მთავარი,სიახლეები

45 ტურისტი დაიღუპა ბულგარეთში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად

23.11.2021
45 ტურისტი დაიღუპა ბულგარეთში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად

45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ბავშვი, ბულგარეთში, ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ „როისტერსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ავტობუსში ძირითადად მაკედონიელი ტურისტები იმყოფებოდნენ.

7-მა ადამიანმა ცეცხლწაკიდებული ავტობუსიდან გადმოხტომა მოახერხა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბულგარეთის შს სამინისტრო აცხადებს, რომ დაიღუპა 45 ადამიანი და ეს ყველაზე საზარელი ავარიაა ბულგარეთის ისტორიაში.

ბულგარეთის შს მინისტრის, ბაიკო რეშკოვის თქმით, ადამიანები ავტობუსში დაიწვნენ. „საზარელი სურათია, ასეთი არასდროს მინახავს“ – განაცხადა მინისტრმა.

ავტობუსში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ავტობუსი შეეჯახა შლაგბაუმს ან ხანძრამდე, ან ხანძრის გაჩენის შემდეგ.

ავარია ბულგარეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 45 კილომეტრის დაშორებით მოხდა, ღამის 2 საათზე. ტურისტები მაკედონიაში ბრუნდებოდნენ სტამბოლში ექსკურსიის შემდეგ.

__________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/VASSIL DONEV

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: