სიახლეები

აშშ-ის საზღვაო ძალების გემი “პორტერი” ბათუმში

20.10.2015 • 1395
აშშ-ის საზღვაო ძალების გემი “პორტერი” ბათუმში

 

 ბათუმის ნავსადგურში ხომალდს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე – ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ (ბილ) კონერი დახვდებიან.


ამერიკული გემები რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს. “პორტერის” ვიზიტისას ამერიკელი მეზღვაურები საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს შეერთებული შტატების მე-6 ფლოტისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას და განამტკიცოს საზღვაო უსაფრთხოება. ბათუმში ყოფნისას გემს აშშ-ის ელჩი იან კელი და აშშ-ის საზღვაო ძალების ატაშე, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ბილ კონერი ეწვევიან.

 

“პორტერი” “არლეი ბერკის” ნაღმოსანია. ის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სამხედრო სამსახურშია. გემს სახელი ეწოდა აშშ-ის საზღვაო ძალების უფროსი კაპიტნის, დევიდ პორტერისა და მისი ვაჟის, ადმირალ დევიდ დიქსონ პორტერის პატივსაცემად.


გემს ბათუმის პორტში საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები და ადგილობრივი მოქალაქეები დახვდებიან.

 

აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის კონტინგენტი (მე-6 ფლოტი) აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის სამხედრო ოპერაციების სრული სპექტრის შემადგენელი ნაწილია. ის შეუფერხებელ საზღვაო მიმოსვლასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 


 დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, 11 საათზე, გემის კაპიტანი ბლერ გა და მისი მოადგილე ანდრეა სლოუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს მთავრობის აპარატში შეხვდებიან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: