ცვლილებები „ტელეარხ 25“-ში – „რაც გავაკეთეთ გაყიდვები, საკმარისია“

„ტელეარხ 25“-ის ეთერში მედიაკავშირ „ობიექტივის“ გადაცემები აღარ გავა – ამის შესახებ განცხადება ტელეარხმა 29 თებერვალს გაავრცელა. „ტელეარხ 25“-ის გენერალური დირექტორის, გია სურმანიძის თქმით, „ობიექტივთან“ თანამშრომლობის დროზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს. „ობიექტივისათვის“ ტელეეთერის დათმობით მიღებული თანხით „ტელეარხი 25“ სატელიტის ხარჯებს ფარავდა. დაფინანსების ეს წყარო შეწყდა, თუმცა ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ აპრილიდან „ტელერხი 25“ ახალი …

რატომ არ უშვებენ აჭარის ტელევიზიის ყოფილ თანამშრომელს ბორდის სხდომაზე

29 იანვარს აჭარის ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი ანთიძემ აჭარის ტელევიზიასთან პატრულის ორი ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია გამოიძახა. ანთიძეს ტელევიზიაში ბორდის საბჭოს სხდომაზე სურდა დასწრება, თუმცა იგი ტელევიზიის დაცვამ შენობაში არ შეუშვა. „უკვე მეხუთე შეხვედრაა, როდესაც ვცდილობ დავესწრო. ჩემ წინააღმდეგ არის დისკრიმინაციული ქმედებები განხორციელებული. არ მიშვებენ, რადგან თურმე იქ ვიქცევი არაადეკვატურად, მათი განმარტებით. სოსო სტურუას [აჭარის …

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ტელეარხ 25-ში მიმდინარე ცვლილებებზე

„ტელეარხ 25“-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” განცხადება გამოაქვეყნა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიციით, არხის მენეჯმენტმა ნათლად უნდა განუმარტოს საზოგადოებას საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ასევე პოლიტიკური ტოკ-შოუს წამყვანის და სხვა ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები – არხის თანამშრომლის ოჯახის წევრთან დაკავშირებული თემის გაშუქება საინფორმაციო სამსახურის მუშაობის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს და შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ …

ტელეარხმა 25-მა საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა

“ტელეარხმა 25”-მა 2015 წლის 31 დეკემბერს საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა და საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, თანამშრომლების დათხოვნა 2015 წლის 14 დეკემბერს “ტელეარხი 25”-ში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როცა საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მშობელის დაპატიმრებას, რის გამოც ტელეკომპანიის საინფორმაციოს ხელმძღვანელსა და ამ თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. “მომხდარი შელაპარაკების გამო, …

გიორგი ხიმშიაშვილი: განჩინების შეჩერების ბერკეტი არის მისი გასაჩივრება

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით „გუშინ მიღებული განჩინება ნათლად ადასტურებს, რომ ეს დავა აღარ წარმოადგენს ორ კერძო პირს შორის დავას და მასში საზოგადოებაც აქტიურად არის ჩართული“. გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, „მიუხედავად საკითხის სენსიტიურობისა, აუცილებელია, დავა არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს და ყველა კითხვას, რომელიც არსებობს საქმის ირგვლივ, ისევ სასამართლოს მიერ გაეცეს პასუხი“. 

მალხაზ ჭკადუა: არ გვაქვს უფლება დავუბრუნდეთ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ ვითარებას


„რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის წარმომდაგენლობის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა აფასებს. მისი აზრით, მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, როდესაც მან  უფლებამოსილება შეუჩერა ტელეკომპანია “რუსთავი 2 “-ის დირექტორსა და ფინანსურ მენეჯერს, ხოლო კომპანიაში დროებითი მმართველები დანიშნა, „ცალსახად ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას და განჩინება უკანონოა“:  

უზენაესმა სასამართლომ შს სამინისტროს საჩივარი წარმოებაში არ მიიღო

 

საჩივრის დაუშვებლობაზე უზენაესი სასამართლოს განჩინება „ბათუმელების“ რედაქციას დღეს, 2015 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა. „ბათუმელებმა“ შს სამისტროს მას შემდეგ უჩივლა სასამართლოში, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ რედაქციას  პრემიების შესახებ ინფორმაცია არ მოაწოდა. 

წამების კადრების გავრცელებით არღვევს თუ არა „ობიექტივი“ კანონს?

 

ტელეკომპანია „ობიექტივმა“ თავის ეთერში წამების კადრების გაშვება დააანონსა და ამ კადრებს ავრცელებს კიდეც. საკითხის შესწავლის თხოვნით არასამათავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართეს. ჯერჯერობით კომისიას  ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია. მედიასამართლის სპეციალისტი, იურისტი ნათია კაპანაძე განმარტავს, რამდენად კანონიერი და ეთიკურია მსგავსი კადრების ეთერში გაშვება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორად ნატა ძველიშვილი აირჩიეს

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, გუშინ, 19 ოქტომბერს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომაზე, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორად ჟურნალისტი ნატა ძველიშვილი აირჩიეს.

აჭარის ტელევიზიისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვენ

 

დღეს, 13 ოქტომბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატ გიორგი მასალკინს დეპუტატებისთვის უნდა გაეცნო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს. კანონში ცვლილების ინიციატივით უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტში მას შემდეგ წარსდგება, თუ უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერას მოიპოვებს. 

ქართული მედიის პრობლემები და გამოწვევები – დისკუსია

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მიმდინარეობს დისკუსია თემაზე – „ქართული მედიის პრობლემები და გამოწვევები“. დისკუსიის მომხსნებელი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობს, რომელთა წინაშეც დგას დღეს ქართული მედია. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

აჭარის ტელევიზია: ”სამინისტროს თანამშრომელმა რეპორტიორს შეურაცხყოფა მიაყენა”


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

ქარტიის საბჭოს განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ტოკ-შოუების დახურვაზე

  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია “იმედის” მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუების დახურვას. ქარტიის საბჭოს განცხადებას  “ბათუმელები”უცვლელად გტავაზობთ:” ტელეკომპანიის ოფიციალური განცხადებით, არხი ახალი სატელევიზიო სეზონიდან დროებით აჩერებს გადაცემებს “რეაქცია” და “იმედის კვირა”, რათა მაყურებელს უკვე 2016 წლიდან შესთავაზოს თვისებრივად ახალი პროდუქტი. გადაცემების ავტორი და წამყვანი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მან ტოკ-შოების დახურვის შესახებ მედიიდან შეიტყო და არხის ხელმძღვანელობის …

საკრებულოს წევრი: მე გამოწერილი მაქვს “ბათუმელები” და არ მინდა “თავისუფალი დემოკრატების” ჩანართი

 

დღეს, 25 აგვისტოს, ივერი გუგუნავამ – ქობულეთის საკრებულოს წევრმა (მაჟორიტარი სოფელ ქობულეთიდან),  „ბათუმელების“ დისტრიბუტორს, რომელიც უკვე წლებია აწვდის ხელმომწერებს გაზეთს ქობულეთში, მათ შორის ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოში, უთხრა, რომ არ სურს მიიღოს „გაზეთი ბათუმელები“. ამის მიზეზად საკრებულოს წევრმა ის დაასახელა, რომ „ბათუმელები“ კომერციული დაკვეთის ფარგლებში „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიულ გაზეთს ავრცელებს. 

საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებაზე მსჯელობას იწყებს

 

აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ბიუჯეტის კორექტირებასთან ერთად, ტელევიზიის დირექტორის გადაყენებაზე უნდა იმსჯელონ, დღეს, 21 აგვისტოს, 11 საათზე დაიწყება. დირექტორის გადაყენებას საბჭოს ორი წევრი – ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე ითხოვენ. 

ტრენინგი ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე [ანონსი]

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დასავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს იწვევს ტრენინგზე: „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება“

ნატა იმედაიშვილი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის შესახებ

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრი – ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძე ტელევიზიის დირექტორის, სოსო სტურუას იმპიჩმენტს ითხოვენ. სამეურვეო საბჭო იმპიჩმენტზე სამსჯელოდ პარასკევს, 21 აგვისტოს შეიკრიბება. დირექტორის გადაყენებას ხუთწევრიანი სამეურვეო საბჭოს 3 წევრის თანხმობა სჭირდება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭოს კიდევ ერთი წევრი? – „ბათუმელები“  ამ საკითხზე საბჭოს წევრის, ნატა იმედაიშვილის შეხედულებას გთავაზობთ. 

რეგიონული მედიის გამოწვევები [ვიდეო]

 

რა გამოწვევისა და პრობლემების წინაშე დგას მედია აჭარაში, რა შეიცვალა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჟურნალისტების მუშაობაში, როგორ იღებენ საჯარო ინფორმაციას, რომელია ყველაზე დახურული და ღია საჯარო უწყებები, საგამოძიებო ჟურნალისტიკის პრობლემები, ახალი ამბების გაშუქების პრობლემები…
წამყვანი: თეონა ბაკურიძე- ჟურნალისტი
სტუმრები: მაია მერკვილაძე -“ტელეარხ 25-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ირინა ყურუა – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტი.

 

AJARA BUSINESS WEEK – ახალი გაზეთის პრეზენტაცია ბათუმში

 

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში ახალი გაზეთის – „AJARA BUSINESS WEEK“-ის პრეზენტაცია გაიმართა. გაზეთი ყოველკვირეულად გამოვა, რომლის ორი გვერდი – პირველი და ბოლო გვერდები, ფერადი იქნება. მთლიანობაში გაზეთი 12-გვერდზე გამოდის და უფასოდ ვრცელდება. 

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გადადგომას ითხოვს

 

აჭარის ტელევიზიის ხუთწევრიანი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ  ზაზა ხალვაშმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით უკვე მიმართა ამ საბჭოს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა ბეჟან გობაძემ,  საბჭოს წევრმა. 

ნეტგაზეთი 2015 წლის პრესის ევროპული ჯილდოს მფლობელი გახდა


“ნეტგაზეთი” ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ (Zeit-Stiftung) მიერ დაწესებული პრესის პრიზით დააჯილდოეს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები

 

დღეს, 18:00 საათისთვის ექვსმა კანდიდატმა შეიტანა განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დღესვე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა სარჩელი უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. სასარჩელო განცხადებით, საია ითხოვდა ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის არჩევის კანონიერების შესწავლას. 

507 დღე მას შემდეგ, რაც არაფერი დამიწერია

 

რაც ბათუმიდან თბილისში – „გაზეთ ბათუმელებიდან“ „ტელეიმედში“ გადმოვედი სამუშაოდ, არაფერი დამიწერია. წიგნაკი მოყვითალო-მონაცისფრო, გახუნებული ფურცლებით თაროდან რამდენჯერმე ამიღია, მაგრამ არაფერი დამიწერია. ნერვიული მოძრაობით უკან დამიბრუნებია, მინდოდა თუნდაც მედიამანიპულაციების  არქიტექტურაზე მეთქვა,  – მაგრამ  მაინც არაფერი დამიწერია.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არჩევის წესი – კანონპროექტს პარლამენტი განიხილვს

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც აჭარის უმაღლესი საბჭოა, საქრთველოს პარლამენტი ერთ-ერთ უახლოეს პლენალურ სხდომზე განიხილავს. პარლამენტის საგაზფხულო სესია მომავალი კვირიდნ გაიხსნება. 

 

მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ განცხადება

 

ქალაქ თელავის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული გიორგი მოსიაშვილი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თელავის მერის კანდიდატი იყო, გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციის გამოსახლებას და მისი კუთვნილი „მედია კაფეს“ დახურვას ითხოვს. მან „ფეისბუქის“ გვერდზე ორგანიზაციის დამფუძნებელს საჯაროდ მუქარითა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართა და რედაქციის შენობიდან გასახლება მოითხოვა.  მოსიაშვილმა შეურაცხმყოფელი განცხადებები „ფეისბუქის“ საზოგადოებრივ ჯგუფში „ჩვენ თელაველებში“ გაავრცელა. 

ჟურნალისტები და დისკრიმინაციული ენა

 

 

როგორ უნდა აარიდონ ჟურნალისტებმა  თავი პირდაპირ და ირიბ დისკრიმინაციას, საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების გაშუქების დროს. ეს არის სემინარის თემა, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მეორე დღეა რეგიონალურ ჟურნალისტებთან ერთად განიხილავს. 

„ენა განვითარდება ისე, როგორც ჩვენ მოვეკიდებით“

 

ყოველწლიურად, 14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ ენას – ამის შესახებ „ბათუმელები“ ფილოლოგ ანა ჭაბაშვილს ესაუბრა. 

25-ე არხის დირექტორი: სახელმწიფო ქონება დემოკრატიის ხელშეწყობისთვის გადმოგვცეს

 

6 აპრილს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერი P.S.“ -ში მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც 25-ე არხის მეპატრონეებისათვის ერთ დღეში სახელმწიფო ქონების გადაცემასა და პროკურატურის მხრიდან არხის მფლობელებზე ზეწოლის შესახებ განცხადებას ეხებოდა, 25-ე არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია სურმანიძემ განაცხადა, რომ 2012 წელს ქონება სახელმწიფომ არხის დამფუძნებლებს აჭარაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის გადასცა.

 

საზმაუწყებლის საბჭოს წევრობის კანდიდატები აჭარიდან

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობას 60 კანდიდატი მიიღებს. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კანდიდატების სია უკვე გამოქვეყნდა. 

გაზეთ „ბათუმელების“ განცხადება

 

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, სამინისტროს გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების წარმოდგენისას გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებს არაკომპეტენტური უწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.  

 

როგორც ჩანაწერით ირკვევა, მინისტრი გამოეხმაურა გაზეთ „ბათუმელების“ 2013 წლის ნოემბერში მომზადებულ სტატიას – „სამთავრობო კომფორტი საბიუჯეტო პრობლემების ფონზე“, სადაც „ბათუმელები“ სამინისტროების მიერ ოფიციალურად მოწოდებული დოკუმენტების თანახმად წერდა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, სხვა მინისტრებთან შედარებით, ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარს.

„ია გრუზისნკი პარენ“

 

 

გოგიჩა (მამუკა გოგიჩაიშვილი) „იმედის“ ოპერატორია. ჩემ დროსაც იყო და ახლაც იქ მუშაობს. მგონი ყველაზე კარგი ოპერატორია, ვისთანაც მიმუშავია (ამირან ბაბუ, არ გეწყინოს). ერთმანეთი პროფესიულად კიევში გავიცანით. 

რა ჟურნალ-გაზეთებს კითხულობს ხელისუფლება აჭარაში

 

აჭარის მთავრობამ, უმაღლესმა საბჭომ, ბათუმის მერიამ, საკრებულომ და აჭარის სამინისტროებმა ჟურნალ-გაზეთები 2014 წლის დასაწყისში გამოიწერეს. გამარტივებული შესყიდვების დოკუმენტაციის თანახმად, ყველაზე მეტი დასახელების ჟურნალ-გაზეთი აჭარის უმაღლეს საბჭოს აქვს გამოწერილი, ყველაზე ნაკლები – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს.  

ტენდერი აჭარის ტელევიზიის პროგრამებზე

 

 

 აჭარის ტელევიზია გეგმავს ოქტომბრიდან ახალი პროგრამებით გავიდეს ეთერში. ამისთვის აჭარის ტელერადიომაუწყებელმა სატელევიზიო პროგრამების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადდა დილის გადაცემაზე, სატელევიზიო ლექციებსა და დარგობრივ პროგრამებზე. 

რადიო „აჭარას“ ახალი მენეჯერი ჰყავს

 

რადიო „აჭარას“ ბესო შერვაშიძე უხელმძღვანელებს. როგორც „ბათუმელებთან“ აჭარის ტელერადიომაუწყებლის დირექტორმა სოსო სტურუამ განაცხადა, 18 თებერვალს ბესო შერვაშიძე მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად  დანიშნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კონკურსი გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის


<!** Image 1 align="left" width="300" height="219" >

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში განსაზღვრულია რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საგამოძიებო სტატია, რაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, აჭარაში მომუშავე ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს

 

დღეს გამართულ სხდომაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ ზაზა ხალვაში აირჩიეს, ხოლო მოადგილედ, ხუთი ხმით, ოლღა ჟღენტი. 

 

საბჭოს თავმჯდომარეობის სურვილი ჰქონდა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს აჭარაში, ნატა იმედაიშვილსაც, რომელმაც საბჭოს სხდომაზე ერთი ხმა მიიღო. 

 

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს,  ნატა იმედიაშვილმა, რომელიც მაშინ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა, პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. იგი ამის მიზეზად ტელევიზიის დირექტორის, ზაზა ხალვაშის მხრიდან ზეწოლას და ტელევიზიაში ცენზურას ასახელებდა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ხუთი წევრითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი, ზაზა ხალვაში, ვახტანგ ღლონტი, გიორგი ირემაძე და ოლღა ჟღენტი. აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ამტკიცებს, ყველა კანდიდატი „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ იყო წარდგენილი.  

 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“მიიჩნევს, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უგულებელყო „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი და დაარღვია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და  რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევის ამ კანონით განსაზღვრული კვოტირების სისტემა. 

Exit mobile version