კონკურსი და საჯარო ლექციები ბსუ-ში

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს  ლექციების  კურსი თემაზე, – კულტურა და საზოგადოება“. დღეს 20 დეკემბერს თემაზე, – „ადამიანის უფლებები და კულტურა“, ლექცია წაიკითხა გეორგ ლომანიმ. მეორე ლექციას კი თემაზე , – „თანამედროვე ხელოვნება და განვთარება“, ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე კითხულობს. ლექციების კურსი გაგრძელდება ხვალაც.  21 დეკემბერს დაგეგმილია  გეორგ ლომანის კიდევ ერთი ლექცია „ადამიანის უფლებები, განათლება …

პრორექტორობიდან განათლების მინისტრის პოსტზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ინგა შამილიშვილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მისი კანდიდატურა განსახილველად გასულ კვირას წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოს. მინისტრობის კანდიდატებს უმაღლესი საბჭოს კომისიებშიც მოუსმინეს. აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო დღეს, 19 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს. როგორ ხედავს საკუთარ შესაძლებლობებს ინგა შამილიშვილი ახალ პოსტზე და …

როგორ გადანაწილდა ერთ მილიარდზე მეტი ლარი განათლებაში

განათლების ბიუჯეტი 2017 წელს ერთი მილიარდ 116 მილიონი ლარია. რა იქნება მომავალი წლისთვის განათლებაში პრიორიტეტული, ვის შეუმცირდა ბიუჯეტი და რატომ მიიჩნევენ სამინისტროში, რომ ცხრა თვეში პრემიებში დახარჯული ორი მილიონი ლარი  „საბიუჯეტო თანხის დაზოგვაა?“  „ბათუმელებთან“ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა ისაუბრა. ქალბატონო ქეთევან, რომელი პროექტების დაფინანსება გაიზარდა, …

„მასწავლებელს უნდა შერცხვეს, რომ მოსწავლეს აზეპირებინებს“

განათლების სპეციალისტების შეფასებით, დღეს ქართული სკოლა ორიენტირებულია არა აზროვნებაზე, არამედ დამახსოვრებაზე. რა განაპირობებს ამას და როგორ შეიძლება აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა? – თემაზე  „ბათუმელებთან“ სკოლის პედაგოგებმა და განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრეს. მე-18 საჯარო სკოლის პედაგოგი, დალი აბურჯანია მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართული სკოლა მოსწავლეს მხოლოდ ტესტების ჩასაბარებლად ამზადებს და ნაკლებად არის ორიენტირებული აზროვნების განვითარებაზე. მისი …

კონკურსი ინგლისურ ენაში მოსწავლეებისთვის

ქედის გამგეობის განათლების სამსახური ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში კონკურსს ატარებს, საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგებისა და უცხოელი მოხალისე მასწავლებლების თხოვნის საფუძველზე. ინგლისური ენის კითხვის კონკურსი დაბა ქედის საჯარო სკოლაში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მონაწილეობას ქედის სხვადასხვა სკოლის 120-მდე მოსწავლე მიიღებს, კონკურსის მეორე ეტაპზე მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები გადავლენ. „ინგლისური ენის გამოცდაში …

რა შემთხვევაში უწყვეტს სახელმწიფო მოსწავლეს ვაუჩერულ დაფინანსებას

ბათუმის რესურსცენტრის მონაცემებით, 2016 წელს ბათუმის საჯარო სკოლებში  დაახლოებით 150 მოსწავლე ჩარჩა კლასში. გაცილებით მეტი – 273 მოსწავლე ჩარჩა იმავე კლასში გასულ წელს. აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ მოსწავლე კლასში ჩარჩება, მას სახელმწიფო ვაუჩერულ დაფინანსებას უწყვეტს. სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სწავლის საფასური თავად მოსწავლემ უნდ გადაიხადოს. „ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა მოსწავლე გათხოვილი იყო, ყოველ წელს …

