ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 241 ათასამდე ლარს გადაიხდის. შესაბამისი დოკუმენტის მოსამზადებლად სამინისტროს კონკურსი აქვს გამოცხადებული, რომელიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ელექტრონული შესყიდვების პორტალის მონაცემებით, შესაბამის კვლევას [ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას] სამინისტროს შპს „არტსტუდიო-პროექტი“ სთავაზობს. კომპანიის მხრიდან მომსახურებისთვის მოთხოვნილი თანხის ოდენობა პორტალზე ამ ეტაპზე არ ჩანს. …
Continue reading “რას გულისხმობს კურორტ ბეშუმის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება”