აივ-ინფექცია/შიდსის გავრცელება აჭარაში [სტატისტიკა]

ბათუმში აჭარის რეგიონის აივ-ინფექცია/შიდსის სტრატეგიის შემუშავებაზე ადვოკატირებასა და კოორდინაციაზე შეხვედრა ტარდება. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ აჭარაში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის მიმდინარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა, რომლის მიხედვითაც 2019 წლის მაისის მდგომარეობით აჭარაშ, ჯამში, 29 488 ადამიანს ჩაუტარდა სკრინინგი, მათ შორის C ჰეპატიტზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა 340 შემთხვევაში, AIV-ზე – 27, ტუბერკულოზზე ეჭვი …

რატომ არ შეეხო რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამაში 14 მაისს შესული ცვლილებები

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. პროგრამა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 28 იანვარს დაამტკიცა. ცვლილებები კი, 14 მაისს შეიტანა. ამ პროგრამის მიხედვით, 2019 წელს, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, ასევე საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით …

რა გაარკვია მინისტრმა? – გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები აქციების ისევ გამართვენ

„მინისტრი შუამავლობას დაგვპირდა, მაგიტომ დავიშალეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა, არც კი შეგვხვედრია. ჩვენ მორიგი საპროტესტო აქციისთვის ვემზადებით,“ – ამბობს ნოდარ ქათამაძე. ის 21 მარტს ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ბიძაა. მისივე თქმით, სავარაუდოდ,  გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საპროტესტო აქციას შაბათს ისევ გამართავენ. აქციის ადგილი ამ ეტაპზე უცნობია. ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს. ისინი …

გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების 6-პუნქტიანი მოთხოვნები სერგეენკოსა და პარლამენტს

ბათუმის საავადმყოფოებში ბოლო პერიოდში გარდაცვლილი 7 პაციენტის ახლობლები დღეს, 15 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სამინისტროს რეაგირება მომხდარ ფაქტებზე და მოსთხოვეს მინისტრს, ზაალ მიქელაძეს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პაციენტების დაღუპვის მიზეზებს. ასევე დაიწყება სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალის კვალიფიკაციის შესწავლა. დღევანდელ შეხვედრაზე …

აჭარაში შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი სისტემა ინერგება

დღეს, 8 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების ახალი სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. სისტემა პირველად ინერგება საქართველოში და მისი პილოტი აჭარაში განხორციელდება. „ახალი სისტემა შესაძლებლობას მოგვცემს, ადამიანი დავინახოთ მისი სტატუსის იქეთ, დავინახოთ რა სჭირდება მას იმისთვის, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს, იყოს აქტიური, შექმნას დოვლათი და არ იყოს ჩამოკიდებული სოციალური დახმარების სისტემაზე,“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ქეთევან …

როგორ აგებენ ექიმები პასუხს დარღვევებზე ევროპაში

„თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ საქმე, როცა პაციენტი მოკვდა და ამის შემდეგ ექიმ დაისაჯა?“ – ეს აჭარის პოლიციის უფროსს, კონსტანტინე ანანიაშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ ჰკითხა საპროტესტო აქციაზე, სადაც ექიმების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. პოლიციის უფროსი ობიექტურ გამოძიებას დაჰპირდა აქციის მონაწილეებს. აქცია არ შეწყდა. იმავე საღამოს რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა უფლებამოსილება საკუთარი სურვილით შეიჩერა. ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე ამ …

რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისთვის

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან-გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სავალდებულო რესერტიფიცირება 2008 წელს გააუქმა ხელისუფლებამ. 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობდა, რომ რესერტიფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, თუმცა 2019 წლის მდგომარეობით რესერტიფიცირება ყველა ექიმისთვის სავალდებულო არ არის. მედიცინის აკადემიური დოქტორი თენგიზ ვერულავა საუბრობს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რესერტიფიცირება ექიმებისათვის. “მედიცინა …

რას [არ] აკეთებს სახელმწიფო ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან-გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სავალდებულო რესერტიფიცირება 2008 წელს გააუქმა ხელისუფლებამ. 2014 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობდა, რომ რესერტიფიცირება ისევ სავალდებულო გახდებოდა, თუმცა 2019 წლის მდგომარეობით რესერტიფიცირება ყველა ექიმისთვის სავალდებულო არ არის. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი გზავნის საკუთარ დიაგნოზს გადასამოწმებლად საზღვარგარეთ ან …

2018 წელს რეგულირების სააგენტომ 348 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა

2018 წელს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამედიცინო დახმარების ხარისხის შესახებ 209 პაციენტმა მიმართა. 2018 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ 348 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის (162 საქმე) საკითხი განიხილა. 348 ექიმიდან 342 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ამ 342 ექიმიდან 235 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მისცეს. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 105 ექიმს შეუჩერდა. 2 ექიმს საერთოდ გაუუქმდა …

სანიტრების სამუშაო პირობები ბათუმში

ნატაშა ჯიბლაძე  27 წელია სანიტარია. ერთი თვის მანძილზე 8 დღეს მუშაობს 24-საათიან ცვლაში, ჯამში – 192 საათი. მისი შრომის ანაზღაურება თვეში 200 ლარია. ნატაშა ქირურგიული განყოფილების სანიტარია. სტატისტიკური მონაცემები – რამდენი ადამიანი მუშაობს ქვეყანაში სანიტრის პოზიციაზე, არ არსებობს. „ძალიან ძნელია, მძიმე შრომა უწევს სანიტარს, ისეთი შრომაა, დაუფასებელიო რომ იტყვიან. თუმცა ჩვენი ადმინისტრაციის მაინც მადლობელი ვარ. …

ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა – გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა აქცია შეწყვიტეს

ექოსკოპისტმა ეკა ფუტკარაძემ ბათუმის რეფერალური კლინიკა დატოვა. მან ექიმის უფლებამოსილება საკითხის გამოკვლევის დასრულებამდე საკუთარი სურვილით შეიჩერა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ზაალ მიქელაძემ დაუდასტურა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. გუშინწინ გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლები ამ ექიმის კლინიკიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, ასევე იმ სამედიცინო პერსონალის, ვინც მელანოს მკურნალობდა. „ექიმმა საკუთარი სურვილით შეიჩერა უფლებამოსილება. ჩვენ ვპირდებით ოჯახს, რომ საკითხს სრულად გამოვიკვლევთ და არც …

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგო დილით სახლიდან პროზექტურაში გადაასვენეს

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგოს ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ნოდარ ქათამაძემ უთხრა, გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ბიძამ. მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 21 მარტს ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს სდებს, სადაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დღეს, 23 მარტს, რეფერალურ ჰოსპიტალთან საპროტესტო აქციაც გამართეს და ჰოსპიტლის მთავარი ექიმის …

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია. მელანო ფუტკარაძე გუშინ ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პრეტენზია „რეფერალურ ჰოსპიტალთან“ აქვთ, სადაც პაციენტი თავდაპირველად მივიდა. „მას არასწორი დიაგნოზი „რეფერალურში“ დაუსვეს, ვერ მიხვდნენ რა იყო და სახლში გამოუშვეს, საგანგაშო არაფერია, გაუარა ტკივილმაო,“ – ამბობს გარდაცვლილი გოგოს ბიძია, ნოდარ ქათამაძე. …

როგორ დავეხმაროთ ბავშვს მშობლის გარდაცვალებისას

ოჯახის წევრის გარდაცვალება ყოველთვის შოკისმომგვრელი და სტრესულია, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებო ამ დროს ბავშვების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაა. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ თუ ბავშვს ამ ფაქტს სწორად არ მივაწოდებთ, სტრესი შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს და შემდგომში მისი კორექცია გაჭირდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? – „ბათუმელების“ შეკითხვებს ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი პასუხობს. რა ხდება, როცა ბავშვი …

არასწორი დიაგნოზები – რატომ არ ევალებათ საქართველოში ექიმებს უწყვეტად სწავლა 

უწყვეტი სამედიცინო განათლება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ მეან გინეკოლოგებს და ნეონატოლოგებს ავალდებულებს რესერტიფიცირებას – თავიანთი კვალიფიკაციის დადასტურებას. სხვა პროფილის ექიმებისთვის რესერტიფიცირება 2019 წლის მდგომარეობით, სავალდებულო არაა. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი გზავნის საკუთარ დიაგნოზს გადასამოწმებლად საზღვარგარეთ, ან საქართველოში ერთი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, მეორე ექიმთან ამოწმებს. ის პირები, ვინც თვლიან, რომ მათ არასწორი …

როცა 1 ექთანი 50 მძიმე პაციენტს უვლის – შინმოვლა

ნინო ქათამაძე და ნატალია კონცელიძე ბათუმში ყოველდღიურად  7 – 8 ოჯახში მიდიან. ისინი „შინმოვლის პროგრამის“ ექთნები არიან. ნინოს ჯამში 50 პაციენტი აბარია, ნატალიას – 49. ვეკითხები, როგორ ახერხებთ ამდენ პაციენტის მომსახურებას-მეთქი. მპასუხობენ: „შევეჩვიეთ, სხვა რა გზა გვაქვსო.“ ნატალია კონცელიძე ამბობს იმასაც, რომ მისი 49 ბენეფიციარიდან 15-ის მდგომაროება რთულია და მათ ყოველდღე სჭირდებათ შინმოვლა. „დღეჩაგდებით ვახერხებ …

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა – კიბოს შემთხვევათა ერთი მესამედის პრევენცია შესაძლებელია

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ყოველწლიურად შესაძლებელია 3.7 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა, კიბოს დროული დიაგნოსტიკითა და სათანადო მკურნალობით.  დაახლოებით 30%-50% კიბოთი დაავადების შემთხვევებისა, შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული ცხოვრების ჯანსაღი წესით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბო არის გარდაცვალების მეორე მთავარი მიზეზი მსოფლიოში. 2018 წელს კიბოთი დაახლოებით 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კიბოს მსოფლიო დღის ინიციატორი კიბოს კონტროლის …

ახალშობილის მშობელი ორ ექიმსა და ერთ სამედიცინო დაწესებულებას უჩივის

ბათუმის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმისთვის საექიმო საქმიანობის შეჩერებას, ხოლო დაწესებულებაზე გაცემული ლიცენზიის გადახედვას ითხოვენ. განცხადება, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 25 იანვარს შევიდა, მედიაციის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნება. 3 დღის ნიკოლოზ გოგაძის მშობელი, გოგიტა გოგაძე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც, მისი თქმით, მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს. „ჩემს მეუღლეს 23 იანვარს …

„ბატონო ბიძინა, გვიშველე!“-საპროტესტო აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

დღეს, 26 იანვარს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც საავადმყოფოს მედპერსონალი, ასევე, მოქალაქეები. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას აპირებს, რასაც ისინი არ ემხრობიან. „ევექსი“ აპირებს რესპუბლიკურში შემოსვლას და ჩვენ არ ვართ ამის მომხრე, რადგან გვინდა, რომ გვქონდეს სახელმწიფო საავადმყოფო. მე რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ …

დაისჯება ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს

2019 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სავალდებულო იმუნიზაციას ითვალისწინებს. 22 იანვარს კი, ჯანდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დადგინდა იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც დასაქმების მსურველი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სავალდებულო იმუნიზაციით გათვალისწინებული ყველა აცრა. სავალდებულო იმუნიზაციას ექვემდებარებიან ბავშვებიც. ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, მარინა ბაიდაურის განცხადებით, დაისჯება ყველა ექიმი, რომელიც მშობელს შვილის აცრას გადააფიქრებინებს. …

დამატებითი 300 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულებისთვის აჭარაში

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე „საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით შეიძინეს 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. აქედან აჭარის რეგიონში მოწოდებულია 300 დოზა ვაქცინა.  საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები და …

„ხართ თუ არა წითელაზე აცრილი?“ – ბსუ-ს ორი ათასამდე სტუდენტმა დადებითად უპასუხა

„ხართ თუ არა აცრილი წითელაზე?“ – ამ კითხვას დადებითად უპასუხა ორი ათასამდე სტუდენტმა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თითქმის 28 პროცენტმა კი უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. წითელას აცრასთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ონლაინ გამოკითხვას 28 იანვრის ჩათვლით აწარმოებს. წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა აუცილებელია სტუდენტებისთვის. როგორც ბსუ-ში აცხადებენ, ცნობის წარდგენა სავალდებულოა სტუდენტებისთვის საქართველოს …

21 იანვარს სწავლა განახლდება – როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპისა და წითელას ვირუსისგან

საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება. H1N1 ვირუსის გავრცელების გამო სწავლა განათლების სამინისტრომ ერთი კვირით გადადო და ნაცვლად 15 იანვრისა, სწავლა 21 იანვარს განახლდება. დღეს, 18 იანვარს, საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციები დაუგზავნა, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სწავლის დაწყების დროს. სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ სასწავლო პროცესის დაწყებამდე შენობები სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ. „ამასთან, …

ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარულ დაწესებულებში დღეიდან, 15 იანვრიდან, სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული სისტემა ამოქმედდა. ინფორმაციას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამ სისტემის ამოქმედებით, აღნიშნულ ქალაქებში მდებარე სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პირველ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს. „აღნიშნული სიახლე საშუალებას აძლევს როგორც ექიმს, ასევე პაციენტს, ნებისმიერ …

15 იანვრიდან თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში შეინახება

2019 წლის 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში. „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის [EHR] ფუნქციონირებისა და  წარმოების წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის 3 იანვარს დამტკიცდა …

გრიპის ვირუსის გამო მოქალაქეებს უქმე დღეებშიც მოემსახურებიან

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას 29-30 დეკემბერსაც (შაბათ-კვირა) გაუწევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ ბათუმის ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, მათ შორის მახინჯაურისა და ხელვაჩაურის სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს მიიღებენ 10:00 საათიდან – 14:00 საათამდე. სამინისტროს ცნობით, „საჭიროების შემთხვევაში მორიგეობა სხვა დღეებშიც გაგრძელდება“. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს …

მკურნალობენ თუ არა ბავშვებში C ჰეპატიტს

C ჰეპატიტის მკურნალობა 2020 წლამდე საქართველოში უფასოა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის 52 ათასი ადამიანია ჩართული პროგრამაში. არიან თუ არა ამ პროგრამაში ჩართული ბავშვები და როგორ ხდება მათი მკურნალობა? – „ბათუმელები“ C ჰეპატიტის მკურნალობის პროექტში ჩართვაზე ეკა ადამიას ესაუბრა. იგი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსია. ქალბატონო ეკა, არის თუ არა გამოვლენილი ბავშვებში C ჰეპატიტი …

3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შშმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება შემდეგი სახის პროგრამები: 1. ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია 3.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა 4. სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა 5. შეზღუდული შესაძლებლობის …

რუსეთი აივ-ის გავრცელების ტემპებით ევროპაში ლიდერად დასახელდა

რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია იმუნოდეფიციტის ვირუსის (შიდსი) გავრცელების ტემპით 2017 წელს ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერად დასახელდა. ამის შესახებ ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრისა (ECDC) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ბიუროს 2018 წლის ანგარიშში წერია. ტელეკომპანია Дождь-ი წერს, რომ გასულ წელს ევროპის რეგიონში შიდსის 159 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 130 ათასი – აღმოსავლეთ ევროპაში, უშუალოდ …

აჭარაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგიონის მოსახლეობისთვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტრანსპლანტაციისთვის ერთ პაციენტზე 65 000 ლარი გამოიყოფა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მომავალი წლისთვის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (რომელიც, ასევე, სამინისტროს პროგრამაშია გათვალისწინებული) ჯამში 10 პაციენტს დაუფინანსდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 2016 წელს დაიწყო.  დღემდე სამინისტროს დაფინანსებით ისარგებლა …

წამლები და მკურნალობა – რას ვერ აკმაყოფილებს სამედიცინო ბაზარი საქართველოში

  მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ წამლების ყიდვა თურქეთში დაიწყო და სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საქართველოში ახალი სერვისი შექმნა – დაზღვევა თურქეთში. რას ფიქრობენ ამ თემაზე ჯანდაცვის სპეციალისტები? თინა ტურძილაძე, ჯანდაცვის კონსულტანტი ფარმაკოეკონომიკის სპეციალიზაციით: პრობლემა სადაზღვევო პაკეტებში არ არის, რომლებიც საერთაშორისო სამედიცინო სერვისებზე და მ. შ. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას სთავაზობს ბენეფიციარებს, ეს პაკეტები მოსახლეობის საჭიროების და, …

რას აკეთებს სახელმწიფო, როცა ჩვენს ჯანმრთელობას თურქეთში აზღვევენ – ინტერვიუ ჯანდაცვის ექსპერტთან

მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ წამლების ყიდვა თურქეთში დაიწყო და სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საქართველოში ახალი სერვისი შექმნა – დაზღვევა თურქეთში. მომხმარებლის მოთხოვნას ბიზნესი, ანუ ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები, უკან გაყვა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, როცა მოქალაქე ქართულ კლინიკებში მკურნალობას საზღვარგარეთ წასვლას არჩევს? – „ბათუმელები“ ჯანდაცვის ექსპერტს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, თენგიზ ვერულავას ესაუბრა. ბატონო …

ტკივილგამაყუჩებელი და ზოგიერთი სხვა წამალი ისევ გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ზოგიერთი მედიკამენტი ისევ გაძვირდა. გაძვირება, ძირითადად, შეეხო ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, ანტიბიოტიკებსა და ვიტამინებს. გაძვირდა ანთების საწინააღმდეგო წამლებიც. თუმცა ფასების მატება მხოლოდ ამ მედიკამენტებზე არ ასახულა. „ბათუმელები“ გთავაზობთ სამი დასახელების მედიკამენტს, რომელთა ფასებიც სექტემბრის შემდეგ შეიცვალა: მაგალითად, სექტემბრის თვეში ერთი ფლაკონი კეტონალი [25 კაფსულა] ღირდა 4.85 ლარი. დღეს ეს მედიკამენტი 5.65 ლარი ღირს. ლაზოლვანის ყიდვა …

რატომ ზოგავს მორფინს სახელმწიფო ტკივილით დატანჯული ადამიანებისთვის 

ასობით ადამიანი საქართველოში სხვადასხვა დაავადების გამო ძლიერ ტკივილს განიცდის და იტანჯება. მათთვის მორფინის მიწოდებისას სახელმწიფო თავს იკავებს, მორფინის გარეშე კი მათი ტკივილი არ ყუჩდება. ერთი თვის წინ საქართველოში კვლევის შედეგი გამოქვეყნდა,  რომელშიც კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ „კიბოთი დაავადებული და აივ/შიდსის ბოლო სტადიით დაავადებულ პაციენტთა 80%, ხოლო გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტთა 67% სიცოცხლის დასასრულს …

ჯანმოს ტესტი ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე [quiz]

12-18 ნოემბერს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული ტარდება. კვირეული 2015 წლიდან იმართება. საქართველო თავიდანვე შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ჯანმო-ს ინიციატივას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყების შესახებ. ვრცლად ამ თემაზე: რა გვემუქრება ანტიბიოტიკებით არასწორი მკურნალობის შემთხვევაში

უფასო კონსულტაციებისა და სკრინინგის აქცია ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში

14 ნოემბერს, მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრის ექიმები 9:00 საათიდან 16:00 საათამდე უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. გარდა ამისა, შაქრიანი დიაბეტის რისკჯგუფის მქონე პაციენტებს (ჭარბი წონა, დამძიმებული მემკვიდრეობა) ჩაუტარდებათ სკრინინგი, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში (საჭიროების შემთხვევაში, გლუკოზა-ტოლერანტული ტესტი). უფასო კონსულტაციებითა და სკრინინგით სარგებლობისთვის მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ შემდეგ ნომერზე: +995 555 77 44 00. …

Exit mobile version