2 388 ათოსანი საქართველოში

საქართველოს განათლების სამინისტრომ საბაზო საფეხურის 2 388 მოსწავლეს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მოსწავლეს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს ათი, დამრგვალების გარეშე. აჭარის სკოლებიდან კომპიუტერი 260-მა ათოსანმა მოსწავლემ მიიღო. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსწავლეების მოტივაცია გაიზარდა, რადგან თუ გასულ წელს კომპიუტერი 1984-მა მოსწავლემ მიიღო, წელს ეს ციფრი ორი ათასზე მეტია. …

14 წლის მოზარდი თანაკლასელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

„დამცინიან, ქაღალდებს მესვრიან, თავში წიგნებს მათხლეშენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეუბნებიან. არავინ მემეგობრება, სულ ჩხუბი მომწყინდა, ამიტომ სკოლა მივატოვე“, – გვეუბნება 14 წლის მოზარდი, რომელიც ამ დროისთვის მე-6 კლასში ირიცხება. სკოლის დირექცია კი, სადაც მოზარდი სწავლობდა, ამბობს, რომ  „სკოლაში უარესი რამეებიც ხდება“. „სწავლა მინდა, მაგრამ იმ სკოლაში არ წავალ. ყველა დამცინის, აბუჩად მიგდებს, განსაკუთრებით ბიჭები, თუმცა …

ბავშვები უფროსების დრამაში

„აქტივობები ბაღში უნდა იყოს არა მშობლის ან პედაგოგის გასახარად, არამედ ბავშვისთვის“. საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბავშვზე ორიენტირებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად ბაღებში ბავშვებს იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ. ეს შეფასება ეკუთვნის როგორც სახალხო დამცველს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდს. ახალი დებულების თანახმად, რომელიც მთავრობამ 2017 წლის აპრილამდე უნდა დაამტკიცოს, სასწავლო პროცესი ბაღებში …

რა აღარ დაევალება პედაგოგს? – კარიერული სქემის ბუნდოვანი დეტალები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემიდან უკვე ამოღებულია ფრაზა  – „პედაგოგი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას, სკოლას ტოვებს და მის ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება“. სამინისტროში არ აქვთ პასუხი კითხვებზე: როგორ მოხდება პედაგოგთა კარიერული წინსვლისთვის განსაზღვრული კრედიტების დაგროვება და რა აქტივობაში რამდენ კრედიტს მიიღებს პედაგოგი? შეუძლია …

ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მეცხრეკლასელი

ცოტნე ქართველიშვილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. ის ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობს. ცოტნე ამბობს, რომ წიგნის სიყვარული მას ბავშვობიდან ასწავლეს. „თუ შენი მშობლები კითხულობენ, შენც აუცილებლად გეყვარება წიგნი და კითხვა“, – გვეუბნება ის. ცოტნემ ლიტერატურულ კონკურსში მეორედ გაიმარჯვა. ლიტერატურულ კონკურსს ყოველ წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ატარებს. დღემდე ცოტნე კონკურსში სამჯერ მონაწილეობდა. …

ვინ სარგებლობს ბსუ-ს ლაბორატორიებით

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაბორატორიების დიდი ნაწილი უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს ბსუ-ს ბიუჯეტიდან ლაბორატორიებისთვის 1 255 160 ლარია გათვალისწინებული. გრანტის სახით კი უნივერსიტეტის ლაბორატორიებზე 651 677 ლარი დაიხარჯა. ვინ სარგებლობს უნივერსიტეტის ლაბორატორიებით და აისახა თუ არა ძვირადღირებული ლაბორატორიების შეძენა განათლების ხარისხზე? სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილის განმარტებით, ლაბორატორიები ყველა იმ …

ბათუმელი მოსწავლეების გამოგონებამ სპეციალური პრიზი მიიღო

სკოლა „გორდას“  გამომგონებელი  მოსწავლეები, მკვლევართა და გამომგონებელთა კონკურსზე – „ლეონარდო და ვინჩი“   ახალი  ტექნოლოგიებით  წარსდგნენ.  ანა შუბლაძისა და ენრი გეგიძეს   გამოგონებამ  სპეციალური პრიზი დაიმსახურა.  მათ  „ლენოვოს“ ფირმის  ტაბლეტები გადაეცათ. გამოგონება, რომელიც ბუნებრივი აირის, ნავთობის ან წყლის გაჟონვის რისკებს თითქმის გამორიცხავს, მეთერთმეტეკლასელ ანა შუბლაძეს და ენრი გეგიძეს ეკუთვნით. ეს მათთვის პირველი გამოგონებაა, თუმცა სხვა ინოვაციებიც აქვთ …

13 წლის ბიჭი სკოლის ნაცვლად ქუჩაში

ის ილიაა და არ არის ერთადერთი ბიჭი, ვინც სკოლიდან გაგდების შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. მაგრამ ცოტაა ისეთი, ვისაც 13 წლის ასაკში სამწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს –  როგორც თავად ამბობს, ბაზრობის „კაჭკაზე“. ზაფხულობით „კაჭკას“ პლაჟზე შეზლონგები ანაცვლებს. ილია ძირითად დროს ქუჩაში ატარებს. ილიას ჰყავს მამა და ოთხი და-ძმა. ილიას და ახლა 18 წლის არის. ის 4 წლის …

ელექტრონული ჭადრაკი სკოლებში

ბათუმში ელექტრონულ ჭადრაკს ორ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში ასწავლიან. მთლიანად აჭარაში კი ელექტრონული ჭადრაკის სწავლება 42 სკოლაში უნდა დაიწყოს. პროგრამა საპილოტეა და სკოლების შემდეგ, საბავშვო ბაღებშიც დაინერგება. რა მოსწონთ და რას ვერ ეგუებიან ბავშვები  ელექტრონულ ჭადრაკში? ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილს „ბათუმელები“  ბათუმის  #2 საჯარო სკოლაში დაესწრო. გაკვეთილი მეორეკლასელებს ჩაუტარდათ და ის სალექციო ფორმატში მიმდინარეობდა. პროცესს …

სტუდენტები პარტიულ შეხვედრაზე დარბაზის შესავსებად

28 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლექციების ნაცვლად „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მოუსმინეს. პარტიულ ლიდერებს უსმინეს ლექტორებმა და რექტორმაც. რამდენიმე სტუდენტი უკმაყოფილო იმით დარჩა, რომ შეხვედრაზე კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. ზოგიერთმა ამ ამბავში მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან უნივერსიტეტის ტრადიციული გამოყენება დაინახა. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს პოლიტიკური შეხვედრების დროს …

კომაროვის შაბათის სკოლა ბათუმში

ბათუმში კომაროვის მათემატიკური სკოლა მესამე წელია რაც არსებობს. დღევანდელი მონაცემებით, შაბათ-კვირის სკოლაში 220 ბავშვი სწავლობს. კომაროვის შაბათის სკოლა აჭარაში ერთადერთია. ამ სკოლიდან თბილისის კომაროვის სკოლაში სულ ხუთი ბავშვი წავიდა სასწავლებლად. მთლიანად რეგიონიდან კი თბილისის კომაროვის სკოლაში ათი ბავშვი სწავლობს. ბათუმის კომაროვის შაბათის სკოლის მენეჯერის, ზაურ სოლომონიძის თქმით, მათ სკოლაში მოსწავლეების ზრდას, სწავლების ხარისხი და მეთოდოლოგია …

როგორ ვისწავლოთ ევროპაში იაფად

განათლების მიღება ევროპის ქვეყნებში, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდებისთვის, არამარტო მაღალი კვალიფიკაციის გამოა მომხიბლველი, არამედ ყველა იმ ღირებულებების გასაცნობადაც, რაც ბოლო წლებია საქართველოში მკვიდრდება. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა გზები არსებობს ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ევროპაში რაც შეიძლება მინიმალური ფინანსური დანახარჯით განათლებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად. ევროპაში სწავლის დასაფინანსებლად სტუდენტებს აჭარიდან რამდენიმე საშუალება აქვთ. ერთ-ერთია აჭარის განათლების სამინისტროს „საზღვარგარეთ …

გემთწამყვანის სპეციალობაზე აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაზე ჩააბარებენ

ბათუმის საზღვაო აკადემიის 2017  წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში  ცვლილებაა. კერძოდ,  ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე  – „საზღვაო ნავიგაცია“ (იგივე გემთწამყვანი სპეციალობა) ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტი უცხო ენის გამოცდას მხოლოდ ინგლისურ ენაზე ჩააბარებს. წინა წლებში აბიტურიენტს ჰქონდა უცხო ენის არჩევის შესაძლებლობა ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს შორის. გემთწამყვანის სპეციალობაზე ოთხი გამოცდა ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა; ზოგადი …

სან დიეგოს უნივერსიტეტის ბათუმელი სტუდენტები თავიანთი გეგმების შესახებ

საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის შემოსვლით საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შანსი მიეცათ მიიღონ ამერიკული განათლება და დიპლომი, მოუსმინონ ცნობილ ამერიკელ პროფესორებს და გახდნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე.  ამ დროისთვის უნივერსიტეტში  217  სტუდენტი სწავლობს. ეს უნივერსიტეტი კვლევითი გრანტების სახით, წელიწადში 115 მილიონ დოლარს იღებს. სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს სკოლების დამამთავრებელ კლასებში ეძებს ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც კარგად სწავლობენ ქიმიას, ფიზიკას, …

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები მორცხვობას დასძლევენ“

25 წლის ზაკ ჰაუერსი ინგლისური ენის ერთადერთი სერტიფიცირებული მოხალისე მასწავლებელია, რომელიც „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სკოლებში ექვს თვეს იმუშავებს. რა გამოწვევებს ხედავს ამერიკელი მოხალისე საქართველოს მთის სკოლებში და რაზე აპირებს მუშაობას? – „ბათუმელები“ ზაკ ჰაუერს გასულ კვირას ესაუბრა. ამერიკის სამთავრობო პროგრამა „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით იმყოფებით საქართველოში. როგორ მოხვდით ამ პროგრამაში და რატომ …

„აი ჩემი საქართველო!“

„აი ჩემი საქართველო!“ – ასეა დასათაურებული პირველი კლასის მუსიკის რვეულში საქართველოს რუკა. რუკაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე დატანილია ტერიტორიები, რომლებიც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა სხვა ქვეყნების შემადგენლობაშია, მაგალითად: შავშეთი, ლაზეთი და საინგილო. ყოფილი ლაზეთი და შავშეთი, საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებით, დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში შედის, საინგილო კი – აზერბაიჯანის. რამდენად სწორია, როცა პირველ კლასიდანვე …

რას შეცვლის ლიდერი დირექტორი სკოლაში

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, სკოლის დირექტორებს ტრენინგები უტარდებათ. პროექტი – „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო“  სამწლიანია და სამი მოდულისგან შედგება: 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები, ეფექტური დირექტორი  –  თეორიიდან პრაქტიკისკენ და დირექტორი როგორც მენეჯერი, ადამიანური რესურსები, დროის მენეჯმენტი და სამართლებრივი საკითხები. კურსი 14-მილიონიანი პროექტის ფარგლებში ტარდება. აძლევს თუ არა დღევანდელი სკოლა დირექტორს ლიდერობის შესაძლებლობებს? ამ თემაზე …

რატომ არ აქვს შედეგი სწავლის დაძალებას

რა შეიძლება გახდეს მოზარდისთვის სწავლის მოტივატორი და რა დემოტივატორი? როგორი უნდა იყოს მასწავლებლის ლექსიკა და დამოკიდებულებები მოსწავლის მიმართ და რა ფაქტორები განაპირობებს მოზარდის თავისუფალ არჩევანს სწავლაში? –  ამ თემაზე „ბათუმელებს“  ფსიქოლოგი მარიტა მერკვილაძე ესაუბრა. ქალბატონო მარიტა, რა შეიძლება იყოს მთავარი მოტივატორი მოზარდისთვის სწავლის დროს და რა ფაქტორები მოქმედებს საპირისპიროდ? მოტივაციას ქმნის მიზანი და რაც უფრო …

ისევ ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტი აჭარის მაღალმთიანეთში

ახალი სასწავლო წელი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა აჭარის მთიანეთის ბევრ სკოლაში ზოგიერთ საგანში გაკვეთილი ჯერაც არ ჩატარებულა. გასული წლის მსგავსად აქ, ძირითადად, ინგლისური ენის პედაგოგები არ ჰყავთ. აჭარის მთიანეთში, ხულოსა და შუახევის სკოლები მასწავლებლების გარეშეა დარჩენილი. 29 სექტემბრის მონაცემებით, ხულოს მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში 24 ვაკანსიაა. ერთსა და იმავე სკოლაში ზოგჯერ რამდენიმე საგნის პედაგოგი არ …

ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა

ბათუმის ამერიკულ კუთხეში 21 ოქტომბერს 16:30 საათზე დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა, ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სწავლის დეტალებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება მე-9, მე-10,მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.  ამერიკული კუთხის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ჩარიცხვების ოფისის წარმომადგენელთან,  რომელიც ისაუბრებს და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და სწავლის შესაძლებლობებზე. …

რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს საგნობრივ გამოცდაზე

იმ 747 პედაგოგს შორის, რომლებიც საგნობრივ გამოცდაზე გავიდნენ, ბარიერი მხოლოდ 173-მა პედაგოგმა დაძლია. სპორტის მასწავლებლები საგნობრივ გამოცდაზე პირველად წელს, ივლისში გავიდნენ. 70 ქულიდან გამსვლელი 43 ქულა იყო. იმისათვის, რომ სპორტის პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს, ვალდებულია სამი წლის განმავლობაში 19 კრედიტქულა დააგროვოს. რა ევალებათ სპორტის პედაგოგებს ეროვნული სასწავლო გეგმით და რა მოთხოვნებს ვერ პასუხობს თანამედროვე …

სამინისტროს გრანტი მხოლოდ წარმატებული სტუდენტებისთვის

აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, რომლებიც ამ სამინისტროსგან სასწავლო თანადაფინანსებას იღებენ, დაფინანსება მოეხსნებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირველ სემესტრში ვერ დააგროვებენ აკადემიური ქულების 71 პროცენტს. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს 17-მა სტუდენტმა ვერ დააგროვა ქულათა განსაზღვრული რაოდენობა, 4-მა კი – წელს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, გიორგი თავამაიშვილის განმარტებით, გრანტის მიზანი სტუდენტების სტიმულირებაა. „გრანტს ვერ …

ბსუ-ში ვალენსიის უნივერსიტეტის პროფესორი საინჟინრო გაანგარიშებების შესახებ საჯარო ლექციებს ჩაატარებს

18, 19 და 20 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვალენსიის (ესპანეთი) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, ჩვიდმეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ხუთი სასწავლო პუბლიკაციის ავტორის ხულიან ალკალა გონსალესის საჯარო ლექციათა ციკლი გაიმართება. ლექციების თემაა „თანამედროვე მიდგომები საიჟინრო გაანგარიშებებში, საუკეთესო გადაწყვეტლების მიღების მიზნით, ოპტიმიზაციის მეტაევრისტიკული მეთოდებისა და სასრულ ელემენტთა მეთოდების გამოყენებით“. საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია …

ქართველი და უცხოელი პროფესორების ლექციები ბსუ-ში

დღეს 6 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი პროექტის – „მედია და კულტურის მეცნიერების მიმართულების განვითარების“ ფარგლებში, ქართველი და გერმანელი პროფესორების მონაწილეობით, მედიისა და  კულტურის  საკითხებზე სემინარები და დისკუსიები გაიმართება. 14:00 საათზე  უნივერსისტეტის 55-ე აუდიტორიაში,  თემაზე, – „ადამიანი და კულტურის სამყარო“, ლექციას წაიკითხავს მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი, ლუდვიგ ზიპი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი …

წამყვანი და უფროსი მასწავლებლის ხელფასი იანვრიდან იზრდება, პრაქტიკოსების – არა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნება. ხელფასები მხოლოდ წამყვან და უფროს მასწავლებლებს გაეზრდებათ, პრაქტიკოს მასწავლებლებს კი _ არა. იზრდება მენტორი მასწავლებლის ხელფასიც, თუმცა ამ კატეგორიის პედაგოგი საქართველოში არ არის. სამინისტროს ინფორმაციით, გაზრდილ ხელფასს ის პედაგოგები მიიღებენ, ვისაც სკოლაში სრული დატვირთვა აქვს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მასწავლებელთა ხელფასები 2017 წლის იანვრიდან …

“განათლების მინისტრის ინიციატივები არასერიოზულია”

განათლების მინისტრმა პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატანი ბევრი ცვლილება დააანონსა: საგნობრივი გამოცდა პედაგოგისთვის „ჩამჭრელი“ აღარ იქნება – პედაგოგი რამდენ ქულასაც დააგროვებს გამოცდაზე, იმის მიხედვით მიიღებს კრედიტებს. მინისტრის აზრით, შესაცვლელია კრედიტების მინიჭების კრიტერიუმიც. განათლების სამინისტროში არ აღმოჩნდა არც ერთი პირი, ვინც განმარტავს, რამდენად რეალურია მინისტრის მიერ წარმოდგენილი ალტერნატივები და რა ვადაში განხორციელდება ეს …

რუსთაველის უნივერსიტეტში 1015 პირველკურსელი ჩაირიცხა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო წელი დღეს, 3 ოქტომბერს განახლდა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში 1015 პირველკურსელი ჩაირიცხა, აქედან სასწავლო გრანტი 58-მა მიიღო, ხოლო  10  უფასო სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამაზე 419 ახალგაზრდა ისწავლის. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ ორგანიზებით,  წიგნის სამდღიანი ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში  შეხვედრა გაიმართა მწერლებთან, დათო ტურაშვილთან და …

რატომ ვერ ხერხდება სკოლაში უცხო ენის შესწავლა რეპეტიტორების გარეშე

როგორ ისწავლება საჯარო სკოლებში ინგლისური ენა, და რა დონეს ფლობენ მე-12 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეები? ინგლისური ენა რამდენიმე დონედ იყოფა. იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თავისუფლად წერა-კითხვა, მოსმენილის გააზრება და კომუნიკაცია, საშუალო საფეხურზე (ინტერმედიატე) მაინც უნდა იყოს. თუმცა საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას დაბალი საფეხურის (A1) სახელმძღვანელოთი გადიან. ინგლისური ენის ტრენერი მასწავლებელი, ქეთი პაპავა …

როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან შეგუება

ბაღიდან სკოლაში გადასვლა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ გაუმკლავდებიან ისინი ამ პროცესს, დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი მხარდაჭერა ექნებათ მათ უფროსებისგან. ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პირველი ბაზა სწორედ სკოლასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის სწორი დასაწყისი. იმის შესახებ, თუ როგორ გავუმარტივოთ პატარებს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაცია, „ბათუმელებს“ ფსიქოლოგი ირმა …

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს. ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  50 სტუდენტი, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა არის 91 და მეტი, მიიღებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით. სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე: ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირება, …

Exit mobile version