მთავარი,სიახლეები

ახალ ზელანდიაში 2008 წლის შემდეგ დაბადებული პირებისთვის თამბაქოს აკრძალვას გეგმავენ

09.12.2021
ახალ ზელანდიაში 2008 წლის შემდეგ დაბადებული პირებისთვის თამბაქოს აკრძალვას გეგმავენ

ახალ ზელანდიაში თამბაქოს შეძენასთან დაკავშირებული შეზღუდვის დაწესებას აპირებენ.

კანონი, რომლის დამტკიცებასაც მომავალ წელს ელიან,  2008 წლის შემდეგ დაბადებულ პირებს თამბაქოს შეძენას მთელი ცხოვრების მანძილზე  აუკრძალავს, რის მიზანსაც მოწევაზე უარის თქმა წარმოადგენს – ამის შესახებ BBC წერს

„ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებმა საერთოდ არ დაიწყონ მოწევა“ – აცხადებს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი აიეშა ვერალი.

ახალმა ზელანდიამ მიზნად დაისახა 2025 წლისთვის ქვეყანაში მწეველთა რიცხვი 5%-მდე შეამციროს, საბოლოო ჯამში კი მწეველებმა  საერთოდ უარი თქვან თამბაქოს მოხმარებაზე.

დღეს, 9 დეკემბერს, გაკეთებული განცხადების მიხედვით, მთავრობამ ასევე გააძლიერა კონტროლი თამბაქოს რეალიზაციაზ. ახალი ზელანდიის ოფიციალური პირების განცხადებით, მაღაზიების რაოდენობა, რომელთაც თამბაქოს გაყიდვის უფლება აქვთ,  8000-დან 500-მდე შემცირდება.

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამსახურები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ელექტრონული სიგარეტი ასევე წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, რადგან მკვლევრებმა მასში საშიში კანცეროგენური ნივთიერებები აღმოაჩინეს, თუმცა 2017 წელს ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტი მწეველთათვის მოწევის შეწყვეტის საშუალებად აღიარეს.

დღეს ახალი ზელანდიის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 13% ეწევა. 10 წლის წინ ეს მაჩვენებელი 18% იყო, მაგრამ მკვიდრ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია – დაახლოებით 31%. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: