მთავარი,სიახლეები

საფრანგეთში კოვიდის რეკორდული, 179 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა 24 საათში

29.12.2021
საფრანგეთში კოვიდის რეკორდული, 179 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა 24 საათში

დღეს, 29 დეკემბერს, საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა – 179 807 ახალი შემთხვევა 24 საათში – წერს „როიტერსი“.

ეს არის კოვიდის დღიური შემთხვევების გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2021 წლის 24 დეკემბრის შემდეგ, როცა საფრანგეთში კოვიდის 104 611 დაფიქსირდა.

გასულ 24 საათში ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 242 ადამიანი.

ამ კვირის დასაწყისში საფრანგეთის მთავრობამ ახალ შემზღუდველ ზომებს მიმართა – შეიზღუდა დიდი თავყრილობები, გარე სივრცეში სავალდებულო გახდა ნიღბის ტარება.

საფრანგეთში მოსახლეობის დაახლოებით 77% სრულად არის აცრილი, რამაც მკვეთრად შეამცირა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რიცხვი, თუმცა კვლავ დიდია ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე.

___________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/IAN LANGSDON

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: