რა ახალი საფრთხე გააჩინა აჭარის ტელევიზიისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებამ

დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე სააპელაციო სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს. ბორდი მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომელსაც მოსამართლემ 23 სექტემბერს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული რიგით მეოთხე კონკურსი შეჩერებულია, ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სასამართლოს დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა – გიორგი კოხრეიძემ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, …

უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ასოციაციის წევრობა ადვოკატობისთვის – დავა საკონსტიტუციოში

მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც ადვოკატისთვის  სავალდებულოა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა. განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა საქმეზე არსებითი განხილვა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები პირს, რომელსაც სურს საადვოკატო საქმიანობა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებულს ხდის გაწევრიანდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, რადგან სხვაგვარად …

როცა პატიმრობაში რჩები იმიტომ, რომ შაბათ-კვირას იუსტიციის სახლი ისვენებს

თუკი სასამართლო გირაოს საფუძველზე გათავისუფლებთ და ეს ამბავი ე.წ. უქმე დღეებში ხდება, ციხეს მინიმუმ ორშაბათს საღამომდე ვერ დატოვებთ. მიზეზი იუსტიციის სახლია, სადაც შაბათ-კვირას არ მუშაობენ. საუბარია შემთხვევაზე, როცა სასამართლო ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს უფარდებს და ეს სასამართლო პროცესი შაბათს ან კვირას ტარდება. გირაოს უზრუნველყოფა უძრავი ქონებითაც არის შესაძლებელი, მაგალითად, საცხოვრებელი ბინით. …

5 დაკავებული – „ბათუმელების“ დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ხუთ პირს პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. ისინი შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობლის ძმისშვილები და სიძეები არიან. სწორედ აღნიშნული კომპანია ფლობს ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება …

პატიმარმა, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბადრი ბეჟანიძის სარჩელი. მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პატიმარი ასაჩივრებდა სამართლებრივ ნორმას, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წელს შესული ცვლილება „დანაშაულის არაერთგზის ჩადენასთან“ დაკავშირებით მხოლოდ მათ შეეხო, ვინც ამ პერიოდის შემდეგ გასამართლდნენ. ბადრი ბეჟანიძე 2007 წლამდე გასამართლდა ერთი და იმავე დანაშაულის რამდენჯერმე ჩადენის გამო. იგი გაასამართლეს, როგორც დანაშაულის არაერთგზის ჩამდენი …

რა უთხრა სასამართლოს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა – მაღალჩინოსნების საქმე

„მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ დღეს, 20 სექტემბერს ჩვენება ნუკრი დეკანაძემ მისცა, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა. იგი „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესში იყო ჩართული. მაშინ იგი ბათუმის მერიის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ამ საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე. “არსებობდა რისკები… მე, …

75 წლის მოქალაქემ ხელვაჩაურში მიწის კომისიას სასამართლო მოუგო

75 წლის იუსუფ წულუკიძემ ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სასამართლო დავა მოუგო. იგი მამაპაპისეული მიწის აღიარებას წლების განმავლობაში ითხოვდა და უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ მიწა, სადაც იუსუფ წულუკიძე ახლა მარტო ცხოვრობს, სახელმწიფო საკუთრებაა. იმის გამო, რომ იუსუფ წულუკიძეს საკუთრება ამ დრომდე არ ჰქონდა, მის საცხოვრებელ სახლში არც გაზია და არც წყალი. ხელვაჩაურის საკუთრების კომისიამ …

ეკუთვნით თუ არა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება მამებს – დავა საკონსტიტუციოში

მოქალაქე გივი კაპანაძე ჯანდაცვის სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. დავის საგანი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც დეკრეტულ შვებულებაში ანაზღაურებას მხოლოდ ბავშვის დედა იღებს. კანონი ითვალისწინებს ბავშვის მოვლის მიზნით შვებულებას მამაკაცისთვისაც, თუმცა შვებულების ანაზღაურების საფუძველი, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მხოლოდ საავადმყოფო ფურცელია, რომელსაც ბავშვის დედას აძლევენ. გამონაკლისი მხოლოდ   ბავშვის დაბადებისას ქალის გარდაცვალების შემთხვევაა, როცა დახმარებას ბავშვის მამა …

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” დაკავებული ოთხივე ბრალდებული მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა სასამართლო დარბაზიდან დღეს, 18 სექტემბერს, გაათავისუფლა. მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა პროკურატურამ. ჩხუბი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 მარტს მოხდა – დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დანით დაჭრეს. ეს ის სისხლის სამართლის საქმეა, რომელზეც ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, თუმცა ის, ვინც ამ კონფლიქტის დროს შეიარაღებული იყო, გირაოს …

ცოლზე ძალადობა ზღვაზე დასვენების დროს, ქობულეთის პარკში

“თავს დამნაშავედ ვცნობ” – უთხრა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ზურაბ გ.-მ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს. მას ოჯახში ძალადობა ედება ბრალად. ზურაბ გ. თბილისიდანაა და სასამართლოში ადვოკატის გარეშე მოვიდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს, ვისთან ერთადაც ის ბოლო 12 წელია ცხოვრობს, ქობულეთის ზღვისპირა პარკში ყოფნისას სახის და თავის არეში  ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ზურაბ გ.-მ დასაშვებად …

„ადვოკატებს მოწმის დისკრედიტაცია სურთ“ – პროკურორი „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„სადაა დოკუმენტი, სადაც გაწერილია სატენდერო კომისიის ვალდებულება, რომ მას უნდა მოეთხოვა საბანკო ამონაწერი?“ – ეს კითხვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე დაუსვა აუდიტორ ჰენრი სანიკიძეს. დღეს, 16 სექტემბერს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა „მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე“ აუდიტორის ჩვენება მოისმინა. აუდიტის დასკვნა მთავარი მტკიცებულებაა ამ საქმეში. სასამართლო პროცესზე ადვოკატების საპასუხოდ მოწმის სახით დაბარებულმა მთავარმა აუდიტორმა, …

„მეტი გულისყურია საჭირო“ – აუდიტორის ჩვენება „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„ტენდერში გამოვლენილი კომპანიის დისკვალიფიკაცია არ მოხდა. ასევე დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, რაც არ უნდა დაფინანსებულიყო,“ –  უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ჰენრი სანიკიძემ. იგი სახელმწიფო აუდიტის წამყვანი აუდიტორია და  დღეს, 16 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ მან ჩვენება მისცა სასამართლოს – აუდიტის დასკვნის საფუძველზე მისცა პროკურატურამ პასუხისგებაში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები „იაფი სახლის პროექტთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ბათუმის …

წელს, აგვისტოს ჩათვლით, ბათუმის სასამართლომ 19 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, განხილული 727 სისხლის სამართლის საქმიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 19 საქმეზე მიიღო გამამართლებელი განაჩენი. ამას გარდა, სასამართლომ 6 საქმეზე ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს ინიციატივით წელს 15 საქმეს შეეცვალა პროკურატურის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია. სტატისტიკა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში სულ 16 გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი ბათუმის საქალაქო …

“ახალი მეჩეთის აშენებაზე” სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს მიიღებს

„ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმის“ განხილვა დასრულდა. გადაწყვეტილებას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე 26 სექტემბერს გამოაცხადებს. დღეს, 12 სექტემბერს, გამართული ბოლო სხდომის დასაწყისში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე დაინტერესდა, რა ბედი ეწია მხარეებს შორის მოლაპარაკებას, რის გამოც სასამართლო განხილვა შეჩერებული იყო. სხდომა მალევე გაგრძელდა, რადგან მერიის იურისტმა და მუსლიმი თემის დამცველმა იურისტებმაც მოსამართლეს უთხრეს, რომ შეთანხმება ვერ შედგა. “გაოცებული …

„გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეები ოზურგეთის სასამართლომ გააფრთხილა

ოზურგეთის სასამართლომ „გააღვიძე ოლიგარქის“ ანუ შეკვეთილში გამართული აქციის ხუთივე მონაწილე სამართალდამრღვევად მიიჩნია. ოზურგეთის სასამართლოს თავმჯდომარე ბიძინა სტურუამ მათ სახდელის სახით გაფრთხილება მისცა. „ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის საფრთხეს,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი. ის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ინტერესებს იცავდა. „ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი …

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ დედასა და დეიდას 17-წლამდე პატიმრობა ელის

