მთავარი,სიახლეები

კარავში ტესტირებისას ბათუმში 1 პირს კოვიდი აღმოაჩნდა, შეამოწმეს 849 ადამიანი

31.08.2020
კარავში ტესტირებისას ბათუმში 1 პირს კოვიდი აღმოაჩნდა, შეამოწმეს 849 ადამიანი

ბათუმის ბულვარსა და ქობულეთის პარკში განთავსებულ კარვებში, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარებაა შესაძლებელი, უკვე 849 ადამიანი შეამოწმეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტესტირების შედეგად მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა ერთი კვირის წინ. დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები ცნობილია.

უფასო PCR ტესტირება ბათუმის ბულვარში კოლონადებთან გაშლილ კარავში შეიძლება,  ასევე არდაგანის ტბის მიმდებარედ. კარავში ატარებენ ტესტირებას ქობულეთის პარკშიც. ტესტირების ჩატარება საღამოს 6 საათიდან 10 საათამდეა შესაძლებელი.

დღეს, 31 აგვისტოს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: