სტამბოლელი კატა გამვლელებს თავს აცოდებს და დღეში 10-ჯერ ჭამს

სტამბოლში მცხოვრები ქუჩის კატა სახელად „წერტილი“ სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა მსახიობური ნიჭის წყალობით. „წერტილი“ გამვლელებს თავს აჩვენებს, რომ შიმშილისგან გული მისდის, ითრევს ფეხს, თითქოს კოჭლია და ცდილობს საჭმელი ამ გზით მოიპოვოს. კატა მაღაზიასაა მიკედლებული, რომლის მენეჯერი ამბობს, რომ „წერტილი“ ამ გზით დღეში მინიმუმ ათჯერ ჭამს. სტამბოლში, რომელიც კატების მოყვარული მოსახლეობითაა ცნობილი, კატა პოპულარული გახდა. „დეილი …

116 დაღუპული – ეკვადორში ციხის უფროსის თქმით, პატიმრები კარგად არიან შეიარაღებული

ოთხასამდე პოლიციელი შევიდა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მდებარე ლიტორალის ციხის ტერიტორიაზე, სადაც პატიმრებს შორის დაპირისპირება სამშაბათს დაიწყო. დაჯგუფებებს შორის ჩხუბისას სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს. BBC-ის ცნობით, სულ მცირე ხუთ პატიმარს თავი მოჰკვეთეს სამშაბათს შეტაკებების დროს. არიან დაღუპულები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების, ასევე ხელყუმბარის შედეგად. ლიტორალის ციხეში არიან პატიმრები ეკვადორის ბანდებიდან, …

ტორნადო გერმანიაში – დაშავდა რამდენიმე ადამიანი

გერმანიის ქალაქ კილში მოულოდნელად მოვარდნილი ტორნადოს შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. კილი ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების სანაპიროზე მდებარეობს. თვითმხილველების თქმით, ტორნადომ მძიმედ დააშავა ორი ადამიანი, რომლებიც ნავის ნაპირზე ატანას ცდილობდნენ. „ადამიანები პირდაპირ წყალში ცვიოდნენ“, – წერს მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით. ამ დროის მონაცემებით, მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი, სამმა მიიღო საშუალო ხარისხის დაზიანება, რამდენიმე ადამიანი კი მსუბუქად …

თურქეთში კაცი მაშველებთან ერთად საკუთარ თავს ეძებდა ტყეში

თურქეთის მოქალაქე, 50 წლის ბეიჰან მუთლუ, რომელიც ბურსას პროვინციაში ცხოვრობს, სამშაბათს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნიეს. კაცი არ უნახავთ მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ, ამიტომაც მასზე გამოცხადდა ძებნა, რაშიც მოქალაქეებიც ჩაერთნენ. ხალხის ჯგუფს, რომელიც დაკარგულს ეძებდა, მალე თავად დაკარგულად მიჩნეული კაცი მიუახლოვდა, იკითხა, რა ხდებოდა და თავადაც ჩაერთო ძებნის სამუშაოებში დასახმარებლად. ყველაფერი გაირკვა მაშინ, როცა სამძებრო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა …

მიწისძვრა კუნძულ კრეტაზე – დაიღუპა 1, დაშავდა 11 ადამიანი

5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დღეს, 27 სექტემბერს. ბერძნული მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 1, 11 ადამიანი კი დაშავდა. ბერძნული გამოცემა ta nea-ს ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაღუპული მამაკაცი ეკლესიაში აღდგენით სამუშაოს ასრულებდა. დაზიანებულია შენობებიც. _______________ ფოტო: cretalive.gr  

ესპანეთის კუნძულზე ვულკანის ლავა ოკეანეს უახლოვდება | ფოტო

ესპანეთის კუნძულ პალმაზე ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა ატლანტის ოკეანეს უახლოვდება, რამაც, შესაძლოა, აფეთქება და კუნძულზე ტოქსიკური აირის ღრუბლების გავრცელება გამოიწვიოს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა დარჩნენ სახლში და დახურონ კარ-ფანჯრები. ვულკანის ამოფრქვევა კუნძულზე 19 სექტემბერს დაიწყო. კვირის განმავლობაში დაფიქსირდა ასობით მცირე მიწისძვრა. კუნძულიდან მოხდა 6 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუაცია. სპეციალისტების თქმით, …

მერკელი მიდის, ხვალ გერმანიაში არჩევნებია | ფოტო

26 სექტემბერს გერმანიაში ფედერალური არჩევნებია. ამ არჩევნებით დასრულდება გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მმართველობის 16-წლიანი პერიოდი. ანგელა მერკელი 2005 წლიდან იყო გერმანიის კანცლერი. იგი 51 წლის ასაკში აირჩიეს კანცლერად. ამჟამად მერკელი 67 წლისაა. შეიცვლება თუ არა ანგელა მერკელის ხანგრძლივი მმართველობის დასრულების შემდეგ გერმანიის საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის [EaP] ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით? ამ თემაზე …

გარდაიცვალა 15 წლის ირანელი ბიჭი, რომელმაც 2 ქალი იხსნა ხანძრისგან

ირანში ეროვნული გმირი უწოდეს 15 წლის ალი ლანდის, რომელიც მესამე ხარისხის დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც 2 ხანდაზმული ქალი იხსნა ხანძრისგან. შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა ირანში, ხუზესტანის პროვინციაში. 15 წლის მოზარდმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან 2 ქალი გამოიყვანა, თუმცა თავად 90-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. მკურნალობის მიუხედავად, ბიჭი 24 სექტემბერს გარდაიცვალა. ირანში 15 წლის ალი ლანდის ეროვნული გმირი …

ავსტრალიაში კოალების მესამედი დაიღუპა ბოლო 3 წელში

ავსტრალიაში დაიღუპა კოალების დაახლოებით 30% ბოლო სამი წლის განმავლობაში, გვალვის, ტყის ხანძრისა და ხეების გაჩეხვის შედეგად. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. გამოცემა ციტირებს ავსტრალიის კოალას ფონდის თავმჯდომარეს, დებორა ტაბარტს, რომელიც აცხადებს, რომ ეს კოალების რაოდენობა დრამატულად შემცირდა. იგი ამბობს, რომ ავსტრალიას ესაჭიროება კანონი კოალას დასაცავად, წინააღმდეგ შემთხვევაში პოპულაცია კიდევ უფრო შემცირდება. ველური ბუნების საერთაშორისო ფონდის თქმით, …

თურქეთში პირველად დოქტორანტი გახდა პიანისტი აუტისტური სპექტრით

27 წლის პიანისტი ბუღრა ჩანკირი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირველი დოქტორანტი გახდა თურქეთში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის უმაღლესი განათლების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე სტუდენტებისთვის დაუშვას გამონაკლისი და მოხსნას სადოქტორო პროგრამაზე უცხო ენის გამოცდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბუღრა ჩანკირის მამის პეტიცია და კამპანია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე სტუდენტების განათლების მხარდასაჭერად. ბუღრა ჩანკირს …

საფრანგეთში კოვიდზე აუცრელ ჯანდაცვის 3 000 მუშაკს მუშაობის უფლება შეუჩერეს

საფრანგეთში ჯანდაცვის სექტორის 3 ათასი თანამშრომელი დროებით ჩამოაშორეს სამსახურს, რადგან არ იყვნენ აცრილი კორონავირუსზე. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა დღეს, 16 სექტემბერს. მისი თმით, ამით ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ქვეყანაში არ შეფერხდება, რადგან ამ სფეროში საფრანგეთში 2,7 მილიონი თანამშრომელია. ამ გადაწყვეტილებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, 15 სექტემბრამდე მისცა კოვიდზე აცრის ვადა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს. ახალი …

როგორ გადაურჩა სტამბოლში ორი მატარებელი შეჯახებას | ფოტოამბავი

8 სექტემბერს სტამბოლში ორი მატარებელი შეჯახებას გადაურჩა. თურქული მედიის ცნობით, შეჯახების თავიდან აცილება წამებში გახდა შესაძლებელი. მემანქანემ ბოლო მომენტში შეძლო მატარებლის დამუხრუჭება და სარკინიგზო კატასტროფის თავიდან აცილება. მატარებელი საკარის პროვინციიდან სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მიდიოდა, როცა ლიანდაგზე პირდაპირ შეხვდა ჩქაროსნულ მატარებელს. დამუხრუჭების დროს რამდენიმე მგზავრი დაშავდა. გამოცემა „დეილი საბაჰის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რატომ მოძრაობდა ორივე მატარებელი …

ბილბორდებზე წაშლილი ქალები ქაბულის ქუჩებში | ფოტო

ეს ფოტოები ავღანეთში, ქალაქ ქაბულში დღეს, 20 აგვისტოსაა გადაღებული. ქვეყნის სათავეში თალიბანის მოსვლის შემდეგ სილამაზის სალონის სარეკლამო ბილბორდებზე ქალების გამოსახულებები ჩამოხიეს ან გადაღებეს. ავღანეთის მართვის სისტემაში თალიბების დაბრუნებას შესაძლოა ქალთა უფლებების მასობრივი დარღვევები მოჰყვეს. ბევრი ავღანელი სკეპტიკურად განწყობილი რჩება თალიბების მიმართ, განსაკუთრებით, უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც ახსოვთ თალიბანის ულტრაკონსერვატიული ისლამისტური შეხედულებები, რომელიც ქალებისთვის მკაცრ შეზღუდვებს, …

გერმანიამ შესაძლოა ავღანეთიდან 10 000 ადამიანი გამოიყვანოს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა პარტიას აცნობა იმის შესახებ, რომ გერმანიამ შესაძლოა ავღანეთიდან 10 000 ადამიანი გამოიყვანოს – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს პარტიის წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, 10 000 ადამიანში შედის 2 500 ავღანელი, რომლებიც დამხმარე პერსონალის პოზიციებზე მუშაობდნენ, უფლებადამცველები, ადვოკატები და ის პირები, რომელთაც საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეთ. მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიამ უნდა ითანამშრომლოს ავღანეთის …

70 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად – ბოლო ცნობები თურქეთიდან

თურქეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ცნობების თანახმად, კასტამონუს პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, სინოპში – 9 ადამიანი, ხოლო ბართინის პროვინციაში – 1 პირი. წყალდიდობის გამო ორი ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. კოკისპირულმა წვიმამ თურქეთში წყალდიდობა გამოიწვია. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, დაზარალებული რეგიონები სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ________________ …

იტალიაში, რომიდან 40 კილომეტრში მდებარე ნაკრძალში, ხანძარია

იტალიაში, რომის გარეუბან ტივოლის მახლობლად, მონტე კატილიოს ნაკრძალში ხანძარია. ხანძრის გამო ახლომდებარე დასახლებებიდან 25 ოჯახია ევაკუირებული. სამხრეთ იტალიაში ტყის ხანძარი ბოლო კვირას გაჩნდა. „როიტერსის“ თანახმად ცეცხლმა გაანადგურა ტყეები კალაბრიაში, ასევე კუნძულებზე – სარდინიასა და სიცილიაში. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხუთშაბათ ღამით ხანძარი ასევე გაჩნდა ქალაქ ოტრანტოს მახლობლად. ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ძლიერი კვამლის გამო საზღვაო კურორტიდან …

დაიღუპა 6 და დაშავდა 37 ადამიანი – ავტოავარია თურქეთში

თურქეთში 6 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა ავტოავარიის შედეგად. ავარია დასავლეთ თურქეთში, მანისას პროვინციაში მოხდა, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი ახლო მდებარე კლინიკებში არიან გადაყვანილი. ______________ ფოტო: ანადოლუ  

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან | ფოტო

ძლიერი ხანძრის შედეგად საბერძნეთში, ჩრდილოეთ ატიკაში, ათეულობით ჰექტარი დაიწვა – მათ შორის ტყეები და ასამდე საცხოვრებელი სახლი. გუშინ, 3 აგვისტოს, ასობით ადამიანის ევაკუირება მოხდა ხანძრის გამო, 500-მდე მეხანძრე ებრძოდა ცეცხლს. დღეის მონაცემებით ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია, თუმცა ხანძრის კერები რჩება და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ბოლო დღეებში საბერძნეთში ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა სხვადასხვა ადგილას, რის მთავარ …

Google-ის ახალი ინსტრუმენტი პაციენტებს კანის პრობლემების ამოცნობაში დაეხმარება

ავტორი: მიდა მელაძე  Google-მა შეიმუშავა ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის შესაფასებლად ატვირთულ ფოტოებზე დაყრდნობით. „დერმატოლოგიის დამხმარე ინსტრუმენტი“, როგორც მას მოიხსენიებენ, უკვე წლის ბოლოს ამოქმედდება საპილოტე რეჟიმში. აპლიკაციას შეუძლია აღმოაჩინოს კანის 288 დაავადება, მაგრამ ის არ გამოიყენება სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის და მკურნალობისთვის“ – ვკითხულობთ Google-ის ოფიციალურ ბლოგზე. გარდა იმისა, რომ აპლიკაცია აკვირდება …

„მე ტყვედ ვარ აყვანილი“ – ბელორუს აქტივისტს 2 წელი მიუსაჯეს

9 ივნისს ბელორუსში სასამართლომ 2 წელი მიუსაჯა  „ევროპული ბელორუსის“ აქტივისტს, პოლინა შარენდო პანასიუკს. მას ქვეყნის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს და მილიციელებისთვის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლინამ 2 წელი უნდა გაატაროს კოლონიაში და ჯარიმის სახით 1800 დოლარის ეკვივალენტი უნდა გადაიხადოს 3 მილიციელის მორალური კომპენსაციისთვის. 9 ივნისს სასამართლოზე პოლინა შარენდო პანასიუკმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და მოწოდებაზე, მოსამართლის შემოსვლისას …

გარდაიცვალა კონკიას როლის შემსრულებელი ჩეხი მსახიობი

9 ივნისს პრაღაში 68 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც, კარგად იცნობენ ფილმი-ზღაპრიდან – „სამი კაკალი კონკიასათვის“, რომელშიც მსახიობი კონკიას როლს ასრულებს. ფილმში კონკიას როლის შესრულებისას მსახიობი 20 წლის იყო. „სამი კაკალი კონკიასათვის“ 1973 წელსაა გადაღებული ჩეხოსლოვაკიისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღებიდან 48 …

თურქეთში მარმარილოს ზღვის ლორწოვანი საფარისგან გაწმენდას იწყებენ

თურქული მედიის ცნობით, მარმარილოს ზღვის ზედაპირის ლორწოვანი საფარისგან გაწმენდა დაიწყეს. სტამბოლში 8 ივნისს დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მობილიზაციას მარმარილოს ზღვის ჭარბი წყალმცენარეებისგან გასაწმენდად. „ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს მარმარილოს ზღვას, არ დავტოვებთ მას ბედის ანაბარა“, – განაცხადა ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა. კამპანიაში ერთვება თურქეთში მარმარილოს ზღვის პირას მდებარე შვიდივე ქალაქი, მათ შორის, სტამბოლიც. მარმარილოს ზღვაში ლორწო …

ჩინეთმა გადაწყვიტა „სინოვაკით“ აცრას ბავშვები 3 წლის ასაკიდან

ჩინეთში გადაწყვეტილება მიიღეს კორონავირუსზე „სინოვაკის“ ვაქცინით აცრან ბავშვები 3 წლის ასაკიდან. ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვების კორონავირუსზე აცრის გადაწყვეტილება მიიღეს. „ბლუმბერგის“ ცნობით, ჯერ არ არის ცნობილი, როდის დაიწყება ბავშვების ვაქცინაცია ჩინეთში. „სინოვაკის“ პირველი და მეორე ფაზის კვლევებმა, რომლებშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა ისეთივე უსაფრთხო და ეფექტურია ბავშვებისთვის, როგორც …

ვინ არის ბელარუსი აქტივისტი, რომელსაც ჟანა დარკს უწოდებენ

2021 წლის 7 ივნისს ქალაქ ბრესტის სასამართლომ ბელარუსი აქტივისტის, პოლინა შარენდო-პანასიუკის საქმის განხილვა დაიწყო, რომელსაც მისი თანამოაზრეები ბრესტის ჟანა დარკს უწოდებენ. ბელარუსი აქტივისტი ქმართან ერთად უკვე დიდი ხანია მონაწილეობს ბელორუსის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ. ისინი არაერთხელ დააკავეს, აღძრული იყო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები მათ წინააღმდეგ. 2019 წელს პოლინა შარენდო-პანასიუკი ბელარუსის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, …

ფინეთის პრემიერი საუზმისთვის ბიუჯეტიდან გადახდილ ფულს უკან აბრუნებს

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახის საუზმისთვის თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება. ინფორმაცია სანა მარინის საუზმის ხარჯების შესახებ ფინურმა გაზეთმა „Iltalehti“-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ პრემიერ-მინისტრის კანცელარია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ქვეყნის პირველი პირისა და მისი ოჯახის საუზმისთვის და ამისათვის თვეში 850 ევრო იხარჯება ბიუჯეტიდან. …

სტამბოლში, ზღვის სანაპიროზე, ლორწოვანი საფარი გამოჩნდა | ფოტო

თურქეთში, სტამბოლის სანაპიროზე, მარმარილოს ზღვაში, ლორწოვანი საფარი გამოჩნდა და საფრთხეს უქმნის გარემოსა და თევზჭერას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი გლობალური დათბობაა. კერძოდ, ლორწო წარმოიქმნება ზღვაში ფიტოპლანქტონის გამრავლების შედეგად, რისი მთავარი მიზეზიც ის არის, რომ მარმარილოს ზღვაში წყლის ტემპერატურა 2,5 გრადუსით აღემატება ბოლო 40 წლის საშუალო მაჩვენებელს. ფოტოები 6 ივნისსაა გადაღებული, დრონის საშუალებით.  

სინოფარმით და სინოვაკით აცრილ ტურისტებს ესპანეთში შესვლა შეუძლიათ

დღეიდან, 7 ივნისიდან, ესპანეთი ღიაა უცხო ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარადგენენ კორონავირუსზე ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო ესპანეთში. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამგზავრებამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს [ფაიზერი, მოდერნა, j&j/იანსენი, ასტრაზენეკა] ან ჯანმრთელობის მსოფლიო …

ერდოღანი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი გაზის საბადო აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ თაიპ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს, რომლის მოცულობა დაახლოებით 135 მილიარდი კუბური მეტრია. საბადო თურქულმა მბურღავმა გემმა, „ფატიხმა“ აღმოაჩინა. ერდოღანმა განაცხადა, რომ დაგეგმილია ზღვიდან გაზის სამ ეტაპად მოპოვება: პირველ ეტაპზე ზღვის ფსკერზე დამონტაჟდება  სპეციალური სისტემა ბუნებრივი გაზის მოსაპოვებლად, მეორე ეტაპზე მოეწყობა სისტემა ზღვიდან ხმელეთზე გადასატანად, …

კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე PCR-ის და იზოლაციის გარეშე შემოვა ქვეყანაში

საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2021 წლის პირველი ივნისიდან, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის გაიხსნა, ვისაც კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული. თუმცა, ქვეყანაში შემომსვლელმა უცხოელმა, საზღვარზე აუცილებლად უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხიც. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, თუ მას კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული და საქართველოში შემოდის, საქართველოს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR …

კოვიდზე აცრილები თურქეთში PCR ტესტის და კარანტინის გარეშე შევლენ – საელჩო

საქართველოში თურქეთის საელჩოს ცნობით, 2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოდან თურქეთის ნებისმიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრის კვეთის შემთხვევაში შემდეგი წესები მოქმედებს: საკარანტინე ზომები არ გამოიყენება ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც: [checklist] საზღვრის კვეთამდე მინიმუმ 14 დღით ადრე ჩაიტარებენ ვაქცინაციას; ან / და წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ კოვიდი გადატანილი აქვთ ბოლო 6 თვის …

გემიდან 1,5 ტონა მარიხუანა ამოიღეს – თურქული მედია

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა 1,5-ზე მეტი ტონა მარიხუანა ამოიღო სირიის სანაპიროსთან, საერთაშორისო ტერიტორიულ წყლებში მყოფი გემიდან. მარიხუანა გემზე იყო დამალული. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებ. თურქული მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ჩატარდა სანაპირო დაცვისა და სპეცდანიშნულების რაზმების მონაწილეობით. __________ ფოტო: „ანადოლუ“

თურქეთში 6,2 მილიონი აბი ნარკოტიკი ამოიღეს

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ისქენდერუნის პორტში, ამოიღეს 1072 კილოგრამი ნარკოტიკი, სულ 6,2 მილიონი აბი. საუბარია ამფეტამინის ჯგუფის პრეპარატ კაპტაგონზე. „ანადოლუს“ ცნობით, ნარკოტიკი 11 კონტეინერში იყო მოთავსებული და იგეგმებოდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადატანა. ნარკოტიკების ღირებულება 38 მილიონს აღემატებოდა. ____________ ფოტო: haberler.com  

34 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ პლანეტაზე მცხოვრებ 34 მლნ ადამიანს უკვე დღეს ემუქრება შიმშილით სიკვდილი. ორგანიზაცია ეყრდნობა უახლეს ანგარიშს, რომელიც მომზადებულია გლობალური ქსელის ექსპერტების მიერ. ამ ქსელში შედიან: გაერო, ევროკავშირი და, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ, 2020 წელს, მინიმუმ 155 მლნ ადამიანს მსოფლიოს 55 ქვეყანაში არ ჰქონდა საკმარისი საკვები. ეს 20 …

კოვიდის 61 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა თურქეთში – ბრძოლა მესამე ტალღასთან

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ იზრდება. 15 აპრილს ქვეყანაში კოვიდის 61 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდა ვირუსით, 35 031 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩინური „სინოვაკით“ თურქეთში 2021 წლის 14 იანვარს დაიწყო. თურქული მედიის ცნობით, ამ დროისათვის 11,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი, ხოლო 7,72 …

შეიძლება კოვიდით ინფიცირება ქუჩაში? – რას ამბობენ გერმანელი მეცნიერები

აეროზოლების კვლევის საზოგადოების [GAeF] წამყვანი მეცნიერები აცხადებენ, რომ ქუჩაში კოვიდით ინფიცირების რისკი მინიმალურია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სუფთა ჰაერზე გასეირნება კოვიდით მასობრივ ინფიცირებას არ იწვევს. აეროზოლების კვლევის საზოგადოების მკვლევარებმა 11 აპრილს გაავრცელეს ღია წერილი. მათ გერმანიის მთავრობას მიმართეს და მოუწოდეს, პანდემიის სამართავად არ გამოიყენონ კომენდანტის საათი. გარდა ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნიღბის ტარება ქუჩაში და ამავდროულად …

პეტერბურგში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იწვის

პეტერბურგში, ოქტომბრის სანაპიროზე მდებარე „ნევის მანუფაქტურის“ შენობაში ძლიერი ხანძარია. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, კვამლი 10 ათას კვადრატულ მეტრზე ვრცელდება. ინფორმაციას სააგენტო BBC ავრცელებს. აგურის ექვსსართულიან, ცეცხლმოკიდებულ შენობაში ადამიანების დახმარების დროს დაზარალდნენ მეხანძრეები. ორი მეხანძრე ჰოსპიტალშია გადაყვანილი, ერთი კი დაიღუპა. რუსული მედია წერს, რომ უეცარი აალების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა სწორედ იმ დროს, როცა გაზისა …

Exit mobile version