ბათუმში 215 ბავშვი ჯანდაცვის მომსახურების გარეშეა დარჩენილი

ბათუმში 215 ბავშვი მომსახურების გარეშეა დარჩენილი. ბათუმის მერიის ორივე პროგრამა, რომლითაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები სარგებლობენ, ასევე ადრეული განვითარების პროგრამა, შეჩერებულია. „ბათუმელებს“ აუტისტური სპექტრის ქცევითი თერაპევტი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ მიუღიათ ზუსტი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა ბავშვებთან. სპეციალისტის თქმით, ამ დრომდე მხოლოდ არაოფიციალურ ინფორმაციას ფლობენ იმის თაობაზე, რომ თუკი სპეციალისტები …

ქართველი მეცნიერი კანადიდან: შესაძლოა, შემოდგომაზე გვქონდეს covid 19-ის ვაქცინა

„შექმნილი ვაქცინა უკვე გადის პრეკლინიკურ ფაზას, ეს არის ცხოველებზე დატესტვა… გააჩნია რა პასუხებს მივიღებთ და შემდეგ გადავალთ ადამიანების გამოცდაზე, რასაც ჰქვია კლინიკური ფაზა…. ამ პროცესს დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება,“ – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბუნების შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორმა, კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერმა გიორგი ბაბუაძემ. ის ერთ-ერთი მეცნიერია მათ შორის, რომლებიც covid -19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობენ. …

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 6 აპრილს, ბათუმში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით დაინფიცირებული პირები კარანტინში იმყოფებოდნენ, ორს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი კი ლონდონში იმყოფებოდა. ინფიცირებული პირები ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ იმკურნალებენ. „სამივეს მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი. სამივე არის 45 წლამდე ასაკის. აქედან, ორი პირი იყო საკარანტინო სივრცეში, მეორე კი კლინიკაში აეროპორტიდან გადაიყვანეს. …

ბათუმის ინფექციურში მოთავსებული 5 პირიდან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – COVID 19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 პირიდან კორონავირუსი დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა. 5 პირი კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს. 22 მარტის მონაცემებით, ბათუმში 3 პირია კორონავირუსით ინფიცირებული. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევათა რაოდენობა ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 54 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3 კარანტინის რეჟიმში – 3 254 თვითიზოლაციაში – 2693 სტაციონარში მეთვალყურეობის …

ბათუმში კორონავირუსი მესამე პირს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ახლახან განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. ბათუმის კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში სამი პირი გუშინ ღამით გადაიყვანეს. კორონავირუსი მათგან ერთ-ერთს დაუდასტურდა. ბათუმში კორონავირუსი 21 მარტის მდგომარეობით უკვე სამ პირს აქვს დადგენილი. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყნის მასშტაბით დღეს ახალი …

ბათუმში სამედიცინო ქსელის – აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

ბათუმში, გორგასლის ქუჩის 156 ნომერში, თურქული სამედიცინო ქსელის, აჯიბადემის, ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობითი ოფისი ადამიანებს დაეხმარება ქსელის საავადმყოფოებთან პირდაპირ კომუნიკაციაში. აჯიბადემი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას და უახლეს მეთოდებს სთავაზობს. ბათუმის ოფისის მეშვეობით, პაციენტები შეძლებენ არსებული დიაგნოზის გადამოწმებას და საჭირო დახმარების მიღებას. საქართველოს მასშტაბით ეს უკვე მეორე ოფიციალური წარმომადგენლობაა, პირველი ოფისი რამდენიმე წლის წინ თბილისში გაიხსნა. …

„არ მინდოდა, მაგრამ ასეა საჭიროო“ – „რესპუბლიკურის“ ახალი დირექტორი

ახალ შენობაში გადასვლას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი დირექტორი ექიმებს უკვე დაჰპირდა. შეხვედრა გუშინ, 4 მარტს, შედგა, როცა სოლომონ ფუტკარაძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურის დირექტორად დანიშნა. ჩვენ სოლომონ ფუტაკარაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით. კითხვების დასმამდე ახალმა დირექტორმა გვითხრა, რომ ბევრი საქმე აქვს და მხოლოდ ხუთ წუთს დაგვითმობდა. ბატონო სოლომონ, თქვენ ექიმებს უკვე დაჰპირდით ახალ შენობაში გადასვლას, რასაც …

ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორად სოლომონ ფუტკარაძე დანიშნეს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს – ექიმი რადიოლოგი სოლომონ ფუტკარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა უკვე წარუდგინა საავადმყოფოს თანამშრომლებს. აქამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოს მალხაზ ხალვაში ხელმძღვანელობდა. „ბატონი სოლომონი აჭარის რეგიონში ერთ-ერთი დამსახურებული ექიმია, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა და კარგად იცნობს აქ არსებულ მდგომარეობას… რაც შეეხება ბატონ მალხაზს, ის დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მას …

ლადო კახაძე ზიარების კოვზზე: მიკროფონიც საერთო გამოყენების საგანია

„როდესაც მიკროფონი მიაქვს ჟურნალისტს რესპონდენტთან, ზუსტად იმ მანძილზე მიაქვს, რომელიც ყველაზე მეტად არის საშიში ნერწყვის გადმოდენის კუთხით, გესმით?“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „მთავარი 8 საათზე“. პარლამენტის წევრს, რომელიც გადაცემაში კორონავირუსის შესახებ საუბრობდა, ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა მართლმადიდებელ ეკლესიაში ზიარების რიტუალზე, რომლის დროსაც საერთო კოვზს იყენებენ და არსებობს დაავადების გავრცელების რისკი. „საპატრიარქო …

როგორ ამოვიცნოთ და დავწიოთ სისხლში მომატებული ქოლესტერინის დონე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად, გულის იშემიური დაავადების მესამედი ორგანიზმში მაღალი ქოლესტერინის დონეს უკავშირდება და ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, რაც მთლიანი გარდაცვალებების 4.5 პროცენტს შეადგენს. ქოლესტერინი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად ჩვენს სისხლში ცირკულირებს. ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ამბობს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის არსებობა ხშირად არასწორად ესმით. ექიმის თქმით, ქოლესტერინი ყოველთვის „ცუდი“ არ …

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას – პედიატრის რჩევები

ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი სიმაღლეში ჩამორჩება თანატოლებს? შესაძლოა ეს ამაში უცნაური არაფერი იყოს, რადგანაც ზოგიერთი ბავშვი ნამდვილად უფრო ნელა იზრდება, ვიდრე სხვა, რაც გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა, რიგ შემთხვევებში შესაძლოა საქმე ზრდასთან დაკავშირებულ გარკვეულ დარღვევასთან გვქონდეს. UNICEF-ის განმარტებით: სიმაღლეში ჩამორჩენა ეხება ბავშვს, რომელიც თავის ასაკთან შედარებით ძალიან დაბალია. სიმაღლეში ჩამორჩენა ნიშნავს, რომ ბავშვი არ იზრდება …

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – WHO რეკომენდაციები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ის გვთავაზობს ექვს გზას, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი, ოჯახის წევრები და საზოგადოება კორონავირუსისგან: [checklist] ხშირად დაიბანეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი საწმენდებით ან საპნით და წყლით. ხველების ან დაცემინების დროს, აიფარეთ პირსა და ცხვირზე ხელი (იდაყვის ნაწილი) ან ქაღალდის ხელსახოცი, რომელიც შემდეგ მალევე უნდა მოიშოროთ და დაიბანოთ ხელები. …

მინისტრი ექთნების ხელფასების შემცირებაზე – მედდებს ჩემთვის ჯერ არ მოუმართავთ

„ეს არის 520-ე დადგენილებაზე ძალით მიბმული თემა. რატომ მაინცადამაინც მედდის ხარჯზე აკლდება? კლინიკებს იმ თემაზე გადააქვთ, ვინც უფრო სენსიტიურია, რომ მეტად იხმაუროს და გამოჩნდეს,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მას ექთნების შესახებ ვკითხეთ, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობის ახალი დადგენილების შემდეგ კლინიკებმა მათ ხელფასები შეუმცირეს. ექთნები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მათი გასამრჯელო ისედაც მიზერულია. …

კვირას საოჯახო მედიცინის ცენტრი 2 საათამდე, ბათუმის N1 პოლიკლინიკა კი 5 საათამდე იმუშავებს

გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებებით ბათუმის კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში გაიზარდა, თუმცა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი არ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ცენტრის ინფორმაციით, ბათუმსა და ზოგადად რეგიონში ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მიუხედავად ამისა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირას, 5 იანვარს, პაციენტებს: დილის 10 საათიდან, დღის 2 საათამდე მიიღებს საოჯახო …

ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს შაბათს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან

გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა პრევენციისა და დროული რეაგირების მიზნით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთან შევხდრას ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამსახურის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები. სამინისტროს რეკომენდაციით, ხვალ, 4 იანვარს ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან. ეს დაწესებულებებია: [checklist] …

აჭარაში გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა არა საგანგაშოდ – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, წინა კვირასთან შედარებით გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის. „აჭარაში ძირითადად ცირკულირებს B ტიპის ვირუსები. მომართვიანობის გაზრდას ველოდებით, თუმცა, აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა გვაქვს რეგიონში, სეზონურობის გათვალისწინებით. ჰოსპიტალიზაცია გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, 4-დან 7,5 პროცენტამდე იყო გაზრდილი. ძირითდად მატება არის ბავშვებში. რაღაც გართულებული სიტუაცია არ გვაქვს, …

ბათუმის მერიამ სასწრაფო დახმარების 4 მანქანა იყიდა

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა „ტოიოტას“ ფირმის 4 მაღალი გამავლობის მანქანა შეიძინა. ტრანსპორტის საერთო ღირებულება 574 ათასი ლარია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ავტომობილების შეძენა გამოძახებების რიცხვის გაზრდას უკავშირდება. „განსაკუთრებული პრობლემები ამ მხრივ ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გვქონდა, სადაც ზოგიერთ დასახლებებში ჩვეულებრივი მანქანებით მისვლა განსაკუთრებით ზამთრის უამინდობის …

ჯანდაცვის მინისტრი: დაშავებულ მუშას ფეხი შეუნარჩუნდება

„დაშავებულს ფეხი შეუნარჩუნდება,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე აბუსერიძის ქუჩაზე დაშავებული მუშების შესახებ. წყალანირების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დღეს, 17 ნოემბერს, რკინის კონსტრუქციის დაცემის შედეგად ორი მუშა დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ მუშას ფეხი მოტეხილი ჰქონდა. „ორივე დაშავებულს ახლა ოპერაციას უკეთებენ. 40 წლამდე მამაკაცს ორივე წვივის ძვალი აქვს მოტეხილი, მას რეფერალურ ჰოსპიტალში უტარებენ …

კომაში მყოფი კიდევ ერთი მოსწავლეც გარდაიცვალა – ქობულეთის ავარია

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული მეთორმეტეკლასელი ბიჭი გუშინ ღამით გარდაიცვალა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს. კლინიკაში რჩება ავარიის შედეგად დაშავებული გოგო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არასრულწლოვნები 29 ოქტომბერს სოფელ ქობულეთში მოყვნენ ავარიაში – მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, ოთხი – კლინიკაში მოათავსეს. ბათუმისა და ქობულეთის კლინიკებიდან 4 ნოემბერს გაწერეს ავარიაში მოყოლილი კიდევ ორი მეთორმეტეკლასელი.

„ავერსის კლინიკის“ უფასო გასინჯვების აქცია ბათუმის „მედალფაში“

9 ნოემბერს ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ უფასო კონსულტაციების დღე მოეწყო. პროგრამის ფარგლებში „მედალფას“ ესტუმრნენ  „ავერსის კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის, კარდიოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი, ენდოკრინული ქირურგი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი. აქცია „ავერსის“ 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო და კომპანიის დამფუძნებლის, პაატა კურტანიძის მხარდაჭერით ხორციელდება. ამასთან, მთელი ნოემბრის განმავლობაში „მედალფაში“ ყველა სახის …

2020 წლიდან სასწრაფოსა და სოფლის ექიმებს ხელფასი გაეზრდებათ – ბიუჯეტის პროექტი

2020 წლის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ხელფასები ემატებათ გარკვეულ ჯგუფებს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მათ რიცხვში არიან სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმები. 2020 წლის 1-ელი ივლისიდან სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმების პროგრამების ფარგლებში, 8 ათასამდე პირს, ანაზღაურება 100 ლარით გაეზრდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წლიდან, მთელი …

სასწრაფოს სპეციალიზებული ავტომანქანები თავშეყრის ადგილებში გამოჩნდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო დახმარების სპეციალიზებული ავტომანქანები იმოძრავებს. ახალი სატრანსპორტო საშუალებები განკუთვნილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების პარამედიკოსებისთვის, რომლებიც ოპერატიულ რეაგირებას, რთული საგზაო მოძრაობის პირობებში, სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის ავტომანქანების მოსვლამდე შეძლებენ. სპეციალიზებული ავტომობილები ღია სივრცეებში მოწყობილ თავშეყრის ადგილებში, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავს ადგილებში განთავსდება, მათ შორის, ბათუმის ბულვარში. ზუსტად როდის გამოჩნდება სასწრაფო სამედიცინო …

რას დააფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წელს 21-მილიონიანი ბიუჯეტით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს  2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 18%-ით, 337 365 ლარით გაიზრდება და 21 000 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 2020 წელს 36 პროგრამას განახორციელებს, ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 2020 წელს დაგეგმილი სიახლეები  მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამა 2020 წლიდან პირველად მოხდება 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების …

ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში რჩება

ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკა „მედინაში“ რჩება. ნეიროქირურგის, გიორგი ვალიშვილის თქმით, მას ოპერაცია გუშინ ღამით ჩაუტარდა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომაროება სტაბილურია. დაშავებულს თავის ძვლების მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 17 ოქტომბერს, მეჯინისწყლის დასახლებაში მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაშავებული ბიჭი „მედინაში“ გადაიყვანეს, ცოლ-ქმარი კი, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. …

წამებში გადარჩენილი სიცოცხლე – აორტის დისექციის ოპერაციები საერთაშორისო ჰოსპიტალ „ბაუში“

„გილოცავთ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და თქვენი მეუღლე გადარჩა“ – ამ სიტყვებს ნინო დოლიძე 9-საათიანი ოპერაციის განმავლობაში ელოდა კართან, რომლის მიღმაც მის მეუღლეს აორტის დისექციის (განშრევების) ურთულეს ოპერაციას უკეთებდნენ. პაციენტი ახლა თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან მალე გაეწერება კიდეც. „ჩემს მეუღლეს არაფერი სტკიოდა, არც კი ვიცოდით, რომ გულის კედლები ფურცელივით ჰქონდა გათხელებული, ეს პირველად საავადმყოფოში გვითხრეს …

სასწრაფო დახმარების ცენტრები ერთიანდება

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“, თბილისის მერიის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ და შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ერთიანდება. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას აღნიშნული სამი სამსახური ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებდა. გაერთიანების შემდეგ კი, ისინი ცენტრალიზებულად იმუშავებენ. აღნიშნული სამსახურების გაერთიანების შემდეგ, ერთიანი ცენტრი ჯანდაცვის …

მინდობით აღზრდის შემდეგ 18-დან 25 წლამდე პირები თვეში 465 ლარს მიიღებენ

2020 წლიდან პირველად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ იმ პირებს გაუწევს, რომელთაც შეუსრულდებათ 18 წელი და ვეღარ ისარგებლებენ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით“. „მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის“ ახალ პროგრამაში ჩაერთვებიან ის პირები, რომლებიც აღარ იქნებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ და ვერ მოახერხებენ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო მინდობით აღზრდაში მყოფ სრულწლოვან პირებს …

„დარღვევა გამოვლინდა ყველგან“ – 16 წლის ლუკას დაღუპვაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს

„დარღვევა გამოვლინდა ყველგან, სადაც ბავშვი მოხვდა,“ – ამბობს ზაალ კაპანაძე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. მას 16 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე ვკითხეთ. სააგენტოს უფროსი აქცენტს აკეთებს სამედიცინო დაწესებულებების ჯარიმებზე, ასევე ექიმების პასუხისმგებლობაზე. სააგენტოს უფროსი არ თვლის, რომ პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც მთლიანად სისტემაზეა პასუხისმგებელი, ვინც ლიცენზია გასცა და ასევე რეანომობილი არ …

რეკომენდაციები ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციისთვის – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციის მიზნით მოსახლეობას შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს: [checklist] საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნეთ სიგრილე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი – 24°C-ს. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას და ფიზიკურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. არ დატოვოთ ბავშვები გაჩერებულ ტრანსპორტში. ატარეთ ნატურალური, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი ან ქოლგა, მზისგან დამცავი …

„ექიმმა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელებაო“ – რატომ აღარ ჩნდებიან ფოთში ბავშვები

„მახსოვს, ექიმმა როცა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელება, გააჩერეთ მანქანაო… რამდენიმე წუთში სასწრაფოს მანქანაში ჩემი გოგო დაიბადა,“ – ამას ფოთში მცხოვრები მარიამ სიგუა ამბობს. ის არ არის პირველი, ვინც სამშობიაროდ ფოთიდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში – სენაკში წაიყვანეს. მას შემდეგ, რაც ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლი დახურეს, ფოთელები შვილებს სენაკში აჩენენ. სენაკი ფოთიდან 36 კილომეტრითაა დაშორებული. …

ყველა რაიონში და ქალაქში რეანომობილს ვერ დავაყენებთ – გადაუდებელი დახმარების ცენტრი

ონისა და ამბროლაურში მოსახლეობის მხრიდან რეანომობილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დაგეგმარების, ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ამირან გოგიტიძე. მისი თქმით, საჭიროა თუ არა ამ მუნიციპალიტეტებში რეანომობილის დამატება, ეს უნდა შეისწავლონ. რეფერალური სისტემა აგებულია ისე, რომ  როდესაც პაციენტი შედის კლინიკაში და კლინიკა აკეთებს გამოძახებას რეანომობილზე, სანამ რეანომობილი მოვა, …

სააგენტო 16 წლის მოზარდის კომაში ყოფნაზე: „კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა ხარვეზები“

სოციალურ ქსელში დღეს, 26 ივლისს, გავრცელდა პეტიცია რეანომობილის მოთხოვნით. პეტიციის ტექსტში წერია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება ადამიანის სიცოცხლეს. პეტიციის ავტორი ლამარა ბოჭორიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რეანომობილის არქონის გამო, 16 წლის მოზარდი, რომელიც დროულად ვერ გადაიყვანეს კლინიკაში, ისევ კომაშია. მოზარდი 22 …

ბათუმში სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა

„ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ – ამ სლოგანით გაიხსნა დღეს, 5 ივლისს, ბათუმში სტომატოლოგ ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. ფორუმს ესწრება სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეითლინ კელი აშშ-დან. „კონფერენციას ესწრებიან წამყვანი ქვეყნების სტომატოლოგთა ასოციაციების წარმომადგენლები, წელს არის  მე-15 საერთაშორისო კონგრესი. ქალთა …

ანგისის ბავშვთა საავადმყოფო 500 ლარით დააჯარიმეს

500 ლარით შპს “ევექსი ჰოსპიტალი” მოსამართლე კობა გოცირიძემ დააჯარიმა. სასამართლო განხილვაზე ამ კომპანიის იურისტმა თქვა, რომ ის შემოწმების ოქმში დაფიქსირებულ დარღვევებს ეთანხმება. “ევექსის” ერთ-ერთი კლინიკა – ანგისის ბავშვთა საავადმყოფო სამედიცინო რეგულირების სააგენტომ გასულ წელს შეამოწმა. სააგენტოს დასკვნის მიხედვით, კლინიკაში სამედიცინო საქმნიანობის სანებართვო და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის ფაქტები გამოვლინდა. “პირველი დარღვევა იყო ის, რომ პედიატრიულ განყოფილებაში …

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოში გარდაცვლილი ბიჭის დედა კომპენსაციას მიიღებს

„უკვე შესაძლებელია გარდაცვლილ პირზეც მოითხოვოს ოჯახის წევრმა მორალური ზიანის ანაზღაურება. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა,“ – ამბობს ადვოკატი ემზარ პაქსაძე. მისი დაცვის ქვეშ მყოფი გულნარა სარიშვილის სარჩელი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. დღეს, 17 ივნისს, აღსრულების მოთხოვნით გულნარა სარიშვილმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. გულნარა სარიშვილის შვილი – 25 გიორგი ბოლქვაძე 2004 წელს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. …

რა საფრთხეს ქმნის მაღალი ტემპერატურა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე, უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. მაღალმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. …

Exit mobile version