მთავარი,სიახლეები

TV 25-ისა და გაზეთ „აჭარის“ ვებგვერდები გაითიშა – ათასობით ქართული ვებგვერდი გატეხილია

28.10.2019 • 1405
TV 25-ისა და გაზეთ „აჭარის“ ვებგვერდები გაითიშა – ათასობით ქართული ვებგვერდი გატეხილია

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში ათასობით ვებგვერდი გაითიშა დაჰაკვის შედეგად, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, მედიასაშუალებების, სასამართლოების, კერძო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდები.

[gray_box]„I’ll be back“ – ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები გატეხეს[/gray_box]

აჭარაში გაითიშა ორი მედიასაშუალების – TV 25-ისა და გაზეთ „აჭარას“ ვებგვერდები.

“TV 25”-ის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამ დროისთვის არხის ოციფიალურ გვერდზე ინფორმაციების წაკითხვა შეუძლებელია,“ – აღნიშნულ განცხადებას TV 25 ფეისბუქგვერდის მეშვეობით ავრცელებს. ვებგვერდზე შესვლა შესაძლებელია, მაგრამ რამდენიმე წამში გვერდზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფოტო ჩნდება.

გაზეთ „აჭარის“ ვებგვერდზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოა ინგლისურენოვანი წარწერით – „მე დავბრუნდები“.

გაზეთ „აჭარას“ ვებგვერდი

დღეს ჰაკერული თავდასხმის სამიზნე 2 ათასამდე ვებგვერდი გახდა. 

[gray_box]იმედის” და “მაესტროს” მაუწყებლობა შეწყდა – სავარაუდო კიბერშეტევა[/gray_box]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათასობით ვებგვერდის დაჰაკვაზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება თავდაპირველად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს, მოგვიანებით კი გამოძიებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლი, რაც კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: