მთავარი,სიახლეები

2022 წლის გაზაფხულზე თურქეთი შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობას იწყებს

22.11.2021
2022 წლის გაზაფხულზე თურქეთი შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობას იწყებს

2022 წლის გაზაფხულზე თურქეთში, შავ ზღვაში, გაზსადენის მშენებლობა იწყება.

ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა განაცხადა.

შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენის შესახებ წელს, ივნისში გახდა ცნობილი.

ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვების პირველ ეტაპზე ზღვის ფსკერზე დამონტაჟდება  სპეციალური სისტემა ბუნებრივი გაზის მოსაპოვებლად, მეორე ეტაპზე მოეწყობა სისტემა ზღვიდან ხმელეთზე გადასატანად, მესამე ეტაპზე კი – მილსადენი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ზღვაში და ხმელეთზე დამონტაჟებულ სისტემებს შორის.

წინასწარი გათვლებით, თურქეთი 2023 წლიდან აპირებს შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვების დაწყებას.

____________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: