ერდოღანი ზელენსკის და პუტინს თურქეთში სთავაზობს შეხვედრას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვედრას ანკარაში სთავაზობს. „ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში თურქეთი მზადაა ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას. თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის არ გაღრმავდეს და კრიზისში არ გადაიზარდოს“ – განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, იგი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ დაესხმება თავს უკრაინას. „ასეთი ნაბიჯი არ შეიძლება იყოს რაციონალური რუსეთისთვის …

თურქეთში კვლავ დიდთოვლობას ელიან

მეტეოროლოგები თურქეთში კვლავ თოვლიან ამინდს ელოდებიან დღეიდან, 26 იანვრიდან, ქვეყნის 33 პროვინციაში. დიდთოვლობის გამო თურქეთის ცალკეულ პროვინციებში შეფერხებულია გადაადგილება რამდენიმე საავტომობილო გზაზე, მათ შორის, დაიკეტა სამხრეთის მაგისტრალი. სპეციალისტები ახლა თოვლიან ამინდს ელიან შავიზღვისპირეთსა და ანტალიის რეგიონში, სადაც 30 წლის განმავლობაში წელს პირველად მოთოვა. მთავრობა მძღოლებს მოუწოდებს თვალი ადევნონ განახლებად ინფორმაციას გზების მდგომარეობის შესახებ და თავი …

გერმანიაში კოვიდის 164 ათასი ახალი შემთხვევაა

გერმანიაში კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობამ დღე-ღამის განმავლობაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალ მაქსიმუმს მიაღწია. რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, 26 იანვარს ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 164 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში გერმანიაში 166 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ქვეყანაში გადატვირთულია კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. ორი დღის წინ, 24 იანვარს, გერმანიის კანცლერმა, შოლცმა განაცხადა, რომ შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჯერჯერობით ახალი შეზღუდვების …

გერმანიას სურს 400 000 კვალიფიციური მუშაკი მიიზიდოს უცხოეთიდან ყოველწლიურად

გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობას სურს, ყოველწლიურად 400 000 კვალიფიციური მუშაკი მიიზიდოს უცხოეთიდან დემოგრაფიული პრობლემებისა და სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოსაფხვრელად – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს გერმანიის მმართველი პარტიის – „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო ლიდერის, კრისტიან დურის განცხადებაზე დაყრდნობით. დურმა ამ საკითხზე გერმანულ გამოცემასთან, WirtschaftsWoche-თან ისაუბრა. „კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა, რომელიც შეაფერხებს ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ ამ …

დააკავეს კაცი, რომელმაც 500 მეტრი სიგრძის ხიდი მოიპარა თურქეთის დედაქალაქში 

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დააკავეს კაცი, რომელსაც ხიდის მოპარვა ედება ბრალად – ამის შესახებ თურქული მედია წერს. 500 მეტრის სიგრძის ხიდი, რომლის მოპარვაშიც კაცს ადანაშაულებენ, 1936 წელს იყო აშენებული და უკვე 40 წელია არ გამოიყენებოდა, ახალი ხიდის აშენების გამო. დაახლოებით 10 დღის წინ ძველ ხიდთან მუშების ჯგუფი გამოჩნდა და მისი დაშლა დაიწყეს. ახლომახლო მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიჩნია, …

კაცმა მოპარული ფული დაკარგა, მანქანა გაუფუჭდა, სეიფი კი ცარიელი აღმოჩნდა – უიღბლო ქურდი

თურქული მედია უიღბლო ქურდზე წერს, რომელსაც ერთი დღის განმავლობაში ქურდობის სამი, უშედეგო მცდელობა ჰქონდა. შემთხვევა თურქეთის შავი ზღვისპირა, ტოკატის პროვინციაში მოხდა. 29 წლის კაცმა ოფისი გატეხა გასაქურდად, თუმცა ადგილზე, საკასო აპარატში მხოლოდ 1000 ლირა დახვდა [დაახლოებით 70 დოლარი]. ადგილიდან გაქცევისას იგი წაიქცა და ფული დაკარგა. ამის შემდეგ, იმავე ოფისის მახლობლად, გაქცევისას, მან მანქანა მოიპარა, რომელიც …

საფრანგეთში კოვიდის რეკორდული, 179 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა 24 საათში

დღეს, 29 დეკემბერს, საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა – 179 807 ახალი შემთხვევა 24 საათში – წერს „როიტერსი“. ეს არის კოვიდის დღიური შემთხვევების გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2021 წლის 24 დეკემბრის შემდეგ, როცა საფრანგეთში კოვიდის 104 611 დაფიქსირდა. გასულ 24 საათში ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 242 ადამიანი. ამ კვირის დასაწყისში საფრანგეთის მთავრობამ ახალ …

თალიბანი ავღანელ ქალებს კაცის გარეშე შორ მანძილზე მგზავრობას უკრძალავს

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანელ ქალებს შორ მანძილზე ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ თან ახლავთ ნათესავი კაცი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.  თალიბანის ეს დირექტივა სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ შეიმუშავა. დირექტივა კვირას შევიდა ძალაში და ქალებს, რომლებიც 72 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე მიემგზავრებიან, უკრძალავს გადაადგილებას თანმხლები, ოჯახის წევრი კაცის გარეშე. ასევე, თალიბანი ავტომობილის მფლობელებს მოუწოდებს, …

ისრაელმა Pfizer-ს კოვიდის ახალი პრეპარატი შეუკვეთა

ისრაელმა  კომპანია „პფაიზერს“ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის – „პაქსლოვიდის“ 100 000 აბი შეუკვეთა  მოქალაქეებისთვის 12 წლიდან, რომლებიც მძიმე დაავადებების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხის ცნობით,  ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეუთანხმდა Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას სატელეფონო საუბრისას, თუმცა კომპანიისგან დასტური მყისვე არ მიუღია. „პფაიზერის“ კლინიკური გამოკვლევების მიხედვით, „პაქსლოვიდი“ თითქმის 90%-ით ეფექტური იყო მძიმე დაავადებების მქონე პირებთან ჰოსპიტალიზაციისა …

დუბაის მმართველმა ყოფილ ცოლს 730 მილიონზე მეტი დოლარი უნდა გადაუხადოს

ლონდონის სასამართლომ დუბაის 72 წლის მმართველსა და პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედს, 550 მილიონი ფუნტის (730 მილიონზე მეტი დოლარი) გადახდა დააკისრა ყოფილი მეუღლისათვის, პრინცესა ჰაიასთვის. ამ განქორწინებას ინგლისის მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულს უწოდებენ. სასამართლოს განცხადებით, განქორწინების შედეგად მიღებული თანხის დიდი ნაწილი ყოფილი ცოლ-ქმრის შვილების უსაფრთხოების დაცვას მოხმარდება. საფრთხე მათ სწორედ მამისგან ემუქრებათ. პრინცესა ჰაია, იორდანიის მეფის, ჰუსეინის …

კენტუკის შტატში ასამდე ადამიანი დაიღუპა ტორნადოს შედეგად

აშშ-ში, კენტუკის შტატში, ასამდე ადამიანი მიიჩნევა დაღუპულად გამანადგურებელი ტორნადოს შედეგად. კენტუკის გუბერნატორი, ენდი ბეშიარი აცხადებს, რომ ეს იყო ყველაზე გამანადგურებელი ტორნადო შტატის ისტორიაში. ტორნადომ გაანადგურა სანთლების ქარხანა, სადაც დაახლოებით 110 ადამიანი იმყოფებოდა. ქარხანა ნანგრევებად იქცა, ამ დრომდე მოხერხდა 40-მდე ადამიანის გადარჩენა. შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაკარგულების ძებნა გრძელდება. _______ ფოტო: wdrb.com  

რატომ გახშირდა თურქეთში ტორნადოს შემთხვევები

თურქეთში ტორნადო უფრო და უფრო ხშირად ფიქსირდება. ექსპერტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებებია. მხოლოდ 2021 წლის დეკემბერში თურქეთში ტორნადო დააფიქსირეს ერთმანეთისგან 1500 კილომეტრით დაშორებულ ორ ადგილას, იზმირში და ბაიბურთის პროვინციაში, სადაც ტორნადომ სოფელში სახლების სახურავები ჩამოანგრია. პროფესორმა მურატ ტურკეშმა, სტამბოლში მდებარე ბოღაზიჩის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილებისა და კვლევების ცენტრიდან თურქულ მედიასთან განაცხადა, რომ ბოლო 2 …

ახალ ზელანდიაში 2008 წლის შემდეგ დაბადებული პირებისთვის თამბაქოს აკრძალვას გეგმავენ

ახალ ზელანდიაში თამბაქოს შეძენასთან დაკავშირებული შეზღუდვის დაწესებას აპირებენ. კანონი, რომლის დამტკიცებასაც მომავალ წელს ელიან,  2008 წლის შემდეგ დაბადებულ პირებს თამბაქოს შეძენას მთელი ცხოვრების მანძილზე  აუკრძალავს, რის მიზანსაც მოწევაზე უარის თქმა წარმოადგენს – ამის შესახებ BBC წერს.  „ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა საერთოდ არ დაიწყონ მოწევა“ – აცხადებს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი აიეშა ვერალი. ახალმა ზელანდიამ მიზნად …

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი წელს

2021 წელს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი თელ-ავივია. ამის შესახებ წერს Economist Intelligence Unit (EIU), გამოცემა „ეკონომისტთან“ არსებული კვლევისა და ანალიტიკის ჯგუფი.  EIU-ის მიხედვით, ისრაელის ვალუტის, შეკელის კურსის და პროდუქციის ფასების ზრდა, მათ შორის, სურსათსა და ტრანსპორტზე, იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც თელ-ავივმა პირველი ადგილი დაიკავა რეიტინგში. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეული ასე გამოიყურება: თელ-ავივი [ისრაელი] …

თურქეთში დაიღუპა დედა, რომელმაც ქარიშხლისას შვილი გადაარჩინა

თურქეთში 29 ნოემბერს ქარიშხლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა.  დაღუპულებს შორისაა დედა, რომელმაც 2.5 წლის შვილი გადაარჩინა. ელიფ შანვერი შვილთან ერთად იმყოფებოდა სტამბოლში, ქუჩაში, როცა ძლიერმა ქარმა მოულოდნელად საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ჩამოაგდო. დედა მაშინვე გადაეფარა შვილის ეტლს. ქალს სახურავის ნაწილი დაეცა და მძიმედ დაშავდა, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.  2.5 წლის ბავშვი არ დაშავებულა, დედამ …

პუტინმა თქვა, ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მას აქვს კონსტიტუციური უფლება, კენჭი იყაროს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ პუტინმა დღეს, საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.  „მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მიზანი არ არის ჩემი ხელახალი არჩევა”, – განაცხადა პუტინმა ფორუმის მონაწილის შეკითხვაზე – გეგმავს თუ არა პუტინი მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. „მე მაქვს ახალი ვადით არჩევის კონსტიტუციური უფლება. …

თურქეთში, იზმირის პროვინციაში, 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში,  იზმირის პროვინციაში, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სპეციალისტების თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო. მიწისძვრა დღეს, 30 ნოემბერს, დილის 7 საათზე დაფიქსირდა, 9 წუთში კი ისევ განმეორდა, ამჯერად ბიძგების სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდა იყო. მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გუშინ, 29 ნოემბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლსა და ბურსაში ქარიშხალი იყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ___________ …

4 ადამიანი დაიღუპა თურქეთში ქარიშხლის შედეგად

თურქული მედიის ცნობით, 4 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 19 დაშავდა დღეს, 29 ნოემბერს ძლიერი ქარიშხლის შედეგად. თურქეთის მეტეოროლოგიური სამსახურის (TSMS) ინფორმაციით, მარმარილოს, ეგეოსის და დასავლეთ შავი ზღვის რაიონებში და ცენტრალური ანატოლიის ჩრდილო-დასავლეთით კვლავ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი. დღეს შტორმის გამო სტამბოლში ტალახიანი წვიმა დაფიქსირდა. ძლიერი ქარია ბურსაშიც, სადაც ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა. ქარიშხლის შედეგად …

„სლოვაკეთი აგებს ბრძოლას კოვიდთან“ – მეორე ქვეყანა ევროპაში, სადაც ლოკდაუნი დაიწყო

სლოვაკეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო ქვეყნის მთავრობამ 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა და 2-კვირიანი ლოკდაუნი გამოაცხადა. ქვეყანაში იკეტება ყველა მაღაზია, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, ბარები და რესტორნები. ორი კვირის განმავლობაში მოსახლეობას შეუძლია დატოვოს სახლი მხოლოდ სამსახურში, სასწავლებელში ან ასაცრელად წასვლისას. იკრძალება 6 ადამიანზე მეტის შეკრება 90 დღის განმავლობაში, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობენ. „ევრონიუსის“ ცნობით, …

თალიბანმა ავღანეთში აკრძალა სერიალები ქალების მონაწილეობით

თალიბანმა ავღანეთში სატელევიზიო არხებისთვის ახალი წესები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, ტელევიზიას არ შეუძლია აჩვენოს ტელესერიალები, რომელშიც მსახიობი ქალები მონაწილეობენ. ასევე, ტელეარხის ჟურნალისტი ქალები არ შეიძლება ეკრანზე გამოჩნდნენ ჰიჯაბის გარეშე. ახალი წესების გამო შესაძლოა ავღანეთში რამდენიმე ტელეარხი დაიხუროს, რადგან ტელევიზიების საეთერო ბადე ძირითადად უცხოური სერიალებითაა შევსებული, ამ სერიალებში კი მთავარ როლებს ქალები ასრულებენ. თუმცა ტელევიზიებისთვის აკრძალვების ჩამონათვალი …

45 ტურისტი დაიღუპა ბულგარეთში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად

45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ბავშვი, ბულგარეთში, ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ „როისტერსი“ წერს. გამოცემის ცნობით, ავტობუსში ძირითადად მაკედონიელი ტურისტები იმყოფებოდნენ. 7-მა ადამიანმა ცეცხლწაკიდებული ავტობუსიდან გადმოხტომა მოახერხა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბულგარეთის შს სამინისტრო აცხადებს, რომ დაიღუპა 45 ადამიანი და ეს ყველაზე საზარელი ავარიაა ბულგარეთის ისტორიაში. ბულგარეთის შს მინისტრის, …

2022 წლის გაზაფხულზე თურქეთი შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობას იწყებს

2022 წლის გაზაფხულზე თურქეთში, შავ ზღვაში, გაზსადენის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა განაცხადა. შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენის შესახებ წელს, ივნისში გახდა ცნობილი. ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვების პირველ ეტაპზე ზღვის ფსკერზე დამონტაჟდება  სპეციალური სისტემა ბუნებრივი გაზის მოსაპოვებლად, მეორე ეტაპზე მოეწყობა სისტემა ზღვიდან ხმელეთზე გადასატანად, მესამე ეტაპზე …

თურქეთში მიწისძვრების შემდეგ შესაძლოა ვულკანმა გაიღვიძოს

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ ქვეყნის ყველაზე დიდი, ძველი ვულკანის აქტივობა შეინიშნება. ვულკანი ჰასანის მთაზე 10 000 წლის წინ იყო აქტიური, მაგრამ სპეციალისტები შიშობენ, რომ ახლახან მომხდარმა მიწისძვრებმა შესაძლოა ვულკანი გააღვიძოს. სპეციალისტებმა აქტივობა დააფიქსირეს მთის მაგმის ფენებში. ჰასანის მთა აქსარაის პროვინციაში მდებარეობს. მისი სიმაღლე 3253 მეტრია. სპეციალისტები გამორიცხავენ ვულკანის მოულოდნელად ამოფრქვევის შესაძლებლობას და აცხადებენ, რომ მათ …

ავსტრია კოვიდზე აცრას სავალდებულოს ხდის და ლოქდაუნს აცხადებს

ორშაბათს, 22 ნოემბერს, ავსტრიაში ლოქდაუნი იწყება კორონავირუსის ახალი შემთხვევების გაზრდის გამო. ქვეყანაში 10 დღით დაიკეტება მაღაზიების უმრავლესობა, გაუქმდება კულტურული ღონისძიებები. 12 წელს ზემოთ ასაკის, არავაქცინირებულ ადამიანებს ეკრძალებათ გარეთ გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან სამსახურში, სკოლაში და აუცილებელ საყიდლებზე. 10 დღის შემდეგ ქვეყნის მთავრობა სიტუაციას შეაფასებს და თუ კი ეპიდსიტუაცია არ შეიცვლება უკეთესობისკენ, ლოკდაუნი …

თურქეთში გაზის აფეთქების შედეგად სახლი ჩამოინგრა, დაიღუპა 2 ადამიანი

2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა სახლის ჩამონგრევის შედეგად ანკარაში, თურქეთში, დღეს, 19 ნოემბერს, გამთენიისას. თურქული მედიის ცნობით, ნგრევა სამსართულიან სახლში, სავარაუდოდ, თხევადი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. ნგრევის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი, 35 წლის კაცი და მისი 2 წლის შვილი. სახლის დიდი ნაწილი აფეთქების შედეგად ჩამოინგრა.

ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ ფასად, 34.9 მლნ დოლარად გაიყიდა

ცნობილი მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი „დიეგო და მე“ 16 ნოემბერს, ნიუ იორკში, „სოთბის“ აუქციონზე, 34.9 მილიონ დოლარად გაიყიდა. „დიეგო და მე“ ფრიდა კალოს ერთ-ერთი ბოლო ავტოპორტრეტია. „ბიბისი“ წერს, რომ ეს ყველაზე მაღალი ფასია, რაც ლათინო-ამერიკელი მხატვრის ნამუშევრის შესაძენად გადაუხდიათ. წინა რეკორდი ეკუთვნოდა დიეგო რივერას, რომელთანაც ფრიდა კალოს მღელვარე რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა. ბოლო წლებია ფრიდა …

ინდოეთში ზიკას ვირუსის ეპიდაფეთქებაა

სულ მცირე 89 ადამიანი, მათ შორის, 17 ბავშვი დაინფიცირდა ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, ქალაქ კანპურში  – წერს „ბიბისი“. ქალაქის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებით, შტატში ზიკას ვირუსის ეპიდაფეთქებაა. ვირუსი, რომლის გადამტანი არიან კოღოები, ბავშვებში უკავშირდება მიკროცეფალიის შემთხვევებსა და იშვიათ აუტოიმუნურ დაავადებას – გილენ-ბარეს სინდრომს (GBS). კოღოების გარდა, ვირუსი სქესობრივი გზითაც შეიძლება იყოს გადამდები. „ბიბისი“ წერს, რომ შტატის …

მსოფლიოს საუკეთესო ყველის სტატუსი წელს ანდალუზიურმა თხის ყველმა მიიღო

მსოფლიოს საუკეთესო ყველის სტატუსის 2021 წელს ესპანურმა თხის ყველმა მიიღო, რომელსაც პატარა კომპანია აწარმოებს ანდალუზიაში. კომპანიას – Quesos&Besos, რომლის მომზადებულმა ყველმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, მხოლოდ ექვსი თანამშრომელი ჰყავს. მსოფლიოში საუკეთესო ყველი 40 ქვეყანაში მომზადებული ყველის 4079  ნიმუშიდან შეარჩიეს. მსოფლიოში საუკეთესო ყველის გემო შეადარეს „მინდვრების გემოს გაზაფხულის დღეს“. World Cheese Awards უკვე 30 წელია იმართება. …

პოლონეთი ევროკავშირმა დღეში მილიონი ევროთი დააჯარიმა სასამართლო სისტემის დავის გამო

პოლონეთის ყოველდღიურად მილიონი ევროთი დაჯარიმების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლომ მიიღო. პოლონეთმა არ შეასრულა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ევროკავშირის მოთხოვნა. ევროსასამართლომ მოუწოდა პოლონეთს შეეჩერებინა დისციპლინარული პალატის მუშაობა, რომელიც 2018 წელს შეიქმნა პოლონეთში სასამართლო რეფორმის ფარგლებში და ინიცირებულია მმართველი პარტიის მიერ. პალატის მოვალეობაა განიხილოს საჩივრები უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატებისა და ნოტარიუსების გადაცდომების შესახებ. სადისციპლინო პალატის …

მოსკოვში ლოკდაუნი დაიწყო

დღეს, 28 ოქტომბერს, მოსკოვში, მოსკოვის რაიონსა და რუსეთის სხვა რეგიონებში, კოვიდის შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლების გამო დაიწყო ლოკდაუნი , ე.წ. არასამუშაო დღეები, რომელიც 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. იკეტება მაღაზიების ნაწილი, სავაჭრო ცენტრები და ფიტნესკლუბები, სკოლებში არდადეგები გამოცხადდა, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით შეუძლიათ მუშაობა. შეზღუდვა არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვაქცინაციის პუნქტებსა და …

ძლიერი წვიმის გამო სიცილიაზე 2 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიკარგა. კატანიაში ძლიერი წვიმის დროს ადამიანები, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მოვარდნილმა წყალმა წაიღო ავტომანქანა, რომელშიც ხანდაზმული წყვილი იმყოფებოდა. 67 წლის კაცის ცხედარი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს, ქალს კი ამ დრომდე ეძებენ. მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, არ გავიდნენ ქუჩებში, რადგან სიტუაცია კრიტიკულია.

იაპონიის პრინცესა მაკო შეყვარებულზე დაქორწინდა და სამეფო ტიტული დაკარგა

იაპონიის პრინცესა მაკო დაქორწინდა სტუდენტობის შეყვარებულზე, კეი კამუროზე და შედეგად სამეფო ტიტული დაკარგა. იაპონიის კანონმდებლობით, იმპერატორის ოჯახის წევრი ქალები კარგავენ სტატუსს არატიტულოვან პირთან ქორწინებისას. ამ ქორწინების წინააღმდეგ იაპონიაში აქციაც გაიმართა. „ჩემთვის კეი შეუცვლელია, ქორწინება აუცილებელი არჩევანი იყო“ – განაცხადა პრინცესა მაკომ. მედიაში ვრცელდება მისი ქმრის, კეი კამუროს ციტატაც: „მე მიყვარს მაკო. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე …

3 ათასი ხე 8 კილომეტრზე – ერთი ადამიანის 23-წლიანი ძალისხმევა

ერთი ადამიანის ძალისხმევით თურქეთის პროვინცია დიარბაქირში უნაყოფო, ქვიან ტერიტორიაზე ათასობით ხე გაიზარდა 8 კილომეტრის მანძილზე. ამ პროვინციის პატარა სოფლის მცხოვრებმა, ომერ გიუნდოგანმა, ჯერ კიდევ 23 წლის წინ დაიწყო მდინარის ნაპირას ხეების დარგვა, მაშინ, როცა საქონელს მწყემსავდა. კაცი ახლა 42 წლისაა, წლებია უკვე ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ მის მიერ დარგული ხეები ხარობს. 23 წლის წინ ომერ გიუნდოგანმა …

3 მილიონ დოლარად გაიყიდა ალ კაპონეს იარაღი და ბრილიანტები

კალიფორნიაში, აუქციონზე 3 მლნ დოლარად გაიყიდა ამერიკელი განგსტერის, ალ კაპონეს პირადი ნივთები, ფოტოები და ავეჯი. აუქციონი კერძო კლუბში გაიმართა და მას ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. „ბიბისის“ ცნობით, აუქციონზე ყველაზე პოპულარული ლოტი იყო ალ კაპონეს საყვარელი 45-კალიბრიანი პისტოლეტი, რომელიც 860 ათას დოლარად გაიყიდა. ალ კაპონე განგსტერი გახდა 1920-იან წლებში, ჩიკაგოში, მშრალი კანონის დროს. იგი XX საუკუნის ერთ-ერთ …

როჯერ უოტერსი 78 წლის ასაკში დაქორწინდა

ცნობილი ჯგუფის Pink floyd-ის წევრი, მუსიკოსი, როჯერ უოტერსი, 78 წლის ასაკში დაქორწინდა. უოტერსმა ახალ ცოლთან, კამილა ჩევისთან, გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. კამილა ჩევისი და უოტერსი რამდენიმე წელია ხვდებიან ერთმანეთს. წყვილი 2019 წელს ერთად იყო ვენეციის კინოფესტივალზე. 2022 წლის ზაფხულში უოტერსი დიდ ტურნეს გეგმავს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.

5 ყველაზე უსაფრთხო ქალაქი მსოფლიოში – „ეკონომისტის“ რეიტინგი

2021 წლის უსაფრთხო ქალაქების ინდექსი ჟურნალმა Economist-მა გამოაქვეყნა. გამოცემა მსოფლიოს 60 ქალაქს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით 2015 წლიდან აფასებს. შეფასებისას გათვალისწინებულია ქალაქების ინფრასტრუქტურა, ციფრული ცხოვრება, პირადი უსაფრთხოება, გარემო, ჯანმრთელობის საკითხები და ა.შ. „ბიბისის“ ცნობით, Economist-მა წელს ინდექსის შედგენისას გაითვალისწინა კორონავირუსის პანდემიის ფაქტორიც – ვირუსის პროფილაქტიკა და კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი. კოპენჰაგენი, დანია  დანიის დედაქალმა 82,4 ქულა მიიღო …

Exit mobile version