მერია ორ სკვერში საპირფარეშოებს იჯარით გასცემს – სარგებლობა ფასიანი იქნება

ბათუმის მერია თავდადებულისა და ზუბალაშვილის კვეთაში, ასევე ს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [შინდისის გმირების სახელობის] სკვერში განთავსებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს 5 წლით იჯარით გასცემს. ორივე საპირფარეშოს იჯარით გაცემაზე აუქციონი უკვე გამოცხადებულია. საწყისი ფასი 2800 ლარია, ბიჯი კი – 200 ლარი. მომავალი მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია: უზრუნველყოს საპირფარეშოს გამართული მუშაობა ყოველდღიურად 10 საათიდან 24 საათამდე; …

მაქსიმუმ ორი მგზავრი – ტაქსით მგზავრობის ახალი რეგულაციები ბათუმში

ბათუმის მერიის განცხადებით, მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ახალი რეგულაციების შესახებ, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მძღოლებისა და კომპანიების გაფრთხილება დაიწყო. ახალი რეგულაციების მიხედვით, ტაქსით მგზავრების გადაყვანის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით. ახალი რეგულაციები კორონავირუსის გავრცელების …

ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, თუ განსაკუთრებული სიტუაცია შეიქმნება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,“ – გვითხრეს მერიაში. მოქალაქეების თქმით, ბოლო დღეებში ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა. მერიის განმარტებით, სამუშაოების შეჩერება უამინდობას უკავშირდებოდა. ბათუმში – ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის, ჯავახიშვილისა და სხვა ქუჩებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის …

ბათუმის მერია სადარბაზოების დეზინფექციას იწყებს – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის მერია ქალაქში სადარბაზოების დეზინფექციას იწყებს – ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, დღეს, 17 მარტს, მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯამში მერია ბათუმში მდებარე 850 კორპუსის დეზინფექციას გეგმავს. მერის განცხადებით, სადარბაზოების დეზინფექციას მერია პირველ ჯერზე ჩაატარებს უფასოდ, მეორე-მესამე შემთხვევაში კი, დეზინფექცია ფასიანი იქნება და კვადრატულ მეტრზე 10 თეთრი იქნება გადასახდელი. დეზინფექციის განმეორებით ჩატარების მოთხოვნით მოსახლეობამ …

ბათუმში „მარშუტკები“ მუშაობას აჩერებენ – ბათუმის მერია

ბათუმის მერია ქალაქში მიკროავტობუსების მოძრაობას აჩერებს – ამის შესახებ დღეს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება მოხდება მუნიციპალური ავტობუსებით. ქალაქში 150 ავტობუსი და 620 მიკროავტობუსი მუშაობს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 620 მიკროავტობუსი გაჩერდება და მათ საქალაქო ინსპექცია გააკონტროლებს. სამარშუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს უკავშირდება. ჯერჯერობით  …

აიკრძალება თუ არა „მარშუტკები“ ბათუმში? – მერია მოლაპარაკებას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან, 18 მარტიდან, თბილისში სამარშრუტო ტაქსები დროებით აიკრძალება, თუმცა ტრანსპორტის სახედ დარჩება მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ახლახან [13:00 საათი] გახდა ცნობილი, მუშაობენ და გადაწყვეტილებას ბათუმთან მიმართებაში უახლოეს ხანში მიიღებენ. თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას ლიცენზიის მფლობელი კერძო კომპანიები ახორციელებენ. ლიცენზიებს მერია კონკურსის …

გვირჩევენ, ფულს არ შევეხოთ, თუმცა ბათუმის „მარშუტკებში“ ბარათით ვერ გადაიხდით

ბათუმის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 250 სამარშრუტო მიკროავტობუსი მოძრაობს. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დღის წესრიგში დადგა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰიგიენის წესების დაცვისა და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციის საკითხი. მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ნაღდი ფულის გამოყენებისგან და ელექტრონული სერვისებით ისარგებლონ. ბათუმის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა კი ქალაქის მერიამ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თავიდანვე არ დაავალა. …

ბათუმის მერი: „ბათუმობა“ გადაიდო, იაფი სახლის პროგრამაში რეგისტრაცია შეჩერდა

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ბათუმის მერია აჩერებს ყველა ხალხმრავალ ღონისძიებას. გაუქმდა საზეიმო ღონისძიებები, მათ შორის, არ გაიმართება სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“. ასევე, შეჩერდა ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე იაფი სახლის პროგრამაში რეგისტრაცია, გარდა ამისა მერიაში მუშაობა შეაჩერა ყველა კომისიამ გარდა ჯანდაცვის კომისიისა. ლაშა კომახიძის განცხადებით, მერიაში მუშაობას გააგრძელებენ მერი, მოადგილეები და სამსახურის უფროსები, მერიის სხვა …

ბათუმში მძღოლებს ჭარბი ოდენობით მგზავრთა გადაყვანისთვის დააჯარიმებენ – COVID19

ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლებს მერია გააფრთხილებს მგზავრთა ჭარბი ნაკადის გადაყვანის გამო. მგზავრების ჭარბი ნაკადის გადაყვანა განსაკუთრებით საღამოს და პიკის საათებშია, განსაკუთრებით კი, ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში. ბათუმის მერიის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, მიკროავტობუსში იმდენი მგზავრი უნდა იყოს, რამდენი სკამიცაა, მძღოლების უმეტესობა კი ამ რეგულაციებს ხშირად არ იცავს. ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიკროავტობუსების მძღოლებს დღეს, 10 …

დელფინარიუმში წარმოდგენები შეწყდა – რას აკეთებს მერია კორონავირუსის პრევენციისთვის

ბათუმის მერიის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან დროებით შეწყდა წარმოდგენები დელფინარიუმში და გაუქმდა მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები. პრევენციის მიზნით, დღეს  იწყება ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო ღონისძიებები და მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება, ასევე, ხსნარებით იწმინდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები. მერიის ცნობით, შეხვედრა გაიმართა მიკროავტობუსების კომპანიების წარმომადგენლებთანაც, რომელთაც სადეზინფექციო სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ. …

„განდაგანა“ – ახალი კონკურსისთვის 105 ათასი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმის მერია წელს ახალ კონკურსს – „განდაგანას“ ჩაატარებს და ქალაქის ბიუჯეტიდან 105 ათას ლარს დახარჯავს. ამ თანხით ბათუმის კულტურის ცენტრმა კონკურსის ორგანიზებაზე ტენდერი 27 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო სავარაუდო ფასის დასადგენად ჩატარდა ბაზრის კვლევაც. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ თვითმმართველობებს მისცა რეკომენდაცია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექციას იწყებენ – კორონავირუსის პრევენცია

მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარით დამუშავებას ხვალიდან [3 მარტი] დაიწყებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სპეციალური ხსნარით ავტობუსებს, სავარაუდოდ, დღეში ორჯერ დაამუშავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს, უკვე დაიწყო სამარშრუტო მიკროავტობუსების დასუფთავებაც: „გუშინ იყო შეხვედრა ბათუმის ვიცე-მერთან, ჯაბა ტუღუშთან და მათ მიეცათ რეკომენდაციები, რომ სპეციალური სითხეების გამოყენებით მოხდეს ტრანსპორტის დასუფთავება“. მერიაში განმარტეს, რომ საზოგადოებრივ …

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის კომპანიებმა 11 მილიონი იზარალეს – აუდიტი

ორ წელში ჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალურმა 12-მა საწარმომ ჯამში 11,2 მილიონზე მეტი ლარი იზარალა. აუდიტის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი, შესაბამის ზედამხედველობას არ უწევდნენ იმ შპს-ების საქმიანობას, რომლებშიც წილებს თავად ფლობენ და არ ტარდება შესაბამისი მმართველობითი ღონისძიებები. „შედეგად, 14 შპს-ს ფინანსური შედეგი დასრულებული აქვს ზარალით, 7 შპს არ ფუნქციონირებს და …

ბათუმში მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება ორმაგდება

ბათუმის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მერია რამდენიმე სოციალური პაკეტის ბიუჯეტს  ზრდის. შედეგად იზრდება  მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება. შესაბამისად, ყოველთვიური თანხის ოდენობა ორმაგდება და 60 ლარიდან 120 ლარამდე იზრდება. იზრდება ასევე  70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 3 და 4-შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება.  სამშვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 80 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ, ოთხშვილიანი ოჯახები კი – 120 …

ბათუმის მერი: პლაჟებს არ შემოღობავენ, დამრღვევი დაჯარიმდება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ბათუმის მერიის მიერ ზღვისპირა პლაჟის კონკრეტული მონაკვეთის გარკვეული ვადით გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტირება მოჰყვა. „ვხედავ ცალკეული პირების მხრიდან არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს ეს შემოიღობება და ასე შემდეგ“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ დღეს, 24 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე. საკითხი ეხება ბათუმის ძველ ბულვარში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთის …

„ბათუმი თაუერი“ ძველ ბულვარში მიწის ნაკვეთს ითხოვს – მერია თანახმაა

ბათუმის ძველ ბულვარში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, შპს „ბათუმი თაუერი“ მიწის ნაკვეთს იჯარის წესით, ათი წლის ვადით ითხოვს. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა იყიდა და დამატებითი შენობის მშენებლობის ნებართვაც მიიღო. კომპანია აქ სასტუმრო „ლე მერიდიანს“ აშენებს. კომპანიის მოთხოვნაა ასევე, რომ ნაკვეთი, რომელიც პლაჟს ეკუთვნის, აუქციონის გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცეს. …

ბათუმის მერია მშენებლებს ახალ გადასახადებს უწესებს

ბათუმის მერია მშენებლობის დროს საზოგადოებრივი სივრცეებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის გადასახადის დაწესებას ითხოვს. განკარგულების შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. საკრებულო საკითხის დამტკიცებაზე 25 თებერვალს იმსჯელებს. პროექტის მიხედვით სამშენებლო ღობის მოსაწყობად გადასახადის ოდენობა ერთ კვადრატულ მეტრზე ზონების მიხედვით გადანაწილდება: ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა – 100 ლარი ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა – …

ბათუმის მერია პარიზში ვიზიტზე: სიცრუეა, რომ მერს მეგობრები ახლდნენ ბიუჯეტის ფულით

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ ვიზიტზე მერს ახლდნენ მეგობრები, რომლებიც დაფინანსებულნი იყვნენ ბიუჯეტის თანხებით, წარმოადგენს სიცრუეს“, – ასე მთავრდება ბათუმის მერიის მიერ წუხელ გავრცელებული განცხადება. – „ღონისძიებაზე დამსწრე სხვა პირები გამოფენაზე იმყოფებოდნენ საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით. მათი დაფინანსება არ განხორციელებულა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან. მოგიწოდებთ ყველას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“. საქმე იმაშია, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ …

მერია: გორგილაძის #94-ში სახლის მდგრადობას სამხარაულის ბიურო შეისწავლის

გორგილაძის #94-ში, ახალაშენებულ მრავალბინიან სახლში, დღეს სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ დახმარება ადგილზე გაჩენილი ბზარების გამო ითხოვა. „ჩვენი კომპეტენცია არ იყო და საკითხი შესასწავლად მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადავაბარეთ“, – განმარტეს სამაშველო სამსახურში. გორგილაძის #94-ში მდებარე მრავალბინიანი სახლი შპს „დარ ბილდინგმა“ ააშენა. სახლის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა და ის მერიას ექსპლუატაციაში მიღებული აქვს. ბათუმის მერიის …

ბათუმის მერია: ხეების დაფერთხვის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში დეკორატიულ და ბუჩქოვან ხე-მცენარეებს თოვლისგან ათავისუფლებენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქუჩებში თოვლისგან იწმინდება გზის საფარიც, ასევე, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია. ბათუმში დღეს, 8 თებერვალს, პირველი თოვლი მოვიდა.    

ბათუმში უპატრონო ცხოველებზე შეტყობინებების რაოდენობა გაზრდილია – მერია

ბათუმის მერიის მიერ უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირებაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ქუჩის ცხოველებზე მიმდინარე წლის იანვრიდან არავინ ზრუნავს, შესაბამისად, მერიამ გადაწყვიტა ორი თვის მომსახურება ტენდერის გარეშე შეისყიდოს, რისთვისაც 58 950 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამ პერიოდში კი, ტენდერს მესამედ გამოაცხადებს [უკვე აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით მომსახურების შესყიდვაზე]. პირველ ორ არშემდგარ ტენდერში თანხა 252 ათასი …

“ყველა სხდომაზე მოვაწყობთ პიკეტირებას”- ხმაური ბათუმის მერიასთან

ბათუმის მერიასთან ამ დრომდე გრძელდება ოპოზიციის აქცია. მერიის შენობაში უმაღლესმა საბჭომ სხდომა ჩაატარა. აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ დღეიდან საკრებულოსa და უმაღლესი საბჭოს ყველა სხდომის ჩაშლას შეეცდებიან შენობის პიკეტირებით, ვიდრე ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს და პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დათანხმდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. “ყველა დანარჩენი საკითხი დღეს არის უმნიშვნელო… ჩვენ არ გვეშინია იმის, რომ ვინმეს დააკავებენ. …

ბათუმი ერთ ელექტროავტობუსში 384 790 ევროს იხდის

ერთი ელექტროავტობუსი, რომელსაც ბათუმის მერია დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული სესხით და გრანტით ყიდულობს, 384 790 ევრო ჯდება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 8 ახალ ელექტროავტობუსს 2020 წლის მაისში მიიღებენ. ავტობუსის სიგრძე 10 მეტრი იქნება. ელექტროავტობუსების შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია  „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 392 093 ევროა. ამ თანხაში …

რას ფიქრობენ ხელისუფლების წევრები ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენებაზე

მიიღებს თუ ვერა შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენების უფლებას? – ეს  საკითხი ბათუმში ისევ მწვავე განხილვის საგანია. მოქალაქეები, რომლებიც გასულ წლებში ბულვარში ერთ-ერთი ხეივნის გაუქმების შესაძლო გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში ბულვარის დასაცავად ქუჩაში ისევ გამოვლენ. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, არ გასცეს ამ მშენებლობაზე ნებართვა. რას ფიქრობენ ისინი, რომლებიც …

რომელ ქუჩებზე იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა ბათუმში – მერიის განცხადება

ბათუმის მერიის ცნობით, მიმდინარე კვირიდან 45 დღის განმავლობაში ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება: [crosslist] ჯავახიშვილის ქუჩაზე გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე [/crosslist] შეზღუდვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ხორციელდება წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე (ჯავახიშვილის …

რატომ გადაიკეტა ფიროსმანის ქუჩა ბათუმში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის კვეთასთან, 15 იანვარს გადაკეტეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქუჩის ეს მონაკვეთი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება გადაკეტილი. „მიმდინარეობს კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები. ეს სამუშაოები გაგრძელდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან, ფიროსმანისა და ხახუტაიშვილის ქუჩებით, რესტორან „აჭარულ სახლამდე“. დასრულებას კი ერთი თვე დასჭირდება. მთლიანობაში, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა 2020 …

ბათუმის მერია: ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი დროებით შეიცვლება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებით შეიცვალა მოძრაობის მარშრუტი შემდეგ მუნიციპალურ სამარშრუტო ხაზებზე: #1 მარშრუტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ორბელიანის – გენერალ ასლან აბაშიძის – ბაგრატიონის  – აღმაშენებლის -ტაბიძის -ლეონიძის -აღმაშენებლის -კობალაძის ქუჩებზე. #1ა მარშრუტი იმოძრავებს: კობალაძის -აღმაშენებლის -ტაბიძის -აღმაშენებლის -ბაგრატიონის – გენერალ ასლან აბაშიძის -ორბელიანის ქუჩებზე.  #8 მარშრუტი იმოძრავებს: ობელიანის – გენერალ …

ვინ არის პასუხისმგებელი კორპუსზე, სადაც გუშინ ლიფტი ავარიულად დაეშვა

„მიმდინარეობს შესწავლა და შემდეგ გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება“, – გვიპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ლიფტის შესახებ, რომელიც გუშინ, 14 იანვარს, საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან ავარიულად დაეშვა. წინასწარი მონაცემებით, გრიბოედოვისa და პუშკინის ქუჩების გადაკვეთაში მდებარე კორპუსში სატვირთო ლიფტი მე-11 სართულიდან ავარიულად დაეშვა. ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ექიმების დახმარება ამბულატორიული წესით მხოლოდ ორს დასჭირდა. საცხოვრებელი კორპუსი …

უპატრონო ცხოველების მოვლისთვის ბათუმი წელს 252 ათასამდე ლარს დახარჯავს

უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებას ბათუმის მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 252 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა  ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში უნდა უზრუნველყოს: [checklist] ქალაქის ტერიტორიიდან, მათ შორის საზოგადოებრივი დაწესებულებების ეზოს ტერიტორიიდან (სულ 2000) უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთნ …

ბათუმის მერია წელს 3 958 სხვადასხვა ზომის დროშას იყიდის

ბათუმის მერია 2020 წელს 3 958 ცალ სხვადასხვა ზომის დროშას იყიდის. დროშების შესყიდვაზე [მონტაჟითა და დემონტაჟით], მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 3 იანვარს დასრულდა. სატენდერო თანხა 84 ათას 57 ლარი იყო. მომსახურებას მერიას ზუსტად ამ თანხით სთავაზობს ტენდერში მონაწილე ინდმეწარმე გიორგი ასათიანი. მიმდინარე ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, თუმცა გიორგი …

ფული ქალი ფეხბურთელებისთვის ბათუმში არც მერიას აქვს და არც სპორტის დეპარტამენტს 

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნატალია ზოიძე დაინტერესდა, რატომ არ არის ბიუჯეტში ასახული დაფინანსება ფეხბურთელი ქალებისთვის. თუმცა მერმა, ლაშა კომახიძემ, რომელიც სხდომას ესწრებოდა და 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობდა, სხდომათა დარბაზი ისე დატოვა, რომ არ უთქვამს, რატომ უთხრა ქალების გუნდს უარი. ნატალია ზოიძის ინფორმაციით, ბათუმში ქალ ფეხბურთელთა  გუნდი წარმატებებს აღწევს და …

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხეს დღეს, 21:00 საათზე აანთებენ

დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. საზეიმო ცერემონიალი ბავშვებისთვის 5:00 საათიდან დაიწყება, ნაძვის ხეს კი საღამოს 21:00 საათზე აანთებენ. ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთება მერიას გუშინ, 25 დეკემბერს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააუქმეს. ბათუმში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წელს …

ავტოავარიაში 5 ადამიანის დაღუპვის გამო დღეს ბათუმში ნაძვის ხე არ აინთება – მერია

ბათუმის მერიამ დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააუქმა. „დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება. ასევე არ ჩატარდება კონცერტი და სხვა აქტივობები. წინასაახალწლო ღონისძიებების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. ბათუმის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს,“ – აღნიშნულია ბათუმის …

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად პოლიციელი არჩილ კონცელიძე დაინიშნა

ბათუმის მერიის ახალდაფუძნებული ა(ა)იპის „მუნიციპალური ინსპექციის“ ხელმძღვანელი  ურეხის პოლიციის უფროსი არჩილ კონცელიძე იქნება. მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება უკვე მზადაა. ეს ინფორმაცია დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დაგვიდასტურა. მერის თქმით, ახალი მუნიციპალური აიპის „ბათუმის ინსპექციის“ ხელმძღვანელს სამართალდამცავად მუშაობის გამოცდილება აქვს: „მას, როგორც სამართალდამცავს, აქვს მუშაობის კარგი გამოცდილება და იმედი გვაქვს, რომ მისი სახით გვეყოლება ძლიერი პიროვნება, …

გამოვლინდა ორი გამარჯვებული კონკურსში „შენი იდეა ბათუმს“

პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ 2020 წლის გამარჯვებული იდეები უკვე ცნობილია. ხმის მიცემის შედეგად გაიმარჯვა ორმა იდეამ: ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი ქუჩის კალათბურთი პროექტ „ქუჩის კალათბურთის“ მიზანია სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ახალი ტალანტების აღმოჩენა. იდეის ავტორი ნიკოლოზ კიკვაძეა. პროექტის ბიუჯეტი 40 600 ლარია. „ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი“ კი …

ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ სახლს ანგრევენ – ნებართვა გაცემულია

ბათუმში, კლდიაშვილის #11-ში, ძველ, ორსართულიან სახლს ანგრევენ. ტერიტორია უკვე შემოღობილია და  დემონტაჟის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე გვითხრეს, რომ მხოლოდ მუშები არიან და კითხვებზე ვერ გვიპასუხებენ, გვირჩიეს ეზოში შევსულიყავით და მეპატრონეს გავსაუბრებოდით, თუმცა ჭიშკარი საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვხვდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით კლდიაშვილის #11-ში რვასართულიანი სახლის მშენებლობა 2015 წელსაა შეთანხმებული და მერიამ მშენებელ კომპანიას ნებართვის ვადა სამი …

Exit mobile version