ძუძუს კიბოს ადრეული სტადიით (I, II, III) დაავადებული მოქალაქეების გარდა, სამკურნალო ორ მედიკამენტს – პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტებიც მიიღებენ. ეს ჯანდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელ კომპანია “როშეს” შორის მოლაპარაკების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. “უკვე უახლოეს დღეებში ეს პროგრამა გააქტიურდება და საწყის სტადიასთან ერთად, მოიცავს მეოთხე სტადიასაც – მეტასტაზურ ფორმას. ეს …
Tag Archives: ჯანდაცვა
რას განიხილავენ კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე ბათუმში
ბათუმში კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა რიგით 71-ე საერთაშორისო კონგრესი ტარდება, რომლის ორგანიზატორიც ბალნეოლოგიისა და კლიმატოთერაპიის მსოფლიო ფედერაციაა. კონგრესის თემა ჯანმრთელობის ახალი ალგორითმები, ტურიზმის განვითარება და მდგრადობაა. კონგრესზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ბალნეოთერაპიის [წყლით მკურნალობა] როლი ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში, ტექნოლოგიური გადაიარაღების აუცილებლობა, ადამიანური რესურსების რაციონალური გამოყენება, მეთოდოლოგიური ცვლილებები კვლევების წარმოებაში, მონაცემთა შეგროვება და დამუშავება, ახალი მიდგომები სტუმრის მიღება-განთავსებისას, …
Continue reading “რას განიხილავენ კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე ბათუმში”
ჰაერის დაბინძურება და ჯანმრთელობა – ჟენევაში პირველი გლობალური კონფერენცია ჩატარდება
ჰაერის დაბინძურებისა და ჯანმრთელობის შესახებ პირველი გლობალური კონფერენცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] ცენტრალურ ოფისში, ჟენევაში ჩატარდება. კონფერენცია 30 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება. ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევა, რომლისგანაც WHO-ს მონაცემებით, ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი კვდება. ქალაქების უმეტესობაში დაბინძურების მაჩვენებელი ატმოსფერული ჰაერისა ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ნორმას აჭარბებს. ჯანმო იუწყება, რომ ინსულტით, …
ექიმების საპროტესტო აქცია „რესპუბლიკურში“ – „საავადმყოფოს გასხვისებას აპირებენ“
„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ამ საავადმყოფოს ახალ შენობაზე, რომლის აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად ბიუჯეტში თანხა ისევ არ არის გათვალისწინებული. ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. კლინიკის მშენებლობა ამ დრომდე გრძელდება. დღემდე აჭარის ბიუჯეტში …
Continue reading “ექიმების საპროტესტო აქცია „რესპუბლიკურში“ – „საავადმყოფოს გასხვისებას აპირებენ“ “
5 მითი გრიპის ვაქცინის შესახებ
სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოს მასშტაბით იმატა გრიპის შემთხვევებმა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ გრიპის შემთხვევების სტატისტიკას მიმდინარე კვირიდან დაითვლიან, რადგანაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის გრიპის სეზონად მიჩნეულია მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან (ოქტომბერი) მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით პერიოდი. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ჯანმო-ს რეკომენდაცია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, რადგანაც იგი გრიპის პრევენციისა …
თორნიკე რიჟვაძემ ექიმებთან შეხვედრაც დახურა – რაზე ისაუბრეს „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“
აჭარის მთავრობაში სხდომების დახურვის შემდეგ თორნიკე რიჟვაძე „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმებს მედიის გარეშე შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ექიმებთან სალაპარაკოდ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად მივიდა. დახურული შეხვედრის შემდეგ ექიმმა გია კიკაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მშენებლობის დასრულების თარიღი ისევ უცნობია. ექიმებს ასევე სურდათ გაეგოთ, არის თუ არა ბიუჯეტში საკმარისი თანხა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. …
როგორ გაიზარდა ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობა – ჯანმოს ანგარიში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ ევროპაში ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ევროპის რეგიონის მოსახლეობაში გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემცირებულია ნაადრევი სიკვდილიანობა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პროგრესს ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლი, ჭარბი წონა, სიმსუქნე და ვაქცინაციით არასათანადო მოცვა. უმოქმედობის შემთხვევაში ამ ფაქტორებს შეუძლიათ შეაფერხონ სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის …
Continue reading “როგორ გაიზარდა ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობა – ჯანმოს ანგარიში “
ჯანმო: მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა იზრდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [ჯანმო] და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) კიბოს გავრცელების უახლესი ანგარიში გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა მატულობს. მონაცემები 185 ქვეყანას მოიცავს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2018 წლისთვის მსოფლიოში კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი 18.1 მილიონამდე გაიზრდება და 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვლება ამ დაავადებით. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში 2018 წელს კიბოთი დაავადების 9 …
Continue reading “ჯანმო: მსოფლიოში კიბოს შემთხვევების რაოდენობა იზრდება”
ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა, რომლის მიზანია დაავადებისგან თავისუფალი ზონის შექმნა აჭარაში
აჭარის რეგიონი ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას შეუერთდა. ეს პროექტი გულისხმობს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში. პროექტის ფარგლებში იგეგმება ინოვაციური, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა. პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გუშინ, 29 ივლისს, დაიწყო და 2 აგვისტომდე გაგრძელდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ აჭარის რეგიონი ხასიათდება დაავადების მაღალი დონით ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, …
რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება
რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმი, ექთანი და მძღოლი 30%-ით მაღალ ხელფასს მიიღებს. ამ დროისთვის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურება ერთ მორიგეობაზე 100 ლარს, ექთნის – 66 ლარს, ხოლო მძღოლის 58 ლარს შეადგენს. ახალი სახელფასო განაკვეთის მიხედვით კი, ეს …
Continue reading “რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება”
რა აჩვენა კვლევამ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა პლუსმა“ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის თანაავტორი, გენდერის სპეციალისტი გვანცა კვინიკაძე ამბობს, რომ კვლევის მთავარი ფოკუსი იყო ტრანსგენდერი ადამიანების ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე (იგულისხმება კერძო და უფასო სერვისები, რასაც საყოველთაო დაზღვევის პროგრამა აფინანსებს). კვლევა, რომელშიც 14 ტრანსგენდერი ადამიანი მონაწილეობდა, 2018 წლის იანვარ-ივნისში ჩატარდა. რესპონდენტების განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მათთვის ძალიან მწირია, განსაკუთრებით …
Continue reading “რა აჩვენა კვლევამ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ”
ბათუმში რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს
ბათუმში საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. მასში 30 ქვეყნის 1100 დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის მეცნიერები ევროპის, ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან. საერთაშორისო კონგრესის თემატიკა შეეხება რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. კონგრესის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური …
Continue reading “ბათუმში რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს”
ტრაპიზონის კლინიკის ბათუმელი ექიმი: კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ, პაციენტების უმეტესობა ქართველია
ნანა ძაგნიძე ექიმი ფიზიოთერაპევტია და 12 წელია სამედიცინო საქმიანობას თურქეთში ეწევა. ამჟამად ტრაპიზონის „ილდიზი მედიქალ პარკში“ მუშაობს, გამაჯანსაღებელი ტურიზმის გამსაუბრებელი ექიმია. ბათუმში ოფისიც აქვს, რომელიც პაციენტებს თურქეთში კლინიკების მოძებნაში ეხმარება. ნანა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელთა რიცხვი. მარტო მისი ოფისიდან გასულ თვეში 140-მა ადამიანმა გადაწყვიტა სამკურნალოდ თურქეთში წასულიყო. ქალბატონო ნანა, უმეტესად …
ვინ ისარგებლებს მერიის საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამით
ბათუმის მერია საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა წელს გაფართოვდა და პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიც ისარგებლებენ. პროგრამა თორმეტდღიან სარეაბილიტაციო კურსს მოიცავს და ივლისიდან სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამის ბიუჯეტი 304 ათას 170 ლარია, მასში 584 ადამიანი ჩაერთვება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების (ხუთი და მეტი შვილი), შშმ პირებისა და ომში დაზარალებულ პირთა რეაბილიტაცია ურეკში; · მცირე ტიპის საოჯახო …
Continue reading “ვინ ისარგებლებს მერიის საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამით”
რომელი დაავადებებისთვისაა სასარგებლო ზღვაში ცურვა
როგორც ექიმები ამბობენ, ზღვაში ცურვას ხასიათის გაუმჯობესების გარდა დადებითი ზეგავლენა შეუძლია იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზეც. სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ზღვის წყალში ცურვას შეუძლია გაამაგროს იმუნური სისტემა, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, დაატენიანოს კანი და ა.შ. ექიმი-ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე ამბობს, რომ ცურვა მკურნალობისა და პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ზურგისა და კისრის ოსტეოქონდროზის შემთხვევაში: „ცურვის დროს მოძრაობაშია ყველა კუნთი და …
Continue reading “რომელი დაავადებებისთვისაა სასარგებლო ზღვაში ცურვა”
უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გასინჯვები არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს, 12:00 საათიდან – 16:00 საათამდე ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრსა [ბარათაშვილის ქ. 30] და პირველ პოლიკლინიკაში [ტბელ აბუსერიძის ქ. 2], ბათუმის ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული კარდიოლოგები ჩაატარებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და გასინჯვებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისის თვის ყოველ ხუთშაბათს ოჯახის ექიმები და …
Continue reading “უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გასინჯვები არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით”
კლინიკები, სადაც არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით კონსულტაცია უფასოა
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით რვა სამედიცინო დაწესებულებაში ექიმ-სპეციალისტები არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით სამედიცინო გასინჯვებსა და კონსულტაციებს უფასოდ ჩაატარებენ. აქცია მთელი მაისის თვე გაგრძელდება და ის ყოველ ხუთშაბათს – 17, 24 და 31 მაისს იქნება ხელმისაწვდომი. აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასო სერვისით სარგებლობა ბათუმში ორ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ – საოჯახო მედიცინის ცენტრში [ბარათაშვილის ქ. 30] და პირველ პოლიკლინიკაში [ ტბელ აბუსერიძის ქ. …
Continue reading “კლინიკები, სადაც არტერიული ჰიპერტენზიის მიმართულებით კონსულტაცია უფასოა”
მოქალაქე: წამლები, რომლებშიც საქართველოში 187 ლარი უნდა გადამეხადა, თურქეთში 63 ლარად ვიყიდე
საქართველოდან თურქეთში ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში წამალი გაცილებით ძვირია, ვიდრე თურქეთში. ამ მოქალაქეების თქმით, ამას კიდევ ერთი განსაკუთრებული მიზეზი აქვს, „ცარცია საქართველოში ნაყიდი წამლები“, ანუ უხარისხო და არაეფექტურია. საქართველოში, ჯერჯერობით, არავინ იკვლევს ამ საკითხს და არც ზუსტი რიცხვია ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი გადადის მედიკამენტების შესაძენად თურქეთში. “წამლები, რომელშიც ჩემს …
მწარმოებელი ითხოვს, აფთიაქებმა მედიკამენტები – „კეტოტიფენი“ და „მედაზეპამი“ ქსელიდან ამოიღონ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო აფთიაქებს პოლონური წარმოების ორი მედიკამენტის – „კეტოტიფენისა“ და „მედაზეპამის“ ამოღების მოთხოვნით მიმართავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წამლები აფთიაქებში აღარ უნდა გაიყიდოს, სააგენტოში ერთი თვის წინ, მარტის დასაწყისში შევიდა. თუმცა ამ დრომდე ის ყველა აფთიაქიდან ამოღებული არ არის. „სააგენტოში შემოსულია კომპანია სს „ვარშავის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა“-ს და “Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” Join …
როგორ გადავაჩვიოთ ღამის ქოთანს მიჩვეული ბავშვი უნებლიე შარდვას
შარდის შეუკავებლობა ხშირი პრობლემაა პატარებში. როგორც წესი, ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე სრულად არის მიჩვეული ტუალეტის გამოყენებას. თუმცა, ხდება ისეც, რომ მოულოდნელად, ღამის ქოთანს მიჩვეული ბავშვები კვლავ იწყებენ უნებლიე შარდვას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, უნებლიე შარდვის მიზეზები შესაძლოა იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური. პირველ რიგში ფიზიოლოგიური მიზეზები უნდა გამოირიცხოს, ექიმს კი მაშინ უნდა მიმართოთ, როცა უნებლიე …
Continue reading “როგორ გადავაჩვიოთ ღამის ქოთანს მიჩვეული ბავშვი უნებლიე შარდვას”
სარფის საზღვარზე აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე მიგრანტები უფასოდ შემოწმდებიან
23 მარტს, 15:00 საათზე, სარფის საბაჟო-გამსვლელ პუნქტში დაგეგმილია მიგრანტი მოსახლეობის შემოწმება აივ/შიდსა და ტუბერკულოზზე. პროექტი დაახლოებით 15 დღეს გაგრძელდება, რომლის ფარგლებში შემოწმება ვირუსებზე ნებაყოფლობითია. პროექტის მიზანია, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიგრანტ და მობილურ მოსახლეობაში აივ ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენცია, დაავადებების დროული გამოვლენა და შემდეგ გადამისამართება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორი, ნინო ნიჟარაძე განმარტავს, რომ პროექტი ასევე მიზნად ისახავს …
Continue reading “სარფის საზღვარზე აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე მიგრანტები უფასოდ შემოწმდებიან”
ტენდერი 8 ავტომანქანის შესაძენად ჯანდაცვის ცენტრებისთვის
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2018 წლის 2 აპრილს დასრულდება. სამინისტროს ცნობით, ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ, რითაც დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება. უწყებამ 2014-2017 წწ – „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის …
Continue reading “ტენდერი 8 ავტომანქანის შესაძენად ჯანდაცვის ცენტრებისთვის”
რამდენადაა დაცული თქვენი პირადი მონაცემები ჯანდაცვის სექტორში?
საქართველოში მოქალაქეებს არ აქვთ განცდა, რომ მათი მონაცემების კონფიდენციალობა სამედიცინო დაწესებულებაში დაცულია, რის გამოც ისინი ზოგჯერ თავს იკავებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისგან, რითაც ფერხდება სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობა. რიგ შემთხვევებში კი, სწორედ ამ მიზეზით ადამიანები თვითმკურნალობასაც ეწევიან, რაც დიდი რისკის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობას. სამედიცინო მომსახურებისას ექიმისთვის გამჟღავნებული ინფორმაცია ისეთ მონაცემებს შეიძლება შეიცავდეს, როგორიცაა …
Continue reading “რამდენადაა დაცული თქვენი პირადი მონაცემები ჯანდაცვის სექტორში?”
ჯანმო: სოლარიუმი იწვევს კიბოს [ინფოგრაფიკა]
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, ღია ფერის კანის მქონე მოსახლეობაში, კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა კანის კიბოა. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი ულტრაიისფერი გამოსხივებაა. ულტრაიისფერი გამოსხივების ძირითადი წყარო მზეა, მაგრამ ბოლო 30 წლის მანძილზე, მსოფლიო მასშტაბით იმატა ულტრაიისფერი სხივების ისეთმა ხელოვნურმა წყაროებმა, როგორიცაა სოლარიუმი და სხვა მსგავსი მოწყობილობები.
ბათუმში ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
13-15 აპრილს ბათუმში ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ მეორე საერთაშორისო გამოფენა „EXPOMED BATUMI 2018” ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოები, სამედიცინო სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები. ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. ჩატარდება …
Continue reading “ბათუმში ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ საერთაშორისო გამოფენა გაიმართება”
ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა და ნაცვლად 4-ისა, რვა გახდა. რვა ანტენატალური ვიზიტით პირველი თებერვლიდან დარეგისტრირებული ორსულები ისარგებლებენ. პირველ თებერვლამდე დარეგისტრირებული ორსულებისთვის კი პროგრამით 4 ანტენატალური ვიზიტია გათვალისწინებული. ვიზიტები მოიცავს როგორც მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ასევე ულტრაბგერით გამოკვლევას და ანალიზებს, კერძოდ: პირველი ვიზიტით, რომელიც 13 კვირის ორსულობის ვადამდე ინიშნება, გათვალისწინებულია – მეან-გინეკოლოგის …
Continue reading “ორსულის ვაუჩერით გათვალისწინებული ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა გაორმაგდა”
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს
კარგი მხედველობა ბავშვის სწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. ბავშვის მხედველობა ნელ-ნელა ვითარდება, რადგან ჩვილის თვალს გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ სამყაროს შეეგუოს, თუმცა, კლინიკა „საგიტარიუსის” ხელმძღვანელი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე ამბობს, რომ 3 წლის ასაკის ბავშვს უნდა ჰქონდეს არა ნაკლებ 80-პროცენტიანი მხედველობა, „ანუ უნდა დაინახოს კარგად 2-3 მეტრიდან და უფრო შორსაც კი, თითქმის ისევე უნდა გაარჩიოს …
Continue reading “10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს”
ვინ ისარგებლებს ორ წლამდე ბავშვების ძვალ-სახსართა დეფორმაციების უფასო დიაგნოსტიკით
ბავშვთა განვითარების ადრეულ ასაკში ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დეფორმაციების დიაგნოსტიკისთვის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში 80 800 ლარია გათვალისწინებული. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებს. ოფიციალური ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ორთოპედის კონსულტაცია [პირველადი], პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ასევე, Ca-ის შემცველი მედიკამენტოზური პრევენცია. სამედიცინო …
ექვსი ექიმი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
ექვსი ექიმი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს. დავის საგანი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ ხელმოწერილი 2017 წლის 28 ივნისის ბრძანებაა, რომელიც დამატებით სწავლის ვალდებულებას უდგენს ექიმს, ვინც რეზიდენტურა ან ორდინატურა უცხოეთში დაამთავრა, მაგრამ ამისთვის იმაზე უფრო მცირე დრო დახარჯა, ვიდრე საქართველოში დასჭირდებოდა. „სამინისტრო ბოროტად იყენებს შესაძლებლობას და ნორმის მოქმედებას ავრცელებს იმ …
Continue reading “ექვსი ექიმი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს”
მინისტრის კომენტარი თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე
რატომ არ განიხილა ნოემბრიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ ჯანადაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს დაუსვა. თემურ გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გასულ წელს კურორტ გოდერძიზე მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სამი ექიმის [შპს „ემერჯენსი …
ჯანდაცვის მინისტრის საყვედურები კლინიკებს და სოფლის ექიმის შეკითხვა მინისტრს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დღეს, 2 მარტს, ბათუმში ექიმთა საზოგადოებასთან შეხვედრის დროს რამდენიმე საყვედური გააჟღერა. მინისტრმა კლინიკებს უსაყვედურა. მინისტრის თქმით, კერძო კლინიკების ნაწილი ცუდად ან არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ბენეფიციარებს. „არის ინფორმაცია, რომ ხანდახან ითხოვენ თანხასაც ექიმები… არსებობს ასევე ხშირი პრეტენზია, რომ სამინისტროს სამი თვეა არ ჩამოურიცხავს ფული და რა ვქნათო. ყველა ამ შემთხვევაში, …
Continue reading “ჯანდაცვის მინისტრის საყვედურები კლინიკებს და სოფლის ექიმის შეკითხვა მინისტრს”
ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ 40 წლამდე ექიმებს, წითელაზე აიცრან
„მოვუწოდებ განსაკუთრებით 40 წლამდე ექიმებს, აიცრან წითელაზე,”- განaცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დღეს ბათუმში, ექიმებთან შეხვედრის დროს. ამირან გამყრელიძის თქმით, წითელას გავრცელება ამჯერად სამედიცინო მუშაკებიდან დაიწყო, რადგან „40 წლამდე ადამიანების დიდი ნაწილი და მათ შორის ექიმები, წითელაზე აცრილი არ არის”. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ ექიმებს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, …
Continue reading “ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ 40 წლამდე ექიმებს, წითელაზე აიცრან”
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად პარლამენტარ ილია ნაკაშიძის ცოლი დანიშნეს
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს დღეიდან ციური აბულაძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი კლინიკის თანამშრომლებს დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარუდგინა. ახალი დირექტორი საქართველოს პარლამენტში ხელვაჩაურის მაჟურიტარი დეპუტატის, ილია ნაკაშიძის მეუღლეა. ციური აბულაძე პროფესიით ექიმია, ის 1992 წლიდან დღემდე მუშაობდა ქ. ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთის ფედერაციაში, …
Continue reading “ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად პარლამენტარ ილია ნაკაშიძის ცოლი დანიშნეს”
რა უნდა ვიცოდეთ აბორტზე – ექიმის ზედამხედველობის გარეშე ორსულობის შეწყვეტა სახიფათოა
საქართველოში 2016 წელს 30 000-მდე აბორტი იყო რეგისტრირებული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ექიმის ზედამხედველობის გარეშე ორსულობის შეწყვეტა დღემდე არსებული პრაქტიკაა, აბორტის რიცხვი გაცილებით მაღალია. ინფორმაციას ორსულობის შეწყვეტის მედიკამენტურ მეთოდებზე ხშირად ფეისბუქის საშუალებით, საჯაროდ ცვლიან. აბორტი, იგივე ორსულობის შეწყვეტა, უარყოფითად მოქმედებს ქალის ორგანიზმზე, განსაკუთრებით საშიშია განმეორებითი აბორტები. აბორტის თავიდან აცილება შესაძლებელია თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების …
რატომ არ უნდა გეშინოდეთ აცრის
მაშინ, როცა აჭარაში წითელას ეპიდემიაა და დაავადების ახალი შემთხვევები მატულობს საქართველოს სხვა კუთხეებშიც, ფეისბუქის ჯგუფებში მცირეწლოვანი ბავშვების დედები აცრებს კვლავ ეჭვით უყურებენ. წითელათი დაავადების 300-მდე შემთხვევიდან 222 შემთხვევა აჭარაშია რეგისტრირებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი იმუნოპროფილაქტიკისა და ეპიდზედამხედველობის დარგში ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ შემთხვევები, როცა მშობლები კატეგორიულ უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე იშვიათია, თუმცა დღემდე არსებობს: „ერთეულები …
აჭარაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობა არ იკლებს
აჭარის რეგიონი საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების მიხედვით, თბილისთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან ერთად პირველ სამეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი” ავრცელებს. [red_box] ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი: ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. იგი ვრცელდება დაავადებული ბაცილგამომყოფი პირის მიერ საუბრის, ხველის, ცემინების დროს. ტუბერკულოზის გამომწვევის მოხვედრა სასუნთქ გზებში ყოველთვის არ იწვევს ინფიცირებას და დაავადებას. თუ გამომწვევი ფილტვის ქსოვილამდე მაინც მიაღწევს, მას ორგანიზმის დაცვითი ძალები აუვნებელყოფენ ან ბოჭავენ. ამ დროს ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ არა დაავადებული. დაავადება ვითარდება მხოლოდ ორგანიზმის დასუსტებისას. ასე ხდება კვების, ყოფითი და შრომის პირობების გაუარესებისა და ხანგრძლივი დაავადებების გადატანის დროს, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას, განსაკუთრებით ასუსტებს იმუნიტეტს შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სიმსივნური და კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები. [/red_box] დღეს ბათუმში, ტუბერკულოზის სახელმწიფო სტრატეგიის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხის ეგიდით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის ხელშეწყობის …
Continue reading “აჭარაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რაოდენობა არ იკლებს”