევას შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტში, ჰესების მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ და უცხოელ მუშახელს განსხვავებული, ორმაგი ანაზღაურება აქვს. მოსახლეობა ამ პრობლემით ჩვენ მოგვმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, გარდა აღნიშნულისა უფლებები იმ კუთხით ირღვევა, რომ სამუშაო გრაფიკი საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება და გაცილებით მეტ დროს მოიცავს“, – აცხადებს  შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ  ზოიძე.

 

ნატალია ჯალიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანთა უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსი: „მაღალმთიანი აჭარა არის მეხუთე რეგიონი, სადაც შეხვედრა გავმართეთ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ და ჩავინიშნეთ. დღევანდელი შეხვედრა იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის, ადამიანთა უფლებათა დაცვის სამდივნო, გაეროს უამღლესი კომისიის ოფისისთან ერთად ახორციელებს. ეს გახლავთ, პირველ რიგში, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გაიცა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მისამართით, რაც გულისხმობს რეგიონებში ცნობიერების კამპანიის ჩატარებას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ასევე ინფორმაციის მიწოდება  ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და არსებული მექანიზმების შესახებ“.

 

ნატალია ცისკარიშვილის განცხადებით, ის, რაც დღევანდელ შეხვედრაზე პრობლემად დაისვა, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო იმუშავებს: „გარწმუნებთ, ეს პრობლემები იქნება გაზიარებული სრულად, ეს ის პრობლემებია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვა რეგიონებშიც“.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: