სიახლეები

კაცმა მოპარული ფული დაკარგა, მანქანა გაუფუჭდა, სეიფი კი ცარიელი აღმოჩნდა – უიღბლო ქურდი

17.01.2022 • 4150
კაცმა მოპარული ფული დაკარგა, მანქანა გაუფუჭდა, სეიფი კი ცარიელი აღმოჩნდა – უიღბლო ქურდი

თურქული მედია უიღბლო ქურდზე წერს, რომელსაც ერთი დღის განმავლობაში ქურდობის სამი, უშედეგო მცდელობა ჰქონდა.

შემთხვევა თურქეთის შავი ზღვისპირა, ტოკატის პროვინციაში მოხდა. 29 წლის კაცმა ოფისი გატეხა გასაქურდად, თუმცა ადგილზე, საკასო აპარატში მხოლოდ 1000 ლირა დახვდა [დაახლოებით 70 დოლარი]. ადგილიდან გაქცევისას იგი წაიქცა და ფული დაკარგა.

ამის შემდეგ, იმავე ოფისის მახლობლად, გაქცევისას, მან მანქანა მოიპარა, რომელიც გზაში გაფუჭდა.

უიღბლობების მიუხედავად, 29 წლის კაცი მაინც არ დანებდა და იმავე ღამეს ქალაქის სავაჭრო ცენტრში კიდევ ერთი ობიექტი გატეხა და სეიფი მოიპარა, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა. სეიფი მოგვიანებით პოლიციამ იპოვა სავაჭრო ცენტრთან ახლოს მდებარე ქუჩაზე.

თურქული მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი იმავე ღამეს დააკავეს.

___________

ფოტოზე: პოლიცია სეიფს ათვალიერებს. ფოტო: iha.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: