რას ითხოვენ ქალები ხულოდან

ხულოში მცხოვრები ქალები იმ საჭიროებებზე საუბრობენ, რომელთა დაკმაყოფილებაც, მათი აზრით, აუცილებელია სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ერთ-ერთი საჭიროება დღის ცენტრების არსებობაა, სადაც ქალები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგის მომსახურებასაც მიიღებენ. ქალები ასევე მოითხოვენ შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრს. ხულოში 2 200-მდე შშმ პირი ცხოვრობს, ამის მიუხედავად, მაღალმთიან აჭარაში ერთი სარეაბილიტაციო ცენტრიც კი არ არსებობს, ადამიანებს ქალაქში ჩამოსვლა უწევთ …

19-31 აგვისტოს ფურტიო-სხალთის გზა დღისით ჩაიკეტება – იგეგმება ასფალტის დაგება

ხვალ, 19 აგვისტოს, ფურტიოს ხიდიდან სხალთის ხიდამდე მონაკვეთში, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე შეიზღუდება ავტომობილების მოძრაობა. დღის ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა შეზღუდული იქნება მომდევნო დღეებშიც, 31 აგვისტოს ჩათვლით. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი ამ მონაკვეთში გზაზე ასფალტის დაგების სამუშაოებია. „სარეაბილიტაციო მონაკვეთში გზა არის ვიწრო, ამიტომ სამარშრუტო მიკროავტობუსებს შეძლებისდაგვარად გავატარებთ, იმის …

ხულო-ზარზმის გზის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ქობულეთში ავტობანი ააშენა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს. ჩინურმა კომპანია – „სინოჰიდრომ“ აჭარაში ქობულეთის შემოვლითი გზაც ააშენა. ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი დაყოფილია 2 ნაწილად (ლოტად) და დეპარტამენტის ინფორმაციით, არაბთა ეკონომიკური …

ცემის შედეგად ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ აბაშიძე დღეს ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თამაზ აბაშიძის ახლო გარემოცვიდან ორმა სხვადასხვა პირმა დაუდასტურა. თამაზ აბაშიძის ნათესავების თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, „გუშინდელი ცემის შედეგად ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი“. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამაზ აბაშიძეს გუშინ სცემეს ხულოში, დღეს დილიდან ვრცელდება. ამ ინფორმაციის თანახმად, კამათი ხულოს საჯარო …

რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა

აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ჯამში, რისი დაზუსტებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, 40 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა. შემოსავლების შემცირების გამო ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო; ბევრი პროექტი კი წელს ვერ დასრულდება. ყველაზე …

წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს 

„ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს“, – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს გვეუბნებოდნენ ღრმა ხევის თავზე მოქცეული ბზუბზუელები, როდესაც სოფელს წყლის სისტემის მოსაწყობის სამუშაოების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ვეწვიეთ. სოფელ ბზუბზუში წყლის მილების გაყვანაზე უკვე თითქმის ათი დღეა მუშაობენ. ვიწრო ბილიკზე ჯერ თხრილების მომზადება და შემდეგ მძიმე მილების შეტანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რთული რელიეფის გამო, კაცები ყოველგვარი ტექნიკის …

დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 384 ათასი ლარია გამოყოფილი

ხულოს მუნიციპალიტეტმა სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 384 232 ლარია გამოყოფილი. ახალი ადმინისტრაციული შენობა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 168 კალენდარულ დღეში უნდა ააშენოს. თუმცა არასამუშაო დღეებია: 2020 წელს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 56 დღის შემდგომი პერიოდი 2020 წლის ბოლომდე და 2021 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 …

ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა – დეპარტამენტი

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღში შესვლა უფასოა. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო კი, მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს იქაურობა თოვლითაა დაფარული. ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ …

მოიალაღეების უფასო მგზავრობისთვის ხულოს მერია ხელშეკრულებას 22 500 ლარზე გააფორმებს

მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად ხულოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ ინდმეწარმე ლევან საგინაძე გამოავლინა. კომისიამ ის ხელშეკრულების გასაფორმებლად უკვე მიიწვია. სატენდერო თანხა 24 972 ლარი იყო, ლევან საგინაძე კი მომსახურებას ხულოს მერიას 22 500 ლარად სთავაზობს. ტრანსპორტი მოიალაღეებს, 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, უფასოდ უნდა მოემსახუროს. ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით: ხულო-ბეშუმი-ხულო [ყოველდღიურად] …

ხულოში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ხულოში ცენტრალური მაგისტრალი დაახლოებით ორი საათით იყო გადაკეტილი. რიყეთის მონაკვეთის გადაკეტვით აქციის მონაწილეებმა უგზოობა გააპროტესტეს. „გზა არის, მაგრამ ორმოებია საშინელი, მხოლოდ ორხიდიანი მანქანით თუ გაივლი, ისე ვერა, ძალიან რთულია გადაადგილება ხულოდან დანისპარაულამდე. სულ გვპირდებიან, ვაკეთებთო და მერე არაფერი,“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ოთარ ანთაძემ. იგი სოფელ რიყეთში ცხოვრობს. ცენტრალური გზა მას შემდეგ გაიხსნა, როცა …

სეტყვა და ღვარცოფი ხულოს სოფელში – მოსახლეობა ზარალს ითვლის [ვიდეო]

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო განვითარებულმა ღვარცოფმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა თხილვანაში, სოფლის გზები დააზიანა. დაისეტყვა ნათესები. „სეტყვა იყო, ნახევარი საათი. გზები და ნათესები დაზიანდა. ხეობაში არსებული მდინარე ადიდდა. სეტყვას იმდენი ზიანი არ მოუყენებია, რამდენიც ღვარცოფმა, რომელმაც ნათესები წალეკა,” – უთხრა „ბათუმელებს“ ქვედა თხილვანას მცხოვრებმა თეიმურაზ ქამადაძემ. ძლიერმა სეტყვამ გუშინ, 17 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის ორ …

ხულოს სოფლები ვერნები და ფუშრუკაული დაისეტყვა

ხულოს მუნიციპალიტეტში ორი სოფელი – ვერნები და ფუშრუკაული დაისეტყვა. ფოტოებზე, რომელიც “ბათუმელებს” მოაწოდეს, ჩანს რომ განადგურებულია ნარგავები. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით უცნობია რა ოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას. სოფლებისთვის სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის. პრესსამსახურის  თქმით  შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი რა ფორმით დაეხმარება ხულოს მერია დაზარალებულებს. 15 ივნისს სეტყვამ ნარგავები და …

ხულოს სოფელ წაბლანაში 19 აპრილს დაღუპულთა მემორიალს განაახლებენ

სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის მოწყობის სამუშაოებზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. მემორიალისთვის 78 420 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. პროექტით დაგეგმილია არსებული მემორიალის რეაბილიტაცია. ადგილს შემოღობავენ აგურის ღობით, მოაწყობენ სკვერს, ბილიკებს, განათებას, დაამონტაჟებენ სკამებს, დადგამენ ნაგვის ურნებს. ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მთლიანად შეიცვლება არსებული …

„45 წლის ასაკში პირველად დავსაქმდი“ – ევროკავშირის დაფინანსებული ბიზნესი ხულოში 

,,დიასახლისი ვიყავი აქამდე, დიდი ოჯახი გვაქვს: მეუღლე, სამი შვილი, მული, დედამთილი. მიწას ვამუშავებთ, ძროხებს ვუვლით. შვილები უკვე დაიზარდნენ. მომწყინდა სახლში და მუშაობა დავიწყე“, – ხულოში მცხოვრები მადონა დუმბაძე სულ ერთი კვირაა, რაც ნიღბებისა და მაისურების კერვას სწავლობს, საქმეს ალღო ადვილად აუღო, პირველად წავიდა ერთი კვირის წინ სახლიდან სამსახურში და მალე საკუთარი პირველი ხელფასიც ექნება. 19 …

ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის 7კმ-ის გასაკეთებლად 10,2 მილიონი დაიხარჯება

ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის დაახლოებით 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 10 264 247 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება სოფელ ფუშრუკაულთან და სრულდება სოფელ ხიხაძირში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 16 თვეში. მიმწოდებელს …

ხულოში მოიალაღეებს ივლისიდან ოქტომბრამდე ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 24 972 ლარია. ტრანსპორტი მოიალაღეებს 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მოემსახუროს. მოიალაღეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ქონაც. ამ პერიოდში ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: [checklist] ხულო-ბეშუმი-ხულო [ყოველდღიურად], ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი, ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი, დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა, სხალთა-სარიჩარის მთა-სხალთა, სხალთა-ხულო-თეთრობი-სხალთა, ხიხაძირი-სარიჩარის …

ხულო-ზარზმის 14 მლნ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის სხვა ტენდერს პროკურატურა იძიებს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „მამისონს“ შორის დღეს, 9 ივნისს, გაფორმდა. სახელშეკრულებო თანხა 14 581 880 ლარია. ტენდერი გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. აღნიშნული მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის მიმართულებით 5 კილომეტრში მთავრდება. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში „მამისონის“ გარდა …

დააკავეს კომპანიის დირექტორი, რომელიც ხიხაძირი-ბაკოს გზის რეაბილიტაციაზე მუშაობდა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით,  დააკავეს შპს „ორბიტას“ დირექტორი, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით  საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებიან. „გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტში „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა მ.კ.-მ, სახელმწიფო შესყიდვის …

ხულოს, ქედისა და ქობულეთის სოფლები, სადაც კანალიზაციის გაკეთებას იწყებენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, ასევე, ქედის სოფელ ტიბეთასა და ქობულეთის დაბა მუხაესტატეში წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობა იგეგმება. სამუშაოები აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ამ ეტაპზე 50 მილიონი ევროა გამოყოფილი. თუმცა, ამ სამ სოფელში, როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ გვითხრეს, სამუშაოები არა ამ თანხით, არამედ, ცალკე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 800 …

ხულოში ძლიერმა ქარმა 9 სახლის სახურავი დააზიანა

ხულოში ძლიერმა ქარმა 9 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა სოფლებში: ღორჯომი, მეკეიძეები, ნიაკეთი, ირემაძეები, თხილვანა და გუდასახო. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, ორი ოჯახი დროებით საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდა. „ჩვენ დავითვლით ხარჯებს და კომისიურად განიხილება, რა ოდენობის თანხა უნდა მიიღოს თითოეულმა ოჯახმა, ამ ეტაპზე ამას ვერ გეტყვით,“ – გვითხრა ხულოს მერმა.

ხულოში დაიწვა ხის სახლი, სადაც 7 ადამიანი ცხოვრობდა

ხულოში, სოფელ საციხურში ხის სახლი დაიწვა. სახლში 7 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „სახლი დაიწვა, ასევე ბოსელი და დამხმარე ნაგებობა… ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა… სავარაუდოდ, დენის გამო გაჩნდა ხანძარი, თამაშობდა შუქი და რაღაცას აკეთებდნენო,“ – გვითხრა ხულოს მერიის წარმომადგენელმა სოფელ საციხურში მერაბ შავაძემ. ხანძარი ლოკალიზებულია. მერის წარმომადგენლის თქმით, ამ …

ხულო-ზარზმის გზის 18-მილიონიან ტენდერში „ოცნების“ შემწირველი მონაწილეობს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 მაისს, დასრულდა. ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას დეპარტამენტს ტენდერში მონაწილე შპს „მამისონი“ 14 581 880 ლარად სთავაზობს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ამიტომ, ამ ეტაპზე [შერჩევა-შეფასება] უცნობია, მონაწილეობენ თუ არა ტენდერში სხვა კომპანიები …

ხულოში წყალს გრაფიკით იღებენ – როცა პანდემიის დროს წყალი არ გაქვს

“ახლა წყალი არ მოდის, სავარაუდოდ საღამოს მოვა რვისკენ. დღეს წვიმდა და ალბათ ისევ ამღვრეული იქნება,“ –  ხულოში მცხოვრებ ლაშა ბოლქვაძეს აღარ უკვირს, როცა ონკანში ამღვრეული წყალი მოდის. ლაშა ერთ-ერთია იმ აქტივისტთა შორის, ვინც ხულოს მერიას მუდმივად აკრიტიკებს და სთხოვს დაბისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, სუფთა სასმელი წყლის მიწოდება უზრუნველყოს. „ორი კვირის წინ რამდენიმე დღე საერთოდ არ გვქონდა …

ხულოში ავარიის შედეგად 29 წლის კაცი დაიღუპა

გოდერძის უღელტეხილზე უბედური შემთხვევის შედეგად 29 წლის კაცი დაიღუპა. კაცი ტრაქტორს მართავდა, როდესაც ის ხევში გადაიჩეხა. ადგილზე მისულ სასწრაფოს და სამაშველო სამსახურს ის გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვლილი სოფელ პაქსაძეებში ცხოვრობდა. ის გოდერძის უღელტეხილზე გზის გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდა. „ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ჩაეძინა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გურამ კახაძემ, მერის წარმომადგენელმა სოფელ პაქსაძეებში. მისივე …

ხულოს მთის სოფლებში მეორე დღეა თოვს [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში ორი დღეა თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლი ღამით მოდის, დღისით კი შრება. მოსული ნალექი მცირეა და მას მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა შეაფერხა სოფლის მეურნეობის სამუშაოები.

ხულოს მაღალმთიან სოფლებში გათოვდა [ფოტო]

დღეს, 22 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში მოთოვა. თოვლის საფარის სიმაღლე 3-4 სმ-ია. ხულოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, თოვლი ძირითადად მაღალმთიან სოფლებშია. ნალექს მოსახლეობისთვის სირთულეები არ შეუქმნია.  

6 სტუდენტი, რომლებიც ხულოში ღარიბ ოჯახებს ეხმარებიან

სტუდენტებმა, რომლებსაც კორონავირუსის გამო ხულოს მუნიციპალიტეტში დაბრუნება მოუხდათ, საქველმოქმედო ფონდი „ხულო“ შექმნეს და სოფლად მცხოვრებ ღარიბ ოჯახებს ეხმარებიან. მაია რიჟვაძე,  ქეთი ბოლქვაძე,  თამთა აბულაძე, გიორგი რიჟვაძე, ნინია თავართქილაძე და ქეთევან ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტიდან არიან. ექვსივე სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობს. ხულოში დაბრუნების შემდეგ ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ – დახმარებოდნენ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ეს. „ერთ-ერთ …

კავშირი სუსტია და ინტერნეტი ჭედავს – როგორ სწავლობენ ბავშვები სოფლად

ლინდა გობაძე მეექვსე კლასელია. ხულოში, სოფელ ირემაძეების სკოლაში სწავლობს. მარტის დასაწყისში, როცა საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გამო სწავლა შეწყდა, ლინდას სკოლა ონლაინსწავლებაზე გადაერთო. ლინდას კლასში ექვსი მოსწავლეა. მათგან ინტერნეტი მხოლოდ ლინდას არ აქვს. „მხოლოდ  კომპიუტერი მაქვს, ინტერნეტი არა. სახლშიც არავის აქვს დიდი ტელეფონი და ვერ ვახერხებდი მეცადინეობას,“ – გვიხსნის ლინდა. გოგონას თქმით, მისი თანაკლასელები მშობლების ტელეფონებით …

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერის მოგებას 7 კომპანია ცდილობს

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები უკვე გაიხსნა და შემდეგ ეტაპზე ამ წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება. ახალი ტენდერი 2 ნაწილად გამოცხადდა. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო  5 …

ხულოში ხიხაძირისკენ მიმავალი გზა მეწყერმა ჩაკეტა

ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის მე-19 კილომეტრზე, ხულოში, სოფელ ფუშრუკაულსა და კვატიას შორის ტერიტორიაზე, დღეს, პირველ აპრილს, მეწყერი ჩამოწვა. ხულოს მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში ჩამოშლილმა მიწის მასამ საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტა. გზის გაწმენდის სამუშაოები გვიან საღამომდე მიმდინარეობდა. გაწმენდის სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები აწარმოებენ. მერიის ინფორმაციით, რაღაც მონაკვეთში მოხერხდა გზის გახსნა მაღალი გამავლობის …

