მთავარი,სიახლეები

რას დააფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წელს 21-მილიონიანი ბიუჯეტით

25.10.2019 • 1769
რას დააფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წელს 21-მილიონიანი ბიუჯეტით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს  2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 18%-ით, 337 365 ლარით გაიზრდება და 21 000 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 2020 წელს 36 პროგრამას განახორციელებს, ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

2020 წელს დაგეგმილი სიახლეები 
მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამა

2020 წლიდან პირველად მოხდება 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დაფინანსება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში. სამინისტრო დააფინანსებს:

[checklist]

  • ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაციას -არაუმეტეს 100 000 ლარით
  • ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას – არაუმეტეს 180 000 ლარით
  • ძვლის ტვინის ჰაპლოიდენტურ ტრანსპლანტაციას – არაუმეტეს 210 000 ლარით

[/checklist]

 

მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა

გაიზრდება ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების (კერძოდ, მუცინიპალიტეტებში რეგისტრირებული) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, რომლებიც ოპერაციას საქართველოში ჩაიტარებენ:

[checklist]

  • ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიით, ტრანსპლანტაციის წინა და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვით, ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდება 80 000 ლარით (დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს კი – 100 000 ლარით
  • ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია – ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს დაუფინანსდება 130 000 ლარით (დამატებით 20 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია). ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს – 150 000 ლარით
  • ასევე, ამავე პროგრამის ფარგლებში გაიზრდება ღვიძლის ტრანპლანტაციის დაფინანსება, კერძოდ: ქ. ბათუმში რეგისტრირებული პაციენტებისათვის ნაცვლად 65 000 ლარისა დაფინანსდება 70 000 ლარით (დამატებით 30 000 ლარს გამოყოფს ქ. ბათუმის მერია). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტების კი სამინისტრო – 100 000 ლარით დააფინანსებს
  • გაფანტული სკლეროზის მკურნალობა მაღალეფექტური, ძვირადღირებული მედიკამენტით ნაცვლად 10 პაციენტისა დაუფინანსდება 18 პაციენტს.
  • 2020 წელს პირველად დაგეგმილია რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დაფინანსება ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით. პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ პაციენტები, რომელთაც აქვთ რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმა, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ჩატარებული აქვთ მკურნალობა დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატოიდული მედიკამენტებით, მაგრამ კვლავ აღენიშნებათ რევმატოიდული ართრიტის მაღალი აქტივობა.

[/checklist]

 

სოციალური დაცვის მიმართულება

2020 წლიდან ამოქმედდება მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებულ (სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ) ასაკის პირთა მატერიალური მხარდაჭერა, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა, საზოგადოებაში სრული რეინტეგრაცია.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 18-დან 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც აღარ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი და ვერ ხერხდება მათი ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია. სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ მათი უმრავლესობა განიცდის არამარტო ეკონომიკურ პრობლემებს, არამედ არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართობი. პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს მათი მატერიალური მდგომარეობისა და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, პროფესიული განათლების მიღებისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რისთვისაც გათვალისწინებულია 465-მდე ლარი თვეში.

18-დან 25 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომლებიც აღარ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი და ვერ ხერხდება მათი ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია, ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლიდან ყოველთვიურად 465 ლარს გამოყოფს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: