ექიმი ღმერთის ფუნქციით ღარიბი უბნის ჰოსპიტლიდან – BBC

როცა ნიუ იორკში, ჰოსპიტალ Elmhurst-ში განგაშის ზარი ირთვება, ეს ნიშნავს, რომ გული უჩერდება რომელიმე პაციენტს და მის გადასარჩენად ექიმთა სპეციალურ ჯგუფს უხმობენ. ჩვეულებრივ ეს ხმა შეიძლება კვირაში ერთხელ ჩაირთოს. თუმცა პირველ აპრილს, 12- საათიანი მორიგეობის განმავლობაში განგაშის ზარი 10-ჯერ გაისმა. ახალგაზრდა ამერიკელი ექიმის თქმით, ვერც ერთი პაციენტი ვერ გადარჩა. „სულაც არ ფიქრობდა ღმერთის როლის თამაშზე …

პანდემია გვაიძულებს გადავხედოთ, ვინ ვართ ჩვენ

წყარო: ჟურნალი „პოლიტიკო“  ________________ დასაწყისი: როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს სამუდამოდ ჟურნალმა „პოლიტიკომ“30-ზე მეტი მოაზროვნე გამოკითხა თემაზე, რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს COVID-19-ის პანდემიას, როგორ შეცვლის ის კაცობრიობას.   ნაკლები ინდივიდუალიზმი ერიკ კლინენბერგი სოციოლოგიის პროფესორი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის საჯარო ცოდნის ინსტიტუტის დირექტორია. იგი ავტორია წიგნისა – Palaces for the People: How Social Infrastructure Can Help Fight Inequality,Polarization, …

ათონის მთაზე კიდევ სამ ბერს დაუდასტურდა კორონავირუსი

კორონავირუსი აღმოაჩნდა საბერძნეთში, ათონის მთის მონასტერში კიდევ სამ ბერს, რომლებიც მოგზაურობდნენ ინგლისში იმ ბერთან ერთად, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა COVID-19 – იუწყება ბერძნული მედია. ბერების ასაკი 40-55 წელია. COVID-19-ით ინფიცირებული ბერები ერთად იმყოფებოდნენ ინგლისსა და შოტლანდიაში 5-17 მარტს, სადაც ისინი მიწვეულნი იყვნენ. ისინი ჩამოსვლის შემდეგ მონასტერში, კარანტინში იმყოფებოდნენ. ინფიცირებული ბერები თესალონიკის კლინიკაში გადაიყვანეს. ათონის …

აშშ-ის საავადმყოფოებში ქლოროქინით მკურნალობა ოფიციალურად დასაშვები გახდა

ამერიკის მედიკამენტების რეგულირების სააგენტომ (FDA) დასაშვებად ცნო ქლოროქინის დისტრიბუცია და ამ წამლის საშუალებით მკურნალობა კორონავირუსის განსაზღვრულ შემთხვევებში. გუშინ, 29 მარტს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ „აშშ-ში სიკვდილიანობის პიკი დაახლოებით ორ კვირაში უნდა დადგეს“. პანდემიისგან აქამდე ყველაზე დაზარალებულ იტალიასა და ესპანეთში დღემდე   უამრავი ინფიცირებული და გარდაცვლილია, თუმცა დიდი ალბათობით, როგორ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვარაუდობს, შესაძლოა ეს …

წელს აღდგომას არ იქნება არანაირი გასვლა – საბერძნეთის განვითარების მინისტრი

საბერძნეთის განვითარების მინისტრი, ადონის გეორგიადისი აცხადებს, რომ წელს გამორიცხულია აღდგომის დღესასწაულის ტრადიციული გასვლით აღნიშვნა კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოცხადებული კარანტინის გამო. „წელს არ იქნება არანაირი სააღდგომო გასვლა, კარანტინი გაგრძელდება იმ დრომდე და ახლავე უნდა ვთქვათ ეს,“ – განაცხადა მინისტრმა.  მან ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, ერთი თვის განმავლობაში მოთმინება გამოიჩინონ. წელს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. …

მილანში ჩასული ჩინელი ექიმების სოლიდარობის გზავნილი იტალიას

“ჩვენ ტალღები ვართ იგივე ზღვიდან, ფოთლები იმავე ხიდან და ყვავილები იმავე ბაღიდან,” – ამ შინაარსის წარწერით გაშალეს ბანერი დღეს, 18 მარტს, მილანში, მალპენზას აეროპორტში ჩასულმა ჩინელმა ექიმებმა და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებმა. მოგვიანებით მათ განმარტეს, რომ ეს იყო სოლიდარობის და იმედის გზავნილი ჩინეთიდან მთელი იტალიისათვის. ეს ჩინელი ექიმების მეორე გუნდია, რომელიც იტალიელი ექიმების დასახმარებლად ჩავიდა. …

საფრანგეთში ბიზნესს კომუნალური გადასახადები გაუუქმეს და კრედიტები შეუჩერეს

პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის დასაძლევად საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ბიზნესს შეღავათებს სთავაზობს. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ბიზნესს დროებით შეუჩერებს  იჯარისა და კრედიტის გადასახადებს. ორშაბათ საღამოს მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, ფრანგული ბიზნესკომპანიები პანდემიის პირობებში გაკოტრებისგან რომ დაიცვას. მაკრონის თქმით, მცირე ბიზნესს სახელმწიფო შეუჩერებს არამხოლოდ იჯარის, არამედ შუქის, გაზისა და წყლის კომუნალურ გადასახადებსაც. პრეზიდენტმა პირობა …

„გთხოვთ, დარჩით სახლში“ – დრონები კორონავირუსის წინააღმდეგ ესპანეთში

ესპანეთში პოლიცია დრონების მეშვეობით მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვს. ქვეყანაში საერთო კარანტინია. პოლიციის დრონები ხმოვანი შეტყობინებით მოუწოდებენ მოსახლოებას, დარჩნენ სახლში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 7 753 შემთხვევაა დადასტურებული, COVID-19 – ით გარდაიცვალა 288 ადამიანი.

„გიგზავნით სიყვარულს და დაიბანეთ ხელები“ – ვარსკვლავები ხალხს ამხნევებენ

კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან საბრძოლველად ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელებში გასამხნევებელ პოსტებს აქვეყნებენ. ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი Lady Gaga ინსტაგრამით ავრცელებს პოსტს და წერს: „ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ვიყოთ კეთილები. მათთვის, ვინც ავადაა ან ავად არ არის და ეშინია. ჩვენ ერთად ვართ ამ ამბავში. მიყვარხარ, მსოფლიო“.   View this post on Instagram   A post shared by …

კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორონავირუსი აღმოაჩნდა

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ცოლს, სოფია გრეგუარ-ტრუდოს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ BBC წერს. სოფია გრეგუარ-ტრიუდო ოთხშაბათს დაბრუნდა ლონდონიდან და გაციების სიმპტომები და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, იგი თავს კარგად გრძნობს და მისი სიმპტომები არ მძიმდება. თვითიზოლაციაში იმყოფება კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო. რადგანაც მას სიმპტომები არ აღენიშნება, იგი ტესტს კორონავირუსზე არ გაივლის. ტრუდო …

კალიების მასშტაბური შემოსევა: გაერო შიმშილის რისკზე საუბრობს

აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა. ასობით მილიარდი კალია საფრთხეს უქმნის მოსავალსა და საცხოვრებელ გარემოს. მწერები დაახლოებით თავისი სხეულის წონის საკვებს მოიხმარენ ყოველდღიურად და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ვარაუდობენ რომ, კალიების რაოდენობა ივნისისთვის 4 000-ჯერ გაიზრდება. ჯერ კიდევ იანვარში გაერო კრიზისის აღმოსაფხვრელად 76 მილიონი დოლარის მობილიზებას მიიჩნევდა საჭიროდ, ახლა …

მექსიკაში მილიონობით ქალი გაიფიცა ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად

მეხიკოში მილიონობით ქალმა მიიღო მონაწილება ერთდღიან გაფიცვაში, რომლითაც მათ გააპროტესტეს გახშირებული ძალადობა გენდერული ნიშნით. პროტესტმა სახელით – „დღე ჩვენ გარეშე” აჩვენა მექსიკელ ხალხს, თუ როგორ გამოიყურება ქვეყანა ქალების გარეშე. ორშაბათს, 9 მარტს, ქალებმა უარი თქვეს სამსახურსა და სასწავლებლებში გამოცხადებაზე. მხოლოდ რამდენიმე ქალს თუ მოკრავდით თვალს საჯარო ტრანსპორტში, კაფეებსა თუ სავაჭრო სივრცეებში. მექსიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 …

კორონავირუსის გამო ავიაკომპანიებს მასშტაბური კრიზისი ემუქრებათ

ავიაკომპანიები მასშტაბური კრიზისის წინაშე არიან კორონავირუსის გამო – წერს BBC-ი. კრიზისის პირველი მსხვერპლი უკვე გახდა ბრიტანული ავიაკომპანია Flybe, რომელიც დიდი ხანია გაკოტრების პირას იყო და კორონავირუსის გამო შემქნილი კრიზისი მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. სხვა ავიაკომპანიები ჯერჯერობით ბაზარზე რჩებიან, თუმცა კრიზისი გარდაუვალია. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ [IATA] განაცხადა, რომ ვირუსის გამო …

11 წლის წინ დაკარგული კატა პატრონმა იპოვა – BBC

კატა, რომელიც თითქმის 11 წლის წინ დაიკარგა, პატრონმა იპოვა – ამის შესახებ BBC წერს. კატა, სახელად მისი, 2009 წელს დაიკარგა ქალაქ ბირმინგემში, იგი მანქანიდან გაიქცა და მისი პოვნა, მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს. მისი იპოვეს მოქალაქეებმა მისი მეპატრონის სახლიდან დაახლოებით 8 მილის დაშორებით, ნაგავსაყარზე და შენიშნეს, რომ კატას მიკროჩიპი ჰქონდა, რომელსაც შინაურ ცხოველებს უკეთებენ. კატა მისი …

პნევმონიის გამო ელტონ ჯონმა კონცერტზე სიმღერა შეწყვიტა

„არ შემიძლია სიმღერა, ხმა დავკარგე, უნდა გავიდე, ძალიან ვწუხვარ“ – უთხრა 72 წლის ბრიტანელმა ვარსკვლავმა პუბლიკას ახალ ზელანდიაში, ოკლენდში გამართულ კონცერტზე, სადაც ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში შაბათს, 15 თებერვალს, მართავდა კონცერტს.  კონცერტის მიმდინარეობისას მომღერალს ექიმების დახმარება დასჭირდა, რის შემდეგაც მან კიდევ ორი სიმღერა შეასრულა. მსმენელმა ის სცენიდან ოვაციებით გააცილა.  „დილით ატიპიური პნევმონიის დიაგნოზი დამისვეს, მაგრამ …

სიყვარული კორონავირუსის დროს [ფოტოამბავი]

ეს ფოტო ჩინეთის სოციალურ ქსელში, Weibo-ში ვირუსული გახდა. ფოტოზე ხედავთ ვანების ოჯახს, ცოლ-ქმარს, მედდასა და პოლიციელს, რომელთაც ათი დღის განმავლობაში არ უნახავთ ერთმანეთი, რადგან საავადმყოფოში, სადაც ქალი მუშაობს, კარანტინია. „ცოლი ათი დღე არ მყავდა ნანახი, მინდოდა უბრალოდ დამენახა, რომ დავმშვიდებულიყავი“ – უთხრა ვან შუვენმა ჟურნალისტებს. ფოტო, რომელიც კარანტინის პირობებში სიყვარულსა და ზრუნვას ასახავს, BBC-იმ გამოაქვეყნა. …

BBC: ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს მეტი ღარიბი სტუდენტის მიღებას ავალდებულებენ

პრესტიჟული ბრიტანული უნივერსიტეტები მიიღებენ უფრო მეტ ღარიბ სტუდენტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი შედეგები მისაღებ გამოცდებზე აღმოჩნდება იმ აბიტურიენტების შედეგებზე დაბალი, რომლებიც პრესტიჟულ რაიონებში ცხოვრობენ და კერძო სკოლებში იღებდნენ განათლებას – ამის შესახებ BBC წერს. დამოუკიდებელი მარეგულირებლის, Office for Students-ის ახალი რეკომენდაცია ეხება კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებსაც. ორივე უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება, შემდეგი 5 წლის განმავლობაში …

როგორ იბრძვის საფრანგეთის პატარა სოფლის მერი ტრადიციული ადგილების გადასარჩენად 

საფრანგეთის ჩრდილოეთით, ნორმანიდიის პატარა სოფელ კიტბეფის მერი ბენუა ჰენარტი სოფლის ტრადიციული შენობა-ნაგებობების, მაღაზიების, საკონდიტროებისა და სავაჭრო დახლების შესანარჩუნებლად იბრძვის. ევრე, ლუვიე და ლე ნოიბურგი შედარებით დიდი ადმინისტრაციული ერთეულებია, რომელთა შუაგულშიც სოფელი კიტბეფი მდებარეობს და შესაბამისად, იქ გახსნილმა დიდმა სავაჭრო ცენტრებმა ახლომდებარე სოფელ კიტბეფში  ძველი, ტრადიციული მაღაზიების, საპარიკმახეროების, საკონდიტროებისა და დისკოკლუბის დახურვა გამოიწვია.  სოფელ კიტბეფში სულ …

ბრიტანეთმა შესაძლოა 20-მილიონიანი სახლები ჩამოართვას აზერბაიჯანელი ბანკირის ცოლს

ლონდონში დასრულდა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ცოლის, ზამირა გაჯიევას საქმის განხილვა, – წერს BBC. ეს საქმე განსაკუთრებით იმითაა მნიშვნელოვანი, რომ შესაძლოა ამას მოჰყვეს დიდ ბრიტანეთში მცხოვრები იმ პირების ქონების წარმომავლობის შესწავლა, რომელთა სიმდიდრის წყაროც დაუდგენელია. ზამირა გაჯიევას ქმარი, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაჰანგარ გაჯიევი 2016 წელს ბაქოს სასამართლომ გაასამართლა თაღლითობის, გაფლანგვისა და თანხის …

„ქუჩები თითქმის ცარიელია“ – ინტერვიუ ჩინეთში მცხოვრებ ქართველთან

27 იანვრის მონაცემებით 80 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს, რომელიც ჩინეთიდან, ჰუბეის პროვინციიდან გავრცელდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჰუბეის პროვინციის ქალაქებში კარანტინია გამოცხადებული, თუმცა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის 5-მილიონიან ქალაქ ანიანგში, ჰენანის პროვინციაში. ამ ქალაქში ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე, ირმა დიმიტრაძე, რომელსაც „ბათუმელები“ ქალაქში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა. ირმა, რა ხდება ქალაქში, სადაც შენ იმყოფები, იგრძნობა თუ …

საბერძნეთის რესპუბლიკას ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ჰყავს

63 წლის მოსამართლე, ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. იგი საბერძნეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, 294-დან 261 ხმით აირჩია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიოაკოს მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ საკელაროპულუს არჩევა საბერძნეთის ახალ ეპოქაში გადასვლის სიმბოლური ნაბიჯია, ხოლო ოპოციის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ციპრასმა განაცხადა, რომ ეკატერინი საკელაროპულუ „განსაკუთრებული მოსამართლე“ და ადამიანის უფლებათა დამცველი იყო. საბერძნეთის ახალი …

როგორ იბრძოდა სამი ჰოლანდიელი თინეიჯერი ნაცისტების წინააღმდეგ

მეორე მსოფლიო ომის დროს ნიდერლანდებში ნაცისტურმა ოკუპაციამ სამი მოზარდი გოგო მკაცრ მებრძოლად აქცია. თრუს ოვერსტიგენის, ფრედი ოვერსტიგენისა და ჰანი შაფტის ისტორია მათი მოხერხებულობისა და სიმამაცის გამო ახსოვთ დღემდე ჰოლანდიაში. ჰანი – 19, თრუსი – 16, ფრედი კი მხოლოდ 14 წლის იყო, როცა ფაშისტებმა 1940 წლის 10 მაისს ნიდერლანდები დაიკავეს. BBC-ის ვიდეორეპორტაჟში მათ ისტორიას შვილები 80 …

ბერძნული კატარღის მეთაური, რომელმაც ასობით დევნილის სიცოცხლე გადაარჩინა

მარია კონტი, საბერძნეთის სასაზღვრო კატარღის მეთაური, 14 იანვარს საბერძნეთის მთავრობამ ეგეოსის ზღვაზე რთულ სამუშაო პირობებში საქმიანობისთვის დააჯილდოვა. ახალგაზრდა ქალი მსახურობს კატარღა ILC 602 -ზე, რომელიც ეგეოსის ზღვაზე, საბერძნეთის საზღვარზე პატრულირებს, იმ მონაკვეთში, სადაც ხშირად ხვდებიან სირიელი დევნილები, რომლებიც ომს, სისასტიკესა და უკუდურეს სიღარიბეს გაექცნენ. მარიამ ოთხი წლის განმავლობაში ასობით დევნილის გადარჩენა შეძლო. მარია კონტიზე ბერძნულ …

ისრაელში დააკავეს რაბინი, რომელსაც 50-მდე ქალი და ბავშვი მონობაში ჰყავდა

ისრაელის პოლიციამ დააკავა 60 წლის კაცი, რაბინი, რომელსაც, ბრალდების მტკიცებით, 50-მდე ქალი და ბავშვი ჰყავდა დატყვევებული. მათ არ შეეძლოთ დაკავშირებოდნენ საკუთარ ნათესავებსა და ახლობლებს და ცხოვრობდნენ მონურ პირობებში. პოლიციამ გამოძიება ორი თვის წინ დაიწყო შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც რელიგიური ლიდერი წლების განმავლობაში ჩადიოდა მძიმე დანაშაულს.  პოლიციის ცნობით, რაბინს 8 თანამზრახველი ჰყავდა. ბრალდებული დააკავეს იერუსალიმის ულტრა …

ქართველ ქალს, რომელმაც ბავშვი სანაგვეში გადააგდო, სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა

ბერძნული მედიის ცნობით, 24 წლის ქართველ ქალს, რომელმაც 18 დეკემბერს საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, ბავშვი ნაგავში გადააგდო, საბერძნეთში სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. ახალგაზრდა ქალი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მეგობრის სახლში რჩება და მას გარეთ გასვლა აკრძალული აქვს. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა დაუდევრობით მკვლელობის მცდელობისათვის. შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც ნაგავს ყრიდა. …

ქალს, რომელმაც საბერძნეთში შვილი ნაგავში გაადააგდო, პროკურატურამ ბრალი წაუყენა

24 წლის ახალგაზრდა ქალს საქართველოდან, რომელმაც საკუთარი ჩვილი ნაგავში გადააგდო საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, პროკურატურამ ბრალი წაუყენა დაუდევრობით მკვლელობის მცდელობისათვის. „იგი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, გამუდმებით ტირის და ნანობს, რაც ჩაიდინა,“ – განაცხადა ახალგაზრდა ქალის ადვოკატმა ჟურნალისტებთან. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ქალი ნანობს თავის საქციელს, ამბობს, რომ ბავშვი გადააგდო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფმა, …

„არავინ მყავს, ვინც დამეხმარებოდა“ – რას ამბობს დედა, რომელმაც ჩვილი ნაგავში გადააგდო

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც გუშინ, 18 დეკემბერს, საბერძნეთში, კალამატაში საკუთარი ჩვილი ბავშვი ნაგავში გადააგდო, ამბობს, რომ ამ მოქმედების მიზეზი მისი უკიდურესი სასოწარკვეთა იყო. „სასოწარკვეთილი ვიყავი, არავინ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა, მარტო ვარ“, – განაცხადა ქალმა, რომელიც, ბერძნული მედიის ცნობით, წარმოშობით საქართველოდანაა. იგი პოლიციამ იმავე დღეს, მეგობრის სახლში დააკავა. შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. დაახლოებით დილის …

საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, დედა, რომელმაც ჩვილი ნაგვის ურნაში გადააგდო

საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ქალი, რომელმაც, ბერძნული მედიის ცნობით, ნაგვის ურნაში რამდენიმე დღის ჩვილი, საკუთარი შვილი გადააგდო. შემთხვევა კალამატაში დღეს, 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ბერძნული მედიის ცნობით, ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც დილით ნაგავს ყრიდა. მან ნაგვის ბუნკერში, ჩანთაში ახალშობილი იპოვა და პოლიციას აცნობა. ახალშობილი ბიჭია. იგი კალამატას საავადმყოფოში …

ბერძნული მედია: დააკავეს ქართველი, რომელმაც ქუჩაში იარაღიდან 3 კაცს ესროლა

ბერძნული მედიის ცნობით, ორშაბათს, 16 დეკემბერს, ქალაქ თესალონიკის ცენტრში, ქუჩაში, პოლიციამ დააკავა კაცი ხელში დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით. თვითმხილველების თქმით, იგი სამ პირს მისდევდა და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც, თუმცა არავინ დაშავებულა, უცხო პირები კი, რომლებსაც ის მისდევდა, მიიმალნენ. თესალონიკის პოლიციის ცნობით,  სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული მამაკაცი 58 წლისაა.

5 წლის ბიჭმა მისი შვილად აყვანის სასამართლო პროცესზე საბავშვო ბაღის მთელი ჯგუფი დაპატიჟა

5 დეკემბერს, აშშ-ში, მიჩიგანში, უჩვეულო სასამართლო სხდომა შედგა. პატარა ბიჭმა, 5 წლის მაიკლმა, საბავშვო ბაღის მთელი ჯგუფი დაპატიჟა სასამართლოში, რათა მეგობრები მისი შვილად აყვანის ოფიციალურ სასამართლო სხდომას დასწრებოდნენ. ფოტოზე, რომელიც კენტის სასამართლომ გამოაქვეყნა, ჩანს მაიკლი თავისი მშობლების გვერდით, მათ უკან კი ბავშვები ქაღალდის გულებით. სასამართლო მოსმენის დროს, ბავშვებსაც მიეცათ საშუალება, ეთქვათ, თუ რატომ მოვიდნენ სასამართლოში. …

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს უფასოდ მიიღებენ

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირველი  მაისიდან პირველ ივნისამდე პერიოდში   ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას, ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს“. ამავე …

პარიზში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა

BBC-ს ინფორმაციით, დღეს, 5 თებერვალს, პარიზის ცენტრალური უბნის მე-16 რაიონში, საფეხბურთო სტადიონ Parc des Princes – თან, რვასართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი. დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან მეხანძრეებიც. სახანძრო კიბის საშუალებით მეხანძრეებმა 50 მაცხოვრებლის ევაკუირება მოახერხეს. ხანძარი თავდაპირველად საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა და 1970-იანი წლების შენობას …

225 ქართველი მეცნიერი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, 225 ქართველი მეცნიერი ეწევა სამეცნიერო საქმიანობას უცხოეთის წამყვან დაწესებულებებში – უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში. ამ სიის მიხედვით, 99 ფიზიკის სპეციალისტი მუშაობს უცხოეთში. აქედან ყველაზე მეტი –  29 ფიზიკოსი დასაქმებულია აშშ-ის ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ნიუ იორკის უნივერსიტეტი, აშშ-ს ეროვნული ლაბორატორია, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი, დელავერის უნივერსიტეტი, აიოვას უნივერსიტეტი და ა.შ. აქედან, დიდი ნაწილი მუშაობს მკვლევარად, …

„ბოსების ბოსი“ დაკავებულია – იტალიის პოლიცია იუწყება, რომ „კოზა ნოსტრას“ შეფი დააკავა

სეტიმო მინეო ოფიციალურად იუველირების მაღაზიის მენეჯერია კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქ პალერმოში. სინამდვილეში, 80 წლის მინეო, შესაძლოა, იტალიური მაფიის, „კოზა ნოსტრას“ შეფი იყოს. მრავალთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ „ბოსების ბოსი“ დაკავებულია. პოლიციამ სიცილიაში 40 პირი დააკავა მაფიის წევრობის ბრალდებით – მათ შორის არის „კოზა ნოსტრას“ ახალი შეფი. დაკავებულებს არაერთი ისეთი მძიმე დანაშაული ედებათ …

ტრაგედია იტალიაში – მოულოდნელად ჩანგრეული ხიდიდან მანქანები გადაცვივდა

იტალიის ქალაქ გენუასთან ახლოს უზარმაზარი ხიდი მთლიანად ჩაინგრა, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ნანგრევებთან ერთად დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სააგენტო BBC-მ გაავრცელა. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, დანილო ტონინელის თქმით, დღეს იტალიაში ტრაგედია დატრიალდა. https://twitter.com/BattelliSergio/status/1029306695586066433 როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ი იუწყება, დაღუპულია რამდენიმე ათეული ადამიანი. დაგნრეული ხიდიდან ჩაცვენილი მანქანები რკინიგზის ლიანდაგებს დაენარცხა. ტვიტერზე …

როგორია მასწავლებლობა გერმანიაში

ვერიკო მაღულარია 16 წელია გერმანიაშია. ბოლო წლებია იგი დიუსელდორფში ცხოვრობს და გერმანულსა და საზოგადოებათმცოდნეობას ასწავლის. წელს მან დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტი, სადაც დოცენტად მუშაობდა, დატოვა და სკოლაში გადავიდა სამუშაოდ. როგორია მასწავლებლის პროფესია გერმანიაში – ამ თემაზე ვერიკო „ბათუმელებს“ ესაუბრა. ვერიკო, რატომ არჩიეთ უნივერსიტეტში მუშაობას სკოლაში მუშაობა? უნივერსიტეტში კერძო დოცენტად ვმუშაობდი. ვასწავლიდი გერმანულს იმ სტუდენტებს, რომლებიც ინგლისურენოვან ფაკულტეტებზე …

Exit mobile version