შს სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში 22 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. ტრაგიკული შემთხვევა დღეს, 3 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა დადგენილი არ არის.
„არ ვიცით ადგილობრივია თუ ტურისტი, უკვე გარდაცვლილი იყო, როცა ადგილობრივებმა სამაშველოს დაურეკეს და დახმარება ითხოვეს“ – აცხადებენ სამაშველო სამსახურში.
ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს გამოიძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.