„დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, მისტიკური გვირაბი მეგონა“

17 წლის ნინო ჭაღალიძე ბათუმელი მოსწავლეა, რომელმაც მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში დამრგვალების გარეშე 10 ქულა, ხოლო ფიზიკაში 9 ქულა მიიღო. „მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები რომ მიმდინარებდა, დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, რაღაც მისტიკური გვირაბი მეგონა, რომლის ბოლოშიც ან სინათლეა, ან სიბნელე, ან ბედნიერი დაბრუნდები იქიდან, ან უბედური… …

მეოთხე საგანი ეროვნულ გამოცდებზე

წელს, უკვე მესამედ, აბიტურიენტებს შეუძლიათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება დამატებით – მეოთხე საგნად აირჩიონ. საქართველოს 15-მდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წელს 620-მდე ადგილი გამოაცხადა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნით. თუმცა, ეს საგანი მხოლოდ 220 აბიტურიენტს აქვს არჩეული. რა სპეციფიკისაა გამოცდა საგანში, რა სირთულეები და დადებითი მხარეები ახლავს მას, ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ …

მათემატიკა – ქართული სკოლების „აქილევსის ქუსლი“

2016 წლის საატესტატო გამოცდებზე მათემატიკაში 5 600 მოსწავლე ჩაიჭრა. მათემატიკაში ჩაჭრილთა რაოდენობა აჭარაში წინა წელთან შედარებით 7-დან 12 პროცენტამდე გაიზარდა. დირექტორების აზრით, ის, რომ მასწავლებელმა შედეგი ვერ მიიღო, მისი სკოლიდან გაშვების საფუძველი ვერ გახდება. რაში ხედავენ მათემატიკის მასწავლებლები და დირექტორები წარუმატებლობის მიზეზებს? უფროსი კატეგორიის მასწავლებელი ქემალ ხიმშიაშვილი ბათუმის 22-ე  საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. წელს ამ …

20-20 ლარი გიორგი ტატიშვილის სასარგებლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ექვსი საჯარო სკოლა დაავალდებულა, გიორგი ტატიშვილის ორგანიზაციას – „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს“ საჯარო ინფორმაციის მიწოდების გარდა 20-20 ლარიც გადაუხადონ. გიორგი ტატიშვილი სარჩელში თითოეულ საჯარო სკოლას არა მარტო საჯარო ინფორმაციას, არამედ 599 ლარს, როგორც ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ბათუმის მე-11 საჯარო სკოლამ მოგვაწოდა, გიორგი ტატიშვილი მათ 2011 წლიდან …

სტუდენტური მოძრაობის წერილი პრემიერს

დღეს 11 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სტუდენტური მოძრაობა – „ავტონომია უნივერსიტეტის“ წევრებმა განცხადება გააკეთეს. სტუდენტები საქართველოს პრემიერს და განათლების მინისტრს, წერილობით მიმართავენ. სტუდენტების განცხადებით, წერილი შეეხება უნივერსიტეტის თვითმმართველობების საკითხს და გარე ძალების ჩარევას საუნივერსიტეტო პროცესებში. „წერილი ასევე შეიცავს ყველა იმ ფაქტის აღწერას, რაც მოხდა უნივერსიტეტში 21 მარტიდან დღემდე. იმას, რომ არ მოხდა პროცესების ობიექტურად შეფასება და …

ბსუ-ს სტუნდეტები სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში გაივლიან

გერმანიის სასტუმროებში სასწავლო პრაქტიკას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან. ტურიზმის ფაკულტეტის 78 სტუდენტი ორ ეტაპად გაემგზავრება გერმანიაში. 10 ივნისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ისინი გაეცნობიან სასტუმროს სტრუქტურულ ერთეულებს და ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში. პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. „სტუდენტები შევარჩიეთ აკადემიური მოსწრების მიხედვით. გარდა ამისა, მათ ჩაუტარდათ …

ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების სისტემის შეცვლას გეგმავს

ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას გეგმავს. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ დაფინანსების ვაუჩერიზაცია მუნიციპალურ ბაღებს განტვირთავს და ადგილების პრობლემა ისეთი მწვავე აღარ იქნება, როგორიც ამ დრომდე იყო. იდეის ავტორების გათვლებით, ბაღის ასაკის ერთ ბავშვში ქალაქის ბიუჯეტი ყოველთვიურად დაახლოებით 120 ლარს ხარჯავს. პროექტის ავტორები კერძო ბაღებისთვის სწორედ ამდენივე თანხის ვაუჩერის გაცემას გეგმავენ. ყველა ახალი …

„სამოქალაქო განათლების ინსტიტუტმა“ შშმ პირთა კონვენციის ანგარიში წარადგინა

დღეს 3 ივნისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულების ალტერნატიული ანგარიში წარმოადგინა, განათლების ნაწილში. სამოქალაქო განათლების ინსტიტუტის, განათლების სპეციალისტის თამარ მოსიაშვილის შეფასებით, შშმ პირთა უფლებების კონვენცია საქართველოში 2014 წელს ამოქმედდა. სამოქალაქო განათლების ინსტიტუტმა შეისწავლა ამ კონვენციის 24-ე და 27-ე მუხლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ განათლებას შეეხება. „შეზღუდული …

მასწავლებლების ტრენინგი ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვით – ბრიფინგი სამინისტროში

3 ივნისს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა ბრიფინგი გამართა. როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, 28 მაისს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ასმათ დიასამიძის ორგანიზებით, სკოლის პედაგოგებისთვის გამართულ ტრენინგკურსზე მოხდა ოდესის გუბერნატორთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი ჩართვა „სკაიპის“ მეშვეობით. ლადო მგალობლიშვილის შეფასებით, ეს იყო „თაღლითური გზით პედაგოგების მიყვანა შეხვედრაზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის სასარგებლო …

შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესრულების ალტერნატიული ანგარიში [ანონსი]

3 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ პროექტის – „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. დასწრება თავისუფალია. 2015 წლის 1 ნოემბრიდან „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ „ფონდი ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში მომზადდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (განათლების ნაწილის) შესრულების ალტერნატიული ანგარიში. …

რატომ ჩაიჭრა 5 600 მოსწავლე მათემატიკაში

2016 წლის საატესტატო გამოცდებზე გაცილებით მეტი მოსწავლე ჩაიჭრა, ვიდრე გასულ წელს. შარშან მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაიჭრა 2 200 მოსწავლე, წელს კი 5 600 მოსწავლე მარტო მათემატიკაშია ჩაჭრილი. ეროვნულ ცენტრს გამოცდებზე ჩაჭრილთა საბოლოო, დაჯამებული ციფრი ჯერ არ აქვს. მას არც იმ კითხვაზე აქვს პასუხი, თუ რატომ გაიზარდა ჩაჭრილთა რაოდენობა მიმდინარე წელს – მიზეზებზე ვერც საჯარო სკოლებში …

პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებული აჭარიდან

ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის სოფელ თხილნარის საჯარო სკოლის პედაგოგი მზია სალაძე „მასწავლებელი –  მეგზური ევროპისკენ“ კონფერენციის გამარჯვებული გახდა.კონფერენციაზე საქართველოს მასშტაბით ათი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც სასწავლო კურსს ესტონეთში გაივლიან. მზია სალაძე დაწყებითი საფეხურის მე-4 კლასის მასწავლებელია. მან საკონფერენციო თემად ეკოლოგია აირჩია. „ჩემი სოფელი და სოფლის მდინარეები“, – ასე ერქვა მის საკონფერენციო თემას, სადაც სოფელ თხილნარში არსებული ეკოლოგიური პრობლემები …

მათემატიკაში საატესტატო გამოცდა 5 600-ზე მეტმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

24 მაისს  მათემატიკის გამოცდაზე 42 700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათგან ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 86 პროცენტზე მეტმა.  ივა მინდაძის შეფასებით, გამოცდებზე ტექნიკური ხარვეზები არ ყოფილა. დღეს, 25 მაისს, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები  საატესტატო გამოცდას  ქიმიაში აბარებენ,  ივა მინდაძის განცხადებით, საბოლოო შედეგები გამოცდების დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.  მისივე ინფორმაციით, …

ისტორიაში საატესტატო გამოცდა 2 100-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ისტორიაში საატესტატო გამოცდაზე 42 ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა. ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდა 95-მა პროცენტმა ჩააბარა, 5-მა პროცენტმა კი ბარიერი ვერ დაძლია. დღეს, 24 მაისს, ქართულენოვან სკოლებში  საატესტატო გამოცდები მათემატიკის გამოცდით დასრულდება. მათემატიკის გამოცდის შედეგები, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ისტორიაში გამოცდები გუშინ, 23 მაისს ჩატარდა.

საატესტატო გამოცდებზე 5 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდები ქართულ ენასა და  უცხო ენაში დასრულებულია, მთლიანობაში 5 ათასზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა ბარიერი (5,5). ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძის შეფასებით, წელს უფრო მეტია  ჩაჭრილი მოსწავლეების რიცხვი, ვიდრე გასულ წელს იყო. მოსწავლეები ამჟამად ოთხ გამოცდას აბარებენ. ქართული, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა. ქართულ ენასა და უცხო ენაში …

პედაგოგების თვითშეფასების კითხვარს არავინ კითხულობს

თვითშეფასების კითხვარის შევსება მასწავლებლებისთვის აუცილებელია, თუმცა, როგორც სკოლის შეფასების ჯგუფის წარმომადგენლები გვეუბნებიან, მასზე წვდომა პედაგოგების გარდა არავის აქვს, მათ შორის არც ფასილიტატორს და არც განათლების სამინისტროს. „შესაბამისად, რა და როგორ შეავსო პედაგოგმა, ამას ვერ ვხედავთ“, – გვეუბნება მე-2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. სავალდებულო კითხვარი სპეციალური კოდით არის დახურული. თვითშეფასების კითხვარი არის პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე …

რუსთაველის უნივერსიტეტში ზოოლოგიისა და მინერალოგიის კაბინეტები განაახლეს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე  ზოოლოგიისა და მინერალოგიის განახლებული კაბინეტები გაიხსნა. „თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კაბინეტებში პროფესორ-მასწავლებლებისა და ლაბორანტების მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული უნიკალური მინერალოგიური ექსპონატები და ნიმუშები განთავსდა. სასწავლო თვალსაჩინოებისათვის განკუთვნილი ინტერიერი და საგამოფენო სტენდები საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და სასწავლო პროცესის ეფექტურობას შეუწყობს ხელს“-ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. …

რა სჭირდებათ ხელოვნების პედაგოგებს

სერგი მესამე კლასში სწავლობს ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ის ამბობს, რომ ხელოვნების გაკვეთილი არ უტარდება. როცა ეკითხები, თუ რას აკეთებენ ხელოვნების გაკეთილზე, ამბობს, – „აი, ასე ვსხედვართ“ და ხელს ნიკაპქვეშ იდებს. პედაგოგების აზრით კი, ხელოვნება, როგორც საგანი, სრულიად უყურადღებოდ აქვს სახელმწიფოს მიტოვებული. მშობლების უმეტესობა საერთოდაც არ ინტერესდება, როგორ ასწავლიან მის შვილს ხელოვნებას სკოლაში. ხელოვნების მიმართულებით უფროსი …

სახალხო დამცველი ბიოლოგიის სახელმძღვანელოში დისკრიმინაციული ტერმინების შეცვლას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მე-8 კლასის ბიოლოგიის სახელმძთვანელოში წამალდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებით გამოყენებული ტერმინის – „ნარკომანის“,  სხვა ტერმინით ჩანაცვლებას ითხოვს. მისი განცხადებით, „ნარკომანი“,  მცდარი ტერმინია და ის უნდა შეიცვალოს. „გარდა ამისა, წამალდამოკიდებული ადამიანი აღქმულია როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება“- ნათქვამია სახალხი დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებაში. „2016 წლის 30 აპრილს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ზოგადი …

ბათუმელი მოსწავლეების გამოგონება – ხელჯოხი უსინათლოებისთვის

მოსწავლეებმა ბათუმიდან – ცოტნე შოთაძემ და ბესო შარაშიძემ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნეს ინოვაციური ხელჯოხი – „სხვა თვალი“, რომელიც მფლობელს ორი მეტრის რადიუსში აცნობებს წინაღობის ან დაბრკოლების შესახებ. ამ გამოგონებისთვის ცოტნემ და ბესომ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადაზე [IYIPO] ოქროს მედალი მოიპოვეს. ბესოსა და ცოტნეს მიერ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნილი ინოვაციური ხელჯოხი, გარდა იმისა, რომ მფლობელს …

პროფესორ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია ბათუმში

7 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია საჯარო ლექციას ჩაატარებს. ლექციის თემაა – „უმაღლესი განათლება საქართველოში: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“. მომხსენებელი მიმოიხილავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის, როგორც ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილის მიმდინარე პრობლემებს. ასევე, იმ გამოწვევებს, რომელსაც აყენებს ბოლონიის პროცესი ქართული უნივერსიტეტების წინაშე.  

ბათუმის საჯარო სკოლებმა პირველკლასელების მისაღებად 375 ადგილი დაამატეს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის 12-მა საჯარო სკოლამ  პირველ კლასებში მისაღები მოსწავლეების კონტინგენტი გაზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გაავრცელა. „დაემატა 375 ადგილი. პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ბაზები დღეს, 6 მაისს, 13:00 საათზე გაიხსნება,“- განაცხდეს განათლების სამინისტროში. ადგილები პირველკლასელებისთვის შემდეგმა სკოლებმა დაამატეს: მე-4,მე-5, მე-8, მე-9, მე-10, მე-14, მე-15,მე- 17, მე- 18, მე-20, …

ლევან ბერძენიშვილის და ლევან გიგინეიშვილის ერთობლივი საჯარო ლექცია ბათუმში

15 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საჯარო ლექცია-მოხსენებას გააკეთებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ლევან ბერძენიშვილი და ლევან გიგინეიშვილი. მომხსენებლები ისაუბრებენ უმაღლესი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და როლზე. ასევე, უმაღლესი განათლების დღევანდელ მდგომარეობასა და ბოლონიის პროცესის შესახებ. ღონისძიება ტარდება თანამშრომლობის და განვითარების რეგიონული ქსელი – ” R N C D-ს” პროექტის – ‘’უმაღლესი განათლების წახალისება და პოპულარიზაცია აჭარის …

ხელვაჩაურში ინგლისური ენის პედაგოგებს გადაამზადებენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომუშავე ინგლისური ენის პედაგოგების პროფესიული განვითარების მიზნით, აჭარის განათლების  ფონდი, ბრიტანეთის საბჭოს თანადაფინანსებით სპეციალური პროგრამის განხორციელებას გეგმავს. განათლების ფონდის ინფორმაციით, „პროგრამა მიზნად ისახავს უცხო ენების პედაგოგების ენის კომპეტენციისა და სწავლების მეთოდოლოგიის გამჯობესებას, უზრუნველყოფს ინგლისური ენის ცოდნის ხარისხობრივ და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას ჯერ ამ კონკრეტული მუნიციპალიტეტების სოფლებში, ხოლო შემდგომში, აქ მიღებული გამოცდილების …

პირველკლასელებს ბათუმში სასურველ სკოლებში ვერ არეგისტრირებენ

ბათუმში მშობლები იმ საჯარო სკოლებში, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა ან ერთი შვილი მაინც სწავლობს ამ სკოლაში, მომავალ პირველკლასელ შვილებს ვეღარ არეგისტრირებენ. მიზეზი, როგორც სკოლებში ეუბნებიან, უკვე შევსებული ადგილებია. ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის დროს ტერიტორიული პრინციპი აღარ მოქმედებს; რაც შეეხება მოსწავლეთა დედმამიშვილებსა და სკოლის თანამშრომელთა შვილებს, მათი რეგისტრაცია აპრილში დასრულდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე მათ …

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

7 მაისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში,  პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია გაიმართება,  თემაზე  – „უმაღლესი განათლება საქართველოში. მიღწევები, გამოწვევები, პერსპექტივები“. საჯარო ლექციის ორგანიზება „საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით  ხორციელდება. „საჯარო ლექციის დროს აქცენტი გაკეთდება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის, როგორ ევროპული საგანმანათლლო სივრცის ნაწილის მიმდინარე პრობლემებზე. იმ გამოწვევებზე, რომელსაც აყენებს ბოლონიის პროცესი ქართული უნივერსიტეტების წინაშე და …

200 ათასი ლარი ლიტერატურის სათარგმნად უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარის რეგიონში სიდიდით პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ვებგვერდის მონაცემებით, იგი 9 ფაკულტეტს, 141-მდე მოსამზადებელ, პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამას აერთიანებს. 2007 წლიდან ბსუ-ს საკუთარი გამომცემლობა და სტამბაც გააჩნია, თუმცა რა სიხშირით თარგმნის უნივერსიტეტი სასწავლო ლიტერატურას, ზუსტ ციფრს უნივერსიტეტში ვერ ასახელებენ. პროფესიული ლიტერატურის ქართულ ენაზე სათარგმნად პროგრამა უნივერსიტეტში …

როგორ ეხმარება ფსიქოლოგი მოსწავლეს

მანდატურის სამსახურებთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში, ბათუმში, ოთხი ფსიქოლოგი და ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს. პროექტი ფსიქიატრის მომსახურებასაც ითვალისწინებს, თუმცა ბათუმის ცენტრში ასეთი კადრი არ ჰყავთ. ცენტრის ვალდებულებაა ორ რეგიონში – აჭარასა და გურიაში მცხოვრებ ბავშვებს, მოზარდებსა და მათი ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს. ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს ბათუმში, ანგარიშის მიხედვით, 371-მა ბავშვმა და მოზარდმა მიმართა. ია …

რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შესახებ

„მიზერული და არასრულფასოვანი“, – ასე აფასებენ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემულ მასალებს სკოლის პედაგოგები. მათი აზრით, დღეს არსებულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ქვეყნის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტებისა და ამბების დიდი ნაწილი უგულებელყოფილია. ბათუმის #16 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ჯანელიძე გვეუბნება, რომ საქართველოს ისტორია სკოლაში მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება, მე-11 კლასის სახელმძღვანელოში კი რამდენიმე თემაა შეტანილი. „ავიღოთ …

17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად

ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლია დეკანაძე ერთ-ერთია იმ 80 ქართველ მოსწავლეს შორის, რომლებიც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის [FLEX] ფარგლებში აშშ-ში ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთი აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში. 17 წლის ლია იხსენებს, რომ პირველად ბედი ამ პროგრამაში მეცხრე კლასში სცადა, თუმცა მეორე ეტაპიდან გამოეთიშა კონკურსს. …

უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის 200-მდე სტუდენტისთვის, რომლებიც გრიშაშვილის #5-ში მდებარე შენობაში სწავლობენ, წლებია ელემენტარული პრობლემები მოუგვარებელია. მოუწესრიგებელია ლაბორატორიები, გასარემონტებელია შენობა, დაძველებულია ლიტერატურა, გაუმართავია გათბობის სისტემა, თვალსაჩინოებები, არ აქვთ სასადილო და სასმელი წყალი – ეს სტუდენტების ყოველდღიურობაა. ლაშა მელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის აგრონომიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. მას ლექციები …

ჯანდაცვის მიმართულების 387 კურსდამთავრებული ბათუმში

ბათუმში ათამდე საავადმყოფო და კლინიკაა, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების კურსდამთავრებულთა დასაქმების ბაზარს ქმნიან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ბსუ-ს 387 კურსდამთავრებული ჰყავს. რამდენი მათგანი დასაქმდა თავისი პროფესიით? – უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა დასაქმებულია, თუმცა ზუსტ სტატისტიკას ვერ ასახელებენ. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის, ლეილა …

“განათლების მნიშვნელობა” – გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია ბათუმში

16 აპრილს, ბათუმში, ხელოვების უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე – “განათლების მნიშვნელობა”. საჯარო ლექცია გაიმართება საქართველის პროფესიული განვითარების ცენტრის – GPDC – ორგანიზებით. ლექცია 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

როგორია მასწავლებლობა გერმანიაში

ვერიკო მაღულარია 16 წელია გერმანიაშია. ბოლო წლებია იგი დიუსელდორფში ცხოვრობს და გერმანულსა და საზოგადოებათმცოდნეობას ასწავლის. წელს მან დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტი, სადაც დოცენტად მუშაობდა, დატოვა და სკოლაში გადავიდა სამუშაოდ. როგორია მასწავლებლის პროფესია გერმანიაში – ამ თემაზე ვერიკო „ბათუმელებს“ ესაუბრა. ვერიკო, რატომ არჩიეთ უნივერსიტეტში მუშაობას სკოლაში მუშაობა? უნივერსიტეტში კერძო დოცენტად ვმუშაობდი. ვასწავლიდი გერმანულს იმ სტუდენტებს, რომლებიც ინგლისურენოვან ფაკულტეტებზე …

სტუდენტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლო დავა მოუგო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ არ დააკმაყოფილა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი, რომლითაც იგი ყოფილი სტუდენტისთვის თანხის დაკისრებას მოითხოვდა. სტუდენტი მეგი გიორგაძე აპირებს, უნივერსიტეტს „უსაფუძლო გამდიდრების გამო“ უჩივლოს. მეგი გიორგაძეს უნივერსიტეტმა იძულების წესით უკვე გადაახდევინა ორი წლის სწავლის საფასური – 2625 ლარი. სადავო ეს თანხა გახდა, რადგან მეგის მეორე კურსი საერთოდ არ გაუვლია. სასამართლოს წინა …

როგორ უნდა მოიქცნენ პედაგოგები ბუნებრივი კატასტროფების დროს სკოლაში

„ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (ინკლუზიური განათლების კონტექსტის გათვალისწინებით) – ამ თემაზე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ტრენინგები ჩატარდა.  ტრენინგების ორგანიზატორი აჭარის განათლების ფონდის  და ბათუმის მასწავლებლის სახლი იყო. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლები მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს გაეცნენ. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  პედაგოგებმა  ტრენინგი შემდეგი მიმართულებით გაიარეს: ბუნებრივი …

Exit mobile version