ხულოდან ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობას წყვეტენ

ხულოდან ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსები ხვალ, 18 მარტიდან, აღარ იმოძრავებენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ შპს „ხულოს ავტოსერვისმა“ მიიღო. კომპანიაში გვითხრეს, რომ მათ ასეთი მითითება ხულოს მერიისგან მიიღეს. ხულო-ბათუმი-ხულოს ხაზზე ამ კომპანიის 30-მდე მიკროავტობუსი მუშაობს. „მგზავრების ნაკლებობა ისედაც იყო, ბათუმიდან ხულოში მომავალ მიკროავტობუსში ზოგჯერ 3-4 მგზავრი იყო. ჩვენ გავითვალისწინეთ მერიის რეკომენდაცია და ბათუმის მიმართულებით რეისებს 18 მარტიდან შევწყვეტთ, …

ხულოში მომხდარი მკვლელობისა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის პირს 22 წელი მიუსაჯეს 

ხულოში, სოფელ ხიხაძირში, მომხდარი მკვლელობის საქმეზე რემზი ბ.-ს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ამავე თემაზე: ხულოში 40-წლამდე კაცი მოკლეს ეს ამბავი გასული წლის 25 ივნისს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, რემზი ბ.-მ, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, სოფლის ცენტრში კაცი მოკლა და მიიმალა. იმავე დღეს მან პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი. დაპირისპირების დროს ორი პოლიციელი …

ხულოს სოფელ მეკეიძეებში მეწყერი ჩამოწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში გუშინ მეწყრული პროცესი განვითარდა. მიწის ჩამოშლის შედეგად არავინ დაზარალებულა. ხულოს მერიაში ამბობენ, რომ სოფელთან მისასვლელი ალტერნატიული გზა არსებობს. ამ წუთებში ადგილზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდის სამუშაოებს ატარებს. მეწყრული პროცესების შედეგად საავტომობილო გადაადგილება არ შეზღუდულა. აჭარის საავტომობილო გზების ინფორმაციით, რამდენიმე საათში გზის გაწმენდის სამუშაოებში დამატებითი მძიმე ტექნიკა ჩაერთვება და ჩამონაშალის …

ხულო-თაგოს საბაგირო გზა აგვისტომდე არ იმუშავებს

სამგზავრო ბაგირგზა „ხულო-თაგოს“ საწევი ბაგირის შეცვლისა და თანმხლები სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 124 724 ლარია. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, თუ სატენდერო პროცედურები დროში არ გაიწელა, საბაგირო გზა აგვისტოში უნდა ამუშავდეს. …

„ორივეჯერ კაფეში ესროლა“ – ხულოში მომხდარი მკვლელობა, სადაც 2 პოლიციელიც დაჭრეს

„საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, ჩაძინებული ვიყავი და რემზიმ გამაღვიძა, წამოდი სოფლის ცენტრში, ახალი „პივები“ ექნებათ მოტანილი და დავლიოთო, წავედით…“ – ხულოში, სოფელ ხიხაძირში მომხდარ მკვლელობას ასე იხსენებს მოწმე ზაურ ა. ის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რემზი ბ.-თან ერთად შემთხვევის ადგილზე იყო. ეს ამბავი გასული წლის 25 ივნისს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, რემზი ბ.-მ სოფლის ცენტრში კაცი მოკლა …

გაუწმენდავი გზის გამო პაციენტი ციგით გადაჰყავთ – „აი, ეს არის ჩვენი მთავრობა“ 

აჭარის მაღალმთიან სოფლებში შიდა საუბნო გზებზე დიდთოვლობის გამო კვლავ პრობლემებია. ბოლო დღეებში იყო შემთხვევები, როცა პაციენტებამდე სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მივიდნენ და მოსახლეობამ მოქალაქეები სასწრაფომდე ხელით და ტრაქტორის დახმარებით მიიყვანა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის თითქმის ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და „ამ მხრივ პრობლემები არ არის“. „რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს …

Exit mobile version