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ა.პ.-სა და ქ.პ.-ს საქმის განხილვას დღეს, 10 სექტემბერს, დაიწყებს მოსამართლე დავით მამისეიშვილი. დაკავებულებს ედავებიან იმას, რომ ისინი 4 ბავშვს ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ. ბრალდებულები დაზარალებულად ცნობილი ბავშვების დედა და დეიდაა. „ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმის დასადასტურებლად, რომ ეს არ იყო ბავშვთა ტრეფიკინგი. არ არის წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმას, რომ ბავშვებს ბრალდებულები …

6 წლით დააპატიმრეს კაცი, რომელმაც პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ სასტუმროში ბომბია

6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს მოქალაქეს, რომელმაც პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ სასტუმრო „შერატონი“ ნახევარ საათში აფეთქდებოდა. მსჯავრდებული ორხან სელიმზადე აზერბაიჯანის მოქალაქეა. მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მამუკა ზოიძე ამბობს, რომ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საუბარია ბათუმში 31 მარტს ღამით მომხდარ შემთხვევაზე – 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომ სასტუმრო “შერატონში” ბომბი იყო. იმ …

რომელი მოსამართლეები არ განიხილავენ საქმეებს და რატომ

„საქმეების მოსამართლეებზე ელექტრონული განაწილების სრულფასოვნად ამოქმედების მხარდაჭერა ხელისუფლებისგან არ არსებობს… ისევ არიან მოსამართლეები, რომლებიც საქმეებს საერთოდ არ განიხილავენ. მოსამართლეების უმრავლესობას კი იმდენი საქმე აქვს, რომ მათ სხვა, ასევე მოსამართლეებისთვის აქტუალური პროცესისთვის მართლა აღარ რჩებათ დრო,“ – ამბობს სოფო ვერძეული, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ EMC-ის იურისტი. ეს ორგანიზაცია სწავლობს, როგორ მუშაობს მოსამართლეების ელექტრონული განაწილების …

„შერჩეული კანდიდატებიდან ნახევარი ჩინჩალაძის გუნდის წევრია“ – იუსტიციის საბჭოს წევრი

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 10 მიხეილ ჩინჩალაძის გუნდის წევრია – ისინი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები არიან, რომლის თავმჯდომარეც ისევ მიხეილ ჩინჩალაძეა,“ – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მოსამართლეობის 20 კანდიდატი გუშინ, 4 მაისს შეარჩიეს და საბოლოო კენჭისყრისთვის სია პარლამენტს გადაუგზავნეს. მიხეილ ჩინჩალაძის სასამართლო კლანის მეთაურობის შესახებ სამოქალაქო სექტორში ხშირად საუბრობენ, თუმცა თავად …

ექიმი ნარკოტიკზე ყალბი მოწმობის გაცემას აღიარებს

“თავს დამნაშავედ ვცნობ,” – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ნარკოტიკულ საშუალებაზე ყალბი მოწმობის გაცემაში ბრალდებულმა ექიმმა. ბრალდებული გელა გ. ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. იგი გირაოს საფუძველზე ჰყავს სასამრთლოს გათავისუფლებული. ექიმი-უროლოგი გელა გ. სამართალდამცველებმა 17 ივლისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ფულის მიღების სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების მისაღებად ყალბ ცნობებს გასცემდა. საქმის მასალების მიხედვით, ექიმი ნარკოტიკის ყალბი მოწმობის გაცემაში …

კაცმა, რომელმაც კისრის არეში ცოლი დაჭრა, თავად გამოიძახა პოლიცია – ადვოკატი

კაცს, რომელმაც საკუთარ სახლთან ცოლი კისრის არეში დანით დაჭრა, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა ახლახან დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საუბარია 31 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე. კისრის არეში დაჭრილი ქალი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. გამოძიების ვერსიით, კაცი სახლთან ახლოს ცოლს ეკამათა და დაჭრა, შემდეგ კი, თავად დარეკა 112-ზე. ადვოკატ პაატა ბოლქვაძის თქმით, ქალის …

აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სასამართლომ სრულად გაამართლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია გიორგი კუპრეიშვილი. მას 2006 წლის იანვარში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გიორგი კუპრეიშვილი ასლან აბაშიძის მმართველობის დროს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო 1996 წლიდან 2004 წლის 5 მაისამდე, ვიდრე აჭარაშიც მოხდებოდა „ვარდების რევოლუცია“. „გიორგი კუპრეიშვილის საქმის“ გადასინჯვის მოთხოვნით ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 17 ივნისს …

ადვოკატი ძალადობის მსხვერპლ ქალს: თქვენ ხომ მეუღლე არ ყოფილხართ?

„პოლიციაში დარეკვა მაშინ გადავწყვიტე, როცა ჩემ გვერდით ჩემი პატარა გოგო აკანკალებული იდგა, მას ეშინოდა…“ – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ირინა ს.-მ. ის ძალადობის მსხვერპლი ქალია და დღეს, 29 აგვისტოს, ჩვენება მისცა სასამართლოს, როგორც დაზარალებულმა. ჩვენების მიცემის დროს, რაც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, მოწმემ რამდენჯერმე ითხოვა წყალი. ის მანდატურის მიერ მიტანილ სკამზეც ჩამოჯდა, თუმცა საბოლოოდ ბრალდებულის …

სააკაშვილი რამაზ დევაძის შეწყალებას გამოეხმაურა

„ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები,“ – აცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი. იგი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძის შეწყალებას გამოეხმაურა. რამაზ დევაძე პოლიციელის – თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის 2015 წელს გაასამართლეს, მას 12 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. „დღეს …

პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტმა შეიწყალა

პრეზიდენტის მიერ დღეს, 28 აგვისტოს შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაცია რამაზ დევაძის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ დაგვიდასტურა. საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის …

„ლავასოღლი თურქეთში ჯურღმულში მოათავსეს, ის შველას ითხოვს“ – ადვოკატი

„ახლა იგი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სადღაც ჯურღმულში ჩასვეს, ყოველგვარი კონტაქტის გარეშეა, მესამე კვირა ოჯახის წევრებსაც არ დალაპარაკებია. მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შველას ითხოვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. იგი „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლის ერთ-ერთი ადვოკატია. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში მინდია ლავასოღლი პირდაპირ საპატიმრო დაწესებულებიდან წავიდა: 2017 წლის 17 ოქტომბერს …

მოქალაქეები: მაისურებზე საპროტესტო წარწერით სასამართლოში არ შეგვიშვეს

„მანდატურმა გვითხრა, რომ ამ მაისურით პროცესზე ვერ შეგვიშვებდა,“ – აცხადებს რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც დღეს „20 ივნისის საქმეზე“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვერ დაესწრნენ. აქტივისტები სასამართლოში წარწერიანი მაისურით მივიდნენ: „თავისუფლება გავრილოვის ღამის უსამართლოდ დაკავებულ პოლიტიკურ პატიმრებს“. „მანდატურმა მითხრა, ასე რომ შეგიშვათ, გამოდის, სასამართლო სხდომის დარბაზში აქცია იქნება და აქციის გამართვის უფლებას ვერ მოგცემთო. …

მოსამართლე სასამართლოს კარის მინის ჩამტვრევაზე: აქ დალხენილი არავინ მოდის

“რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჩხუბის საქმეზე” მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი 26 აგვისტოს სასამართლოს შენობის კარის მინის ჩამტვრევას გამოეხმაურა. “ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ… თუ ასე გაგრძელდება, სხდომა დაიხურება და ვერც ერთი თქვენგანი ვეღარ დაესწრება სხდომას. გაითვალისწინეთ, რომ ეს სასამართლოა და აქ დალხენილი არავინ მოდის,” – მიმართა დარბაზს მოსამართლემ. “ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ვაჰაბისტები გვიწოდეს,” – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთი …

“რატომ არ დააკავეთ სხვები?” – ბრალდებულის კითხვა გამომძიებელს

“რატომ არ დააკავეთ სხვები, ჩხუბში ხომ 15 კაცი მონაწილეობდა?”-  ჰკითხა ბრალდებულმა რევაზ წ.-მ  გამომძიებელ უჩა კახიძეს. “ვის მიმართაც არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები, ის დავაკავეთ,” – უპასუხა გამომძიებელმა კითხვას და დარბაზს გახედა. “კარგით რა, გეყოფათ,” – გაცხარდა ბრალდებული. “რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” დღეს, 26 აგვისტოს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გამომძიებლის ჩვენება მოისმინა. ეს ის საქმეა, სადაც ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილე …

საკონსტიტუციოს ყოფილი თავმჯდომარისგან მოქალაქე ბათუმში სადავო ბინას გამოისყიდის

დღეს, 14 აგვისტოს, როლანდ ბლადაძის ოჯახი 15 წლის შემდეგ იმ სახლში დაბრუნდა, რომელიც მათ 2004 წელს ჩამოართვეს. სახლი გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს. ბოლოს 15 წლის განმავლობაში ამ უძრავ ქონებას საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ფლობდა. „გარკვეული ნასყიდობის ფასის სანაცვლოდ, მაგრამ გიორგი პაპუაშვილის ნების საფუძველზე ქონება როლანდ ბლადაძეს დაეთმო. ბლადაძე გაასხვისებს ალტერნატიულ ფართობს, რაც მას გადასცა …

„არ მეშინია პროკურატურის“ – მოსამართლე, რომელსაც პლაჟზე არასრულწლოვნის ცემას ედავებიან 

„მე ვარ ძალიან დამოუკიდებელი. ცოტა ხნის წინ უვადოდ გადავინიშნე, ამიტომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, არ მეშინია პროკურატურის და არც რომელიმე საგამოძიებო ორგანოსი, მით უმეტეს, ხანდაზმული საქმის გამოყენების, ეს არის წარმოუდგენელი რაღაც,“ – ასე უპასუხა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ნაზი ჯანეზაშვილის ერთ-ერთ შეკითხვას. გიორგი მიქაუტაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ნაზი ჯანეზაშვილმა კი …

როდის ვეღარ დააკავებს პოლიციელი პირს, რომელიც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს

საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, 2 აგვისტოს ანტიკონსტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციული პატიმრობის, ან თავისუფლების აღკვეთის შეფარდება იმ პირების მიმართ, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ, მაგრამ იგი არ იწვევს „სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას“. სასამართლოს არ უმსჯელია, რომელ ნარკოტიკულ საშუალებებს შეეხება ეს სიახლე. გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რადგან იგი გუშინვე გამოაქვეყნეს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე. როგორ უნდა იმოქმედონ ამ შემთხვევაში სამართალდამცველებმა, ვიდრე …

რომელი ნარკოტიკის გამო აღარ დაგაპატიმრებენ – ნარკოლოგის განმარტება

ექიმი-ნარკოლოგი ლია ჯინჭარაძე ამბობს, რომ რთულია ნარკოტიკული საშუალებების იმ ჯგუფებად დაყოფა, რაზეც გუშინ, 2 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა და პატიმრობა გააუქმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა ისჯებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც იყენებენ ნარკოტიკს, მაგრამ იგი „სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს.“ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, რომელი ნარკოტიკი შეიძლება იყოს ასეთი. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ …

ვეღარ დააპატიმრებენ პირს, ვინც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს – ბექა წიქარიშვილის მოსაზრება

„ეს გამოიწვევს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. ამით ვერ მივაღწევთ მიზანს,“ – მიიჩნევს სამოქალაქო აქტივისტი ბექა წიქარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ, 2 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის, ან ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება იმ ნარკომომხმარებლების მიმართ, რომლებიც იყენებენ ნარკოტიკს, მაგრამ იგი „სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს.“ „დაყოფა კატეგორიებად არ არის მხოლოდ ჩვენი ფენომენი, …

ბათუმში ნარკორეალიზატორები ფარული ვიდეო გადაღების შემდეგ დააკავეს – შსს

ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს – 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას …

გაუქმდა პატიმრობა ნარკოტიკზე, რომელიც სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს – საკონსტიტუციო

ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული 15-დღიანი პატიმრობა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული – თავისუფლების აღკვეთაც გაუქმდა იმ ნარკოტიკის მოხმარებაზე, რაც არ იწვევს “სწრაფ შეჩვევასა და აგრესიულ ქცევას”, – საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს სახალხო დამცველის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ნარკოტიკული საშუალების მციორე რაოდენობით გამოყენება, ან მისი დამზადება, შეძენა და შენახვა, რომელიც არ ქმნის საზოგადოებრივ საფრთხეს …

Exit mobile version