მთავარი,სიახლეები

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი წელს

06.12.2021 • 3476
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი წელს

2021 წელს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი თელ-ავივია. ამის შესახებ წერს Economist Intelligence Unit (EIU), გამოცემა „ეკონომისტთან“ არსებული კვლევისა და ანალიტიკის ჯგუფი. 

EIU-ის მიხედვით, ისრაელის ვალუტის, შეკელის კურსის და პროდუქციის ფასების ზრდა, მათ შორის, სურსათსა და ტრანსპორტზე, იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც თელ-ავივმა პირველი ადგილი დაიკავა რეიტინგში.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

  1. თელ-ავივი [ისრაელი]
  2. პარიზი [საფრანგეთი]
  3. სინგაპური [სინგაპურის რესპუბლიკა]
  4. ციურიხი [შვეიცარია]
  5. ჰონგ კონგი [ჩინეთი] 
  6. ნიუ იორკი [აშშ]
  7. ჟენევა [შვეიცარია]
  8. კოპენჰაგენი [დანია]
  9. ლოს ანჯელესი [აშშ]
  10. ოსაკა [იაპონია]

EIU-მ კვლევა 173 ქალაქში ჩაატარა. ბოლო ადგილს 2021 წლის რეიტინგში დამასკო იკავებს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: